მაია ქავთარაშვილი: „განათლების სამინისტროში მეთოდური საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა... მსჯელობა და გაცხარებული კამათი პაპუაშვილის სახელმძღვანელოს ირგვლივ წარიმართა...“ მამა გიორგი გამრეკელი (პროტოპრესვიტერი): „მეთოდიკა ამ საგნისა - „რელიგია და კულტურა“ არ არსებობს... არის ფაქტობრივი უზუსტობები, შექმნილია მართლმადიდებლების იმიჯი, როგორც გაუნათლებელი, ბოროტი, ფანატიკოსი ხალხისა...“ მამა ზურაბი (ტვერელის ეკლესიის წინამძღვარი): „ჩვენ დავსვამთ საკითხს პატრიარქის წინაშე, რომ ეს წიგნი ამოღებულ იქნას სასწავლო კურსიდან...“ მაია ქავთარაშვილი: „მამა გიორგიმ (ზვიადაძე) მამა ზურაბის განცხადება, ყოვლად გაუმართლებელ განცხადებად ცნო და ურჩია უკან წაიღოს ეს არამართლმადიდებლური აზრი... მამა ზურაბმა ბოდიში მოიხადა და ავადმყოფობის გამო დატოვა აუდიტორია...“ ნუგზარ პაპუაშვილი: „ეს წიგნი განიხილა საბჭომ, რომელშიც სასულიერო პირებიც შედიოდნენ... განხილვის დროს არ ესწრებოდა მამა პავლე, მაგრამ თავისთავად საბჭო, რომელმაც განიხილა წიგნი, ხომ მოიცავდა საპატრიარქოს... მე საჭიროდ ჩავთვალე მამა ვახტანგს ენახა წიგნი, რადგან მას უნდა გამოეცა იგი...“ ზურაბ კიკნაძე (წიგნის რეცენზენტი): „უნდა გვახსოვდეს, ეს წიგნი რელიგიის ისტორიაა. პატარა შხამი თუ გაგვეპარა, მწვალებლობაში არ გადადის. მკრეხელობის მომენტის არსებობას ვერ ვხედავ...“ მამა გიორგი გამრეკელი: „მამა ლაზარეს აზრი, შეიძლება ითქვას ძალიან ფაქიზი მგრძნობელობის, ფაქიზი სულიერი განცდის ადამიანის აზრია, რომელიც აღშფოთდა იმით, რაც წაიკითხა ამ სახელმძღვანელოში. შეიძლება ჩვენ არ გავიზიაროთ ის, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება მის გულწრფელობაში, იმაში, რომ ერისადმი სიყვარული ამოძრავებდა, სურვილი − ჩვენი მომავალი თაობა სიწმინდით, ზნეობრივად აღიზარდოს...“ თამაზ კვაჭანტირაძე (განათლების მინისტრი): „წიგნი პირადად მე წაკითხული არ მაქვს, შეიძლება ეს აუცილებელი არც იყოს...“ მამა გიორგი გამრეკელი: „თუ ვისთან უნდა მიიტანონ საპატრიარქოში მსგავსი ნაშრომი განსახილველად, უწმინდეს უნდა დაეკითხონ. თუ უწმინდესის შეწუხება არ უნდათ, არსებობს განათლების კომიტეტი და უნდა მენდოთ...“ თამაზ კვაჭანტირაძე: „წესის მიხედვით, წიგნი უნდა მოხვედრილიყო საპატრიარქოში... ჩვენ ხშირად ვფარისევლობთ და ყველას გვგონია, რომ ღრმად მორწმუნენი გავხდით. ახლა ჩვენ ისევ ღრმად ათეისტურ ვითარებაში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ეს ძვალში და რბილში გვაქვს გამჯდარი. საკუთარ თავს ვგულისხმობ, პირველ რიგში. თქვენ გინდათ დღესვე დაიწეროს სრულყოფილი წიგნები. ასე არ გამოვა. სრულყოფილების მოლოდინში არსებულსაც დავკარგავთ. წიგნის უარყოფა სრულიად არაქრისტიანულ განცხადებად მიმაჩნია... მე მესმის მართლმადიდებელი, მღვდელმსახურების პოზიცია, მაგრამ ნება გვიბოძეთ, ჩვენც გვქონდეს ჩვენი მოსაზრება...“ („ჯ.თ.“ 7-11 მარტი, 1997).GK
გიორგი გაბაშვილი: „აშშ რომ ებრაულ-მასონური მეუფეების ქვეყანაა, ამაზე დოლარის სიმბოლიკა არაორაზროვნად მეტყველებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტური ბლოკისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ აშშ უკვე ერთადერთი ზესახელმწიფოა მსოფლიოში, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ ებრაულ-მასონური ჰეგემონიის დამყარება მთელს დედამიწაზე“ („ივერიის გაბრწყინება“, მარტი, 1997).GK
გაზ. „ივერია გაბრწინების“ რედაქცია: „13 იანვარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბეთანიის მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)... მომხდარის წინაპირობა ასეთია: საპატრიარქოში წლების მანძილზე „მოღვაწეობდა“ ვინმე ნუგზარ პაპუაშვილი, რომელიც მთელს ეკლესიაში ცნობილია თავისი სეკულარული, მოდერნისტული მსოფლმხედვე-ლობით, − ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით მთელ საქართველოში, ეკლესიის სახელით აქტიურად ავრცელებს და ნერგავს თავის არამართლმადიდებლურ შეხედულებებს... პაპუაშვილის ამგვარი ბოლო გამოხდომა გახლდათ მის მიერვე შეთითხნილი წიგნი − „რელიგიის კარიბჭე“, რომელიც ავტორის ლობბის მეცადინეობით განათლების სამინისტრომ საშუალო სკოლებისთვის რელიგიის ისტორიის სახლმძღვანელოდ დაამტკიცა... წიგნი ემსახურება ახალგაზრდა თაობის სამარადჟამო წარწყმედას... ამ მწვალებლური წიგნის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ზემოხსენებულმა არქიმანდრიტმა ლაზარემ... მან ილია მეორეს პირადი წერილით მიმართა, რომ დაეგმო ეს წიგნი... „ძლიერთა ამა სოფლისათა“ მიმართ მაამებლობით ცნობილმა ილია მეორემ ეს საქმეც, ჩვეულებრისამებრ, სამარცხვინოდ მიაჩუმათა... მაშინ არქიმანდრიტმა ლაზარემ ღია წერილით მიმართა პატრიარქს, რაც ბროშურად დაიბეჭდა და გამოქვეყნდა − აქ კი „პაპო-ცეზარული“ სულისკვეთებით შეპყრობილმა ილია მეორემ მრისხანება ვეღარ შენიღბა და მონასტრის წინამძღვრობას ჩამოაშორა მამა ლაზარე... პატრიარქს მოვუწოდებთ იზრუნოს თავის სულზე და შეწყვიტოს მართლმადიდებელთა დევნა“ („ივერიის გაბრწყინება“, მარტი, 1997).GK