ს ი ნ ე რ გ ი ა
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
   
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

ჩვენს შესახებ

საქველმოქმედო ორგანიზაცია "სინერგია" დაფუძნებულია 2008 წლის 7 აპრილს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
გრიგოლ რუხაძე - თავმჯდომარე, ფილოსოფიის დოქტორი, პატროლოგი;
გვანცა კოპლატაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიზანტინისტი;
თეიმურაზ ბარაბაძე - დეკანოზი;
გიორგი მაჭარაშვილი - ადვოკატი, აუდიტორი.

ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია:

_ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ღირებულებების განვითარება;
_ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა;
_ წმიდა ადგილების მოლოცვა;
_ შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვა ეროვნულ-სარწმუნოებრივ საკითხებზე;
_ ჰუმანიტარულ, საეკლესიო, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროში მომზადებული ნაშრომების გამოცემა;
_ ზემოაღნიშნულ მეცნიერულ დარგებში წარმატებით მოღვაწე პირთა წახალისება და/ან დაჯილდოება;
_ პერიოდული საზოგადოებრივ-მეცნიერული ჟურნალის დაარსება და გამოცემა;
_ საინფორმაციო-შემეცნებითი ინტერნეტ საიტის შექმნა.

"სინერგიის" მიზნების განსახორციელებლად ფინანსურ ბაზას ქმნიან საზოგადოების წევრთა საწევროებიდან და ქველმოქმედთა შემოწირულობათაგან მიღებული თანხები

საბანკო კოდი: TBCBGE 22, ანგარიშის ნომერი: 39 TB05 4123 6080 1000 01.

ორგანიზაციას უფლება აქვს, ასევე, შეასრულოს სხვა ტიპის სამუშაოები, რაც შეზღუდული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

მისამართი: თბილისი, ერეკლე II მოედ. #1
T. 298-26-34      E-mail: samisaunje@sinergia.ge