სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2007 წლის ქრონიკა

თებერვალი

    ბაია ამაშუკელი: „საბრალონი არიან დღევანდელი ვაი-რეჟისორები და მწერლები. თურმე რამდენ ხანს ვერ ავლენდნენ იმ მახინჯ ვნებებს, რაც მათ სულში ბუდობდა. დღეს კი, „ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის ეპოქაში“, უფრო სწორად კი, სტალინიზმისა და გარყვნილების ეპოქაში, ხელ-ფეხი გაეხსნათ. ასეთები კარგადაც ფინანსდებიან სოროსისმაგვარი მაჯლაჯუნებისა და დასავლელი „მეგობრების“ მიერ. რამდენი შეგვძლებია ქართველებს?! დაიცადეთ, ვაჭრობის, ოქროსმოყვარული, ჩინური გენებიც შეგვირიონ, მერე ნახეთ, რა ქვეყანას ავაშენებთ. მარტო ვაჟკაცობასა და ერთგულებაზე, სამშობლოს სიყვარულზე რომ „ვქადაგებდით“, თურმე ვაჭრობა, ეროტიკა, სექსი და სოდომიზმი ყოფილა ჩვენი „მოწოდება“... ადრე თუ ინტელიგენციას „წითელს“ უწოდებდნენ, დღეს თავისუფლად შეიძლება „ცისფერი“ ვუწოდოთ იმ ინტელიგენციას, რეჟისორებს, მწერლებსა და მუსიკოსებს, რომელნიც პოპულარობით სარგებლობენ ხელისუფლებასა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში...
    ის ფაქტიც, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სვეტიცხოვლის ირგვლივ, ვითომდა ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის გასავითარებლად, მომლოცველებისათვის(?) სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მოწყობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს სულიერი სიმახინჯის იმ გამოვლინებაზე, რომელიც ამ იდეის ავტორთ ხელისუფლებაში მოსვლამდე გააჩნდათ“ (“ლიტ.საქ.“ 16 თებერვალი, 2007).GK

    იაკობ ახუაშვილი: „დასავლეთმა თავს მოგვახვია და „მართავს“ ტრადიციულ, ხშირ შემთხვევაში თავისთავად ეროვნული განათლების სისტემას. პირი დასავლეთისკენ ვიბრუნეთ და ის კი დაგვავიწყდა, რომ დღევანდელ დასავლეთში სასკოლო განათლების მთელ სისტემას მთლიანად ილუმინატები აკონტროლებენ. ილუმინატების ამოცანაა − გადააჩვიონ ადამიანები დამოუკიდებელ აზროვნებას, ინდივიდუალურ ძიებას, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ კანონზომიერებანი და მიიღონ ახალი ცოდნა, ადამიანი აქციონ არა პიროვნებად, არამედ ბრბოს წევრად, ცხოველურ ჯოგად, მუშაობენ იმაზე, რომ ასეთი კაცის ტვინს შესაძლებლობა ჰქონდეს იმუშაოს მაგნიტოფონის რეჟიმში... ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს ადამიანთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერების დაუთოება-დამუშავებაზე. მასონობა და სიონიზმი დღეისთვის ესაა სატანისტებისთვის საჭირო მიმართულებით მასობრივი დეზინფორმაციის სისტემა, ესაა ტვინის გამორეცხვისა და კოდირების სისტემა... სიონიზმი − არც მეტი და არც ნაკლები, ესაა იუდაიზმის ორგანიზებული პოლიტიკური ფორმა... დღევანდელი ხელისუფლებისთვის ბრბოს მნიშვნელობა შეუფასებელია, განსაკუთრებით სიტყვიერად გამოცხადებული დემოკრატიის პირობებში, სადაც ბრბოს წევრს ისეთივე ხმა აქვს, როგორც აკადემიკოსს...
    ის, ვინც დღეს მართავს ქრისტიანულ სამყაროს, დაინტერესებულია გააუარესოს ადამიანთა ხარისხი, გაზარდოს ბრბო, ხალხთა ხვედრითი წილი... ის ვინც დღეს მართავს ქრისტიანულ სამყაროს, მათი წინამორბედებითურთ, ათასეული წლების მანძილზე სისტემურად ამახინჯებენ და აუარესებენ ადამიანების ჯიშსა და ჯილაგს. მათ ასე აწყობთ. მათ გონებასუსტი ადამიანების მართვა უფრო აძლევთ ხელს... ადამიანები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ქურუმების ხელთ იყო მართვის ჯოხი; ისინი არასდროს უმიზეზოდ არავის აძლევდნენ ცოდნას − ეს მათი ძალაა, ეს მათი ძლიერებაა, ეს მათი ძალაუფლებაა“ („ლიტ.საქ.“ 16 თებერვალი, 2007).GK

    მურმან ხაჭაპურიძე: „უდიდესი საბჭოთა იმპერია რკინის ხელით და გაუტეხელი ფოლადის ნებისყოფით ქართველმა კაცმა (იგულისხმება იოსებ სტალინი)  შექმნა და სამოცდაათი წლის შემდეგ, ისევ, ქართველი კაცის (ედუარდ შევარდნაძის – რედ.) ლომის წილი მონაწილეობით, კორუფციის ჭაობში ღრმად ჩაფლულმა იმპერიამ რღვევა განიცადა. მხლოდ რღვევა და არა დამანგრეველი დაშლა. რღვევის ეს პროცესი კვლავ გრძელდება და არავინ უწყის, როდის დასრულდება. საბჭოთა იმპერია პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ეროვნული და ინტელექტუალური თვალთახედვით ისე იყო შექმნილ-შედუღებული, რომ მისი იოლად დაშლა შეუძლებელი იყო...
    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობისას ედუარდ შევარდნაძემ ბევრს „ყური ისე მაგრად აუწია“, რომ ლამის აახია კიდეც. მას კი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ქრთამი იმ ხელში ვერ შეაჩეჩეს და პრეზიდენტობის პერიოდში თუშ-ფშავ-ხევსურეთში ჩასულმა, სახელდახელო ჯირითში გამარჯვებული 14 წლის მხედარი გოგონას დასაჯილდოვებლად ჯიბეებში ფული მოიძია, მაგრამ ჯიბეგამოფხეკილსა და სასოწარკვეთილს ღიმილიც ვერ უშველიდა, წინდახედული მწერალი კაცი, თამაზ წივწივაძე რომ არ შეშველებოდა და მისგან სესხად ფული რომ არ მიეღო“ („ლიტ.საქ.“ 16 თებერვალი, 2007).GK

    გრანი ქავთარია: „XI საუკუნის მწერალი გიორგი მცირე, „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“, მოგვითხრობს ქართველი მეცნიერის როლზე შავ მთაზე მომხდარი დაპირისპირების მოგვარებაში. გიორგი მცირე წერს, ბერძენი ბერები „შურითა საეშმაკოითა... აღიძრნეს ქართველთა ზედა“. მათ მიზანს შეადგენდა სვიმეონწმიდის მონასტრის დაუფლება. ისინი ცილისმწამებლური ბრალდებით ეახლნენ ანტიოქიის პატრიარქს და სთხოვეს: „შეგვეწიენ, წმინდაო მეუფეო და გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და გაგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთა თესლთა! რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩვენსა სამეფო კაცი, რომელნი ქართველად სახელიდებენ თავთა თვისთა და არა უწყით, თუ რასა ზრახვენ ანუ რაი არს სარწმუნოებაი მათი“. პატრიარქი დაეჭვდა მთხოვნელთა გულწრფელობაში და შეუდგა გარკვევას, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს წაყენებული ბრალდება. ქართველთაგან მოლაპარაკების წარმართვა დაეკისრა გიორგი მთაწმინდელს. მან საღვთისმეტყველო ლიტერატურის ღრმა ცოდნით დაუმტკიცა პატრიარქს, რომ „ნაკლულოვანება მართლის სარწმუნოებისა“ ქართველთა რწმენას არ ჰქონდა. გიორგის განსწავლულობამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანტიოქიის პატრიარქზე, რომ აღტაცებულმა წარმოთქვა: „პატიოსანო მამაო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელ ვიხილე სიწმიდე შენი... მოწყალებითა ღრმთისაითა დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხვითა კვლა ყოვლითა სწავლულებითა სრულად ბერძენი“. პატრიარქმა საოცარი ობიექტურობით გაარჩია სადაო საკითხები და დამნაშავენი მკაცრად დასაჯა...
    მსოფლიო ისტორიაში მეცნიერული კერების განადგურების მრავალი ფაქტია ცნობილი, კლასიკური მაგალითია 529 წლის იმპერატორ იუსტინიანეს დეკრეტი, რომლის ძალითაც დაიხურა პლატონის აკადემია. მოხდა მისი ქონების კონფისკაცია. აკადემიკოსები გარეკეს. ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება...
    „რეფორმატორთა ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველო გაამწესეს ისეთი ქვეყნების რიგში, რომელთა მოსახლეობის 70-90 პროცენტმა წერა-კითხვა არ იცის. მსოფლიო წესრიგის კანონმდებლები, აღნიშნულ ქვეყნებს განვითარებადს უწოდებენ. თუ ჩვენი „რეფორმატორების“ ზრახვებს განგებამ დააცალა და მიზანი ბოლომდე მიიყვანეს, ქართული განათლება და მეცნიერება აღმოჩნდება შუაგულ აფრიკის დონეზე. უნდა გვახსოვდეს, რომ აფრიკის მრავალ ტომში, ევროპელებმა დიდი ბრძოლით შეძლეს კაციჭამიობის აღმოფხვრა“ („ლიტ.საქ.“ 23 თებერვალი, 2007).GK

    ვასილ კიკნაძე (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი): „1964-65 წლებში, როდესაც ხრუშჩოვმა დესტალინიზაცია, დეიდეოლოგიზაცია დაიწყო, ხელოვანმა ხალხმა შედარებით ამოისუნთქა და მეტი სითამამე შეიძინა. თუ სადმე რამე იყო დემოკრატიული, მაინც ამ თავისუფალი პროფესიების ხალხში და ხელოვნებაში არსებობდა. გახსოვთ, ხრუშჩოვის შეხვედრები ასეთ ადამიანებთან, მხატვრებთან, იგივე ნეიზვესტნის ამბები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ვოზნესენსკიმ და მისი თაობის ახალგაზრდა პოეტებმა ხრუშჩოვს უთხრეს, რაც ძველ მთავრობას გასდიოდა, აღარ გაგივათ დღესო, რის შედეგადაც იგი დაბოღმილი, გაღიზიანებული, აღშფოთებული იყო შემოქმედებითი ინტელიგენციის თავისუფლებისაკენ მისწრაფებით და ერთი ამბავი ატეხა...
    რუსეთის იყო ეკონომიკა, მისი იყო ჯარი, მისი იყო ყველაფერი და კულტურა კი იყო ერთადერთი, რომელიც ხელში ბოლომდე ვერ მოიგდო საბჭოთა იმპერიამ, ამ შემთხვევაში, ხრუშჩოვის სახით და სწორედ ამის გაკეთება უნდოდა. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭირო იყო იმ უმაღლესი სასწავლებლების ჯერ შემცირება და შემდგომ გაუქმება, სადაც ახალი სული, ახალი თაობები, ახალი კადრები იზრდებოდნენ. ხრუშჩოვმა განკარგულება გასცა. ზოგიერთი, ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებში, განკარგულების უმალ შესრულებას შეუდგა. სასწავლებლები დახურეს, შეაერთეს და პროცესი დაიწყო...
    აკაკიმ თქვა − ერთი ქართველი გმირია, ორი - ერთმანეთის მტერი, სამი - საქართველოსიო“ („ლიტ.საქ.“ 23 თებერვალი, 2007).GK

    ილია ბეგიაშვილი (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი): „ქართველი ერი უახლოეს ათ წელიწადში დაამთავრებს თავის გმირულ ისტორიას და სისხლითა და ოფლით XXI საუკუნემდე მოტანილ ჩვენს მამაპაპისეულ მიწა-წყალს უცხო თესლი, უცხო ხალხი დაეპატრონება...
    2005 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ხელისუფალთაგან პირველად გაამახვილა ყურადღება დემოგრაფიული პრობლემებისადმი და ეს იმ ფონზე, როცა გაერომ მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა... 2006 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტს ბურჯანაძემ წარუდგინა შესაბამის ღონისძიებათა გეგმა-წინადადებები დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების გზების შესახებ და რომელმაც ასეთი იმედები ჩაგვისახა, არაფერი გამოვიდა და უკვე მეორე იანვარი მიიწურა ისე, რომ არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჩამიჩუმიც არ ისმის...
    2006 წლის მაისში სახელმწიფო დუმის წინაშე რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანებად განისაზღვრა: 1. ეკონომიკური განვითარება; 2. დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება; 3. სამხედრო ძლიერების ზრდა; და იქვე სიტყვას საქმეც მოაყოლა ვლადიმერ პუტინმა, შექმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია ამ ამოცანების გადასაწყვეტად. ვლადიმერ პუტინს საუკეთესო მრჩევლები ჰყავს! თუ 150-მილიონიანი რუსეთისთვის დემოგრაფიული პრობლემა ასეთი საჭირბოროტო გამხდარა, ჩვენი ხელისუფლება რატომაა ასეთი გულდამშვიდებული და რატომაა ამდენი ხანი იგნორირებული საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წინადადება ერთიანი სახელმწიფო დემოგრაფიული კომისიის შექმნის შესახებ? იგი ხომ არავითარ ფინანსურ დანახარჯებს არ თხოულობს?  ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ქართველი ერის ამ სასიცოცხლო პრობლემის ირგვლივ მსჯელობასაც კი და ქართველ ერს უმალავს ყველაზე მწარე სიმართლეს − დემოგრაფიულ კატასტროფას და სამშობლო მიწა-წყლიდან ქართველთა გაყრის მზაკვრული გეგმების თანმიმდევრულ ხორცშესხმას“ („ლიტ.საქ.“ 23 თებერვალი, 2007).GK