სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2004 წლის ქრონიკა

ივნისი

    გაიოზ (გია) მამალაძე: „საქართველოს საპატრიარქოზე შეტევა განახლდა. ალბათ ხელისუფლების დაკვითით, ჰორიზონტზე ისევ გამოჩნდა ე.წ. დეკანოზი ბასილ კობახიძე. იგი ანტიმართლმადიდებლური დაჯგუფების და მათ უკან მდგარი უცხოელი „ინვესტორების“ მხოლოდ ტრიბუნაა. მაგრამ ფაქტია, ის ძალიან ცუდ როლს ასრულებს ქართულ ეკლესიაში... ერთ-ერთი ტელევიზიის ღამის ეთერში მისმა წამყვანმა და ბასილ კობახიძემ ქვეყანას ამცნეს, რომ საქართველოს ეკლესიაში ხდება ძალიან ცუდი რამ და საჭიროა მისი განხილვა. წამყვანმა „პასიც კი აუწია“ ბასილ კობახიძეს და შეახსენა, რომ რეფორმაცია არის საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ იმ ჟურნალისტმა დიდად არც იცის რა არის რეფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ასე დაავალეს დიდი ხელფასის გადამხდელებმა... ბასილ კობახიძის თქმით, ელადისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის ახლახან მოხდა ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. ელადის ორთოდოქსული, ტრადიციონალისტური ეკლესია განუდგა მსოფლიოს (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქოს, ეს იყო რუსული ეკლესიის და შესაბამისად, რუსული იმპერიული პოლიტიკის ინტერესებში და რუსეთმა ელადის ეკლესიის გაძლიერებისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიის დასუსტების მიზნით საბერძნეთში გაგზავნეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“ („ჯორჯიან თაიმსი“ 3-10 ივნისი, 2004). GK

    ნინო ყიფშიძე: „პროკურატურა დასაჭერთა სიას ადგენს. გამორიცხული არაა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი შტურმი პრემიერ-მინისტრის (იგულისხმება ზურაბ ჟვანია) გუნდის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჯერჯერობით ოფიციალურად პოტენციური პატიმრების ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟვანიას ბევრ მეგობართან მოუწევს ციხის საკანში „პერედაჩების“ მიტანა... ქვეყანას ისევ არ ჰყავს სახალხო დამცველი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ვინაიდან არ არსებობს რეგლამენტით განსაზღვრული დრო, კონტროლის პალატის თავმჯდომარის არჩევა რატომღაც იწელება“ („ჯორჯიან თაიმსი“ 3-10 ივნისი, 2004). GK

    ვასილ მაღლაფერიძე (დეპუტატი): „გარწმუნებთ, არჩევნების დროს არავითარი განსაკუთრებული უთანხმოება არ ყოფილა და არც ქალბატონ ნინოს (იგულისხმება ნინო ბურჯანაძე) არ შექმნია პრობლემები თანაგუნდელებთან. იგი წარადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას და ეს არავისთვის იქნება მოულოდნელი, მანამდე შეათანხმებს პრეზიდენტთანაც, პრემიერთანაც და თანაგუნდელებთანაც. ჯერჯერობით არავინ დაუსახელებია და არც კატეგორიული უარი განუცხადებია რომელიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნინო ბურჯანაძის პოზიცია იყო, კონტროლის პალატის თავმჯდომარე წინა პარლამენტს არ დაემტკიცებინა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ასრულებდა მოვალეობას“ („ჯორჯიან თაიმსი“ 3-10 ივნისი, 2004). GK

    თეა თუთბერიძე (ორგანიზაცია „კმარას“ ლიდერი): „დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს ჩვენი კრიტიკა. დღეს, საქართველოში უფლებადაცვითი თვალსაზრისით საშინელი მდგომარეობაა. პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მოგვმართავს, განსაკუთრებით რაიონებიდან. უამრავი ადამიანი აპროტესტებს პოლიციელების და ადგილობრივი გამგებლების უკანონო ქმედებებს. ძალიან მძიმე სიტუაციაა დედაქალაქის პოლიციებშიც. მაგალითად, ნარკოტიკის „ჩაგდება“ ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ასეთი პრეტენზიებით ხალხს შევარდნაძის დროსაც კი არ მოუმართავს... ჟურნალისტთა კორპუსი იგნორირებას უწევს ჩვენს განცხადებებს. განსაკუთრებით, ტელეარხები. რვა თვის წინ, საკმარისი იყო ერთი ზარი გამეშვა ყველა ტელეკომპანიაში, რომ საღამოს ეთერში ვრცლად გააშუქებდნენ ჩვენს ღონისძიებას; დღეს, შეიძლება ხუთ ტელეკომპანიაში ათჯერ დავრეკო და უკეთეს შემთხვევაში ერთი მოვიდეს. გამოდის, რომ თუ აქამდე ერთი სახელმწიფო ტელევიზია გვყავდა, დღეს ხუთი გვყავს. ეს შემაშფოთებელი ფაქტია. ნუთუ შევარდნაძის ეპოქის მედია უფრო თავისუფალი იყო?.. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა ხელისუფლებასთან ასე ლოიალური პოზიციის დაჭერა, მაშინ, როდესაც სიმართლის თქმაა საჭირო... თუ ასე გაგრძელდა, არავის ჰქონდეს იმედი, რომ „კმარა“ წაიყრუებს... სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება იმდენადაა ხელისუფლებაზე შეყვარებული, რომ ამ შეცდომებს ვერ ამჩნევს... ხალხი სრულ ვაკუუმშია და თუ ერთ მშვენიერ დღეს დაინახავს, რომ ხელისუფლება მარტო თავისი ინტერესებითვის იბრძვის, აღარ მოუთმენს იმდენს, რამდენსაც შევარდნაძეს უთმენდა“ („ჯორჯიან თაიმსი“ 3-10 ივნისი, 2004). GK