ილია II: „პირველ რიგში, მინდა ყველას მივმართო – ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა, ხელოვნურადაა შექმნილი. მიუხედავად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობებისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხმა კი – თბილი ურთიერთობები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვხვდებით რუსულ მრევლს და ისინი ესწრებიან ჩვენს ღვთისმსახურებას, თავის მხრივ, ქართველებიც ხშირად სტუმრობენ რუსულ წმინდა ადგილებს“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „ჩვენ შევინარჩუნეთ თბილი ურთიერთობები აფხაზებთანაც და ოსებთანაც. როგორც იცით, მე ვლადიკავკაზში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე და კარგად ვიცნობ ოსებს. ეს კეთილი, ნიჭიერი ხალხია. რაც შეეხება აფხაზეთს, 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენს შორის რაიმე დაძაბულობის ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც ჩიხი, არც – კედელი. როდესაც ჩვენ წინ აღმართულ კედელს ვაწყდებით, მას გვერდი უნდა ავუაროთ და ან კარი უნდა ვიპოვოთ, ან ფანჯარა, ან – გასასვლელი“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „ჩემი აზრით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა სასულიერო პირებსაც და ელიტის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ამას ხელს არაფერი უშლის, მით უმეტეს, რომ უკვე ათი თვეა, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები შედგება“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და ძმებად დავრჩებით. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები ვიყოთ. ამას წინათ, მაგალითად, 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რუსეთისთვის ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს ძალიან ბევრია“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება. ამას ვერ დაუშვებს ღვთისმშობელი. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთი და ცხინვალი – საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად ვიპოვნით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან მიყვარს რუსეთი, სადაც სასულიერო სემინარიაში მივიღე განათლება და აკადემია დავამთავრე“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „სტალინი წარმოშობით ქართველი იყო და შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერა, გალობა. როდესაც ის გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. მისი დაკრძალვისას ყველანი დარბაზში ვიდექით და ვტიროდით. მის შესახებ ბევრს გვესაუბრებოდა ჩვენი რექტორი, მამა კონსტანტინე რუჟიცკი, რომელმაც სტალინის შესახებ ბევრი იცოდა, რუსეთის პატრიარქი ალექსი I, ვისაც ძალიან უყვარდა სტალინი. ერთ-ერთი მიღების დროს, როცა სტალინი ალექსი I, მიტროპოლიტ ნიკოლოზსა და პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ კოლჩიცკის ხვდებოდა, მან ჰკითხა, რამ შეგაწუხათო? მათ კი უპასუხეს, მადლიერები ვართ თქვენი, რომ ტაძრები გახსენითო. „არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები“, – უპასუხა სტალინმა. სტალინი გამორჩეული პიროვნებაა, ასეთი პიროვნებები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ილია II: „რუს ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, აყვავებასა და კეთილდღეობას. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ხალხსაც. ასევე იმას, რომ აღარასოდეს იყოს რთული ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის“ („საქ. რესპ.“ 1 აგვისტო, 2013).TK
ჰამლეტ ჭიპაშვილი(პოლიტოლოგი): „რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიხედვით, სტალინი არასოდეს ყოფილა ეკლესიის დევნის ინიციატორი, თუმცა არ უხვევდა პარტიის ხაზს. სტალინი არ ყოფილა „მებრძოლი ურწმუნო“, – წერს მოლოტოვი. როგორც ის ამბობს, სტალინს დროდადრო უყვარდა ბიბლიის მოშველიება თავის უახლოეს წრეში. „სტალინი ამაყობდა იმით, რომ საქართველომ ქრისტიანობა გაცილებით ადრე მიიღო, ვიდრე რუსეთმა“, – წერს მოლოტოვი“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2013).TK
ჰამლეტ ჭიპაშვილი(პოლიტოლოგი): „როგორ ეპყრობოდა ეკლესია სტალინს? როგორც მთელი ხალხი – სიყვარულით. აი, რას ამბობს ეკლესიის სახელით მიტროპოლიტი სერგი(სტაროგოროდსკი): „სიღრმისეულად გულს ხვდება ეკლესიის მიმართ სახალხო ბელადის, სტალინის დამოკიდებულება – რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭიროებებისადმი“. ალექსანდრიის პატრიარქი ქრისტეფორი კი ამბობდა: „მარშალი სტალინი ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია ჩვენი ეპოქისა, რომელიც ნდობით არის განმსჭვალული ეკლესიის მიმართ და კეთილად ეპყრობა მას“. საყურადღებოა მღვდელი დიმიტრი დუდკოს განცხადებაც – სწორედ იმ პირისა, რომელმაც მრავალი წელი გაატარა ციხეში: „თუ ღმერთის თვალით შევხედავთ სტალინს, ის ნამდვილად გამორჩეული ადამიანია, ღმერთის მიერ დაცული. სტალინმა შეინარჩუნა რუსეთი, მთელ მსოფლიოს დაანახა მისი მნიშვნელობა“. საბჭოთა ისტორიაში 1941-53 წლები მიჩნეულია რელიგიის აღორძინების ხანად. ამ პერიოდში აღდგა და გარემონტდა ტაძრები, ეკლესიები. გაიხსნა 22 ათასი სამლოცველო, სემინარია, აკადემია. საზეიმოდ აღინიშნა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის 500 წლისთავი“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2013).TK
სანდრა რულოვსი: „საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს... ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი. პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინიცობაა, მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემალური თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ“ („საქ. რესპ.“ 8 აგვისტო, 2013).TK
თეა წულუკიანი: „თუ არ იქნება დიალოგი(რუსეთთან), ჩვენ ვერ შევძლებთ საფუძვლიანად განვიხილოთ ვერც ერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც. ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობანი უნდა აღდგეს წინასწარი პირობებისა და დათმობების გარეშე“ („საქ. რესპ.“ 8 აგვისტო, 2013).TK
გივი თარგამაძე: „როდესაც ქვეყანაში, მთავრობასა და სამღვდელოებაში ამდენი მოღალატეა განა ეს საფრთხე არაა?... მე ვაცხადებ, არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში. ძნელია ამის ყურება. მაშინებს, რომ ისინი შეეცდებიან, დაიწყონ დიალოგი ჩვენი ქვეყნის მტერთან“ („საქ. რესპ.“ 8 აგვისტო, 2013).TK
ედუარდ შევარდნაძე: „თუ კათოლიკოსს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში“ („საქ. რესპ.“ 8 აგვისტო, 2013).TK
ლაშა ბაქრაძე(ისტორიკოსი): „სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარა ხდება, რომ საქართველოს ეკლესია, ყოველ შემთხვევაში მისი მესვეურები, საქართველოში ასრულებენ რუსეთის მეხუთე კოლონის როლს. ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანია, ეწევა ღია პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ პატრიარქის გამონათქვამებიც, რომ რუსეთთან იყო და იქნება მეგობრობა, ის ზღაპრები, რომლებსაც ყვება ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებულ პირობებზე და ასე შემდეგ, ძალიან სამწუხაროა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს მტერი არის რუსეთი“ („საქ. რესპ.“ 9 აგვისტო, 2013).TK
– ამ „ისტორიკოსის“ დემაგოგიაზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პასუხი არავის გაუცია (რედ., «სინერგია»).
ლაშა ბაქრაძე(ისტორიკოსი): „სტალინი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის საშინელი, სისხლიანი რეჟიმის სიმბოლური ფიგურაა, რომელიც იყო დამყარებული ადამიანის ყოველგვარი უფლების უარყოფაზე. შეიძლება პატრიარქმა გაიხსენოს ის, რომ ტიროდნენ მისი გარდაცვალების გამო და დარწმუნებული ვარ, რომ ტიროდნენ სემინარიაში და არა მარტო იქ, გულაგებშიც კი ტიროდნენ, სადაც ოცნებობდნენ, რომ სტალინი მომკვდარიყო. მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ უკვე სტალინისგან გამოგვყავს მართლმადიდებლობის დამცველი, რელიგიური ადამიანი, რაც, ვფიქრობ, ზღვარს სცილდება, არა მხოლოდ ელემენტარული ცოდნის, არამედ ეთიკის ზღვარსაც“ („საქ. რესპ.“ 9 აგვისტო, 2013).TK
ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი): „როგორც ჩანს, ეკლესიის ის ნაწილი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი, საბჭოთა პერიოდის შედეგია და სწორედ სტალინური რეპრესიების შედეგია ის, რომ ქართული სამღვდელოების საუკეთესო ნაწილი, რომელიც მართლაც სულიერებისთვის იბრძოდა, დაიღუპა. შემდეგ მოვიდნენ ჩეკისტები და კაკებეშნიკები, რომლებიც ეკლესიაში სწორედ სტალინმა დასვა სხვადასხვა თანამდებობაზე და ამით უწყობდა ხელს ეკლესიის გახრწნას“ („საქ. რესპ.“ 9 აგვისტო, 2013).TK
ბრიტანელები, რომლებიც ცდილობდნენ გაეხსნათ ბიზნესი უკრაინაში, გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ადგილობრივმა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა მათგან მოითხოვეს „ქრთამის ისეთი თანხები, რომ „დი ეკონომისტმა“ თავში ხელი იტაცა“. ანალოგიურ პრობლემას გადააწყდა ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალიც, წერენ ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები („საქ. რესპ.“ 9 აგვისტო, 2013).TK
დიმიტრი მედვედევი (საქართველოსთან მისი ყოფილი ავტონომიების შეერთებაზე): „ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმ ხალხების ნებაზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჩვენ გვინდოდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ მშვიდობიანად. რა ფორმით განხორციელდება ურთიერთობა მათ შორის – ეს მათი საქმეა. ჩვენ ამ პროცესებზე გავლენას არ მოვახდენთ“ („საქ. რესპ.“ 9 აგვისტო, 2013).TK
ნიუ-იორკის 200 რესტორნის მფლობელებმა რუსეთის არაყს „ანტიგეისტური“ კანონის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს... მათ მანჰეტენის ქუჩებში ბოთლებიდან არაყი გადმოღვარეს. „რესტორნებისა და ტავერნების მფლობელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა პოლ ჰერლიმ მოუწოდა საერთო საქალაქო ბოიკოტისკენ რუსეთის ალკოჰოლის მიმართ („საქ. რესპ.“ 14 აგვისტო, 2013).TK
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობითი მსჯავრდებულები დასაქმდნენ. პრობაციის ბიუროს ინფორმაციით, რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მ-ს, სამწლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად, 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაავალა. როგორც პრობაციის ბიუროში აცხადებენ, გორის სანერგე მეურნეობაში განაჩენით განსაზღვრულ პერიოდში პრობაციონერმა პირნათლად იმუშავა. პრობაციის ბიუროს შუამდგომლობისა და პირობით მსჯავრდებულის დახასიათების გათვალისწინებით, მეურნეობის დირექციამ ზურაბ მ. მუდმივ სამუშაოზე აიყვანა და ყოველდღიურ ანაზღაურებად 10 ლარი დაუნიშნა. პრობაციის ბიურო სამუშაოს შოვნაში დაეხმარა ქარელში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ ზურაბ ფ-ს. იგი შპს „ქარელის კეთილმოწყობის სამსახურში“ მუშად დასაქმდა და ყოველთვიურად 380 ლარს მიიღებს („საქ. რესპ.“ 20 აგვისტო, 2013).TK
ნოდარ ხადური: „სოციალური რეფორმა ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება იმ გეგმით, რომელიც ჩვენ ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, შევიმუშავეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა; ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე ის რეფორმა რომ განხორციელდეს, დღეს პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“ („საქ. რესპ.“ 20 აგვისტო, 2013).TK
გიორგი მარგველაშვილი: „იმათ, ვინც გაწბილებულია კოჰაბიტაციით, უნდა გაიგონ, რომ უკვე მეორე დღეს არჩევნებიდან ისინი იგრძნობენ: ქვეყანაში არ არის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პიარის გულისთვის ახდენს საქართველოს დისკრედიტაციას“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2013).TK
გიორგი ხაინდრავა: „ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს... დარწმუნებული ვარ, რომ ნებისყოფა ამისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავრობას საკმარისი აქვს“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2013).TK
TABLOIDI-ს ინფორმაციით, თურქული მედია იუწყება, რომ 15-მა ბათუმელმა გოგონამ ისლამი მიიღო. მათ ყურანი დაიზეპირეს და „ჰაფიზებად“ მოინათლნენ. ბათუმელმა გოგონებმა უკვე გაიარეს ორწლიანი კურსი, სადაც არაბული ენა სრულყოფილად შეისწავლეს და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს. აჭარაში მოქმედმა ისლამის ტურმა ორგანიზაცია „მიზანმა“ მათგან 7 „წარჩინებული“ მოსწავლე შეარჩია და თურქეთის ქალაქ ინეგოლში, სასულიერო სასწავლებელ „მედრესში“ გაგზავნა. ბათუმელი ახალგაზრდების სპონსორია ისლამისტური ორგანიზაცია IHH (ადამიანთა დახმარების ასოციაცია)“ („საქ. რესპ.“ 30 აგვისტო, 2013).TK
რომან კვიციანი(„საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე): „სიტუაცია საგანგაშოა და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! ამ თემებზე დიდი ხანია ვმუშაობ და ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ისლამისტური ორგანიზაციები რაიონებში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში გააქტიურდნენ. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. თურქული ორგანიზაციები ყოველწლიურად საგანგებოდ ირჩევენ ხელმოკლე ოჯახებს, რომელთაც „სამოთხეებს“ ჰპირდებიან. აჭარაში გაჭირვებულ ოჯახებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შვილებს სრულყოფილი განათლება მისცენ. ისინი სწორედ ამ შემთხვევით სარგებლობენ – მოსახლეობას აიმედებენ, რომ მათ შვილებს საზღვარგარეთ უმაღლეს განათლებას მისცემენ. ეს ორგანიზაციები სასულიერო სასწავლებლებში უმეტესად ბავშვებს გზავნიან, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ისლამი ისწავლება და მათთვის სხვა ყველაფერი დამთავრებულია. ისლამისტური ორგანიზაციები დღეს უკვე იმდენად გაძლიერდნენ, რომ ბათუმში რამდენიმე სასწავლებელი გახსნეს. ამ ყველაფრის თავი და თავი საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „მიზანია“. სასულიერო სასწავლებლებს, რომლებსაც „მედრესე“ ეწოდება, სწორედ ისინი ხსნიან... დამეთანხმებით, არაბულად დაწერილი ყურანის მთლიანად დაზეპირება ხუმრობა არაა! როგორც წესი სასულიერო სასწავლებლებში საქართველოდან გაგზავნილ „წარჩინებულ“ მოსწავლეებს ყოველდღიურ სახარჯო ფულსაც უხდიან, მათ ოჯახებს კი პროდუქტებით, თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებენ. თურქეთში სწავლის დასრულების შემდეგ, ეს ახალგაზრდები სამშობლოში ბრუნდებიან და თურქეთში მიღებულ „ცოდნას“ თანამემამულეებს უზიარებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხდება! აქვე, მინდა გავიხსენო რამდენიმე თვის წინანდელი შემთხვევა: თურქეთში გამოფენები ტარდებოდა, სადაც ის ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ისლამი მიიღეს. მათ თავიანთი ქვეყანა ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენიეს – განაცხადეს, რომ საქართველოში მუსლიმები ძალიან დიდ დევნასა და შევიწროებას განიცდიან. ვფიქრობ, მსგავსი თემებით მანიპულირება კარგს ვერაფერს მოგვიტანს“ („საქ. რესპ.“ 30 აგვისტო, 2013).TK
დავით შარაშენიძე (საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი): „ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინოს და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც... მივმართავთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს, ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვადასხვა ისლამური ქვეყნის შემოსევებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ აისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობა დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ... ის კი, რაც ამჟამად ხდება არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა. ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს. ვინც ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია, ეს არ დაინახოს. თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღმდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება, რაც გვაქვს საქართველოში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე, ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ. ამისთვის კი ერთადერთ წინაპირობად მიგვაჩნია მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა, ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა, ამასთან, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია“ („საქ. რესპ.“ 30 აგვისტო, 2013).TK
თენგიზ ჩხიკვაძე (ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცე“): „თურქეთის ბიზნესმენებმა საქართველოში ძალიან იაფად მრავლად შეისყიდეს საწარმოო ობიექტები და მათი განვითარება-ამუშავების სანაცვლოდ გააჩერეს ისინი იმ მიზნით, რომ საქართველოში ამა თუ იმ პროფილის საწარმო არ არსებობდეს, ხოლო მათი პროდუქციის სანაცვლოდ საქართველოში იმპორტული, კერძოდ, თურქულის მსგავსი პროდუქცია იყიდებოდეს. თურქეთის კაპიტალი საქართველოში არსებობს და მთელ რიგ მოქმედ საწარმოში წარმოადგენს საწესდებო კაპიტალის უდიდეს ნაწილს, რაც ადასტურებს იმას, რომ თურქეთის ეკონომიკა, ანუ მისი კაპიტალი მნიშვნელოვანწილად მართავს საქართველოს ეკონომიკას... ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა 2004-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამშობლოს მოღალატე ხელისუფლებამ, რომელმაც მიზნად დაისახა მოსპოს, გაანადგუროს ჩვენს ქვეყანაში ქართული ენა, რწმენა, რის შემდეგ ჯერ აჭარის რეგიონი და მერე მთლიანად საქართველო გადააქციოს თურქეთის სახელმწიფოს ე.წ. ვილაიეთად“ („საქ. რესპ.“ 30 აგვისტო, 2013).TK