2007 წლის ქრონიკა
აპრილი
„საუნივერსიტეტო დარბაზის“ წევრები (პროფესორები: გიორგი გოგოლაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ავთანდილ არაბული, გიორგი მახარაძე): „გ.ხუბუას პირველი დღე უნივერსიტეტში ტყუილით დაიწყო. 2006 წლის 7 აპრილს დილიდან ყველა ტელეარხი აცხადებდა, რომ გ. ხუბუას კ. ლომაია უნივერსიტეტში 16 სთ-ზე წარადგენდა. გამოცხადებულზე 2 საათით ადრე, 14 საათზე მოიყვანეს გ. ხუბუა და წარუდგინეს სავსე (?) აუდიტორიას. 16 სთ-ზე გამოცხადებისამებრ მოსულ დაინტერესებულ პირებს მინისტრი წასული დახვდა, გ. ხუბუა კი კაბინეტში გადაბარგებულიყო! ამის გამო უთხრა მას პროფესორმა, ქურდულად შემოხვედიო; ის პროფესორი „ამ ხულიგნობისთვის“ გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს! დიახ, გ. ხუბუამ აჩივლებინა და დააჭერინა!... „მე იურისტი ვარ“ − ამბობს ხუბუა და არღვევს კანონს... მას აქვს გარანტია დაუსჯელობისა და ეს მას ეამაყება“ („ლიტ.საქ.“ 6 აპრილი, 2007).GK
|