სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

დეკემბერი

    თვითმხილველთა მტკიცებით, აფხაზეთში 1 ნოემბრიდან დაწყებულ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლისა და ყუბანის მხარეში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის მოძალება. ისინი იძენენ კერძო სახლებს აფხაზეთის ყველა რაიონში, გალის რაიონის გარდა („საქ.რესპ.“ 7 დეკემბერი, 1997).GK

    ნანა დევდარიანი: „ზვიად გამსახურდია უცნობ წერილში, რომლის სააშკარაოზე გამოტანა გაზეთმა „საქართველომ“ იდო თავს, საქართველოს განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს ჭკუასუსტად მოიხსენიებს და ეჭვი ეპარება მის კანონიერ აღსაყდრებაში... დარწმუნებული ვარ, გამსახურდიამ ამ წერილის დაწერა რომ დაიწყო, დაავიწყდა დავით V მისი სულიერი მოძღვარი რომ იყო 1968 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ ბაბუამ ქაშვეთის ეკლესიიდან არ გამოაგდო... ზვიადი მოვიდა ბაბუასთან და უთხრა, როგორ შეიძლება ეფრემი იყოს კათოლიკოსი, როცა შენ ხარ, მოდი, ტახტიდან ჩამოვაგდოთო... ბაბუაჩემს თმა ყალყზე დასდგომია... მართალია, ცნობილია, რომ გამსახურდიას კათოლიკოსობა სურდა, მაგრამ... პატრიარქის დამხობის სურვილი მაინც ყველაზე დიდ მკრეხელობად მეჩვენება... ზვიად გამსახურდია ორჯერ შეეცადა პატრიარქების დამხობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა... რაც ეფრემ მეორისა და დავით მეხუთისთვის სურდა, თვითონ დაემართა − პრეზიდენტის სავარძლიდან გადმოაგდეს!.. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის კანონიერი პრეზიდენტია და იარაღით დამხობა არ შეიძლება-მეთქი!.. ზვიად გამსახურდია ეჭვქვეშ აყენებს დავით მეხუთის კანონიერ პატრიარქობას, რომელსაც თავისი წინამორბედებისგან ორი წერილობითი ანდერძი ჰქონდა... მაშინ ეჭვქვეშ დადგება ილია მეორის კანონიერი აღსაყდრებაც, რომელზედაც დავით მეხუთის მხოლოდ სიტყვიერი ანდერძი არსებობს... დავით მეხუთე ცოცხალი რომ ყოფილიყო, გაიოზ კერატიშვილს სამართალში არ მისცემდა...ბაბუაჩემის პატრიარქობის ჟამს მხოლოდ ორი მღვდელმსახური დაისაჯა, ამის შესახებ კი არავის გაუგია. იმიტომ, რომ დაისაჯნენ შიდა საეკლესიო წესით და არა საერო სამართლით... სიკვდილის წინ ბაბუაჩემმა ერთადერთი რაც მოახერხა, ის იყო, რომ მამაჩემსა და თავის მდივანს − გოგი ცქიფურიშვილს განუცხადა, მე ცოცხალიც და მკვდარიც ილიას ვბარდებიო... ბაბუაჩემის სიკვდილის მერე ლამის 22 წელიწადი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ეკლესიაშიც და ცხოვრებაშიც... დავით მეხუთე კარგა ხნის გარდაცვლილია და... ამიტომ ყველა კითხვაზე პასუხი ილია მეორემ უნდა გასცეს... ქართველ ერს კი სწორედ ის საიდუმლო „ორგიები“ არ აძლევს მოსვენებას, რომელიც 70-იანი წლების მიწურულს გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში“ („ასავალ-დასავალი“, 9-15 დეკემბერი, 1997).GK

    ნოდარ გრიგალაშვილი: „საქართველოს წინა ნომრებში ზვიად გამსახურდიას ერთი წერილის პირველი პუბლიკაცია შედგა... გამსახურდიამ წერილი გაუგზავნა ცენტრალურ კომიტეტს, რომლითაც პირველმა წამოიწყო ბრძოლა მამათმავლების წინააღმდეგ, სასულიერო  თუ საერო მმართველობის ყველა სფეროში რომ შეეღწიათ და ქვეყანას ათახსირებდნენ... ვივარაუდე, წამოვიწყებდი ბრძოლას იმ უმსგავსობის გამო, რაც „რუსთავი 2“-ის ეკრანიდან იღვრება და ლამის ყველამ ფეხი აუწყოს. გაბოროტდა ყოფილი მიტროპოლიტი კერატიშვილი. გამსახურდიას წერილით გაბოროტებულთა დაცვა რატომღაც გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ ითავა... მკითხველს მინდა ვაუწყო: ამ ანაფორიანმა კაცმა, რედაქციაში დამირეკა და ჯერ კაპასი ქალივით დაიწყევლა, შემდეგ კი დედის გინებაზე გადავიდა“ („საქართველო“ 11-15 დეკემბერი, 1997).GK

    საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის განცხადება: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ჭოჭმანის პოლიტიკაზე, დადგეს ქართფველი ერის ინტერესების სადარაჯოზე და ცნობილი, დამამცირებელი, კომპრომისული მეთოდებით აღარ გაუგრძელოს რუსეთს ე.წ. „სამშვიდობო“ ვადა... ქართული მწერლობა მოუწოდებს ჩვენს ხალხს ერთიანობისკენ“ („ლიტ.საქ.“ 12-19 დეკემბერი, 1997).GK

    თამაზ წივწივაძე (საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე); რეზო ჭეიშვილი (საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი): „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს, ბატონ ჯემალ ლეონიძეს! ბატონო ჯემალ, „თქვენდამი რწმუნებული“ ბრალდებული ჯაბა იოსელიანი ნიჭიერი მწერალია, გამოქვეყნებული აქვს რომანები, ნოველები; რომანი „ლიმონათის ქვეყანა“ თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ და (არ იქნება ცუდი) თავად ბრალდებულმაც“ („ლიტ.საქ.“ 12-19 დეკემბერი, 1997).GK

    ნანა დევდარიანი: „ზვიად გამსახურდიამ ქართული ეკლესიის ლანძღვა-გინება დაიწყო, ეკლესიას ჩასაფრებული მტერი ისედაც ბევრი ჰყავდა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ აღდგომისა და ლიტონიობის წინა ღამეს ამერიკულ ფილმებს აჩვენებდნენ, ეკლესიაში კი რეიდები იწყებოდა − წირვაზე მისულ ახალგაზრდებს, და არამარტო მათ, აწიოკებდნენ... მახსოვს, ერთხელ ამ დარბევაში ბაბუაჩემის (კათალიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე) მდივანიც მოჰყვა − ჩააგდეს მილიციის მანქანაში და განყოფილებაში მიაბრძანეს. რამდენი არ იძახა, გამიშვით, პატრიარქის მდივანი ვარო, არაფერმა უშველა; პასუხობდნენ, კომკავშირელი იქნები, ეკლესიაში რა გინდაო (!). ბოლოს კი, როცა ამ დარბევებმა სიონთან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, გამოვიდა დავით მეხუთე და დაიძახა − ნუ შედრკებით, ქართველებო, ამაზე მეტიც გადაგვიტანია და ამასაც გავუძლებთო... იმხანად საეკლესიო კალენდრისა თუ სხვა ლიტერატურის გამოცემა მკაცრად იყო შეზღუდული. ჯვრის ტარებაზე კი „კომკავშირული სასჯელი“ არ აგცდებოდა... მადლობა ღმერთს, იმდროინდელი ათეისტური ლიტერატურა შემოგვრჩა და მშვენივრად შეიძლება გაიგო, ვინ ვინ იყო მაშინ (!)... კომუნისტური იდეოლოგია ერთ კონკრეტულ ფაქტსაც კი მაქსიმალურად იყენებდა მთლიანად ქათული ეკლესიის განქიქების, მისი ლაფში ამოსვრისთვის. ბაბუაჩემი სწორედ ამას ცდილობდა, თუ ვინმე დასასჯელი იყო შიდა საეკლესიო წესით ისჯებოდა და არა საერო სამართლით. ბაბუა ვერც დამბეზღებლებს იტანდა. არ გაგიკვირდეთ და, სწორედ ასეთი დამსმენების ინფორმაციით ხელმძღვანელობდა ზვიადი, როცა ცკ-ში გასაგზავნ წერილს ამზადებდა... სიონიდან გამოგდებამდე ბაბუა ზვიადს ხშირად ეუბნებოდა − შვილო, ზვიად, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუ რწმენის სიმტკიცეს გრძნობ, დაიწყე უბრალო მღვდლობით და შენი განათლების კაცს არ გაუჭირდება იერარქიის სწრაფად გავლა; შეიძლება, აისრულო კიდეც ოცნება და პატრიარქი გახდეო; მაგრამ... ზვიადმა იუკადრისა დაბალი საფეხურები, მას ყველაფერი ერთბაშად უნდოდა... 1968 წელს, როცა კათოლიკოს - პატრიარქი ეფრემ II პარიზში იმყოფებოდა ვიზიტით, ზვიად გამსახურდიამ ერთ-ერთ სემინარისტთან ერთად საერო პირი, ვინმე ჯალაღონია, წაიყვანა მცხეთაში, რათა იგი ეპისკოპოსის პატივში აეყვანა. ცნობისთვის: ეპისკოპოსად ხელდასხმა არამცთუ საერო პირს, მარტო პატრიარქსაც კი არ შეუძლია. უწმინდესთან ერთად რიტუალში კიდევ ორი ან სამი ეპისკოპოსი უნდა მონაწილეობდეს... პარიზიდან ჩამოსულ ეფრემ II-ს შემზარავი სიტუაცია დახვდა:ზვიადმა ზუგდიდში ჩაიყვანა ჯალაღონია, შეიყვანა ეკლესიაში და წირვა გადაახდევინა... ეს კარგად მოფიქრებული, ასე ვთქვათ, გეგმა გახლდათ − თუკი ერთი „ეპისკოპოსის კურთხევა“ გაუვიდოდა, კიდევ რამდენიმეს აკურთხებდა; ბოლოს კი, მისივე „ხელდასხმული“ ეპისკოპოსები პატრიარქად აირჩევდნენ“ („ასავალ-დასავალი“, 23-29 დეკემბერი, 1997).GK

    ლეილა გიორგაძე: „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებობს ლიცენზიების დეპარტამენტი, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ლაბორატორიული შემოწმების საფუძველზე სერთიფიკატის ანუ წარმოების უფლების გაცემა − სამინისტრო, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ებრძვის კორუფციას, დაინტერესებული უნდა იყოს ამ დეპარტამენტის არსებობითა და მისი სრული დატვირთვით. მაგრამ სამინისტრო „ვიღაცეების“ და „რაღაცის“ წინაშე რევერანსებს აკეთებს და იძლევა იმის უფლებას, რომ კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგებმა თავადვე გააკეთონ საკუთარ პროდუქტებზე ლაბორატორიული დასკვნები... მაგალითად, სერთიფიკაციის და ლიცენზიის უფლება ფქვილზე და პურ-პროდუქტებზე  მიეცა პურისა და პურ-პროდუქტების ხარისხის ინსპექციას“ („შანსი“ 1997).GK

    დიმიტრი გრატიაშვილი: „პერმში წამყვან სპეციალისტ-ნარკოლოგების კონგრესზე აღინიშნა, რომ 2-3 წლის წინათ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ნარკომანთა რაოდენობა 50 000 არ აღემატებოდა, დღეს კი მარტო ოფიციალური მონაცემებით ამ რიცხვმა 200 000-მდე მიაღწია და იგი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“ („შანსი“, 1997). GK

    „შანსი“: „ღმერთი კანონია, შემდეგ კი სიყვარული. ვინც იქადაგებს მხოლოდ სიყვარულით გადარჩენას, თუ იქვე არ იგულისხმება თვით კანონის აღსრულება, ერის მესაფლავეა... 1997 წლის მაისის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს: „მათ (იგულისხმება შიო მღვიმის, დავით გარეჯის, ბეთანიის, ზარზმის მამათა მონასტრების წინამძღვრები და მონასტრის ზოგიერთი წევრი) შეწყვიტეს ევქარისტული კავშირი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს ეკლესიასთან; ასევე მსოფლიო საპატრიარქოსთან და თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან მწვალებლობის უსაფუძვლო ბრალდებით, რომ ისინი არიან მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წევრები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის „უმაღლესი“ ორგანო − წმინდა სინოდის კრება მზად არის განიხილოს ეს სამწუხარო ფაქტი, როგორც უსაფუძვლო განხეთქილების საბაბი, რომლის გამო განხეთქილების მოქმედნი განეშორებიან ღვთის მადლს“. საქართველოს ძველი მართლმადიდებლური ეკლესია დიდი რჯულისკანონის საფუძველზე განიხილავს წამოჭრილ საკითხს, რათა სწორი განმარტება მისცეს მომხდარ ფაქტს... სინოდი არ არის უზენაესი საეკლესიო ორგანო, რადგან წმინდა მამების კანონების მიხედვით, მხოლოდ საეკლესიო კრებაა ამგვარი უფლებებით მოსილი... „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე პატრიარქმა გააკეთა განცხადება: „არ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ეკლესიათა საბჭო ეს იგივე ეკლესიაა“... კომენტარი: რანაირად შეიძლება ეკლესიას ჰყავდეს საბჭო და ის იყოს არასაეკლესიო? ეს იგივეა, რომ განვაცხადოთ, პარლამენტის მმართველი თავმჯდომარე არ არის პარლამენტარი და თუკი ჭეშმარიტად ეს ასეა, როგორც ამას პატრიარქი განმარტავს, მაშინ ისმის კითხვა, რა უფლებამოსილებით იღებს მსოფლიო პატრიარქის მმართველობის ფუნქციას ეს არაეკლესიური ორგანიზაცია? ვინ დააკისრა მსოფლიო მწყემსთა მწყემსვა ცხვრად დაბადებულებს?.. პატრიარქი ბრძანებს: „საბჭოთა იზოლაციის დროს ეკლესიათა საბჭოში ყოფნამ ქართულ ეკლესიას საშუალება მისცა, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო დამოუკიდებელ ეკლესიად“... კომენტარი: ჯერ ეს ვიკითხოთ, როგორ მსოფლიოს აწონებდა თავს ქართული ეკლესია? განა უმჯობესი არ იყო, უპირველესად ღმერთისთვის მოეწონებინა თავი ამ ასჯერ ანათემირებული ერეტიკული სამწყსოს წინაშე რომ აკეკლუცდა?.. პატრიარქი ბრძანებს: „მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში მართლმადიდებლური ეკლესიების ყოფნამ ბევრი სიკეთეც მოიტანა: მრავალი პროტესტანტი მართლმადიდებელი გახდა“... კომენტარი: როგორ გავიგოთ ასეთი რამ, ე.ი. ასი პროტესტანტის გადასარჩენად ასი მილიონი „მართლმადიდებელი“ გაიწირა იმ ერეტიკული საკრებულოდან გამოუსვლელობის გამო. არ აჯობებდა, პირიქით ყოფილიყო? ასი პროტესტანტი დარჩენილიყო კვლავ პროტესტანტად და ას მილიონ „მართლმადიდებელს“ ეშველა საკუთარი თავისთვის, გამიჯვნოდა ამ ერეტიკულ საკრებულოს. გადანათლეს პროტესტანტები, თორემ ერთბაშად აღუსრულეს მოციქულებრივი წყალში შთაფვლითი ნათლობა. რა „ბაჯაღლოებიც“ იყვნენ, იგივენი დარჩნენ. ერთი წუმპიდან ამოყვანილნი საზეიმო მარშით გადასვეს მეორე წუმპეში, და ეგრერიგად კვლავ დატოვეს ისინი გადარჩენის მოწადინეებად... პატრიარქი ბრძანებს: „აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან მართლმადიდებლები ძალიან ცოტანი არიან და საბჭოს წევრთაგან თითქმის 90% პროტესტანტია, ამიტომ საკითხი ჩვენი გამოსვლისა დგას. მე პირადად, გამოსვლას ვუჭერ მხარს, მაგრამ ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით ცალ-ცალკე გამოსვლა არ შეიძლება“... კომენტარი: არც ამ განცხადებაშია ლოგიკა... ასევე ფიქრობდა თუ არა პატრიარქი მაშინ, როცა მას ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ პრეზიდენტად ნიშნავდნენ; თუკი მერე გამოსვლის საკითხი ასე მწუხარედ დაუდგებოდა, მაშინ ასე თავქუდმოგლეჯილი რატომ შედიოდა ამ ორგანიზაციაში? იქნებ რაიმე სახით სახელმწიფოს ზეგავლენას ჰქონდა ადგილი?.. თბილისს ჯერ არ დავიწყებია ამ საკრებულოში საქართველოს ეკლესიის გაწევრიანებისა და პატრიარქის პრეზიდენტად დანიშვნის სიხარულით გამართული აღლუმი − მანქანის სირენების ზუზუნით აკლებული ქუჩები... საპატრიარქო ბრძანებს: „ზემოთხსენებული რამოდენიმე ბერის ბრმა ფანატიზმი იქამდე მივიდა, რომ მათი განცხადებით ისინი არა მხოლოდ საქათველოს, არამედ რუსეთის, კონსტანტინეპოლის და საერთოდ, ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან წყვეტენ ურთიერთობას, რომელნიც კი ამ საბჭოში შედიან“... კომენტარი: ნუთუ გულწრფელად მიაჩნია პატრიარქს ბრმა ფანატიზმად ეკუმენიზმისადმი პროტესტი?.. რატომ არ აღიარებს პატრიარქი ბერ-მოძღვართა პრეტენზიის გამო აღძრულ იმ აუცილებლობას, რის გამოც იგი იძულებულია დატოვოს ეს საკრებულო? რატომ ნებავს სხვა საფუძველი დაუდოს თავის დღევანდელ გადაწყვეტილებას მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლის თაობაზე?.. პატრიარქი ბრძანებს: „არ შეიძლება საქართველოს ეკლესია გამოეყოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს?..“ კომენტარი: გაურკვეველია, ვინ წაართვა რომელიმე ეკლესიას უფლება, გამოეყოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, თუკი ეს „მართლმადიდებლური“, ერთმუშტად შეკრული სამყარო, თავისი ერეტიკულობის გამო, არამართლმადიდებლურია... ამგვარია რჯულიერი განმარტება ურჯულოებაზე: „ეს არის სასარგებლო, უკანონობის მქმნელებთან გავერთიანდეს არც ეკლესიაში, არც ყიდვა-გაყიდვაში, არც თათბირში, არც სასამართლოში და არც სხვა რამეში. უკანონობის მქმნელებთან თანადგომათა განკვეთას ვბრძანებ“ (ღირსი მამა ბარსანოფი დიდი, გვ 462, პასუხი 787)... 1. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული რელიგიის (ეკლესიის) გადაკეთება... მამა ღმერთი ბრძანებდა: „ჩემი შვილის ხელიდან მორთმეული ეკლესია მესათნოებაო“... 2. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული დოგმების და გადმონაცემების შეცვლა, უარყოდა. „მცირედ გადაიხრები მართლმადიდებლობისაგან, ერეტიკოსი ხარ!“ (თეოდორე სტოდიელი)... 3. ყოვლად შეუძლებელია ქალთაგანი იყოს მღვდელი ან ეპისკოპოსი... ქალი რომ შემთხვევით შევიდეს საკურთხეველში, ეკლესია თავიდან საკურთხებელია... 4. ყოვლად შეუძლებელია ღვთივდაარსებული შვიდი საიდუმლოს შეცვლა და გაუქმება. ეს შვიდი საეკლესიო საიდუმლო არის სწორედ ის სასიცოცხლო არტერია, რომელთაგან ერთი არტერიის გადაჭრაც კი ეკლესიის სიკვდილს გამოიწვევს... 5. ყოვლად შეუძლებელია უფლის წინაშე სათნოდ ჩანდეს ყველა რელიგია. „მხოლოდ ჩემი შვილის ხელიდან მორთმეული რელიგია მესათნოებაო“. სახარებაში ამ სიტყვების შემდეგ არ უნდა გაჭირდეს კომენტარის გაკეთება: „მე ვარ კარი სამოთხისა“ −ბრძანებს ქრისტე. ვინც კი ქრისტედან არ შემოვა, ყაჩაღია... 6. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული მრწამსი შეიცვალოს ახალი დოგმატებით... ჩვენ გვჯერა წინასწარმეტყველებისა, რომლითაც ბიბლიაში იწინასწარმეტყველეს: ა)რომ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე და ამიტომ იწოდება ძე ღმერთად იესო ქრისტე; ბ) რომ ქალწულს ეყოლება შვილი; გ) და აღდგა იგი მესამე დღესა“(„შანსი“, 1997).GK