სპარტაკ ქობულია: „მართლმადიდებელ უკრაინაში, მიტევების კვირის დასაწყისში (2 მარტს), ამერიკიდან ისევ ჩამოფრინდა ნაციონალების ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და კიევის მაიდანზე შეკრებილი ხალხი ლამის ისევ პრეზიდენტის გონორით რუსეთის წინააღმდეგ „დარაზმა“. დღეს ევროპის და მთელი მსოფლიოს თავისუფლების ბედი კიევში წყდება... მე 17 წლისა ჩამოვედი უკრაინაში და მოქალაქედ და პოლიტიკოსად აქ ჩამოვყალიბდი... უკრაინაზე ლამაზი ქვეყანა და უკრაინელებზე ჭკვიანი ხალხი მსოფლიოში არ არსებობს... მე აგრესორ, ყველაფერზე წამსვლელ ჩეკისტს ვლადიმერ პუტინს კარგად ვიცნობ და დამიჯერეთ, ის იარაღით იქ შედის, სადაც მშიშრები და ლაჩრები ეგულება... ეს არის პუტინის ბოლო გაფართხალება... უკრაინას და უკრაინელებს ის ვერ მოერევა!... მერე საკუთარი სამარცხვინო დამარცხების 2008 წელი გაიხსენა და თავი გაიმართლა: მე ხომ ვთხოვდი დასავლეთს, დაგვეხმარეთ, თორემ, ჯერ იქნება საქართველო, შემდეგ უკრაინა, შემდეგ პოლონეთი და ბალტიისპირეთი. ცოტა იმედი მქონდა, რომ ამერიკაში გაქცევის შემდეგ ჩვენი მოუთვინიერებელი და ენაგრძელი მიშა პაწა ჭკუას მაინც ისწავლიდა, ან გაჩუმდებოდა, ან მოზომილ ლაპარაკს დაიწყებდა... თქვენც არ მომიკვდეთ! − გიჟი კვლავ გიჟად(ქართველი ხალხის სირცხვილად) რჩება, რუსეთს და პუტინს უმოწყალოდ აგინებს, დასავლეთს კი, 2008 წლის აგვისტოში დაგვიანებული რეაქციისთვის ტუქსავს. იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: აგვისტოს ომის წინა თვეებში სააკაშვილის მუქარა და რუსული არმიის „დაჟანგული“ ტანკების ანტიპროპაგანდა რუსეთზე მეტად ევროპას აღიზიანებდა. ამერიკიდან კი ერთადერთი გაფრთხილება მოდიოდა, − მიშა, არ გაბედო, პროვოკაციას არ წამოეგო და ცხინვალში არ შეხვიდე! კონდოლიზა რაისმა 6 აგვისტოსაც კი გააფრთხილა. 7 აგვისტოს ღამით, გიჟი მიშა მაინც შეჯლიგინდა ცხინვალში და ოსი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ ქალაქს საარტილერიო ზალპი დასცხო. საკუთარი „მშვიდობისმყოფელების“ და „რუსეთის მოქალაქეების“ დაცვის მიზნით, სააკაშვილზე უზომოდ „შეყვარებულმა“ პუტინმა ლამის მთელი 58-ე არმია დაძრა საქართველოსკენ, როკის გვირაბში გამოატარა, მეორე-მესამე დღეს სტრატეგიული ბომბდამშენებიც მოიშველია და 100-ზე მეტი ქართული სოფელი მიწასთან გაასწორა... დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე. დევნილთა ლაშქარს ათასობით ქართველი შეემატა. მიშა სამარცხვინოდ გამოიქცა ფრონტის ხაზიდან და თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ერთად „გამარჯვების“ გალაკონცერტი გამართა! –„რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენი, ხომ დარწმუნდით, რომ აგრესორი და ოკუპანტიაო“! − უხაროდა „დემოკრატიის შუქურას“ და უკრაინელ ვიქტორ იუშენკოსთან და პოლონელ ლეხ კაჩინსკისთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ლაღობდა... მართლაც და პოლიტიკურად ბეცი და საკუთარი ხალხის მოღალატე თუ არა ხარ, განა შეიძლება საქართველოს სიგრძე-სიგანისა და დღევანდელი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის პრეზიდენტი უზარმაზარი ტერიტორიული და „დერჟავული“ ამბიციების მქონე რუსეთს ყბედობით და სხვისი იმედით ლანძღავდე და წინასწარ წაგებისთვის განწირულ გამოწვევაზე მიდიოდე!... როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დღეებში ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის მოსახლეობის 60-65 პროცენტი ეთნიკური რუსია(სულ ყირიმში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) ხელმეორედ დაიპყრო რუსეთმა... და რაც მთავარია, 45 მილიონიან, ტერიტორიით ევროპის უდიდეს ქვეყანას უკრაინას ეყო იმის ჭკუა, რომ ოკუპანტი რუსებისთვის ცეცხლი არ გაეხსნა! ამით ფართომასშტაბიანი ომი ჯერჯერობით გამოირიცხა... საქმეში ჩაერთო მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა... მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საათნახევრის განმავლობაში ელაპარაკა ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, საუბრის ტონი მშვიდი და სუპერ-დიპლომატიური იქნებოდა... თუმცაღა, ყოველი შემთხვევისთვის, შავ ზღვაში უკვე შემოვიდა ამერიკის ორი სამხედრო ხომალდი(გახსოვთ, ალბათ, აგვისტოს ომის დაწყებიდან მე-4 დღეს ჯორჯ ბუშმა „ჰუმანიტარული“ დახმარებისთვის, რუსების „დასაშინებლად“ ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ხომალდი ბათუმში გვაახლა... თუმცაღა, უფლის ნებით, სამხედრო ოპერაციებისთვის აღარ დაგვჭირდა, რუსებს უკვე დამარცხებული ჰყავდათ ჩვენი ქარიყლაპია პრეზიდენტი)... ერთობ საინტერესო იყო კარგად შეზარხოშებული უკრაინელის(მოგეხსენებათ, მთვრალი კაცი ფხიზელზე უფრო თამამია და მუდამ სიმართლეს ამბობს) გაბღენძილი სააკაშვილისთვის პირში მიხლილი სიტყვები: „კამერების წინ მითხარი, როგორ გახდი მილიარდერი? რატომ გამოგაგდეს ქართველებმა საქართველოდან? გვითხარი სიმართლე... ამ მაიდნიდან ხალხი სწორედ შენნაირ ბანდიტებს ერეკება. რატომ არა აქვთ ქართველებს სამუშაო საქართველოში და რატომ ჩამოდიან უკრაინაში?“ თითოეული ქართველი დამეთანხმება, რომ ინტერნეტში გავრცელებული ამ კადრის და ნასვამი უკრაინელის სიტყვების ადრესატს მიხეილ სააკაშვილს, სირცხვილის ელემენტარული გრძნობა რომ ჰქონდეს, უკრაინაში საერთოდ აღარ ჩავიდოდა. იქაც კი ძალიან ბევრმა იცის როგორი მატყუარა და უსინდისო ბრძანდება ქართველთათვის ეს მოუშორებელი ჭირი... ვაი, უბედურო საქართველოვ! − ვის ხელში ვიყავით 9 წელიწადი და, შესაძლოა, კვლავაც ვის ხელში ჩავვარდეთ, თუ კოალიცია „ქართული ოცნება“ ასე უხერხემლოდ, ასე უბრძოლველად, ასეთი ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდება სააკაშვილის და მისი ჩაშმორებული, უნიფიცირებული გვამების(ასე გვლანძღავდა მიშა პრეზიდენტობის ჟამს) − ნაცხროვის ყოველ გამოხტომას მანქურთი არამზადების − გიორგი ვაშაძის, ნუგზარ წიკლაურის, გოკა გაბაშვილის, გიგა ბოკერიას, სერგო რატიანის, გივი თარგამაძის, ირმა ნადირაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილის და ასე განსაჯეთ, კობა ხაბაზიც კი, − დაუფარავ მუქარას: „ჩვენ ორწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდებით ხელისუფლებაში და არავის არ მოვერიდებით!... წლევანდელ ზაფხულში, შესაძლოა, კიევის მაიდანმა თბილისში გადმოინაცვლოს“ („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
ალეკო ასლანიშვილი: „იმ დღეს ტელეეკრანზე ერთი ჭკვიანურად სახელდაწყობილი ბატონი სულ წვრილად გვიამბობდა, თუ რა მძიმე შეცდომა დაუშვა მეფე ერეკლემ გიორგიევსკის ტრაქტატის დადებით, რა სივერაგე და უბედურება სწია რუსეთმა საქართველოს, გადაიყვანა განვითარების სწორი გზიდან და ბნელეთში დაინთქა. ეს აზრი ერთობ ფეხმოდგმულია და რაც უფრო ხშირად გამოდიან ჭკვიანურად სახედაწყობილი ბატონები ტელევიზიით, უფრო მეტად იდგამს ფეხს. ამიტომ კიდევ ერთხელ, ათასმეერთედ გავიმეორებ საქმეში ჩახედული ხალხის ნათქვამს: მაშინდელი არჩევანი მართლაც მძიმე, მაგრამ სწორი იყო, ნაკლებ ბოროტებას წარმოადგენდა რუსეთ-სპარსეთის პერსპექტივის პირობებში. იმპერიის ისეთი მოძულე პატრიოტიც კი, როგორიც სოლომონ დოდაშვილი იყო, საქართველოს რუსეთთან შეერთებას უდავოდ პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდა: „მტკიცე მარჯვენა მეფისა(იგულისხმება რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I − ა.ა) ჰზრუნავს უშიშროებისთვის ჩვენისა, ყოველივე დაბრკოლებას აღხოცავს“. ამასვე ბრძანებდა დიდი ილია ცოტა მოგვიანებით. მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან მზირალ მამულიშვილებს არა და არ სურთ დაინახონ, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველო მიწაზე გართხმული, სულთმობრძავი ავაზა იყო, რომელსაც ფეხზე წამოდგომის კი არა, თვალის გახელის ილაჯი აღარ ქონდა... რაც შეეხება იმას, რომ რუსეთმა მიტაცებული საქართველო ააცილა განვითარების გზას და წყვდიადში შთანთქა, უბრალოდ დაუნახაობა, უმადურობა და სიბრიყვეა. სწორედ რუსეთმა გამოიყვანა საქართველო განათლების ნათელში. ამასთან 2 სამეფოდ და 4 ლამის დამოუკიდებელ სამთავროდ დაყოფილი ქვეყანა ეთნიკურად გამთლიანებულ ერთეულად აქცია, რომლისგანაც შემდეგში საქართველოს სახელმწიფო ამოიზარდა და, რაც მთავარია, მას დაუბრუნა საუკუნეების წინათ დაკარგულ-ჩამოცილებული მესხეთი, ჯავახეთი, აჭარა... თვალებზე ლიბრი უნდა გქონდეს გადაკრული, ეს რომ არ დაინახო. კი, გეთანხმებით, ორთავა არწივმა რაც გააკეთა, ისევ თავისთვის, იმპერიისთვის გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხომ, ობიექტურად, ჩვენთვის გაკეთებული გამოვიდა. მაგრამ ბევრი ჯიუტად ვერ ხედავს დასანახს. პირველ არხზე იმ დღეს ერთ-ერთი „ჭ“ პარტიის წარმომადგენელმა უაპელაციო ჭეშმარიტებად გვაცნობა, რუსები განუვითარებელნი არიან, საუკუნეებით ჩამორჩებიან დღევანდელობის დონეს, ჩვენ კი განვითარებული ხალხი ვართ, ამიტომ გვიჭირს მათთან ლაპარაკიო. მთავარი ის კი არ არის, რიმ ამ ცოდნით გაძეძგილმა, რომელიღაც პარტის ფუნქციონერმა სისულელე, უფრო ზუსტად მავნე სისულელე დაახეთქა, არამედ ის, რომ დარბაზში მყოფთაგან(არადა იქ უხვად ისხდნენ ანგარიშგასაწევი გვამნი: პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სტუდენტები), არავინ უთხრა, უკადრის კადრულობო, უფრო მორგებულადაც შეიძლებოდა შეძახება, სისულელეს ჩმახავო. გაუჩუმდნენ და იმანაც დაიჯერა, თავანკარა სიბრძნე ვთქვიო. რამდენ ასეთ თავანკარა სიბრიყვეს ვისმენთ ყოველდღიურად... ამჟამად, როდესაც უკრაინაში, საიდანაც იღებს სათავეს თვით რუსი ხალხი და რუსთა სახელმწიფოც, ყველაფერი წკიპზეა შემდგარი და დღე-დღეზე შეიძლება სლავები ომით შეებან ერთმანეთს, ძნელი სავარაუდო როდია, რომ იქაური გამოძახილი შეიძლება საქართველოს ცუდად გადმოსწვდეს... სულ ვტრაბახობდით, ქართველი სხვაგან ვერ, მხოლოდ საქართველოში თუ იცხოვრებსო, იმათ ბოზი ქალები ჰყავთ, ჩვენს ქალს კი კანზე სადაც შეხედავ, ის ადგილი გაუწითლდებაო(გრ. რობაქიძე), ისინი ცვედნები და მამათმავლები არიან, ჩვენ კი − აუჰ!... გვიწია სხვათა კილვამ, დღეს მილიონ ნახევარი ქართველია მოდებული ქვეყნიერების ოთხივ კუთხეს და კიდევ ერთი ამდენი ზურგჩანთაზე ზის: ჩვენი ქალების რიგები დგას თურქეთის საროსკიპოებში, გამოყრიან ამ ფეხებაშვერილ ძუკნებს და მირიადი სხვა აწყდება უცხოთა საზღვრებს. მშობლიურმა პედერასტებმა კიდევ, ჯერ ხომ თავი აიშვეს და სააშკარაოზე გამოფინეს უკანალები, ახლა ყოველი 17 მაისი გულსახეთქი გაგვიხადეს, ბილწი დემონსტრაციებით გვიბილწავენ პროსპექტებსა და მოედნებს... ერთადერთი იმედი და საშველი დაგვრჩენია, კბილი კბილს დავაჭიროთ, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ფხიზლად შევხვდეთ მტერსაც და მოყვარესაც. ოღონდ კარგად გამოვარჩიოთ მჭადიდან ნახშირი − გავერკვეთ ვინ მართლა მტერია და ვინ მართლა მოყვარე“ („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
აფხაზეთის მთავრობა ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულს მართავს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურულ- შემეცნებითი კონკურსები და სამეცნიერო კონფერენციები, ჟიული შარტავას სახელობის ტურნირები, სკულპტურული მემორიალის გახსნა „ერთიანი საქართველო“, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლისა და წიგნების პრეზენტაციები, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა. 7 მარტს შოთა რუსთაველის თეატრში კი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართება („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ საშუალო ევროპულთან მიახლოებულიც არ არის. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ისევ პრობლემად რჩება, რომელზეც „ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ გამოსწორდეს“. − დედათა და ბავშვთა საკითხები ყოველი ქვეყნისთვის განვითარების მთავარი ინდიკატორია და გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებისკენ მიდის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებისკენ მიდის, ჯერ მაჩვენებლები არ არის საშუალო ევროპულთანაც მიახლოებული და ამ მხრივ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სტატისტიკურად, ბავშვთა სიკვდილიანობის სტრუქტურა არ განსხვავდება მნიშვნელოვნად საერთაშორისოსგან, ანუ წლამდე ასაკში ესაა კუჭ-ნაწლავთა დაავადებები და ა.შ. ესაა მთლიანად ქვეყნის პრობლემა, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ რომ გამოსწორდეს, − აღნიშნა სერგეენკომ. მისივე განმარტებით, მთავრობის ლაიტმოტივია, სიმართლეს თვალი გაუსწოროს, ნახოს რა რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებთან აქვს საქმე და ინტენსიურად იმუშაოს მათ აღმოსაფხვრელად („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
თამთა ქარჩავა: „აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი რუსეთს აფრთხილებენ, რომ თუ ყირიმში რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდებიან, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია და თუ ის კურსს არ შეიცვლის, მნიშვნელოვანი საფასურის გაღება მოუწევს. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიუთითებს, სანქციები დააწესოს რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, განაახლოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმები აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველო ნატოში მიიღოს. სენატორ მაკკეინს სურს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ გაზარდოს მუქარები და არ დასჯერდეს მხოლოდ ივნისში, სოჭში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტზე მონაწილეობაზე უარის თქმას. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეზღუდულმა ნაბიჯმა პუტინი დაარწმუნოს, უარი თქვას ყირიმის კონტროლზე, სადაც რუსეთს 15 ათასი სამხედრო ჰყავს და სადაც რუსეთის კონტროლირებადი შეიარაღებული ძალები ორ მთავარ აეროპორტს აკონტროლებენ. ვფიქრობ, ობამას მუქარა სასაცილოა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ და ყველა სხვა ლიდერმა ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ერთადერთი, რითაც პუტინი სიამოვნებას იღებს, ეს საერთაშორისო სარბიელზე გაბღენძვაა... საქართველო ისწრაფვოდა მაპის მოპოვებისთვის, მაგრამ მისი ეს ძალისხმევა რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის დაპყრობამ შეაფერხა უკრაინას კი, რომელმაც წლების წინათ ნებაყოფლობით თქვა უარი ნატო-ზე, შესაძლოა ახლა უფრო მეტი სტიმული ჰქონდეს ალიანსში გასაწევრებლად“, − განაცხადა ჯონ მაკკეინმა. სენატორ მაკკეინის განცხადებას დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, პუტინი 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მეთოდებით მოქმედებს, რაც მისთვის ჩვეულებრივი მეთოდია. დოლიძე ფიქრობს, რომ დასავლეთმა უფრო მეტი აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაკკეინის განცხადება, რომ რაც შეიძლება დროულად დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციული პროცესი. საქართველო ნატოშიც შეიყვანონ, ევროკავშირშიც და საერთოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი მაქსიმალურად დაიძრას. სხვა ენით რუსეთთან საუბარი არ შეიძლება. ცენტრალური ევროპის 50-მილიონიან ქვეყანაში შეჰყავს ჯარი, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ“, აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე... ალექსი პეტრიაშვილის აზრით, ევროკავშირმა კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დროულად დასრულება. „უმოქმედობის შემთხვევაში, მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინას, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სტაბილურობასა და წესრიგს. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უსწრაფესი და ეფექტური საშუალება საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს 2014 წლის სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმამ რუსეთს ერთგვარად ხელ-ფეხი გაუხსნა აგრესიული მოქმედებებისთვის. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ“, − აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი“ („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
ბესარიონ კერესელიძე: „აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალი 11 მილიარდ 760 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს, დაწყებული ახლად გაჩენილიდან, ასწლოვანებით დამთავრებული, დაახლოებით 3 334 დოლარი ვალი აქვს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის ომის შედეგად დასავლეთიდან დახმარების სახით მიღებულ იქნა 3,5 მილიარდი დოლარი. ვალის წარმომავლობას, დანიშნულებას და ხარჯვის სამართლიანობას არავინ კითხულობდა და არც ახლა კითხულობს, გრანტების ხარჯვის კანონიერებაზე კი საუბარიც ზედმეტია, რადგანაც ამ თემების თეორიული განხილვაც კი სიცოცხლისთვის სახიფათოა. სწორედ ამით აიხსნება დასავლელთა ზღვარგადასული ზრუნვა ნაცხროველ კრიმინალებზე, რომელთა ალაპარაკების შემთხვევაში ნათელი მოეფინება, თუ რა ფინანსურ ხეირს პოულობდნენ სესხთა და გრანტთა გამცემები. ეჭვგარეშეა, რომ ალაპარაკების შემთხვევაში, როგორც ალაპარაკებულები, ისე მათი ამლაპარაკებლები უმალ მიქელ-გაბრიელის ქვეშევრდომები გახდებიან. თანხების მითვისებაში გაწაფულობა უდაოდ გამოარჩევს ნაცხროველ პირანუსელებს როგორც აღმოსავლელი, ისე დასავლელი კრიმინალებისაგან. აშკარაა, რომ მზიას და ზეზვას გენის გამგრძელებლები რაღაც საიდუმლოს უნდა ფლობდნენ, რისი წყალობითაც ისინი ან თავად ხვდებიან უჩინარნი, ან კიდევ აბრმავებენ, ან ათაყვანებენ სამართალდამცავ ორგანოებს ისე, რომ მათ უბრალო არითმეტიკულ მოქმედებათა შესრულების უნარს უსპობენ, ან იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარ პატრონსაც ვეღარ ცნობენ. ნაცხროველ კრიმინალთა მიერ ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობების მასშტაბებს და აღნიშნული შედეგების შეუდარებელი ოსტატობით ჩაფარცხვას, თვალნათლივ წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ 15 მილიარდი დოლარი(ის, რაც თითქოს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნოდა), რომელიც წონით რამდენიმე ტონას შეადგენდა, უკვალოდაა აორთქლებული და გამქრალი. პირანუსელ ნაცხროველთა ეს მაგიური უნარი, რომელიც დევიდ კოპერფილდსაც კი არ დასიზმრებია, შეუმჩნევლად არ დარჩენია „აორთქლებული, გამქრალი“ თანხების მეწილეებს დასავლეთში. სხვა რით უნდა აიხსნას, რომ ნომერ პირველი პირანუსელი მიხეილ სააკაშვილი, მსოფლიო რეიტინგში 87-ე ადგილზე მყოფ ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლის და დიპლომატიის სკოლაში კითხულობს ლექციებს ანტიკორუფციულ თემებზე, რითაც ოსტაპ ბენდერის ეს კარიკატურა აშკარა საფრთხეს უქმნის შტატების მომავალ ფინანსურ და სამართლებრივ სისტემას. უნგრეთში ამდაგვარ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ასევე, ნომერ მეორე ნაცხროველი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სადაც, ალბათ, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს ატრეინინგებს მექრთამეობაში, რადგან მეტი, მიუხედავად ზენიჭიერებისა, საერთოდ არაფერი იცის. ასევე მოუთმენლად ელოდნენ ფრანგი მექრთამეები ცნობილი კურდღლის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ექსტრადირების საქმის დასრულებას, რის შემდეგაც, სავარაუდოა, რომ ეს პირი სორბონაში იქნება მიწვეული ლექციების კურსის საკითხავად თემაზე: „სახელმწიფოს შეუმჩნეველი და განუკითხავი ძარცვა ომის პროვოცირების მეშვეობით“. სავარაუდოა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სამივე სახელგანთქმული პირანუსელი მოწვეული იქნება ლექციათა კურსის საკითხავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც ნაცხროველთა იდეოლოგიურ ფორპოსტადაა გადაქცეული. ტრადიციებს ხომ ღირსეული გაგრძელება სჭირდება. ისეთი „არაკორუმპირებული“ სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველო იყო 2012 წლამდე, მხოლოდ 2008 წლიდან, ევროკავშირმა 15 მილიონი ევრო გამოყო საქართველოში არარსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმისათვის. საერთოდ კი მხოლოდ 2011-13 წლებში ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 180 მილიონი ევრო, მრავალ საკითხთა, მათ შორის − სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე და ვორქშოფებზე, სამთო და საზღვაო კურორტებზე, რის შედეგადაც ქართველმა სამართალდამცავებმა საერთოდ დაკარგეს სამყაროს რეალურად აღქმის უნარი, რაც პირდაპირ კავშირშია მათ მიერ, ადრე და ამჟამად ნაცბანდის წევრთა ბრალდების წარმატებით გამოძიებულ საქმეთა ნულთან მიახლოებულ მაჩვენებელთან. სავარაუდოა, რომ ახალი ხელისუფლება, მონდომების შემთხვევაში, რეალურად შესძლებს წარსულის მავნე გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანას, თუკი საქმეს ნუცას სკოლადამთავრებულებს და ნაცხროვის სატელიტებს არ მიანდობს... როგორც ნაცხროველთა ლიდერის ფენომენი მოწმობს, მითვისების მეთოდთა შორის ყველაზე წარმატებულია მილიარდის მითვისება. ეს იძლევა ასპროცენტიან გარანტიას, რომ მითვისებულის დიდი ნაწილი იქნება შენარჩუნებული, ამ თანხის ნაწილით კი გამოძიების, სასამართლოს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა თუ ცრუ ოპონენტთა, უცხოელ ლობისტთა და მასმედიის მოსყიდვას“ („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
იმ დროს, როდესაც საქართველოს დედაქალაქში გმობენ რუსეთის ჩარევას უკრაინის საშინაო საქმეებში, ქვეყნის სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებებმა განაცხადეს რუსეთის მოქმედებათა მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, 3 მარტს აფხაზეთის პარლამენტმა წერილი გაუგზავნა ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმირ კონსტანტინოვს, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინ მატვიენკოსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების თავმჯდომარეს სერგეი ნარიშკინს. წერილში გამოთქმულია „რუსეთის ფედერაციის იმ ძალისხმევის მხარდაჭერა, რაც დაკავშირებულია მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის უკრაინაში“. სამხრეთი ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, თავის მხრივ, ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესაძლო გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. ამავე დროს, სამხრეთი ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი პლიევმა ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განუცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქმედება მიზნად ისახავს უკრაინის საზოგადოების გაერთიანებას და, აუცილებლობის შემთხვევაში სამხრეთი ოსეთი მზადაა აღმოუჩინოს „პრაქტიკული დახმარება“ რუს მოქალაქეებს უკრაინაში („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
აშშ ყინავს სამხედრო კონტაქტებს, დიალოგს ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე რუსეთთან. პენტაგონის სანქციები მოიცავენ ერთობლივი სწავლების, ორმხრივი შეხვედრების გამართვას, სამხედრო-საზღვაო დელეგაციების გაცვლასა და კონფერენციების დაგეგმვას. იქ უარყვეს მთელი რიგი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა გაგზავნოს თავისი სამხედრო ხომალდები რეგიონში („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
რუსეთის ფედერაცია გაეროში: იანუკოვიჩი სთხოვდა პუტინს აემოქმედებინა რუსეთის ჯარები უკრაინაში, ასე განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს ღია სხდომაზე. მან უშიშროების საბჭოს წევრებს წაუკითხა იანუკოვიჩის შესაბამისი წერილი, რომელიც დათარიღებულია 1 მარტით. ჩურკინმა ასევე უჩვენა უშიშროების საბჭოს წევრებს იანუკოვიჩის მიმართვის ორიგინალის ფოტოასლი („საქ.რესპ.“ 5 მარტი, 2014).TK
მადლენა მაჭარაშვილი: „თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან იტყობინებოდა, რომ საქართველოს პროკურატურამ მას, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმოს და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში ყოფნა პატიმრობით შეუცვალოს. უგულავას ეჭვის საფუძველი პროკურორ მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი გახდა. ოქმის თანახმად, ბრალდებული უგულავა 2014 წლის 6 მარტს 15:00 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაბარება 5 მარტს, 22:00 საათზე ეცნობა. ანუ იმ დროს, როდესაც უგულავას საქართველო დატოვებული ჰქონდა. პროკურორი მალხაზ კაპანაძე განმარტავს, რომ გიგი უგულავა, გაფრთხილებული იყო, რომ გირაოს ღონისძიების გამოყენების პირობები არ უნდა დაერღვია, მაგრამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია. გიგი უგულავა „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ მიმალვას არ აპირებს და თუ გამოძიებას ქვეყნიდან მისი გაშვება არ სურდა, შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცათ. „მე დღეს ჩვეულებრივად დავბრუნდი საქართველოში, იმის მიუხედავად, აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ თუ გაციმბირებას“, − აღნიშნავს გიგი უგულავა და აღკვეთის ღონისძიების სავარაუდო შეცვლის საკითხის დღის წესრიგში დასმას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ for.ge-სთან მხოლოდ ის განმარტა, რომ პროკურატურას უგულავას გადაადგილებაზე რამე შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. „ადრეც დატოვა მან ქვეყანა და მაშინ განვმარტეთ, რომ ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. არანაირი შეზღუდვა პროკურატურისგან არ არის მის გადაადგილებაასთან დაკავშირებით“, − განაცხადა თემურ დოლიძემ. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი განმარტავს, რომ აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ მყოფ გიგი უგულავას, მოქმედი კანონით, აქვს ვალდებულება საგამოძიებო ორგანოში პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს. „აღკვეთის ღონისძიება გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება და როდესაც პიროვნება იმყოფება აღნიშნული იძულების ღონისძიებების ქვეშ, ის ვალდებულია გამოძიების მწარმოებელ ორგანოს აცნობოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილების აუცილებლობისა თუ სურვილის შესახებ და უნდა დაელოდოს მისგან თანხმობას. თუ იგი არც აპირებს მსგავსი ამბის წერილობით შეტყობინებას, საერთოდ არ აინტერესებს გამოძიების პოზიცია ამასთან დაკავშირებით და თვითნებურად ტოვებს ქვეყნის ფარგლებს, ამ შემთხვევაში გამოძიებას უფლება აქვს, აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არის თუ არა ასეთი ღონისძიების გამოყენების პირობები გასათვალისწინებელი“, − განუმარტა for.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ბრალდებულ გიგი უგულავას, ან მის ადვოკატს პროკურატურისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ 5 მარტამდე, ანუ უგულავას მიერ ქვეყნის დატოვებამდე, ოფიციალურად, უნდა ეცნობებინათ. „თუკი გამოძიებას არ მიუღია წერილობითი ინფორმაცია ქვეყნის დატოვების თაობაზე და, შესაბამისად მოკლებული იყო საშუალებას, ეთქვა უარი ან დაეკმაყოფილებინა აღნიშნული მოთხოვნა, ბუნებრივია, შემდგომი მსგავსი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, პროკურატურას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების დამძიმების თაობაზე, რათა უზრუნველყოს გამოძიების წინაშე არსებული ამოცანები − იმ შემთხვევაში, თუკი აღკვეთის გამოყენებული ღონისძიების მოთხოვნები დაირღვა“, − აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე“ („საქ.რესპ.“ 12 მარტი, 2014).TK
ელიზბარ ჯაველიძე(აკადემიკოსი, „სახალხო კრების“ წევრი): „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა იყო სისტემური და მე ვიტყოდი, უფრო მაღლა მდგომი ფაშიზმი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობას უხილავს. ხალხი, რომელიც გამოდის და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას იცავს, ადამიანებად აღარ ირიცხებიან! მათ შეიძლება უწოდო ნახირი, რომელიც საძოვარზეა გასული, ვისთვისაც მთავარია, მხოლოდ საკვების მოპოვება და სხვა ცნობიერება! მე არასოდეს მითქვამს ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ დღეს ვრწმუნდები, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელევიზიებსა თუ სხვა რამის მეშვეობით, არიან ტვინგამორეცხილნი! მეტიც: არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა არიან არა გავლენის აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან დასავლეთიდან და რომელთა მთავარი მიზანია, დაფინანსება როგორმე გაიხანგრძლივონ! დიახ, ისინი ებრძვიან ქართულ ცნობიერებას და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ გამოდიან. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი და საშიში მტერი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, ვიღაც კოჟორიძე ხელმძღვანელობს, რომელიც დაფუძნებულია სოროსის ფონდის მიერ! გვარებსაც გეტყვით: ეკა გიგაური რომ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოდან“ და ნინო ლომჯარია კიდევ − „სამართლიანი არჩევნებიდან“, ეს არის „ბუკეტი“ არასამთავობო საზოგადოებისა, რომლებიც ყოველგვარი რიდის გარეშე, პირდაპირ ებრძვიან ეროვნებას, ქართულ ზნეობასა და ტრადიციებს! თითქოს ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები არიან, მსოფლიო მერცხლები, რომლებსაც დემოკრატიის გაზაფხულის დადგომა უნდათ და ამისთვის ჭიკჭიკებენ... არადა ყვავები და ყვანჩალები არიან, რომლებიც დასჩხავიან ქართველ ერს და სასიკვდილოდ იმეტებენ!... ჯერ ერთი, ცოლ-ქმრის, უსუფაშვილ-ხიდაშელის მიერ არაერთგზისაა გაცხადებული − ჩვენ გვეამაყება, რომ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლები თუ არა, აქტიური წევრები ვიყავითო. „რესპუბლიკური პარტიის“ გუნდი, რომლებიც ხელისუფლების ძალიან მაღალ ეშელონებში მოკალათდა და წარმართავენ ქართულ პოლიტიკას, არის დიდი უბედურება. „რესპუბლიკელების“ მიზანია, შექმნან ფენომენი ადამიანისა, რომელიც საერთოდ დაცლილი იქნება ყოველგვარი ეროვნული ცნობიერებისაგან, სიყვარულისაგან, უფლის რწმენისაგან... ზოგადად, ეს იქნება კოსმოპოლიტი ადამიანი... გიმეორებთ: კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები − ებრძვიან ქართველ ერს! მაღიზიანებს, როდესაც ძმები ბერძენიშვილები და მათი თანამოაზრეები გამოდიან და ირონიით ლაპარაკობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაზე. მათი პარტიის საწყისი პერიოდი ყველასათვის ცნობილია − როგორ დაასმინა ლევან ბერძენიშვილმა თავისი თანაპარტიელები, ძმაც კი გაიმეტა საციხედ! მერე გამოვიდნენ, თითქოს დისიდენტები და დევნილები იყვნენ. ფაქტებით ვიცი, როგორ ცდილობდა ციხიდან ახლად გათავისუფლებული ძმები ბერძენიშვილების სამსახურში მოწყობას ცეკას იდეოლოგიური მდივანი გურამ ენუქიძე. რომ ვკითხე, მერაბ კოსტავას მასწავლებლობა აუკრძალეთ და ამათი გულისთვის რატომ იკლავთ-მეთქი თავს, არ დამიმალა და მითხრა − ზემოდან არიან დავალებაო... აი ეს ხალხი დღეს ჩვენ დაგვცინის და უკვე ისე გაკადნიერდნენ, ზემოდან უყურებენ ქართველ ხალხს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღემდე დიდ პატივს ვცემ, მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და, საერთოდაც, მისი დამსახურებაა, რომ ჭირი მოვიშორეთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მაგრამ მეორე ჭირი მოიყვანა, რომელიც უარესია, ვიდრე სააკაშვილი!... ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას გამართლება მაშინ ექნება, თუ ის იქნება ქართულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. თუ ისეთივე პოზიციაზე დადგება, როგორზედაც ესენი დგანან, მაშინ ქვეყანა დაღუპულია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დღეს კიდევ არსებობს, განსხვავებით „ოცნებისაგან“, რომლის ავტორიტეტი დღითი დღე მცირდება. ამის სანაცვლოდ კი, დღითი დღე იზრდება ნაძირალა „ნაციონალების“ ავტორიტეტი. ესეც, რა თქმა უნდა, „ოცნების“ დამსახურებაა და მათი უნიათო, გაუბედავი ნაბიჯებისა...სხვათა შორის, „რესპუბლიკელები“ ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მათი უმთავრესი მიზანი, „ნაციონალების“ გადარჩენაა... მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისთვის მიჩივლია და, საერთოდ, მეცნიერი და მწერალი კაცი არ უნდა ფიქრობდეს ადამიანთა დაჭერაზე, ეს არ უნდა უხაროდეს, მაგრამ დღეს ისე ვარ გაღიზიანებული, მათი დაჭერა კი არა, ფიზიკური განადგურებაც არ მეწყინება! მერაბიშვილს გამოუტანეს განაჩენი, მაგრამ შეკრებითობის პრინციპი არ არსებობს და 5 წელი აქვს მისჯილი კაცს, რომელიც არის ჩამოყალიბებული მკვლელი! ასევეა მისი სულიერი მოძღვარი მიხეილ სააკაშვილი! თავის დროზე სააკაშვილს კალიგულას ვადარებდი, რომელიც თავისი ფსიქიკით ოცდაერთ პუნქტში ემთხვევა მის ქცევებს. დარწმუნებული ვარ, ხალხს რომ აწამებდნენ და კადრებს იღებდნენ, შემდეგ სააკაშვილს ამას ანახებდნენ. კალიგულასაც სიამოვნებდა, როცა ცოცხალ ადამიანებს ნადირებს უყრიდა და ასეა სააკაშვილიცა და მისი ბანდაც − ბოკერია, უგულავა და ახლად გამომცხვარი პოლიტიკოსები − რატიანები, საყვარელიძეები, ვისი თვალებიდანაც ადეიშვილის სევდა გამოკრთის... ვინც სააკაშვილის გვერდით გაიარა, ჩემი აზრით, ყველა დამნაშავეა! დიახ, ვინც ჩაიდინა ბოროტება, უნდა გასამართლდეს! 50 მილიონი რომ აქვს კაცს მოპარული და ამას არ იჭერ, ეს არის სამართლიანობა? სისტემა უნდა დანგრეულიყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ამერიკისა და დასავლეთის კარნახით შექმნა, ეს სისტემა ხრავს ქართველ ერს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ფიზიკური განადგურება ნიშნავს იმას, რომ საშინელი სისწრაფით მიდის ჯურღმულისაკენ ქვეყანა და ცოტა ხანში საქართველოში გაცილებით მეტი უცხოტომელი იქნება, ვიდრე ქართველი; ამერიკამ 7 წელიწადში მოახერხა ის, რაც რუსეთის იმპერიამ ვერ მოახერხა 250 წლის განმავლობაში. ამერიკამ მოახერხა ქართველი ხალხის მენტალიტეტის შეცვლა. ახალგაზრდობა თითქმის წაგვართვა. მე ახალგაზრდობასთან კავშირი მაქვს და დღეს ისინი ასე აზროვნებენ − ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც მე კარგად ვარ... ივანიშვილი ნაადრევად წავიდა! კატასტროფულად ეცემა „ოცნების“ რეიტინგი. „ნაციონალების“ ავტორიტეტი კიდევ იწევს იმიტომ, რომ ტელევიზიაში შოუებია თუ სხვა გადაცემები, კამათის დროს ესენი გამოდიან. თავხედები არიან და ამათ მსჯელობაში და ლოგიკაში ჯობნიან. არ გამოჰყავთ არავინ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. საზოგადოებრივ არხს, მაგალითად, რაც 1992 წელს, მინისტრობიდან წამოვედი, იმის შემდგომ არცერთხელ არ დავუძახივარ, მაშინ, როცა თეა თუთბერიძეს − ჭაობიდან ამოყვანილ ბაყაყს, ყოველდღე აყიყინებენ! ივანიშვილი იყო ყველაფერი, მისი სიყვარულით, ხათრითა და იმედით აირჩია ხალხმა ეს პარლამენტიცა და პრეზიდენტიც, მაგრამ ვერ ამართლებენ, ვერა... ერთადერთი კაცი ამართლებს − ღარიბაშვილი! რომ ვუყურებ ამ კაცს, თავისი განათლებითა და პრინციპულობითაც გამოირჩევა, მაგრამ... ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს... ძალიან პატივს ვცემდი თეა წულუკიანს, მაგრამ ამ ბოლო ხანს თავისი პრინციპულობა სადღაც დაკარგა. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე თავისი ავტორიტეტით, მის გვერდით ვარ და ასეთი ზნეობრივი, პრინციპული და მებრძოლი ქალბატონი არ მეგულება. ნანა დევდარიანი, ირინა სარიშვილი ჭკუით აღვსილი ქალბატონები არიან. პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა მოხდეს კადრების განაწილება“ („საქ.რესპ.“ 12 მარტი, 2014).TK
გაგრძელება