სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
ივლისი

    “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ბანკ “ქართუზე” განხორციელებული უპრეცედენტო ძალადობრივი მოქმედებების შედეგად, ბანკის კლიენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დახურა საბანკო ანგარიშები, ამის შედეგად მხოლოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში 45 მილიონი ლარის რესურსის გადინება მოხდა” („საქ. რესპ.“10 ივლისი, 2012).TK

    მაია ფანჯიკიძე: “ 2011 წლის 18 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში 2 მილიონი დოლარისა და 1 მილიონი ევროს ინკასაციის დროს, ბანკ “ქართუს” ინკასატორებსა და მოლარეებს თავს დაესხნენ ნიღბიანი, უფორმო შეიარაღებული ადამიანები. მათ მოახდინეს ფულისა და მანქანის კონფისკაცია და დააკავეს ბანკი “ქართუს” თანამშრომლები. საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბანკმა დაკარგა 190 მილიონი ლარი, უფრო სწორად 180 მილიონ ლარამდე უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება. ეს ცვლილებები პარლამენტმა მხოლოდ ბანკ “ქართუსთვის” გამოიყენა, ხოლო სულ მალე იგი თავადვე გააუქმა, რომ  ეს სხვა ბანკებს არ შეხებოდა. მოგვიანებით, ზეწოლის ქვეშ მყოფი ბანკის ორი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე ბანკი აბსურდული მოტივით დააჯარიმეს 821 ათასი ლარით” („საქ. რესპ.“10 ივლისი, 2012).TK

    მაია ფანჯიკიძე: “იმის მიუხედავად, რომ global.TV-სთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს და ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, სააკაშვილის სასამართლომ ივანიშვილს 75 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა უკანონოდ დააკისრა. სრულიად უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გამო ივანიშვილმა ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა “ქართუ” ჯგუფი, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არ ჰქონია წილი “ქართუ” ჯგუფში. მან თავისი ბენეფიციარი მფლობელობაც კი 2 თვით ადრე უტა ივანიშვილსა და სხვა უცხოელ მეწილეებს გადასცა, რადგან კარგად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. “ქართუ” ჯგუფის თითოეული ბენეფიციარი მფლობელის წილი 10 პროცენტზე ნაკლებია, ამიტომ მოქმედი კანონმდებლობა ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, ახლა “ქართუ” ბანკი გატანილია აუქციონზე ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში 1 პროცენტიც კი არ არის” („საქ. რესპ.“10 ივლისი, 2012).TK

    მეუფე იობი: “პატრიარქმა თქვა, რომ ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ რადგან არსებობს ხალხში აზრის სხვადასხვაობა, მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული ბარათებიო, ანუ ჩიპების გარეშე. საღამოს კი ტექსტი შეცვალეს და თქვეს, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, ამიტომ მისი აღება შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ეკლესიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხალხი არის დიდ გაუგებრობაში. მე მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეგ ბარათები. ვინც მას აიღებს, სულიწმინდის მადლი განეშორება. ხელისუფლება ითვალისწინებს სექტანტების გადაწყვეტილებებს და ჩვენსას არ ითვალისწინებს” („საქ. რესპ.“13 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “პარტიას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 55% უნდა ეკავოს” („საქ. რესპ.“13 ივლისი, 2012).TK

    “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კოალიციის გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნების” სახელით მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სიღნაღში გელა გელაშვილი იბრძოლებს, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში – ზურაბ ზვიადაური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ (გია) ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში – ომარ  ნიშნიანიძე, საჩხერეში – მანანა კობახიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, ხობში – გიგა ბუკია, ჩხოროწყუში – ლევან იზორია, ხოლო ბათუმში – მურმან დუმბაძე” („საქ. რესპ.“13 ივლისი, 2012).TK

    ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლების მიმართვა (მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშირისო დამკვირვებლებს): “გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით, ტელეკომპანია “მაესტრომ” 2012 წლის 3 ივლისს პიარკამპანია დაიწყო სახელწოდებით: “მაესტრო” ყველა ოჯახში”, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თეფშების მონტაჟი იგეგმებოდა. პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა. 2012 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად” სასამართლოს “ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების” მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე 2012 წლის 11 ივლისსვე განიხილა და დააკმაყოფილა.
    საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას. ტელეკომპანია “მაესტრო” აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა. სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნესგეგმაა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის “მაესტროს”, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას და შესაბამისად, საზოგადოების უფლებას ზღუდავს, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად გვესახება” („საქ. რესპ.“13 ივლისი, 2012).TK

    ილია II: “რთული პერიოდი გველოდება საქართველოში. ოქტომბრის თვეში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა, ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი ესროლონ ერთმანეთს. მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ ერთმანეთს ტალახი. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფვით დემოკრატიისაკენ. მე იმედი მაქვს, უფალი მომადლებს საქართველოს მშვიდობას. ეკლესია არის დედა, როგორც დედას არ ემეტება ცუდი შვილისთვის, ისეა ეკლესიაც. ჩვენ ძალიან ხშირად გვსაყვადურობენ, რომ არ ვართ ერთ ან მეორე მხარეს, ჩვენ არავის მხარეს არ ვართ, ჩვენ ქვეყნის მხარეს ვართ” („საქ. რესპ.“13 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ “ვეფხისა და მოყმის” შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც, ჯერ კიდევ შესაძლებელია” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ შეიძლება ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათ, სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ. უზნეობაა, ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც ასზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ყველამ კარგად იცის, როგორ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები და საერთო ინტერესები. ამის მაგალითად ერგნეთის ბაზრობაც საკმარისია. ამ ბაზრობის წყალობით წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენა, და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ერგნეთის ბაზრობის დახურვა, ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია, რადგან იქ, სადაც რვა წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, ახლა რუსული სამხედრო პოსტია” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს! მაგრამ ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობლებს. ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ნამდვილად გპირდებით, რომ გამოვნახავთ საერთო ენას ოსურ მხარესთან და სოფლებში სარწყავ წყალს დავაბრუნებთ, ჩვენ ამ გაუსაძლის ყოფას შეგიმსუბუქებთ, უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი სოფელი, არც ერთი ოჯახი, ყველას სატკივარს გავიზიარებთ და ყველა საკითხს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ. ომის უმძიმესი შედეგია ის, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან აიყარა და თავისსავე სამშობლოში დევნილად იქცა. ერთი შეხედვით, თითქოს ხელისუფლებამ იზრუნა მათზე, ამისთვის სპეციალური კოტეჯებიც კი დაუდგა, მაგრამ რა პირობებში უწევთ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება, ყველამ კარგად ვიცით” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “სიტყვას ვაძლევ ჩვენს დევნილებს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველას დაუკანონდება ის ფართობები, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და მომავალი, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით მათ, რომ ღირსეულად შეძლონ ცხოვრება, აღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული. ვეღარასოდეს ვერავინ გაბედავს, რომ მათ გარეშე მათი ბედი გადაწყვიტოს! ვეღარავინ გაბედავს დამცირებით, შეურაცხყოფით და ცემა-ტყეპით მათ დაწიოკებას და ღამის სათევად ღია ცის ქვეშ გაყრას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ამის სიტყვას გაძლევთ” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ყველას გვახსოვს, როგორ დაამცირა და აბუჩად აიგდო ხელისუფლებამ ჩვენი ვეტერანები – ის ხალხი, რომლებმაც, როცა სამშობლოს უჭირდა, მის დასაცავად თავი გადადეს. როცა ვეტერანებმა უკიდურესი გაჭირვება და სახელმწიფოს მხრიდან სრული უყურადღებობა ქუჩაში გააპროტესტეს, ხელისუფლებამ, თითქოს საგანგებოდ, სამაგალითოდ, ყველას თვალწინ, ისინი შეურაცხყო და დაამცირა. მე და ჩემი გუნდი გპირდებით, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს ვეტერანების მიმართ, იქნება ის მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის მონაწილე, მათი ღვაწლი დაფასდება, დაწესდება სოციალური შეღავათები და მათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიკურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან _ I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს და ჩერნობილის დაზარალებულებს” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანია, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს. როგორც ჩანს, სააკაშვილი შეაშფოთა ჩემმა სიტყვებმა და რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს მინისტრად დაუნიშნა სისასტიკით ცნობილი ახალაია და ასე ცდილობს, დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლეობა, არამედ პოლიციელებიც” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! ნურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად! ჩვენ ვერ გვაჯობებენ! თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, კანონი თქვენ მხარეს იქნება და არა მარტო კანონი, სამართლიანობა იქნება თქვენკენ და მაშინ გახსოვდეთ, ასე ვერავინ დაგჯაბნით, თქვენ ვერ მოგერევათ ვერც ერთი კრიმინალი თანამდებობის პირი. იდექით ხალხის სამსახურში, დაიცავით იგი, თქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვის! თქვენ ამას აუცილებლად დაგიფასებთ თქვენი ხალხი” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “სააკაშვილს ცეცხლივით ეშინია იმის, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, პოლიცია კვლავ ხალხს დაიცავს. რატომღაც მერაბიშვილსაც კი არ ენდო სააკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა. თუმცა, არც მერაბიშვილს დაუხევია უკან სააკაშვილის არა ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზე. მის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც გამოიჩინეს ძალოვანმა სტრუქტურებმა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, მერაბიშვილი ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს” („საქ. რესპ.“17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ხალხის მოსატყუებლად ისიც კი იკადრეს, რომ დასაქმების სამინისტრო შექმნეს. სამინისტროს შექმნით რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეს მათ ზუსტად იციან. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის, ჯანსაღი ბიზნესგარემო, არადა, სწორედ ეს მოსპო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, რამაც ხალხის გაღატაკება გამოიწვია“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ყველაფერი ზედმიწევნით დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია. „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამ ფულით სარგებლობას... ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ და გამოვნახავთ ბაზარს და გლეხს გაუსაღებელი მოსავალი აღარ დარჩება. საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული დიდ შემოსავალს მოუტანს გლეხს, ფერმერს და მთელ ქვეყანას. ჩვენ ამას გპირდებით“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ბე, ბიძინა ივანიშვილი, სიტყვას გაძლევთ, რომ ყველა სოფელს და თითოეულ ოჯახს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებ. ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს იმას, რომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები, ასეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა ათეულობით ათასი იქნება. მე გპირდებით, რომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი, ბიზნესისათვის დაწესდება შეღავათები, უსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ ჩვენს ხელისუფლებას ეცოდინება და არასდროს დაავიწყდება ადამიანის ფასი, ეცოდინება, რომ ყოველ თქვენთაგანს, ყოველ ადამიანს თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს. ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „დღეს სხვადასხვა ბანკის სესხის გამო ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს სიღატაკე და სახლებიდან გამოყრა ემუქრება. ჩვენ ვსწავლობთ ამ პრობლემას და აუცილებლად გამოვნახავთ ისეთ გამოსავალს, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ და არც საბანკო სისტემა დავაზიანოთ“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილს ყველა თავისნაირი ჰგონია, სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფულია. ჩემი კაპიტალი, რომელიც დღითი დღე იზრდება, თქვენი ნდობაა, რომელიც მე ჩემმა ხალხმა გამომიცხადა, ჩემი ოცნების ხალხმა, ანუ თქვენ“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო! ნუ ჩაიდენთ უპატიებელ დანაშაულს. სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფები, რომლებსაც ხალხმა ფაშისტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სახელი – „ზონდერბრიგადები“ შეარქვა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ მათი ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრია“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK

    მაია ფანჯიკიძე: „NDI”-ის კვლევის მეთოლოგია არ ვიცით, არც ის ვიცით, როგორ ჩატარდა სამუშაოები. ამიტომ არ ვენდობით. ისიც საეჭვოა, ნაწილ-ნაწილ რატომ წარმოგვიდგენენ ხოლმე კვლევის შედეგებს... ფაქტია, რომ ხუთივე ჩვენს აქციაზე მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა. ჩვენთვის მხოლოდ ისაა სანდო მაჩვენებელი“(„საქ. რესპ.“ 17 ივლისი, 2012).TK