2007 წლის ქრონიკა 
      იანვარი       
      
  დავით მხეიძე: „15 იანვრიდან  თბილისელები მივიღებთ ხელისუფლების საახალწლო „საჩუქარს“ – ამიერიდან წყლის ტარიფი  100 პროცენტით, ანუ ორჯერ გაიზარდა. აგრეთვე,  გაცხადდა, რომ გადაწყვეტილია „თბილწყალის“ კერძო  ინვესტორისთვის გადაცემა, ანუ მდაბიურად თუ ვიტყვით – გაყიდვა... 
გახსოვთ, ალბათ, ამ ცოტა  ხნის წინ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურის „გადემოკრატიულების“ მცდელობა  გარედან, რასაც აქტიურად უჭერდა მხარს „თავისუფლების ინსტიტუტი“. იმდენად აქტიურად,  რომ „კეკელკა“ თუთბერიძემ ისიც კი გაბედა ეთქვა – „თუ საჭირო გახდა, საპატრიარქოს კედლებზე  მივაწერ „კმარაო“ (“ლიტ.საქ.“ 26 იანვარი, 2007).GK 
    
        |