სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

მაისი

    აკაკი ბაქრაძე: „საუკუნეების მანძილზე არსებობდა საქართველოში ადამიანით ვაჭრობა. ამას ქართული მატეანეც გვიამბობს და უცხოელი მისიონერებიც. შემზარავი ამბები აქვთ აღწერილი. ადამიანთა ვაჭრობას არც საერო ხელისუფლება თაკილობდა და არც სასულიერო. მღვდლები ეკლესიაში ამწყვდევდნენ მრევლს და მერე ყველას ერთად ჰყიდიდნენ. მარტო არქანჯელო ლამბერტის წაკითხვაც კმარა იმის გასაგებად, რაც საქართველოში ხდებოდა. ერთი ოჯახის წევრებიც კი ჰყიდიდნენ ერთმანეთს. და ეს საუკუნეები გრძელდებოდა... მე-19 საუკუნეშიც იყო საქართველოში ადამიანებით ვაჭრობა. აკაკი წერეთელს აქვს აღწერილი ეს პუბლიცისტურ წერილებში და პიესებში... ეს „ტრადიცია“ დღეს თავისებურად გრძელდება“ („ახ. ივერიელი“, 11 მაისი, 1994).GK

    როინ მეტრეველი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი): “შევიმუშავეთ საუნივერსიტეტო სწავლების ახალი კონცეფცია, რომელშიც მრავალი სიახლეა ასახული და რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო განათლების სრულ რეფორმას... ამ კონცეფციის მიხედვით, მთლიანად იცვლება, როგორც პედაგოგის, ისე სტუდენტის დატვირთვა. სტუდენტი დღეში 5-6 საათი იქნება დაკავებული ლექცია-სემინარებით, პედაგოგის დატვირთვა კი მცირდება” (ლიტ.საქ. 20 მაისი, 1994).GK

    1881 წელს – გაიხნსა ქართული სკოლა ბათუმში (ლიტ.საქ. 20 მაისი, 1994).GK

    მემედ აბაშიძე – პირველი ქართველი, რომელმაც ხელი მოჰკიდა თურქი მწერლების მხატვრულ ქმნილებათა თარგმნას ქართულ ენაზე (ლიტ.საქ. 20 მაისი, 1994).GK