2007 წლის ქრონიკა 
      აპრილი       
      
  „საუნივერსიტეტო დარბაზის“  წევრები (პროფესორები: გიორგი გოგოლაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ავთანდილ არაბული,  გიორგი მახარაძე): „გ.ხუბუას პირველი დღე უნივერსიტეტში ტყუილით დაიწყო. 2006 წლის  7 აპრილს დილიდან ყველა ტელეარხი აცხადებდა, რომ   გ. ხუბუას  კ. ლომაია უნივერსიტეტში  16 სთ-ზე წარადგენდა. გამოცხადებულზე 2 საათით ადრე, 14 საათზე მოიყვანეს  გ. ხუბუა და წარუდგინეს სავსე (?)  აუდიტორიას. 16 სთ-ზე გამოცხადებისამებრ მოსულ დაინტერესებულ  პირებს მინისტრი წასული დახვდა,  გ. ხუბუა კი  კაბინეტში გადაბარგებულიყო!  ამის გამო უთხრა  მას პროფესორმა, ქურდულად შემოხვედიო; ის პროფესორი „ამ ხულიგნობისთვის“ გაასამართლეს  და პატიმრობა მიუსაჯეს! დიახ,  გ. ხუბუამ აჩივლებინა  და დააჭერინა!... „მე იურისტი ვარ“ − ამბობს ხუბუა და არღვევს კანონს... მას აქვს გარანტია  დაუსჯელობისა და ეს მას ეამაყება“  („ლიტ.საქ.“ 6 აპრილი, 2007).GK 
        |