სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2007 წლის ქრონიკა

ოქტომბერი

    ზურაბ ხასია: „წინა მერხი ყოველთვის ხუთოსნებისთვის იყო განკუთვნილი. კაი ბიჭი იქ დაჯდომას არ იკადრებდა. ახლა კი ყველა ლაზღანდარამ წინ გადმოინაცვლა, აქაოდა, ლიდერები ვართო... ეს ლიდერები, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, ეკლესიის ხშირი სტუმრები არიან...
    დასავლური კულტურა  ანტიქრისტულია. ეს მისი არც ძაგებაა, არც ქება. ეს ფაქტის აღნიშვნაა. სულ არაა აუცილებელი ქრისტეს გზა. მთავარია იპოვო საკუთარი გზა და საკუთარი ძალებით გაიარო ზედ. დასავლეთის ანტიქრისტულობა დასავლეთის ნაკლი არაა. ეს მისი გზაა. სულიერი სიკვდილიც ამ გზის მონაკვეთია  და დასავ­ლური კულტურის ნაწილია. ამიტომ ის დასავლეთისთვის ბუნებრივია და იქნებ სასარგებლოც კი... სულიერად მომაკვდავმა დასავლეთმა შეძლო რობოტად გადაქ­ცევა, სულის გადადნობა მანქანად... დასავლეთელი რობოტი ეთიკურად ნეიტრალუ­რია − სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას... ის გულგრილია − არც ძულს, არც უყვარს. ქართველი კი მხოლოდ ცდილობს რობოტობას. ის არაა რობოტი. ის ოდნავ სხვაა − ბოროტია, მას მხოლოდ სძულს...
    ადამიანმა დიახაც უნდა შეცვალოს თავისი თავი, ოღონდ იმისთვის, რომ იგივე დარჩეს. საკუთარი ფესვების ამოცნობა და გათავისუფლება ცთომილებათა გორგალისგან − აი, ცხოვრების მიზანი... ადამიანის ასეთი, ეროვნული გაგება ჩვენთან ილიამ დაამკვიდრა. ამ მრწამსს მხარს უჭერდნენ და ამარაგებდნენ აკაკი, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი. მეოცე საუკუნეში ამ გზით ვიდოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ზვიად გამსახურდია... მსოფლიო დღითი დღე მასონური ხდება. ის კარგავს ეროვნულ მრავალფე­როვ­ნებას“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK

    ვილჰელმ მახარაძე: „ტოკ-შოუები დანერგეს ჯერ შეერთებულ შტატებში, ახლა კი სხვა ქვეყნებს აიძულებენ გადაიღონ. ამ ე.წ. შოუს როლი განისაზღვრება ადამიანთა გამოთაყვანებაში, კეთილშობილური საქმეების, გრძნობების გაქილიკებაში, გამასხარავებაში, ნიჰილიზმის დამკვიდრებაში, ეროვნული ტრადიციებისა და ჩვევების დაცინვაში, მის უარყოფაში. მუშაობენ სპეციალური სატელევიზიო არხები, სადაც გარყვნილება ბატონობს.  თითქმის ყველა სატელევიზიო არხი ხარკს იხდის სექსუალურ და გარყვნილების თემაზე გადაცემებით...
    ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცდაათი წლის წინ სწრაფი ტემპით გააჩერეს და გაანადგურეს მძიმე მრეწველობა, მეტალურგია. მოსპეს მუშათა კლასი − აქციეს ვაჭრებად და კლერკებად. ზოგიერთი ქარხანა შეერთებული შტატების საზღვრისპირა ზოლში გადაიტანეს − ფაქტიურად გაწმინდეს ქალაქები მუშათა კლასისგან − ანტიხალხური პოლიტიკის მოწინააღმდეგე ორგანიზებული ძალისაგან. ასევე განადგურებულია შეერთებული შტატების საშუალო კლასი...
    ის, რაც დღეს საქართველოს განათლების სისტემაში კეთდება, შეერთებული შტატების განათლების სისტემაში მომხდარი მოვლენების კოპირებაა, სკოლები მოსწავლეთათვის განათლების მისაცემად კი არაა, არამედ „ტვინის გამოსარეცხად“... ყოველგვარ ზღვარს გაცდა განათლების მინისტრის ცინიკურობა. „გამოცდებზე ჩაჭრილ“ დირექტორებს სკოლის დირექტორებად ლოტოტრონით ნიშნავს, ხოლო გამოცდაჩაბარებულ „ტვინითგატენილ“ დირექტორს, საშუალო სკოლაში დალესის გეგმას რომ ახორციელებს და სექსის რეკლამას ეწევა, უღიმის“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK

    ზეინაბ ლომჯარია: „მას შემდეგ, რაც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიდან მეცნიერ−ტექსტოლოგები გაყარეს, ვაჟა-ფშაველას ლექსების ავთენტიკურობის დადგენა, ეტყობა, ამ ხელისუფლებამ „ფლეიბოის“ რედაქციას მიანდო... ამას წინათ, ტელევიზიით ახალი პერფორმანსი აჩვენეს: სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ერთმანეთს აფურთხებდნენ. აკადემიის რექტორი [გია ბუღაძე], სიხარულისა და ბედნიერებისაგან სულს ძლივს ითქვამდა: შესანიშნავად აფურთხებდნენ,  პერფორმანსი შედგაო. ეს ე.წ. პერფორმანსი დაიწუნა „სრულიად საქართველოს ექსპერტმა“, ნოდარ ლადარიამ: სჯობდა, სტუდენტებს უფროსებისთვის შეეფურთხებინათო“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK

    გიორგი კობერიძე: „ყოველდღე ახალ-ახალი პროვოკაციებით გვახსენებენ თავს სომხები, და რაც ყველაზე უარესია, არა მარტო საქართველოში, ქართული კულტურის ანტიპროპაგანდით მათ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი...
    რუსებმა ჯერ 1801, შემდეგ 1805, 1832 წლებში ხელები ქართველთა სისხლით განიბანეს. 1914-1917 წლებში წაგვასხეს პირველ მსოფლიო ომში და იქ ამოგვხადეს სული. წითელი რევოლუციიდან 1 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა ნოე ჟორდანია, რომელსაც თავის მხრივ ილიას სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი. მოგვიანებით იყო 1921, 1924, 1937 წლები... 1921 წელს საქართველოსთვის გადამწყვეტ ომში სულ რაღაც 5000-მდე ქართველი მეომარი დაიღუპა, ხოლო 1941-1945 წლებში, სხვის ომში და არა სამამულო ომში − 300 ათასი!.. იმის გამო, რომ მოღალატეთა ჯგუფებს ეშინოდათ სტალინის და ერთბაშად აგვყარეს ქართველნი და შეგვწირეს გერმანულ ლაშქარს. 1921 წელს ნოე ჟორდანიას კოლაბორაციონისტულმა, მხდალმა მთავრობამ ვერ შეძლო რუსული არმიის შეჩერება. 1921 წელს რუსეთთან ომში 300 ათასი კაცი რომ გამოგვეყვანა, მთელს კავკასიას რამდენიმე დღეში გავწმენდდით რუსული ლაშქრებისგან. ასე რომ, მოდით ნუ ვზეიმობთ ამ „რუსთა გამარჯვების“ დღეს 9 მაისს...
    საქართველოში ფეხი მოიკიდა სატანიზმმა, რომელმაც ახალგაზრდა თაობებში ჰპოვა გამოძახილი... მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. სატანისტთა ნახვა შეგიძლიათ როგორც ქუჩაში, ისევე ინტერნეტ სივრცეში... მათი რიცხვი საკმაოდ იზრდება... ლაპარაკია სატანის ბიბლიის თარგმნაზე, და მისთვის სალოცავების შენებაზე“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK − ასეთად მოაზროვნეებს, ალბათ, არა მარტო წინაპრები, არამედ არც მამები ჰყავთ (რედ. «სინერგია»). GR

    ვილჰელმ მახარაძე: „საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებამ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. ნარკოტიკების წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლა პრესით, ტელევიზიითა და რადიოთი, უფრო რეკლამაა, ვიდრე ბრძოლა. საინფორმაციო საშუალებები ასევე გადმოცემენ ცნობებს ნარკოტიკების შემცველ სამკურნალო საშუალებებზე. ამ რამდენიმე წლის წინ ბუნებრივი ნარკოტიკების გადამუშავება-დამზადება საქართველოშიც დაიწყეს. აქედანვე გადიოდა და ახლაც გადის ჩვენი „დერეფნის“ საშუალებით ნარკოტიკები ევროპაში...
    რამდენიმე წლის წინ ბუნებრივ ნარკოტიკებს დაემატა ფარმაცევტულ ქარხნებში ხელოვნურად დამზადებული ნარკოტიკები. ამათ შორის პირველი იყო შვეიცარიის ფარმაცევტულ ქარხანაში დამზადებული ლიზერგენული მჟავის ნარკოტიკი. მისი დამზადება დააფინანსა 300-თა კომიტეტმა...
    ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: „მინდოდა „ანტინარკო­ტი­კული ცენტრის“ შექმნა, შერჩეული მყავდა ამ ცენტრის ხელმძღვანელი, მოიაზ­რებოდნენ წევრებიც, მაგრამ გერმანიაში ჩემი ვიზიტის დროს, იქ, მეგობრებთან შეხვედრებისა და მათი რჩევის შედეგად დავრწმუნდი, რომ სჯობია ხელი ავიღო „ანტინარკოტიკული ცენტრის“ შექმნაზე და დავაარსო  „პოლიტიკური აზროვნების“ საერთაშორისო ცენტრი“... ნარკოტიკები 300-თა კომიტეტისთვის ორ ამოცანას წყვეტს: მოაქვს კოლოსარული თანხა და ხალხს საბოლოოდ აქცევს ფიქრისა და განსჯის უნარს მოკლებულ ნარკომან ზომბად... მინდა დავასახელო 300-თა კომიტეტის რამდენიმე წევრი და შემდეგ თქვენ გამოიტანთ დასკვნას, შეეძლო თუ არა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს „დინების წინააღმდეგ“ წასვლა. ესენია: უინსტონ ჩერჩილი, ვილი ბრანდტი, დინ აჩესონი, ჩემბერლენი, ლორდი ბივერბრუკი, ლორდი გალიფაქსი, ავერელ ჰარიმანი, დანიის მეფე ფრედერიკ IX, ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, ჯორჯ ბუში, ჰენრი კისინჯერი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, ჰაროლდ მაკმი­ლანი, ფრანსუა მიტერანი, აურელიო პეჩეი, როკფელერი, როტშილდი, შრედერი, ჯორჯ შულცი, საირუს ვენსი − სულ სამასი კაცი. ამ კომიტეტის 90 % აურჩეველია, მოქმედებს მემკვიდრეობის პრინციპი, ხოლო 10 % მიმდინარე მომენტის გათვალის­წინებით შეჰყავთ შემადგენლობაში“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK

    ირაკლი ბათიაშვილი: „ლიბერალური დემოკრატია სოციალურ-პოლიტიკურ სის­ტე­­მათა ისტორიული  ევოლუციის უმაღლესი, საბოლოო ფორმაა და ეს ჭეშმარიტება ჩე­მთვისაც უეჭველია... მსოფლიო ლიბერალურმა რევოლუციამ კარდინალური ცვლილება მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკაშიც, კერძოდ, წინააღმდეგობების, კონფლიქტების უკეთ რეგულირების თვალსაზრისით... მან დაამკვიდრა ერთა თანასწორობის პრინციპიც ადამიანთა თანასწორობასთან ერთად. დიახ, ერთა თანასწორი აღიარება გახდა საფუძველი საერთაშირისო მექანიზმების შექმნისა, როგორიცაა გაერო, ეუთო და ა.შ. და რომლებიც დღეს მეტნაკლებად მსოფლიო სტაბილურობის გარანტები არიან...
    აღიარების ჟინით შეპყრობილი ადამიანი ხშირად ისევე მზადაა სიცოცხლე გაიღოს სახელისთვის, როგორც წმინდა მამაა მუდმივ მზადყოფნაში, რათა ღვთისთვის ან მოყვასისთვის თავი გაწიროს...
    იყო დრო, როდესაც ევროპასა თუ აზიაში ამა თუ იმ ერის სულს განსაზღვრავდნენ  აღიარებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული არისტოკრატები და თავგადადებულ მსახურებაში მყოფი სულიერი რჩეულები. არც თუ იშვიათად დიდი ერისკაცები ორივე როლში გვევლინებოდნენ: მათ ამპარტავნებაც ამოძრავებდათ და უანგარო მსახურების იმპულსიც. ასეთი იყო ჩვენი დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე... დღეს თანამედროვე ეპოქის სულს თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს და განასახიერებს სწორედ  ეს ჯიში ადამიანის − უკანასკნელი ადამიანი...
    მე სავსებით ვეთანხმები ფუკუიამას დასკვნას იმის თაობაზე, რომ ლიბერალური დემოკრატია სოციალურ-პოლიტიკურ ფორმაციათა ევოლუციის მწვერვალს წარმო­ადგენს. იგი ისტორიის უზარმაზარი მონაპოვარია და პრაქტიკულად, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რაიმე სისტემა, რომელიც მასზე უფრო ეფექტური, ოპტიმალური იქნება. შეიძლება, იგი, მართლაცდა, ჩვენი ფორმაციული პროგრესის ბოლო საფე­ხურია, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს სიკვდილს. ეს არ ნიშნავს ისტორიული შემოქმედებითი ევოლუციის წერტილს“ („ლიტ.საქ.“ 5 ოქტომბერი, 2007).GK  − როგორც წყალი და ზეთი არ შეეზავება ერთმანეთს, ისე ამპარტავნობა − უანგარობას, თუნდაც ლიბერალური დემოკრატიის პოსტულირებით (რედ. «სინერგია»). GR

    თამაზ წივწივაძე: „ბატონო პრეზიდენტო! დავუშვათ და, ბატონმა ოქრუაშვილმა მართლაც ტყუილუბრალოდ დააბრალა ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას მკვლელობა − ასეთ შემთხვევაშიც კი, თქვენ ის ციხეში კი არ უნდა გაგეშვათ, ფეხებში უნდა ჩავარდნოდით და მასთან ერთად, სიმართლე ბოლომდე გაგერკვიათ! რასაკვი­რველია, ასე იმ შემთხვევაში უნდა მოქცეულიყავით, თუ ხელისუფლებას მართლაც არაფერი მონაწილეობა არ მიუღია პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშილი (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2000 წ.): „შევარდნაძე აბსოლუტურად არაკორუმპირებულია, პირადი სიმდიდრე მას არ აინტერესებს, რაც დადებითად გამოარჩევს ზოგიერთი რეგიონული ლიდერისგან. შევარდნაძის გარეშე ყველა პირობა არსებობდა, რომ ჩვენ ვქცეულიყავით კორუმპირებულ აზიურ დიქტატურად. შევარდნაძემ  გაუძლო ცდუნებას, რომელსაც ცოტა ვინმე თუ გაუძლებდა − დაემყარებინა დიქტატორული რეჟიმი. ნაცვლად ამისა, მან აირჩია ბევრად უფრო რთული: კანონის უზენაესობის რეჟიმის გზა. მხოლოდ შევარდნაძეს გააჩნია უნიკალური ისტორიული გამოცდილება და სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.  ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას მომავალში ამ მხრივ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი გაუტოლდეს... ახლა ბევრი კამათობს თუ მარჩიელობს, ვინ უნდა შეცვალოს ედუარდ შევარდნაძე.  ჩემი აზრით, შევარდნაძე მართლაც უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც წარმატებული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი. იგი უნდა შეცვალოს არა პიროვნებამ, არამედ შევარდნაძის მიერ შექმნილმა სისტემამ“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშვილი (გაზ. „ასავალ-დასავალი“, 1999 წ.): „სამსახურში მეგობრობას არ ვცნობ. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა დავით ბეჟუაშვილმა „თბილგაზის“ ტენდერში გამარჯვება სწორედ ჩემს გამო ვერ მოახერხა. ეუბნებოდნენ − სააკაშვილს თუ გააჩერებ, არანაირი პრობლემა არ გექნებაო... მე და სარიშვილი მივლინებაში საზღვარგარეთ ერთად დავდიოდით და სხვამ თუ არა, ირინამ მაინც იცის, არანაირ ბიზნესთან კავშირი რომ არ მაქვს... პისტოლეტის სროლაც კარგად ვიცი და თავდაცვაც. ჩემთან ფიზიკური ანგარიშსწორება არც ისე ადვილია. ვაცხადებ, ჩემთან ანგარიშსწორებას თუ ვინმე გაბედავს, მაშინ სერიოზულ ფიზიკურ ძალას გამოვიყენებ! მე და ჩემი მეგობრები შეიარაღებული წინააღმდეგობებისთვისაც მზად ვართ! ჩვენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ! არავის ვურჩევ მიზანში ამომიღოს, იმიტომ, რომ მე მარტო არა ვარ და მე რაც უნდა მიქნან, ის, რისთვისაც ვიბრძვი, მაინც განხორციელდება“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშვილი (გაზ. „ცისკარი“, 2005 წ.): „ჩვენ თანახმა ვართ ამ რეგიონს ერქვას სამხრეთ ოსეთი და მას განსაკუთრებულად ფართო ავტონომიის სტატუსი მივანიჭოთ“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშილი (ტელეკომპანია „რუსთავი − 2“, 2005 წ.): „ქვეყანა არის ძალიან საიმედო ხელში, ათობით ათასობით ქართველი მზად არის იმისთვის, რომ სამშობლო დაიცვას მაღალ დონეზე, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშვილი (გაზ. „ახალი თაობა“, 2005 წ.): „რასაც ვამბობ, იმას ყოველთვის ვაკეთებ. ხომ ვთქვი, რომ საავადმყოფოს ავაშენებდით და აშენდა. ჩემ საპრეზიდენტო ვადაში სკოლების უმრავლესობის რემონტს მოვრჩებით, რასაც ვერ მოვასწრებთ,  მეორე საპრეზიდენტო ვადაში გავაგრძელებ“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    მიხეილ სააკაშვილი (გაზ. „ახალი თაობა“, 2005 წ.): „თუ ჩვენ ხალხის მთავრობა ვართ, ხალხთან საიდუმლო არ უნდა გვქონდეს“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    გელა ჯიღაური: „მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა და თანამოქალაქე დავით ბეჟუაშვილმა „რაღაცნაირად შეძლო და მოახერხა მიხეილის მიუკერძოებლობა-მიუკარებლობის“ დაძლევა და სანატრელი ბუნებრივი აირის ხელში ჩაგდება სხვა ბევრ რამესთან ერთად, მისით მილიონების შოვნა. და არა მგონია, მიხეილმა, ამის თაობაზე „არაფერი არ იცოდეს“. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ბიზნესისგან შორს ყოფნას და ერთ დროს უახლოესი მეგობრის (შეიძლება დღესაც)  სარიშვილის მოწმედ მოყვანას, რომ მას ბიზნესთან არავითარი კავშირი არ აქვს, მართლაც „წყალშეუვალი საბუთია“ ამის დასაჯერებლად...
    ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ბოლშევიკებმა დააწესეს, რაც მათმა მემკვიდრე ოსმა კომუნისტებმა საკუთარი ნებით გააუქმეს 1990 წელს. ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ არამც თუ წარმოთქმა, გაფიქრებაც კი უდიდესი დანაშაულია და მისმა წარმომთქმელ-დამმკვიდრებელმა ნებისმიერმა პიროვნებამ (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი)  უმკაცრესი პასუხი  უნდა აგოს ქართველი ერის წინაშე. დასახელებული ტერმინის დამკვიდრება აუცილებელი წინაპირობაა, კავკასიონის ქედის გადაღმა მდებარე ჩრდილოეთ ოსეთთან უპირობო გაერთიანებისა. რაც შეეხება ოსთა საქართველოში მრავალსაუკუნოვან ცხოვრებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი, ჩვენში, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულში გამოჩნდნენ...
    იქნებ, მიხეილმა ის მაინც გაგვიმხილოს, წელს, მარტის მიწურულს, სომხეთში ერთი დღით ჩასული, წახკაძორის თოვლიან ფერდობებზე, სომხების პრეზიდენტ ქოჩარიანს, თხილამურებით სრიალის დროს რაზე გაურიგდა? რატომ არაფერი არ თქვა ამაზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებში? თუ წახკაძორი, ბაკურიანზე უფრო კეთილმოწყობილი კურორტია ვითარცა დავოსი?“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    გაზ. „იზვესტია“ (2004 წ.): „გაზეთ „იზვესტიას“ კორესპოდენტს, კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ლექტორებმა განუცხადეს: „სტუდენტი სააკაშვილი ნაციონალიზმით არ გამოირჩეოდა და ბრბოდან მხოლოდ მჭიდროდ შემოტმასნილი პიჯაკითა და მუდმივად გატკიცინებული ჰალსტუხით შეიმჩნეოდა. მას „კაც ფუტლარს“ ეძახდნენ“...
    კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ შნირკო: „სააკაშვილი თავისი გვარით ძალიან უმიზნებდა არა გეტმანს, არამედ თავადობას და ყვებოდა, რომ ის უძველესი სახელოვანი გვარიდანაა. იგი განსაკუთრებულად არ ბრწყინავდა, ასეთი ჩვენთან ყოველი მეორეა“...
    ლუდმილა ზაბლოცკაია, სამართლის მასწავლებელი: „ხუთი წლის მანძილზე არაფრით გავუოცებივარ. ტიპური საშუალო მაჩვენებლიანი სტუდენტი იყო“...
    ერთადერთი, ვინც სააკაშვილი შეაქო, უცხო ენათა კათედრის გამგე ვალენტინა დეინეკაა: „წიგნებს კითხულობდა, ინგლისურსაც კარგად სწავლობდა. ამბიციები მასში ბევრი იყო. 80-იანი წლების აქციებში, როდესაც სტუდენტები კრეშჩატიკზე შიმშილობდნენ, თავისუფლებას ითხოვდნენ, მიშა არ მონაწილეობდა“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    გია ბურჯანაძე (გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი): „სააკაშვილმა სანაკოევთან შეხვედრით „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის არსებობა ირიბად აღიარა“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    დიმიტრი სანაკოევი (დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი): „მივიჩნევ, რომ „სამხრეთ ოსეთი“, ხაზს ვუსვამ, „სამხრეთ ოსეთი“ და არა ცხინვალის რეგიონი, როგორც ოსებით, ისე ქართველებით დასახლებული ტერიტორია, საქართველოს ისტორიული ტერიტორიაა“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    გივი ცქიტიშვილი (მიხეილ სააკაშვილს): "პრეზიდენტად მე და ჩემმა ხალხმა აგირჩიეთ... არა იმიტომ, რომ ან მე, ან ჩემი ხალხი გიჟდებოდა შენ გამო! არა! არ დაიჯერო! საქართველოს ხელისუფლებაში იმიტომ მოგიყვანეთ და პრეზიდენტად იმიტომ აგირჩიეთ, რომ ედუარდ შევარდნაძე ჩამოგვეგდო სახელმწიფოს მეთაურის ტახტიდან! ხოლო იმას, თუ მას შემდეგ ვინ მოვიდოდა საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა... შენ კი რა ქენი? − გეკითხები: ეს რა გააკეთე?! ვის ჩაუგდე ხელში სამშობლო სამართავად? − ბალღებს?! არამარტო მათი აკვნის ასაკის გამო არიან ერის შემარცხვენელნი, არამედ იმიტომაც, რომ არიან გაუნათლებლები, უვიცები, ყოველგვარი პრაქტიკული საქმიანობისაგან შორს მდგარნი, და კიდევ იმიტომ, რომ არიან შენი მონები... შენი მონაა ყველა იმიტომ, რომ შენთან ერთად მილიონებს ატრიალებს ბევრი!..
    როგორ გაყიდე, ან როგორ ჰყიდი ჩემი და ჩვენი წინა თაობის, ქართველი ერისშვილების მიერ აშენებულ ნაგებობებს − კულტურის ძეგლებს, ფაბრიკა-ქარხნებს, ენერგეტიკულ ბაზებს, უნიკალური ჯიშის ხე-ტყეს, შავი ზღვის სანაპირო ოაზისსა და წალკოტს!.. რკინიგზისა და მდინარეების ჯერი დამდგარია უკვე!..
    მე მოგაწვდი ორ ისტორიულ ინფორმაციას. ნახე, იქნება გამოგადგეს: იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნში „საგანძური“, ნოველაში „გორი გადაურჩა თათრებსა“ − წერს: „თათრების ჯარის შემოსევაზე გორში სრულიად არაფერი იცოდნენ, ისე მოულოდნელი იყო ყველასთვის ეს შემოსევა. ამიტომ გორიდან არხეინად მოდიოდა ცხენით სომხის მღვდელი სააკაშვილი სოფელ დოესში, სადაც ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ... როცა სააკაშვილი ავიდა ზედაველის მაღლობს მინდორზე, საშინელი სანახავი გადაეშალა თვალწინ: თითქმის მთელი ვეებერთელა ვაკე მთებსა და მტკვარს შუა მჭიდროს იყო დაჭერილი თათრის ჯარითა. ელდანაცემმა მღვდელმა ფიცხლივ ცხენი უკან გამოაბრუნა გორისკენ. მიიჭრა ხიდთან და ხიდისთაველი გლეხების დახმარებით ხიდი ჩაშალა... უხიდოდ გორში გასვლა შეუძლებელი იყო“... საინტერესო არ არის განა, საქართველოსთვის ასეთი თავდადებული გვარის შთამომავალმა სააკაშვილებმა, რატომ უნდა დამალონ თავიანთი სომხური ეროვნება?! არანაკლებ საინტერესოა მეორე ფაქტი... რაიკომის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი იგონებს: „ჩვენთან შეხვედრის დროს, რაიკომში იქნებოდა ეს თუ რექტორატში, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი სრულიად მოურიდებლად, კატეგორიული ტონით ტრაბახობდა: მეამაყება რომ ოსი ვარო! განა მარტო სიტყვით, პრაქტიკულად ეხმარებოდა ყველა ოსს, ზოგს სამსახურში აწყობდა, ზოგს ბინას უჩალიჩებდა. ოღონდ ეგ არის, დროდადრო ნერვიული, უხეში და აფექტური იყო, ხანდახან ურევდაო კიდევაც!..“ ხომ არ დამალავ, რომ ის მიხეილ სააკაშვილი − ბაბუა − იყო შენი!.. შენს ძარღვებში, როგორც სომხური, ისე ბაბუაშენის მიხეილ სააკაშვილის − სააკაევის − ბობოქარი ოსური სისხლი ჩქეფს!..
    ხელისუფლებაში შენ ზურაბ ჟვანიად ხმობილმა, იგივე ზანაზან არტაშას-ძე ანტონიანმა, დედით ებრაელი რემა გოლდბაუმის შვილმა მოგიყვანა და თავსაც იწონებდა სახალხოდ! − მთელი ორი წელიწადი ვსდიე ამერიკაში ფეხდაფეხ და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ძლივს დავითანხმე საქართველოში ჩამოსვლაზეო! ჩამოგიყვანა და რა? − საქართველოს იუსტიციის მინისტრის სავარძელი მოგართვა ციმციმ!.. შემთხვევით მოხდა ასეთი მაღალი დონის გარიგება, თუ მიხეილ ჯავახიშვილის გმირების „სისხლის ყივილის“ არ იყოს, შენი და ზურაბის ერთიანი სისხლის გამოძახილი იყო ეს?!..
    მიმდინარე წლის 13 მაისს, გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის ცერემონიალი, რომელიც კანონის სრული დაცვით ჩატარდა... ნოდარ ახალკაცის ნაცვლად, რომელსაც ფეხბურთთან თითქმის არაფერი საერთო არ ჰქონია, ფედერაციის ყრილობამ, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, პრეზიდენ­ტად აირჩია ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე!.. შვებით ამოისუნთქა ყველამ: ქართულ ფეხბურთს, ქართველი ფეხბურთელი უნდა ჩადგომოდა სათავეში! ახალმა პრეზიდენტმა, გიორგი ნემსაძემ, ეს სასიამოვნო სიახლე ტელევიზიით ამცნო ქვეყანას!.. მაგრამ გავიდა ორმოცდახუთი წუთი და გიორგი ნემსაძე − ისევ ტელევიზიით − პრეზიდენტობიდან გადადგა! რაც ბოკერიას და კირკიტაძეს დააბრალეს!.. ყრილობის დელეგატების გადაწყვეტილება, გააუქმე შენ − სხვა ამას ვერავინ გაბედავდა და არც შედიოდა სხვების ინტერესებში... ნოდარ ახალკაცი, როგორც ახლობელი, შენი ჩამოყვანილი იყო გერმანიიდან... მისი და კი უახლოესი მეგობარია შენი!.. თბილისის ერთ-ერთ უბანში საფოსტო განყოფი­ლე­ბის უფროსი ერთ დროს ქალბატონი იყო, გვარად ახალკაცი, რომელიც მალე დაიჭირეს, მაშინ ითქვა, რომ ახალკაცები სომხები არიან ჯიშით!.. არის ეჭვი, რომ სწორედ ამ ნიშნით ჩამოიყვანე ნოდარ ახალკაცი გერმანიიდან თბილისში...
    ისიც სათქმელია, რამდენს ქაჩავენ და როგორ ხდებიან მილიონერები საქართვე­ლოს ეროვნული სიმდიდრის უნიკალური „ბორჯომის“ წყალზე ბატონობის გზით?! ოსების მიმართ შენი უსაზღვრო სიყვარულის დამადასტურებელი ფაქტებიც იმდენი არსებობს, რამდენიც სომხების მიმართ!!! შენი ოსობის ყველაზე დიდი სამხილი ის არის, რომ სამაჩაბლო, დაპირებისამებრ, არათუ ერთ თვეში არ დაუბრუნე საქართ­ველოს, პირიქით: ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც სამი წლის შემდეგ დააპირა იქ შესვლა, თავდაცვის მინისტრის მოვალეობიდან გაათავისუფლე და მის მაგიერ, ქვეყნის დაცვა ვიღაც ღლაპს, ეროვნებით ებრაელს ჩააბარე!..  თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, ბაბუაშენი, მიხეილ სააკაშვილი, სისხლით და ხორცით ოსი იყო და ამით საქვეყნოდ ამაყობდა! სხვა რომ არაფერი ვთქვათ, შენ ხომ მისი სახელი გქვია, მისი პატივისცემის და სახელის უკვდავების ნიშნად!.. თუ შენ ოსი არა ხარ, თუ შენს ძარღვებში ერთი წვეთი მაინც ჩქეფს ქართული სისხლი, რამ მოგაფიქრა ათას ცხრაას ოცდაორ წლამდე ბუნებაში არ არსებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“, როგორც ტოპონიმის აღდგენა?! გამოტყდი მიშა, ვინ ხარ შენ − სომეხი ხარ, ოსი ხარ, ყაზახი თუ ჩინელი, რომელთაც ისეთი გულით ეპატიჟები, თითქოს საქართველო ნინიას ბაღი იყოს!..
    ამერიკიდან ახალ ჩამოსულს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატომ გედო მაგიდაზე იტალიელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის, მაკიაველის წიგნი, რომლის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად გამართლებულიაო ყოველგვარი საშუალება: მოტყუება, ვერაგობა, გამცემლობა, მკვლელობა!.. და რატომ არ გედო იმავე მაგიდაზე ბიბლიაც, ან რომელიმე ქართველი კლასიკოსი მწერლის წიგნი?..
    თბილისის ძველი უბნები, თვით რუსთაველის პროსპექტიც კი როგორ გაყიდეთ უცხოელებზე, სადაც მალე ქართველებს გავლასაც აგვიკრძალავენ?.. რატომ გამოყარეთ გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან დიდად პოპულარული ქართული გაზეთების „ასავალ-დასავალის“, „საქართველოს რესპუბლიკის“, სატელევიზიო პროგრამა „კავკასიის“ ჟურნალისტები?.. რას ერჩოდით „ლიტერატურულ საქართველოს“ რედაქციას, რომლებიც ძველი ხის შენობიდან გამოყარეს? ან კიდევ, ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ შენობიდან ქართველები რომ გამოყარეთ და ისტორიული შენობა ვიღაც ინგლისელს თხუთმეტ მილიონ დოლარად, თუ სტერლინგად მიჰყიდეთ, რაო? გინდა ქართველები თბილისის ცენტრიდან განდევნო და ინგლისელები, ყაზახ-რუსები, ჩინელები და არაბები დაასახლო?! − მერე, შენ სად მიდიხარ, თუ გიფიქრია ამაზე, მიშა?!“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK

    თემურ შაშიაშვილი: „ძალიან უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ძალიან უნდა გინდოდეს ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ან სააკაშვილთან იყო, ან ოქრუაშვილთან და საერთოდ ქვეყნის გარედან მართვად პოლიტიკურ ძალასთან...
    ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითმა ჩვენებამ გაცილებით მეტად, ვიდრე მისსავე მამხილებელმა გამოსვლამ აჩვენა − თუ რა მზაკვრული, ბოლშევიკურ-ფაშისტური ბუნების, როგორი სასტიკი, არაადამიანური და ქვეყნისთვის საშიში ხელისუფლება ჰყავს საქართველოს... აღიარებითი ჩვენება ადასტურებს იმას, რომ ქვეყანას მართავს ძალადობის ტკბობით, კორუფციული ფულითა და უცხოეთის პოლიტიკური გრანტებით გათავხედებული ხელისუფლება... აღიარებითი ჩვენების მიღების მიღწევით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი გზა ანტიქრისტეს გზაა, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას... აღიარებითმა ჩვენებამ, რომელიც გაცილებით უფრო ხელისუფლების დაწერილი იყო, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის, აჩვენა, რომ მათთვის ახლა მთავარია გაგუდონ და გაანადგურონ პატარკაციშვილი და ამით ყველა ფულიანი ბიზნესმენი გააფრთხილონ, რომ ისინიც გაურკვეველ სიტუაციაში გაიგუდებიან... პრეზიდენტმა, მისმა დამქაშებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით, აღიარებითი ჩვენების ძალა­დობით მოპოვებით, უთხრეს ყველას, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ირაკლი ოქრუა­შვილის ბედს გაიზიარებენ, თუ პრეზიდენტის და მისი ხროვის მონები არ იქნებიან; უთხრეს ოპოზიციას, გვითხრეს ყველას, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგნი ვართ, რომ დაგვიჭერენ, გონებით მიუწვდომელ რამეს დაგვაბრალებენ და შემდგომ წამებით გვაღიარებინებენ; უთხრეს ხალხს − გაითვალისწინონ, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არავის განადგურებაზე ნერვი არ აუტოკდებათ და ხალხი არ შეცდეს − ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავიდეს, ემონოს და ემსახუროს ხელისუფლებას...
    შიში ყველა გრძნობასთან შედარებით ყველაზე უღირსი გრძნობაა. ისე, როგორც უამრავ ქართველს, მე არ მინდა ჩემ შვილებს ლაჩარი მამა ჰყავდეს. მე მირჩევნია დიქტა­ტორული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დავეცე თავისუფლე­ბისთვის, ვი­დ­რე შევეგუო დიქტატორულ ხელისუფლებას, ძალადობას, შიშის ატმოსფეროს“ („ლიტ.საქ.“ 12 ოქტომბერი, 2007).GK