2006 წლის ქრონიკა
ივლისი
ზურაბ კიკნაძე: „ამ ხალხს, რომელიც ასე ისტერიულად მოითხოვს უნივერსიტეტისთვის ავტონომიის დაბრუნებას, ოდნავ მაინც თუ ესმის, რას მოითხოვს? − მოითხოვს იმას, რაც არასდროს არსებულა, ახლოსაც არ გაჭაჭანებულა ამ შენობასთან ან მის შიგნით. რა ავტონომიაზე შეიძლება საუბარი, როცა ის საბჭო, რომლის წევრი მეც ვიყავი და ვიცი, უკაცრავად პასუხია, რა მთხლეც იყო, მთელი თხუთმეტი წლის მანძილზე იმას აკეთებდა, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული რექტორი ორჯერ აერჩია და მესამედაც აპირებდა (წესდებაში ჩაიწერა კიდეც რექტორის პოსტის მარადიულობა), რომ ახალ პრეზიდენტს არ შემოეთავაზებინა თავისი კანდიდატი“ („24 საათი“ 11 ივლისი, 2006).GK
|