სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
მაისი

    არქიმანდრიტი ილარიონი: “დღეს დავით-გარეჯში პრობლემებია და ეს პრობლემა ყველასთვისაა, ჩემთვისაც და თქვენთვისაც” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    არქიმანდრიტი ილარიონი: “არაკანონიერად ითვისებენ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანელები, არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ჩვენს სიწმინდეებს ეპატრონებიან ყოველგვარი მორიდების გარეშე, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფო პირებისგან იღებენ” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “ეს ტერიტორია (დავით-გარეჯი) მეოთხე საუკუნიდან შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში. მეექვსე საუკუნეში აქ აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 12-ე საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, გაათავისუფლა გადასახადებისგან, შემდეგ ის რამდენჯერმე დაარბიეს, თუმცა სამონასტრო კომპლექსი მაინც განაგრძობდა არსებობას” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “ეს ტერიტორია (დავით-გარეჯი) ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო და ის აუცილებლად საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიპო-ვეთ დამოუკიდებლობა, საქართველომ თავისი საზღვრების გარკვევა მხოლოდ თურქეთთან შეძლო. ვერც სომხებთან და ვერც აზერბაიჯანთან ვერ გავარკვიეთ ჩვენი საზღვარი. ამიტომ არის სულ დავა ამ ტერიტორიის გამო” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ცეკას მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო, მისი ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი, ჩვენ დავალება გვქონდა, რომ გვეთქვა იმათთვის, რომ ის ტერიტორია, სადაც არის ბერთუბნის ეკლესია და სადაც ლაშა-გიორგის და თამარის ფრესკებია, დაეთმოთ ჩვენთვის  და სამაგიეროდ ჩვენ ორჯერ მეტ ტერიტორიას დავუთმობდით, რომელიც სახნავ-სათესი ან საძოვარი მიწები იქნებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უარი თქვა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “თუ აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდება გარეჯის საქართველოსთვის დათმობას, სამონასტრო კომპლექსი ავტონომიურად უნდა გამოცხადდეს” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მარიკა ლორთქიფანიძე: “მე 4-5 წლის წინათ განვაცხადე, რომ ათონის სამონასტრო კომპლექსის მსგავსად შეიქმნას დავით გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელსაც ექნება თავისი კოდექსი და ავტონომია” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    შიდა ქართლში 21 მასწავლებელი სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათი ოჯახის წევრი ან “ქართული ოცნების” წევრია ან გულშემატკივარი (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    გიორგი ცაგარეიშვილი: “ციცინო ჯავახიშვილს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და სასამართლო პროცესზე სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა მოსამართლის კითხვის პასუხად განაცხადა, “ჯავახიშვილი იმიტომ გავათავისუფლე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს”-ო (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    გიორგი ცაგარეიშვილი: “მე მესმის ასე რატომ ხდება. თუკი ბატონი მერაბიშვილი ყოველდღიურად ხვდება პედაგოგებს, მაშინ გასაგებია, ამ ადამიანების შევიწროვებაში კუდი რატომ არის ჩართული. როგორც ჩანს, ხელისუფლებას პედაგოგები საზარბაზნე ხორცად ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება, არჩევნებში საკუთარი “წარმატების” მისაღწევად გამოიყენოს” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    06.05.2012 – ტურისტებს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალება არ მისცეს (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მამუკა არეშიძე: “სპარსეთის მმართველობის ინიციატივა იყო, რომ იქ(დავით გარეჯში) ქრისტიანული კერა არ ყოფილიყო. ზუსტად ამიტომ, 1918 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის გამიჯნვისთვის თავისი არგუმენტები წარადგინა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუპირისპირა ის არგუმენტი, რომ ეს ადგილი ტომით აზერბაიჯანელი მოსახლეობით იყო დასახლებული, ანუ ისინი ტერიტორიული გამიჯნვის პრინციპად ეთნიკურ-რელიგიურ ფაქტორს იღებდნენ და არა იმას, ვის ეკუთვნოდა ეს ტერიტორია 7-8 საუკუნის წინათ” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მამუკა არეშიძე: “გარეჯის ზამთრის საძოვრების შესახებ” ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს 16 000 ჰა ტერიტორია დაუმტკიცდა, ე.ი. ამ საძოვრების სისტემის ნაწილი, მეორე ნაწილი კი – 17 000 ჰა – ავტომატურად აზერბაიჯანს დარჩა. მართალია, არ დაუმტკიცდა, მაგრამ რადგან დანარჩენი ნაწილი ჰაერში გამოკიდებული დარჩა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მისია. ტერიტორიების გამოყოფა სამეურნეო მიზნებიდან გამომდინარე მოხდა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებში არანაირად არ ჯდება” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK
    მამუკა არეშიძე: “პირად საუბრებში, ქართველ ბერებს, რომლებიც იქ(დავით გარეჯში) მოღვაწეობენ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ ეს ტერიტორია მათ ორჯონიკიძემ აჩუქა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მამუკა არეშიძე: “ისინი (აზერბაიჯანული მხარე) თვლიან, რომ საკმარისია კომპრომისი დაუშვან, სომხებს გაუჩნდებათ არგუმენტი, რომ გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლი არ ყოფილა და არც ყარაბაღის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლებია ალბანური, გარეჯი _ ქართულია, ყარაბაღი კი სომხური, ხოლო აზერბაიჯანი ქრისტიანული კულტურის მემკვიდრე არაა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მამუკა არეშიძე: “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ-ლებიც საზღვრის დელიმიტაციის მიზნით შექმნილ კომისიაში არიან, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების ფორმატში არანაირი პრობლემა არ არსებობს. პრონციპში, მათ საზოგადოება მოატყუეს. აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები არ მალავდნენ, რომ სადავო საკითხები ისევ დარჩა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    მამუკა არეშიძე: “გამოსავალი, ალბათ, ის არის, რომ დეზავუირება მოხდეს იმისა, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია – ეს უნდა მოხდეს ნერვიულობის და ისტერიკის გარეშე და იმის გარეშე, რომ ვინმე გაილანძღოს” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK
    მამუკა არეშიძე: “ეტყობა მართალია ის ვერსიები, რომ ხელისუფლებაში უამრავი ადამიანია, რომელიც იმდენად ჩართულია კონკრეტულ აზერბაიჯანულ ფირმებთან ფარულ ეკონომიკურ სქემებში, ფულის გაყოფაში, რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ევროპას არ აინტერესებს, არის თუ არა ქალბატონი იულია(ტიმოშენკო) დამნაშავე, დაითრია თუ არა ფერმკრთალმა ლედიმ ტორტის უკანონო ნაჭერი. ევროპისთვის ის უდანაშაულო და ანკარა წყაროსავით სუფთაა, ვინაიდან თავისია, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნარინჯისფერი რევოლუციის ხელმძღვანელი” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ასლან აბაშიძისდროინდელი აჭარა არც სამხრეთით – თურქეთისკენ და არც ჩრდილოეთით – რუსეთისკენ იყო გადახრილი. აბაშიძე დღენიადაგ იღვწოდა იმ პატრიოტული საქმისთვის, რასაც ერთიანი საქართველო ჰქვია” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: “მკითხველისთვის ცნობილია საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის უნიტარისტული ამბიციები, ანუ ავტონომიების ცენტრიდან მართვის სურვილი. სხვაგვარად ფიქრი, მით უმეტეს მართვა, მას გაუჭირდებოდა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ასლან აბაშიძის ავტონომია, ავტონომია იყო, დღევანდელი ავტონომია სუროგატია. სააკაშვილის წყალობით მას ავტონომიურობის არავითარი ნიშანი აღარ შერჩა. დღევანდელი “ავტონომია” არც აფხაზეთს ხიბლავს და არც სამხრეთ ოსეთს და არც არის გასაკვირი, არც აჭარაში მცხოვრებს. ის თურქეთს მოსწონს, რომელიც სააკაშვილისა და მისი ნათესაურ-მეგობრული კლანის წყალობით უთოფოდ ეუფლება აჭარას. სამი საუკუნის შემდეგ, რუსეთის მიერ ომით და სისხლით დაბრუნებული აჭარა, ისევ თურქეთს უბრუნდება და ამას ჰქვია – დავიბრუნეთ აჭარა” (“საქ. რესპ.” 17 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი(მიხეილ სააკაშვილს): “გასაგებია, რომ თქვენ იძულებული ხართ ანგარიში გაუწიოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ერთსულოვან მოთხოვნას – მომცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მაგრამ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის(მოქალაქეობის ჩამორთმევა) გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსურდი, მართლაც, რომ პირველია მსოფლიოში” (“ქართ. ოცნ.” სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 22 მაისს მიიღო კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეძლევათ ქვეყნის პარლამენტში არჩევის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება” (“ქართ. ოცნ.” სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი (მიხეილ სააკაშვილს): “მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი ერთად აღებული” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვებისათვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისთვის მიცემულ ყველა დანაპირებს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ირაკლი ალასანია: “ჩვენ დავიცავთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს! ვაღიარებთ საკუთრების უფლებას და პატივს ვცემთ მას! აღმოვფხვრით ელიტურ კორუფციას! შევქმნით სამართლიან, თავისუფალ სასამართლოს! სახელისუფლო წნეხისგან გავათავისუფლებთ მედიას! წავახალისებთ ბიზნესს! შევქმნით კონკურენტულ, თავისუფალ, თანასწორ გარემოს, სადაც ყველას საკუთარი შესაძლებლობის და ნიჭის მიხედვით ექნება წარმატების მიღწევის შესაძლებლობა! ჯანდაცვას ხელმისაწვდომს გავხდით ყველასთვის! ფეხზე დავაყენებთ ქართულ სოფელს! გავუფრთხილდებით კულტურულ მემკვიდრეობას! ისე შევცვლით, ისე გარდავქმნით განათლების სისტემას, რომ საქართველო გახდება მეცნიერების და განათლების რეგიონული ცენტრი! ჩვენ მშვიდობიანად აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას, შევქმნით ისეთ ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის! მოვახდენთ ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში საქართველო, გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    მანანა კობახიძე: “ჩვენ ვიწყებთ საქართველოს გამთლიანებას, სამართლიანობის აღდგენას, რეალურ დემოკრატიულ აღმშენებლობას ქვეყანაში. ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს თანამემამულეებს გვქონდეს ღირსეული და ბედნიერი მომავალი, ადამიანები ხელს არ იშვერდნენ მოწყალებისთვის, ჰქონდეთ სამუშაო, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი. იყვნენ დაცულნი და თავისუფალნი! შემოგვიერთდით, ჩვენ ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმის რღვევას” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    დავით უსუფაშვილი: “სახელმწიფო და ხელისუფლება ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ დაგვიცვას ყველა იმ საგარეო და საშინაო საფრთხისაგან, რაც ჩვენს თავისუფლებას ემუქრება. მაგრამ სახელმწიფო ძალაუფლება ქირურგის ბასრი დანასავითაა – ის საჭირო და სასარგებლოა მხოლოდ მანამ, სანამ მისი მპყრობელი სწორად მოიხმარს მას. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ ისეთი ადამიანების ძალაუფლებით აღჭურვა, რომლებსაც არ ძალუძთ მისი დანიშნულებისამებრ მოხმარება უცოდინრობის გამო, სიხარბის გამო, სულსწრაფობის გამო, ამპარტავნობის გამო, გამოუცდელობის გამო, გაუწონასწორებელი ფსიქიკის გამო. ასეთი ადამიანები სახელმწიფო ძალაუფლებით თავისუფლებას კი არ იცავენ, არამედ თავისუფლებას ებრძვიან” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    გუბაზ სანიკიძე: “27 მაისი შეგვიძლია, ვაქციოთ სანიშანსვეტო სიმბოლოდ. უკეთურობის დასასრულის დასაწყისად, საქართველოს გამარჯვების, ქართული ოცნების აღსრულების დასაწყისად” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ზვიად ძიძიგური: “ვისაც სურს, ნახოს გამთლიანებული ქვეყანა, წელში გამართული ქართველი გლეხი, განათლებული მომავალი თაობა, ჯანმრთელი მოქალაქეები, მხარი დაუჭირეთ და გაერთიანდით ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ირგვლივ. ბიძინა ივანიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილი კეთილი საქმე წლების განმავლობაში უანგაროდ აკეთა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს – მთელ საქართველოში მისი მზრუნველობა ისე გავრცელდეს, როგორც მის მშობლიურ საჩხერეში” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    კობა დავითაშვილი: “ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. წლებია, ვიბრძვით საქართველოში სოციალური სამართლიანობის, პენსიების გაზრდის, სოციალურად დაუცველი ადამიანების, უნარშეზღუდული მოქალაქეებისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ბიძინა ივანიშვილთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად. ჩვენი კოალიციის გამარჯვებისთანავე საქართველოში დაიწყება უმუშევრობის დამარცხებისათვის ბრძოლა, ჩვენ სოფლის მეურნეობა ფეხზე უნდა დავაყენოთ, ქართველი კაცი ეკონომიკურად წელში გაიმართება და მტერსაც და მოყვარესაც ღირსეულად დახვდება” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    გოგი თოფაძე: “რაც არ უნდა რეიტინგები გამოგვიცხადონ, რომ საქართვე-ლო წინ წავიდა, რეალობა ასეთია – ჩვენ დანგრეული, ყველაზე სუსტი ქვეყანა ვართ რეგიონში ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად იმიტომ, რომ ეკონომიკა არ გვაქვს. მძიმე სიტუაციაში ვართ და აქედან ამოძრომა ძნელია, მაგრამ საბოლოო შანსიც გვაქვს – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მნიშვნელოვანი იყო და ეს დაეტყო ხელისუფლებასაც. დარწმუნებული ვარ, ეს კაცი სასიკეთოდ არის მოსული, ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით ვიქნები. ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს დემოკრატიული ქვეყნის აშენება, ეს არის პიროვნება, რომლის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანდეს მთელი საქართველო” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    საქართველოს უხუცესთა დარბაზის განცხადება: “საქართველოს უხუცესთა დარბაზი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა საყოველთაოდ ცნობილ ქველმოქმედს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ქართველს, ათასობით მეცნიერის, მწერლის, ხელოვანის მეცენატს, რომლებიც მისგან მიღებული დახმარების გარეშე სიღარიბის ზღვარს მიღმა აღ-მოჩდნენ, მრავალი ობიექტის, მათ შორის ხელისუფლების პროგრამით შესასრულებელი ობიექტების დამფინანსებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაუყონებლივ უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. უფრო მეტიც: ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის, საქართველოს უხუცესთა დარბაზი ერის სახელით მოითხოვს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს უხუცესთა დარბაზი, უახლოეს მომავალში, ქართველი ერის წინაშე დააყენებს საკითხს დღევანდელი მმართველების ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის შესახებ”.
    საქართველოს უხუცესთა დარბაზის თავმჯდომარე – რეზო ჩხეიძე.
    საქართველოს უხუცესთა დარბაზის მდივანი – როლანდ ნიჟარაძე (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    დათო მაღრაძე: “ქართულ ოცნებას” ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში, “ნაციონალურ მოძრაობას” კი _ დამჭერი. დღეს  ერთი რამ გამოაშკარავდა, _ რაც ხალხის იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩათვალა, რომ მისია. საპირისპიროდ ამისა, ბიძინა ივანიშვილმა, რაც მისი იყო, ქართველ ხალხს მისცა. თავისუფლების მოედანზე მივდივარ დემოკრატიისთვის, პროგრესისთვის, თავისუფლებისათვის, სიცოცხლისათვის, რომ იყოს საქართველო მოსმენების გარეშე, საქართველო დასმენების გარეშე, რომ აღვუდგინოთ ჩვენს ხალხს ღირსება, რომ საქართველოში – საქართველო აღვადგინოთ” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ნანა შონია: “არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და თუ მოსახლეობა შიშის სინდრომისაგან გათავისუფლდება, სამართალი, ალბათ, იზეიმებს. აუცილებელია არჩევნების დღეს ყველა სხვა საქმე გვერდზე გადავდოთ და ხმის მისაცემად გავეშუროთ. გამოცხადდით საარჩევნო უბნებში და ხმა ბიძინა ივანიშვილს მიეცით. თუ საზოგადოებაში დანერგილ უიმედობასა და შიშის სინდრომს დავძლევთ, მომავალ არჩევნებში საქართველოს განვითარების ახალ ეტაპს საფუძველს ჩავუყრით” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    იმედა კახიანი: “მთელი სულითა და გულით ვუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას. ჩემთვის აბსოლუტურად მოსაწონი იყო, რაც მისგან მოვისმინე. მჯერა, ქართული ოცნება ნამდვილად ახდება” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ნოდარ მგალობლიშვილი: “ხალხი აუცილებლად უნდა გამოვიდეს 27 მაისს, რათა გაიგოს, რა სიახლეა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ შეკრებაში. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში სრულიად სხვა სფეროდან მოვიდა, ერის საკეთილდღეოდ ყველაფერს გააკეთებს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ვაჟა აზარაშვილი: “ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში უსამართლობას არ დაუშვებს! რასაკვირველია, ბოლომდე, დიდი სიყვარულით “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს დავუჭერ მხარს” (ქართ. ოცნ. სპეცგა-მოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    გივი ბერიკაშვილი: “ქართული ოცნების” ყველა ოფისის გახსნას მივესალმები მთელ საქართველოში. ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და სამართლიანი ხელისუფლება ავირჩიეთ, რომელიც ქვეყანას გამოადგება” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ზურა მანჯავიძე: “დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ამჟამინდელ მმართველ ხელისუფლებას დაამარცხებს და მომავალ არჩევნებზე უპირობოდ გაიმარჯვებს. ბატონმა ბიძინამ ხალხში დიდი იმედები გააჩინა და იმედი მაქვს, რომ ნდობას ბოლომდე გაამართლებს. ერთი საერთო მიზნისათვის მთელი ერის გაერთიანებაა საჭირო” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ლევან ყიფიანი: “დღეს ჩვენს ქვეყანაში ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჩვენთვის კი ბრძოლაა სამშობლოსთვის! დღეიდან ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და ამ ერთობით უნდა გააგრძელოს სვლა ჩვენი საერთო ოცნების ასახდენად” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    “ქართული აკადემიის” მიმართვა თანამოქალაქეებისადმი: “27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნება” თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მართავს ხალხმრავალ შეკრებას, რითაც იწყებს ორგანიზებულ საარჩევნო პროცესს. მო-ვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეკრებაზე, რათა ეს თარიღი ერთობლივად ვაქციოთ ახალი, კეთილდღეობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოს მშენებლობის ათვლის წერტილად”. “ქართული აცადემია”, 22 მაისი, 2012 (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “მყისიერად უნდა აღდგეს სამართლიანობის განცდა ქვეყანაში. სასამართლოს უნდა მიეცეს თავისი ფუნქცია, მედია უნდა გათავისუფლდეს ზეწოლისაგან, გათავისუფლდეს ბიზნესი, მოისპოს ელიტური კორუფცია, ყველაზე სწრაფად სწორედ ელიტური კორუფციის დამარცხება შეიძლება. Pპირობას ვაძლევ მოსახლეობას, ჩვენი მოსვლიდან ორი თვის შემდეგ ეს აღარ იქნება. სხვა პროცესებს მეტი დრო დასჭირდება. უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ამას პირველები შეამჩნევენ ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც უცხოელებთან ერთად იფიქრებენ საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “კარგად ვიცი, რომ უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, შევძლებთ უმუშევრობის თანდათან დაძლევას” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობა. პროექტი უკვე დიდი ხანია მზად მაქვს და სააკაშვილსაც ვთავაზობდი მის დაფინანსებას და განხორციელებას, რაზეც მაშინ უარი მითხრა. გაოცებული ვიყავი ამის გამო, ახლა კარგად ვხედავ ამის მიზეზებს. მას უნდა გაღატაკებული და გაკოტრებული ხალხი, რათა იოლად მართოს, ჩაუტანოს სამადლოდ ერთი ტომარა ფქვილი და აძახებინოს “მიშას გაუმარჯოს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “უამრავი უმეცრება შეგვიძლია დავინახოთ, დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, ომის დაწყების ავანტიურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი. რაც დაფინანსება იყო, ქარს და წყალს გაატანეს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “კოალიცია ერთსულოვანია ნატოს საკითხში. ჩვენი ბედია ევროპა და ევროპისკენ სვლა. ამაში ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულნი, ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ევროპულ დემოკრატიულ სტრუქტურებზე უკეთესი მოდელი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი კოალიციის არჩევანიც ევროპა და ევროატლანტიკური კავშირების გამყარებაა, რაც უალტერნატივოა უსაფრთხოების თვალსაზრისით” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “გასაგებია, რომ რუსეთთან ურთიერთობები აუცილებლად უნდა დალაგდეს. ამის აუცილებლობას ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ სირთულეს, მაგრამ ესაა დიპლომატია და უნდა შევძლოთ, ამიტომ მოვდივართ ჩვენ, ესაა სახელმწიფო მოხელეების ვალდებულება და არა ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა თავისი ქმედებით, როდესაც სრულიად გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან. ჯერ ცივი ომის მდგომარეობაში გადაიყვანა თავისი რიტორიკით, რასაც 2008 წელი მოჰყვა. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა სწორი ქმედებით.
    აუცილებლად დავძრავთ მდგომარეობას მკვდარი წერტილიდან, აუცილებლად დავიწყებთ რუსეთთან მოლაპარაკებას. შევეცდებით, დაველოდოთ დროს, რომ რუსეთთან ინტერესების თანხვედრით ვისარგებლოთ. რუსეთისთვის, ჩემი აზრით, არ არის საინტერესო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. ეს რუსეთს თავად შეუქმნის საფრთხეს, როგორც ურთიერთობის მხრივ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომ პირველ რიგში, თავად ქართველებს ჰქონდეს სურვილი აქ დაბრუნების. მის შემდგომ ჩვენი ძმები ოსები და აფხაზებიც სხვაგვარად შეხედავენ და სხვაგვარად გადააფასებენ სიტუაციას. როდესაც ჩვენ ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას დავიწყებთ, რუსეთთანაც გაიოლდება სიტუაცია და სამართლიანობას აღვადგენთ” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “პროგრესისკენ ვიყურები და მიმაჩნია, რომ მომავალში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები დალაგდება. საქართველო შეიძლება იყოს ნატოშიც და ამავდროულად, იმეგობროს რუსეთთანაც. რუსეთისთვის არ არის ეს ყველაფერი პრინციპული. ამის კარგი მაგალითი გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნების სახით. ოდესღაც მათ ევროპასთან გაერთიანებას და ნატოში შესვლას რუსეთი დიდი აგრესიით შეხვდა. დღეს კი ნორმალური ურთიერთობებია მათ შორის. თუ ჩვენ ისევე სწორად მოვიქცევით, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩვენც შეიძლება იგივე გზა გავიაროთ და უფრო იოლადაც კი” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ბურჯანაძესთან (ნინო) დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. რაღაც გამონათქვამებთან დაკავშირებით იყო გაუგებარი რეაქციები და ზედმეტი გაღიზიანება. რთული იქნება ჩვენი თანამშრომლობა, რამდენადაც კოალიციაში ამ საკითხებზე განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ, კოალიციაში არ ვფიქრობთ, რომ ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცნობთ მათ ნამდვილ ოპოზიციურ ძალად, განსხვავებით სხვა ფსევდოოპოზიციური ძალებისაგან” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “სასამართლო არ არსებობს. უსამართლობის ტოტალური განცდაა ქვეყანაში, დათრგუნვილია ხალხი. ბიუჯეტი არ გაზრდილა ეკონო-მიკის ხარჯზე, უბრალოდ წინა მთავრობა ფულის ამოღებას ვერ ახერხებდა” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “მე ჩემი პოზიცია სექსუალურ თუ რელიგიურ უმცირე-სობებთან დაკავშირებით ბევრჯერ გამოვხატე. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მათ ჩვეულებრივ მოქალაქეებად მივიჩნევ” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    მარიამ ცაცანაშვილი: “ქართულ ოცნებას” შეუძლია, რეალური გახადოს საზოგადოების ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე, თუ ამ ხელისუფლების მსგავსად ლაფში არ ამოსვრის პატიოსნებას, ღირსებას და პროფესიონალიზმს. ბიზნესს საკუთარი გართობისათვის “ხელის ბიჭად” არ აქცევს, მეცნიერს ჩარეცხილს არ უწოდებს, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა რეალური გახდება. ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე მოჩვენებით კი არ ილაპარაკებს, არამედ მათ ჩვენი თვითიდენტობის ფარად და მახვილად აქცევს. ქვეყნის უსაფრთხოებას მეზობლებთან კარგი ურთიერთობით უზრუნველყოფს და არა თავგზააბნეული ბაქიაობით. მთავრობის სხდომებს კაბინეტებში ჩაატარებს, როგორც ეს ხალხის მომსახურე ხელისუფლებას ეკადრება და არა პლაჟზე, ან სახლის სახურავზე, ან ვენახში. გლეხს და სოფელს, ტყეს, მიწას და საძოვრებს არ გამოაცლის და საკუთარ მიწაზე მუშაობის პირობებსაც შეუქმნის” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ელდარ ნადირაძე: “ჩემი სამშობლო უნდა გადარჩეს, საქართველოში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ნაციონალური ინტერესები ჯერ კიდევ გააჩნია ქართველ ხალხს, რომელსაც ყველაფერი ეროვნული უყვარს. ივანიშვილის მოსვლით ამ სიყვარულის რეალიზაცია მოხდება. გვეძლევა ისტორიული შანსი, თუ ჩვენ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, ვინანებთ”(ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერა პირდაპირპროპორციულია ივანიშვილისადმი მხარდაჭერისა და მისდამი მაღალი ნდობის გამოცხადებისა საზოგადოების მხრიდან. პრაქტიკულად, არ დარჩენილა სფერო, რომელსაც არ შეხებია საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული ოცნების თემატური ჯგუფი – სამართლის, ეკონომიკური კონცეფციის, ენერგოუსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, თავდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რაც მყარ და დამაჯერებელ არგუმენტებს ქმნის, თუ რატომ ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას”. მიმაჩნია, რომ ძლიერი და კოორდინირებული ოპოზიციური ერთობით გამარჯვება არჩევნებში მიღწეული იქნება” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    ლილი ხურითი: “მინდა ჩემს ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი სიკეთის კეთებაა. “ქართული ოცნების” ლიდერს ამისი უნარიც აქვს და შესაძლებლობაც. მჯერა, რომ ერი კვლავ დაიბრუნებს თავის სახეს და ყველანი ერთად ავაშენებთ ქართულ ღირებულებებზე, ქრისტიანულ კულტურაზე ორიენტირებულ ქვეყანას” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    მერაბ ბოხუა: “ვხედავ, რომ “ქართული ოცნებაა” ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    თემურ ქევხიშვილი: “ყველა ჭკუათმყოფელი ქართველი ვალდებულია, “ქართულ ოცნებას” დაუდგეს მხარში. მინდა, ქართული ოცნების რეალური ახდენის მოწმე გავხდე. მისი არახდენა საქართველოსა და ქართველებს საბოლოოდ დაღუპავს. ეს საშიშროება არსებობს, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, გაფიქრებაც კი მზარავს” (ქართ. ოცნ. სპეცგამოშვება, 27 მაისი, 2012).TK

    არმაზ სანებლიძე: “მართლმადიდებლობის შიგნით წარმოქმნილი ჭუჭყიანი დინებები, რომლებიც ცრუ ლიბერალიზმს, რწმენის დოგმატებისაგან, ნების კანონებისაგან განთავისუფლებას ქადაგებს, ფაქტობრივად, მიმართულია, ერთგვარად ლიბერალური, კომკავშირის უარესი ანალოგიის შესაქმნელად, რომელიც ქრისტიანულ სიმბოლიკას იყენებს (დღევანდელი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა _ დ.მ.), მაგრამ შინაგანად გახრწნილი და ანტიქრისტიანულია. დაახლოებით იგივეს აკეთებენ ტრადიციული ისლამისა და კათოლიციზმის მიმართ – ე.წ. ევროისლამი მრუშობის, მამათმავლობის, ლოთობა-ნარკომანიის ნებას რთავს “მორწმუნეებს”, ხოლო ევროპა უკვე პრაქტიკულად გაწმენდილია ჭეშმარიტი კათოლიციზმისგან” (საქ. რესპ. 19 მაისი, 2012).TK

    არმაზ სანებლიძე: “ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი თეოდორ ადრიანი წერდა, რომ ყოველი ჰომოსექსუალი პათოლოგიური დევიანტია, რომელსაც ბელადისადმი უსიტყვო მორჩილება აუცილებელ მოთხოვნად აქვს გადაქცეული” (საქ. რესპ. 19 მაისი, 2012).TK

    არმაზ სანებლიძე: “მამათმავლები, რაც კი შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს მაღალი საფეხურებისკენ ექაჩებიან. თუ რომელიმე მათგანი რომელიმე დაწესებულებაში მოიკიდებს ფეხს, სულ მალე იქ სხვა მისნაირებიც გამოჩნდებიან, დროთა განმავლობაში კი მთელი ძალაუფლება მათ ხელში აღმოჩნდება. ბუნებრივია, რომ ისინი კორუმპირებულები და არაპატრიოტები არიან” (საქ. რესპ. 19 მაისი, 2012).TK

    ვასილ მაღლაფერიძე: “ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტარიანელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. ილიას ლიბერტარიანელობის შესახებ მანამდე მართლაც არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საიდუმლოს მფლობელმა “ცოტამ” გადაწყვიტა, რომ მოვიდა მისი გამჟღავნების დრო. გამოდის, რომ, “მამული, ენა, სარწმუნოება” – ლიბერტარიანული მოწოდება ყოფილა, ხოლო ლიბერტარიანიზმის უარყოფა, ფაქტობრივად, ილიას უარყოფას ნიშნავს.
    ლიბერტარიანულ იდეალს წარმოადგენს სამფლობელოებად დანაწილებული და რეესტრში გატარებული მთელი დედამიწა, სადაც საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული თეთრი ლაქები აღარ იარსებებს და ყველაფერი ინდივიდების აბსოლუტურ საკუთრებაში იქნება – ქუჩა, გზა, მიწა, წყალი, ტყე, მთა, მდინარე, ზღვა, ოკეანე და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას, ისევე როგორც თავის სამფლობელოში არსებულ ფლორას და ფაუნას ადამიანი გამოიყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველაფერი ყიდვა-გაყიდვის ობიექტს წარმოადგენს, გარდა სინდისის, მორალის და ეთიკური ნორმებისა, რომელთა მსგავს კატეგორიებსაც ლიბერტარიანიზმი არ იცნობს. სრული პრივატიზაციის შემდგომ სახელმწიფოები გაუქმდება და დედამიწის მართვა გადავა მისი მფლობელი ბანკებისა და კორპორაციების ხელში, ვინაიდან საწარმოს მფლობელებმა უნდა განსაზღვრონ მენეჯმენტი და არა დაქირავებულმა თანამშრომლებმა. ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების მოხმარების და წარმოების, ქორწინების ტიპების და ინდივიდთა თანაცხოვრების ფორმების სრულ თავისუფლებას” (საქ. რესპ. 19 მაისი, 2012).TK