სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

იანვარი

    ბექა დანელია: „როგორც 2013 წლის ფორუმზე(დავოსის), წელსაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობის უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა ინდურ „ტატა ჯგუფს“, რომელმაც 2013 წლის შემოდგომიდან აჭარაში ჰესების მშენებლობა მართლაც წამოიწყო. ქართულმა დელეგაციამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო ამერიკული კომპანია „აგკოს“ ხელმძღვანელობას. ქართულმა დელეგაციამ „აგკოს“-ს პრეზიდენტთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში წარმოების დაწყების პერსპექტივა განიხილა, რაზეც მარტინ რიხენჰაგენმა თანხმობა გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა. პრემიერმა შეხვედრა გამართა ქუვეითური უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის „აჯილითი ლოგისტიკის“ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს 22 000-ზე მეტი დაქირავებული თანამშრომლით, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ოფისში არიან დასაქმებულნი. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ფრანგული ინდუსტრიული კომპანია „ლაფარჟეს“ აღმასრულებელ დირექტორთანაც. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგეგმება დიდი ჰიდროელექტროპროექტების მშენებლობა, რაც ცემენტისა და ბეტონის მოხმარების სწრაფ ზრდას გამოიწვევს. პრემიერს შეხვედრები ჰქონდა საუდის არაბეთის პრინცთანაც, რომელმაც განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მზადაა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განსახორციელებლად. ასევე ცნობილი ხდება საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია „ლაზარდის“ საქართველოთი დაინტერესების შესახებ. შესაძლოა, კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ქვეყანაში ინვესტირება გადაწყვიტოს“ („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK

    ნონა მჭედლიშვილი: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმანური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებებისთვის თანხებს ბიუჯეტი პროპორციულად გაანაწილებს. საქართველოს მთავრობა თავის ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს უპრეცედენტო გადაწყვეტილებად, რითაც ის სხვადასხვა აღმსარებლობისამდი თანაბარ პატივისცემას გამოხატავს... დისკრიმინაციაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ რეკომენდაციის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე შეთანხმება მთელ საზოგადოებასა და რელიგიურ ჯგუფებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო: „მისასალმებელია, რომ მთავრობა ითვალისწინებს ამ რეკომენდაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, თუ ვინ უნდა მიიღოს, და ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არავინ უნდა დარჩეს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში“. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ საუბარია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესზე“. ანუ, მისი განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები კონფესიების შერჩევის პრინციპი გახდა არა თავად კონფესიების სიდიდე, არამედ რამდენად დააზარალა ისინი საბჭოთა რეჟიმმა: „ამ ფორმულირებით ხდება უკვე მრავალი წელია, სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა, რაც კარგია და სწორია. ამ მიმართულებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაც არსებობდა სისტემური დევნა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, ამ ეტაპზე სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ვალდებულება, ასევე განახორციელოს ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკვე სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ საჭირო იქნება შესწავლა სიტიუაციის და შესაბამისად მიიღოს შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილება. კარები დახურული არ არის, თემა დახურული არ არის და ამაზე შეიძლება მომავალში მსჯელობა... საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ კიდევ 4 რელიგიური მიმართულების სახელმწიფო დაფინანსების გადაწყვეტილებას, საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივ სარჩულთან ერთად, სხვადასხვა რელიგიების მიმართ თანაბარი მიდგომებიც უდევს საფუძვლად: „ჩვენ თანაბრად ვცემთ პატივს რელიგიებს, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს საქართველოში და არავითარი შუღლი, არავითარი კონფლიქტი ამ ნიადაგზე არ არსებობს და ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი“... 2002 წლიდან სახელმწიფოსთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სპეციალური სტატუსითა და პრივილეგიებით სარგებლობს. იგი ერთადერთი რელიგიური გაერთიანება იყო ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის 27 იანვრის დადგენილებით კი, ვითარდება მიმდინარე წლიდან მართლმადიდებლობასთან ერთად, მთლიანობაში ხუთი აღმსარებლობის მიმართ შეიცვლება. ამ ცვლილებას მიესალმებიან იმ ოთხი კონფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ცვლილება შეეხებათ. მთავრობის ინიციატივას დადებით მოვლენად აფასებს საქართველოს საპატრიარქოც, რომლის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საბჭოთა რეჟიმმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“ („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK

    რუსულ ჟურნალში − „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტატია სათაურით − „საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსულ გამოცემას სტატია სოჭის ოლიმპიადამდე 10 დღით ადრე იმ იმედით გადასცა, რომ ოლიმპიადა წარმატებით, მშვიდობიანად და ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, მათ შორის ქართველი სპორტსმენებისთვისაც. „ქართული მხარისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, ვინაიდან თამაშები იმართება რუსეთ-საქართველოს საზღვართან, აფხაზეთთან. ამ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა − ქართველები დღემდე დევნილები არიან. 20 წელი გავიდა ტრაგიკული კონფლიქტის დასრულებიდან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება“ − ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატიის პირველივე აბზაცში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმისა და შეთანხმების დარღვევით, რუსეთს არ გაჰყავს თავისი ჯარები ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. „ამ რეგიონებთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამ ტერიტორიებთან ახლოს გაჰყავთ ეკლიანი მავთულხლართები. სულ ახლახანს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, აფხაზეთში შექმნილია 11-კილომეტრიანი „სასაზღვრო ზონა“. ხალხი იტანჯება. ბევრი მათგანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და ჯერ არ ჩანს მათი აღდგენის პერსპექტივა. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა“, − წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, ქართველი სპორტსმენები ჩადიან სოჭში. ქართული მხარის მიდგომა ასეთია − სპორტის პოლიტიზების შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალდებიან სპორტსმენები. „ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება კეთილი ნების ნაბიჯია საერთაშორისო თანამეგობრობის, ოლიმპიური მოძრაობისა და რუსი ხალხის მიმართ. ოლიმპიადაში ჩვენი მონაწილეობით ხაზს ვუსვამთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პრინციპებისადმი ერთგულებას. მეტიც, ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაში თანამშრომლობა“, − აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. წერილში ასევე ნათქვამია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენთა გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დიალოგის ფორმატში, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივით 2012 წელს დაიწყო, შესაძლებელი გახდა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ქართული პროდუქცია დაუბრუნდა რუსულ ბაზარს. სატრანსპორტო მიმოსვლისთვის მოიხსნა პოლიტიკური წინააღმდეგობები. იხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითები. 2013 წელს 50%-ით გაიზარდა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი. სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ყოველგვარი ვიზების გარეშე სტუმრობენ. საქართველოში მათ მიმართ დამოკიდებულება კეთილმოსურნეა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ არის ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე, რომელიც გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს მონაწილეობით მიმდინარეობს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა სამართლებრივი თვალსაზრისით მოჯადოებული წრე შექმნა, ჩიხური ვითარებიდან გზების ძიებას ემსახურება ჟენევის კონსულტაციები. თუ ჟენევის უმნიშვნელოვანეს პროსესს არ მიეცა კონკრეტული დინამიკა, რაღაც ეტაპზე ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგი „კედელს დავეჯახებით“, − ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში. წერილში ასევე ნათქვამია − მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასრულებს. 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად კვლავ იკისრა იურიდიულად საერთაშორისო ვალდებულება გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც უარს ამბობს, იურიდიულად გადადგას საპასუხო ნაბიჯი. ჟენევის მოლაპარაკებაზე რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK

    Freedom House-ის მოხსენების თანახმად, სიმართლისა და თავისუფლების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, საქართველო, მოლდოვასთან ერთად, 2013 წელს აღიარებული არიან „იშვიათ ნათელ წერტილებად“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველო ინარჩუნებს „საარჩევნო დემოკრატიის“ სტატუსს, რაც 2013 წლის პრეზიდენტის „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების შედეგია და რომლიც გაიმართა „ღია და ნაკლებად პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის გარემოში“. მიუხედავად ამისა, საქართველო, როგორც მოლდოვა ჯერ კიდევ იმყოფებიან „ნაწილობრივ თავისუფალ“ სახელმწიფოთა კატეგორიაში. მათ მიიღეს სამ-სამი ქულა: შეგახსენებთ, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება ორგანიზაციის მიერ ფასდება შვიდქულიანი შკალით, სადაც ერთი ქულა − საუცხოო მაჩვენებელია, შვიდი კი − ყველაზე ცუდი.
    „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთებანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრებთან შერჩევით სისხლის სამართლის დევნასთან დაკავშირებით, არსებულ ნიშანთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ უკანასკნელი წლის განმავლობაში გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები", − აღნიშნულია მოხსენებაში. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი მიაკუთვნეს „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიას. გამოკვლევის შედეგებით, სამხრეთ ოსეთი აღიარებულია „არათავისუფლად“ შვიდი ქულით პოლიტიკურ უფლებათა მიხედვით და ექვსი ქულით, რომლებიც განსაზღვრავენ სამოქალაქო თავისუფლებათა დონეს. რაც შეეხება აფხაზეთს, რეგიონი კვლავ რჩება „ნაწილობრივ თავისუფლად“, ოთხი ქულით პოლიტიკურ უფლებათა რეიტინგში და ხუთი ქულით − სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგში... საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ეთანხმება Freedom House მკვლევართა შეფასებებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით. ექსპერტის სიტყვებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სიტუაცია საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ექსპერტმა მიუთითა იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „გაუქმდა პრაქტიკულად ყველა სამართლებრივი შეზღუდვები“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, აგრეთვე, მისი სიტყვებით, 2013 წელს შეინიშნებოდა პროგრესი ელექტრონული და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის თვალსაზრისით, გაუმჯობესდა შეღწევა სახელმწიფო სტრუქტურების საჯარო ინფორმაციაში, აგრეთვე დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ოპოზიცია ბრალს სდებდა ტენდენციურობასა და მთავრობის პროპაგანდირებულ პოზიციებში. ზვიად ქორიძის სიტყვებით, მთლიანად, მთელი მთავრობა დაინტერესებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარკვეული კონტროლით და კერძოდ, ტელევიზიისა, მაგრამ როგორც ექსპერტი ამტკიცებს, უკანასკნელი ორი წლის წინათ დაწყებული რეფორმების წყალობით, ქართველ საზოგადოებრიობას გაუჩნდა დიდი ბერკეტები სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევის თავიდან ასაცილებლად მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK