1994 წლის ქრონიკა
იანვარი
შალვა საბაშვილი: „ტროპიკული წელიწადი და ზუსტი კალენდრის აგების შეუძლებლობა... წელიწადში ორჯერ მარტსა და სექტემბერში დღე ღამეს უტოლდება, კლიმატიც ზომიერია... მზის ხილულწრიულ გზაზე გამოიყოფა 4 წერტილი, ორი − ბუნიობისა, ორი კი მზებუდობისა. ბუნიობის წერტილები ეკვატორზეა, ამიტომ მათში მზის გავლისას დღე უტოლდება ღამეს (21 მარტი და 23 სექტემბერი). მზებუდობის წერტილში გავლისას კი დგება უგრძესი დღე (21 ივნისი) ან უგრძესი ღამე (21 დეკემბერი)... ზუსტი კალენდრის აგება კი შეუძლებელი იმიტომაა, რომ ტროპიკული წელიწადი შეიცავს დღეთა არა მთელ რიცხვს, არამედ 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს...
ბოლოსდაბოლოს, ძველი რომაელები იძულებულები გახდნენ „შეეკეთებინათ“ კალენდარი... რეფორმა ჩვ. წ-მდე 46 წელს განახორციელა იულიუს კეისარმა ალექსანდრიელი ასტრონომის სოზიგენის პროექტით... გადაწყდა ყოველ მე-4 წელიწადს ჩამატებოდა 366-ე დღე...
აღდგომის დღესასწაული ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსემთვარეობის მომდევნო პირველსავე კვირა დღეს, ოღონდ არაუადრეს 26 მარტისა...
25 დეკემბერი შეარჩიეს ოდნავ მოგვიანებით, საბოლოოდ კი იგი დამტკიცდა 431 წელს ეფესოს კრებაზე“ („საქ.რესპ.“ 5 იანვარი, 1994).GK
შალვა საბაშვილი: „იულიუსის კალენდარმა ბოლომდე ვერ შეასრულა თავისი მისია და მისი ხელახალი რეფორმა გარდაუვალი გახდა. ეს რეფორმა, იტალიელი ექიმისა და მათემატიკოსის ლალიოს პროექტის მიხედვით, მოახდინა რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ, 1582 წელს...დადგინდა, ყოველ მომავალ 4 საუკუნეში, 3 „იულიუსით“ ნაკიანი წელი მარტივ წლად ჩაითვალოს... ამის შედეგად, გრიგორიუსის კალენდარში, რომელსაც ახალი სტილი ეწოდა, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 26 წამითღა აღემატებოდა ტროპიკულს...
თუ არ გადავალთ მთელ მსოფლიოში მიღებულ, 25 დეკემბრის (ახალსტილოვან) თარიღზე, საქართველოში შობა ერთი საუკუნის შემდეგ 8 იანვარზე გადაიწევს“ („საქ.რესპ.“ 6 იანვარი, 1994).GK
ედუარდ შევარდნაძე: “ხალხი ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება... ერეკლე II-მ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა უმამაცესმა და უგონიერესმა მეფემ, მიიღო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება... ამ გადაწყვეტილების მიღებით, მან თავისი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა... ერთადერთი ძალა, რომელსაც ძალუძს აფხაზეთში სამართლიანობის, და არა მხოლოდ სამხედრო სამართლიანობის აღდგენა, რუსეთია. ოღონდ, სხვა რუსეთი. ურუსეთოდ საქართველო დაზღვეული არაა სერიოზული კატაკლიზმებისგან; ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკა ზნეობრიობის პრინციპებს უნდა დაემყაროს...
მამაჩემი რუსულის მასწავლებელი იყო. ჩემთვის ბავშვობიდანვე ნათელი იყო მისი დამოკიდებულება რუსულ კულტურასთან. მან რუსულ კულტურასთან ასეთი დამოკიდებულება მეც ჩამინერგა... ლევ ტოლსტოი ამბობდა, რომ სწორედ ასეთ (უარყოფითი, საშინელი, სასტიკი) ადამიანებს აქვთ გაერთიანების გასაოცარი უნარი...
უშიშროების საბჭოში გადაწყვეტილებებს რის ვაი-ვაგლახით იღებენ, ან საერთოდ ვერ იღებენ. ცხოვრებას კი ზოგადი რეზოლუციები არ ესაჭიროება...
აქ დაიბადნენ სტალინი, ბერია... მაგრამ აქ დაიბადა მერაბ მამარდაშვილიც – ამ ადამიანს, მე ჩვენი დროების დიდ ჰუმანისტად ვთვლი...
გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლაზე ფიქრსაც კი დაუშვებლად მიიჩნევდა...
მე ახლა, თუ არა საქართველოს ბედ-იღბალზე, სხვა არაფერზე არ შემიძლია ვიფიქრო” (“ლიტ.საქ.” 14 იანვარი, 1994).GK
|