ალექსანდრე აბდალაძე: „918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ომის გამოუცხადებლად, ვერაგულად ჯარი შემოუსია საქართველოს. საქართველოს წინააღმდეგ ომს მხარს უჭერდა თითქმის ყველა სომეხი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა... ძველად სომხეთი დროდადრო, საუკუნეების განმავლობაში, ახერხებდა ცალკეული ქართული მხარეების მიტაცებას...
სომხეთს ჩრდილო კავკასიაში გავლენა რომ მოეპოვებინა, ამისთვის საქართველო უნდა დაეპყრო. საუკუნეების განმავლობაში სომხები ცდილობდნენ კიდეც ამის გაკეთებას, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი ქართული მხარის დაპყრობას ახერხებდნენ გარკვეული ხნით...
სომხეთში თანდათან შეიქმნა ისეთი იდეოლოგიაც, რომლის მიხედვით კავკასიაში წამყვანი ერი სომხები უნდა ყოფილიყვნენ და საქართველოც მათი გავლენის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. ამ იდეოლოგიის შექმნაში, ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა სომხურმა ეკლესიამაც...
სომხური ეკლესია დაყვა სპარსეთის ნებას. იგი მონოფიზიტური, გვიანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, გრიგორიანული გახდა... სპარსეთის ხელისუფლება კმაყოფილი იყო სომხური ეკლესიის არჩევნით და კავკასიაში თავის საყრდენად მიიჩნევდა მას. აღსანიშნავია, რომ სომხეთში სამეფო ტახტი დაემხო 428 წელს, დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ მეფობა იბერიაშიც მოსპეს სპარსელებმა და ასეთ ვითარებაში სომხეთსა და იბერიაში ეკლესიების როლი მეტისმეტად გაიზარდა...
მეცხრე საუკუნის ბოლოს, როცა არაბთა სახალიფოს დასუსტება დაეტყო, სომხეთი ერთიან ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად იყო დაქუცმაცებული... ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ სომხეთის აღდგენილი სამეფოს ხელმწიფეებმა შეძლეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და ქვემო ქართლი მიიტაცეს. სომხურმა ეკლესიამაც გააჩაღა საქმიანობა ქვემო ქართლში, სომხეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ქვემო ქართლის გასომხურება, გასომხება დაისახეს მიზნად“ („ლიტ.საქ.“ 20 ივლისი, 2007).GK
ბაია ამაშუკელი: „საპარლამენტო ოპოზიციაში“ ბევრი მართლაც ღირსეული მეგობარი მყავს. მაგრამ მათ ადგილას მარიონეტ დეპუტატად სკამზე ჯდომას, დემონსტრაციულად დავტოვებდი იმ ვითომ „საკანონმდებლო ორგანოს“, სადაც „კანონმდებლებს“ რეზიდენტისა და პრემიერის დადგენილი მზა კანონები მისდით, მათ კი მხოლოდ „გერასიმეს მუმუს“ ფუნქცია რჩებათ. საერთაშორისო საზოგადოების, იმ ევროკავშირის თვალში, დატოვონ „ნაციონალ-ნაცისტები“ მარტო... საერთოდ ღირს კი, „შეფურთხებული ქვეყნის“ საზოგადოებისთვის წერო, თუ ეს საზოგადოება „ევრო-ამერიკულ ფურთხში“ ცხოვრებას ამჯობინებს, მადლიან ქართულ მიწასა და ქართულ ფესვებს?!“ („ლიტ.საქ.“ 27 ივლისი, 2007).GK
ალექსანდრე აბდალაძე: „სომხებმა ლორეს სამეფო მეათე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნეს სომხეთისგან დაპყრობილ ქვემო ქართლშიც. მის სატახტო ქალაქს 1065 წლამდე სამშვილდე წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ ლორე...
1118 წელს დავით აღმაშენებლის მხედრობამ გარეკა თურქ-სელჩუკები ლორედან და მთელი ქვემო ქართლი საქართველოს დაუბრუნა...
სომხეთის საქმე თანდათან უარესდებოდა. სომხები მასობრივად ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს, უცხოეთში გარბოდნენ...
მეათე-მეთერთმეტე ათწლეულებში უამრავი სომეხი აიყარა თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან და უცხო ქვეყნებს მიაშურა... ლტოლვილი სომხების ადგილს სომხეთში მაჰმადიანური მოსახლეობა იკავებდა, ისინი მყარად მკვიდრდებოდნენ სომეხთა ქვეყანაში თავიანთი ჯოგებითურთ. ეს საქართველოსთვის მიუღებელი იყო, რამეთუ ჩვენს სამშობლოს ემუქრებოდა მაჰმადიანურ რკალში მოქცევის საფრთხე. ამის გამო საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სომეხთა მფარველობის პოლიტიკას. ბაგრატ მეოთხემ და დავით აღმაშენებელმა ქვემო ქართლი რომ დაუბრუნეს საქართველოს, იქ მომრავლებული სომხური მოსახლეობა არ შეუვიწროვებიათ, პირიქით, მფარველობის კალთა გადააფარეს მათ. უფრო მეტიც, ბაგრატ მეოთხემ, დავით აღმაშენებელმა და საქართველოს სხვა მეფეებმაც ჩვენი ქვეყნის არაერთ მხარეში შეიფარეს, შემოიხიზნეს, დაასახლეს სომხები...
ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელს სომეხთა ამჟამინდელი დედაქალაქის, ანისის სომხური მოსახლეობის თავკაცებმა მიმართეს თხოვნით დახმარებისთვის და განუცხადეს, რომ ანისში სომხებს აღარ დაგვედგომება, თუ არ მოგვეშველეთო. აღმაშენებელმა დაიხსნა ანისი და სომხეთის დიდი ნაწილი მაჰმადიანთა მძლავრობისაგან...
ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ 1801 წელს მოსპო მრავალტანჯული ქართული სახელმწიფოებრიობა და ათიოდე წლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც...
რუსეთის მესვეურებმა ეთნიკურად ააჭრელეს საქართველო, ჩვენ ქვეყანაში არაერთი ეროვნების ხალხი ჩამოასახლეს...
ერეკლე მეორემ 1783 წელს ტრაქტატი რუსეთთან იმ პირობით დადო, რუსეთი იმისთვის შემოიყვანა საქართველოში , რომ რუსების დახმარებით ქართველ ერს დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა. საქმე ეხებოდა სამცხე-ჯავახეთს და სხვა ქართულ მხარეებსაც. ცხადია, ერეკლე მეფეს ესმოდა, რომ რუსეთი უანგაროდ არ დაეხმარებოდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდა საქართველოს მის ვასალად ქცევა... 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიამ ომში დაამარცხა თურქეთი და სამცხე-ჯავახეთი შეიერთა, მან ფეხქვეშ გათელა 1783 წლის ტრაქტატის პირობები და სამცხე-ჯავახეთის არაქართულ მხარედ გადაქცევა განიზრახა... სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ჩაასახლეს თურქეთიდან გადმოყვანილი სომხები. ასე და ამგვარად, ქართული მხარე, კერძოდ, ჯავახეთი, რუსეთის იმპერიის ნებით XIX-XX ასწლეულებში სომხურ მხარედ აქციეს. დღეს იქ თუ მეტი არა, 95% მოსახლეობისა სომეხია...
რუსეთმა ერთმორწმუნე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია მოსპო, ხოლო მართლმადიდებელთაგან მწვალებლურად მიჩნეულ სომხურ ეკლესიას შეუნარჩუნა ავტოკეფალია...
ნაძარცვი ფულით გამდიდრებულმა სომხებმა სასახლეებიც წამოჭიმეს თბილისში და იმასაც იძახდნენ, თბილისი სომხური ქალაქიაო. სომხური წრეები უცხოელთა შორისაც ავრცელებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ საქართველო ადრეც „დიდი სომხეთის“ ნაწილი იყო და მომავალშიც ასე უნდა იყოსო. ქართველებს არ შესწევთ უნარი, თავის ქვეყანას მოუარონ და სომხებმა უნდა ვუპატრონოთო მათ...
1918 წლის ოქტომებრში ქართველი მესაზღვრეები არ მოელოდნენ თავდასხმას, ისინი მძინარენი ამოხოცეს სომხებმა. მათ ქართველ მესაზღვრეთა გვამები წაუბილწავთ კიდეც − ენით უთქმელი სისასტიკით, სიბინძურით...
1918 წლის დეკემბერში სომხეთში, კერძოდ, ერევანში გავრცელებული იყო ინფექციური სნეულება, რომელიც მუსრს ავლებდა მოსახლეობას. ერევნის ქუჩებში დაუმარხავი გვამები ეყარა. იმ დროს სომხეთს ძლიერი ჯარიც არ ჰყავდა. მაშ, რისი იმედით დაუწყეს ომი საქართველოს? სომხეთს ჰქონდა იმედი ინგლისის დახმარებისა, რომელიც სწორედ იმ ხანებში შემოდიოდა ამიერკავკასიაში, ნაცვლად პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიისა...
ნოე ჟორდანიას და ძმათა მისთა ქართული სული კი არა, მარქსისტულ-პლეხანოვური სული ჰქონდათ. სამწუხაროდ, ქართველი ერის უფრო დიდი ნაწილი XIX საუკუნის დასასრულსა და XX ასწლეულის დასაწყისში მარქსისტ ლიდერებს გაჰყვა და არა ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ეროვნულ გზას...
სომხეთმა საქართველოს ჯარი დეკემბრის პირველ დეკადაში რომ შემოუსია, მენშევიკურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ძალების მობილიზაცია მხოლოდ 17 დეკემბერს გამოაცხადა. ასევე მხოლოდ მოგვიანებით დანიშნეს ქართული ჯარის მთავარსარდლად თავისი საქმის კარგი მცოდნე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი... მალე გათამამებულ სომხეთის ჯარს ქართველებმა უკან დაახევინეს, შეტევაზე გადავიდნენ. საქმე ისე მიდიოდა, ქართველთა ეროვნული სულისკვეთება ორიოდე კვირაში ისე გაძლიერდა, რომ საქართველოს ჯარს შეეძლო ერევნის აღებაც. ამ დროს საქმეში ჩაერია ინგლის-საფრანგეთი და 31 დეკემბერს, მათი მოთხოვნით, ომი შეწყდა...
დღესაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ვამხილოთ სომეხთა უსაფუძვლო პრეტენზიები საქართველოს, იგივე ჯავახეთის მიმართ. ეს უნდა კეთდებოდეს შესაფერ მეცნიერულ დონეზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საქმეს საქართველოში პატრონი არ ჰყავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ სტრიქონების ავტორი, ქართველი არმენოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, უმუშევარი დამტოვეს 61 წლის ასაკში − თუნდ სულიც გაგძვრეს, რა გვენაღვლებაო. ქართული არმენოლოგიაც საქართველოს მთავრობას არ ჭირდება“ („ლიტ.საქ.“ 27 ივლისი, 2007).GK
თამაზ ალავიძე: „შვილისთვის თვალებში შეხედვა მიჭირს, რადგან მუდმივი საცხოვრებლის არქონის გამო, იძულებული გავხდი, ბავშვი სკოლიდან გამომეყვანა... ამჟამად ერთ ოთახში ვცხოვრობთ, სადაც ერთი საწოლი გვიდგას და მორიგეობით გვძინავს, მალე, ალბათ ესეც სანატრელი გვექნება... სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი ვიღაცისთვის ტაში მხოლოდ იმის გამო დამეკრა, რომ ჩემი ოჯახი გამომეკვება... ხელოვნების ზოგიერთი წარმომადგენელი ყველა ხელისუფლების პირობებში ახერხებს, ვიღაცას ასიამოვნოს, თავი მოაწონოს, მე კი, ეს ვერ შეძელი. სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ. შეიძლება სადღაც, ქუჩაში ამომხდეს სული, მაგრამ, მხოლოდ იმისთვის, რომ ლუკმა-პური გადმომიგდოს, უღირსს ტაშს ვერასდროს დავუკრავ... კაცმა შეიძლება სხვა ერის მოჯამაგირეობა აიტანო, მაგრამ განა შეიძლება იყო მამის, ძმის, საკუთარი შვილის მონა და მოჯამაგირე? მირჩევნია, უცხო ტომის მონა ვიყო, ვიდრე საკუთარ სამშობლოში − საკუთარი მოყვასის. მე რომ შემძლებოდა, საკუთარ ქვეყანაში მონა გავმხდარიყავი, დღეს გაცილებით უკეთესად ვიცხოვრებდი“ („ლიტ.საქ.“ 27 ივლისი, 2007).GK