1994 წლის ქრონიკა
მარტი
რევაზ ჯაფარიძე, რევაზ ბარამიძე, ზურაბ კიკნაძე, ლევან სანიკიძე, ზურაბ ცქიტიშვილი, გივი ჯამბურია, დურმიშხან ცინცაძე: „მომაკვდინებელი პრობლემაა გოდერძის უღელტეხილზე გვირაბისა და გზატკეცილის გაყვანა... ამ გვირაბით გზა გაეხსნება და მის გარშემო დასახლდება გრიგორიანული აღმსარებლობის ხალხი, რომელთა შეჭრა აჭარის მაჰმადიანური მოსახლეობის სამყაროში გამოიწვევს ახალ „ყარაბაღს“ და ამ დიდ ეთნოკონფლიქტში ძალაუნებურად დანარჩენ საქართველოსაც ჩაითრევს...
გრიგორიანული აღმსარებლობის კაცი შენთვის არ გაირჯება და თუ კაპიკი გაიღო, მილიონებს მოიგებს შენი ბუნების გაჩანაგებითა და შენთან ეთნოკრიზისის გამოწვევით... სამხრეთ საქართველოში ჩვენს წინააღმდეგ გრიგორიანელთა მოქმედების დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს“ („საქ.რესპ.“ 15 მარტი, 1994).GK
„გაეროს“ გენერალური მდივანი არამარტო სხვადასხვა ქვეყნების მიერ მის განკარგულებაში გადაცმულ ჯარებს მეთაურობს − მისი ბრძანებით „ნატო“-ს ჯარებმა ოთხი სერბული თვითმფრინავი ჩამოაგდეს („The Spotlight“, 21 მარტი, 1994).GK
|