სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
ივნისი

    მამა იაკობი: “30 წელია, რას აკეთებს სამღვდელოება, ხომ ხედავთ? რამდენიმე დღის წინათ ამ სინოდმა ერთმანეთს გაუთანაბრა მართლმადიდებლობა და სხვა ნებისმიერი სექტა, ეს არ არის საკმარისი, თქვას მორწმუნემ სიმართლე? თქვას, რომ ამ სამღვდელოების ქმედება არ შეეფერება მართლმადიდებლობას? მაგრამ ბრმა ბრმას წინ ვერ გაუძღვება და თუ გაუძღვება, გადაიჩეხებიან ხრამში. ჩვენ ნუ გვაქვს ამ სინოდის და ამ სამღვდელოების იმედი. რატომ მოაწერა 37-მა მღვდელმთავარმა ხელი იმ კანონს, სადაც წერია, სულერთია მართლმადიდებლობაო? რომ ამბობენ ამან და იმან ხელი არ მოაწერაო, პატრიარქს ხელი არ მოუწერია? თუ არ მოუწერია, ვინც მოაწერა, ისინი რატომ არ განკვეთა? განკვეთა ვინმე? ახლა მეორე კიდევ, აგერ თვალწინ, რომ გვართმევენ გარეჯს და შემოვიდნენ აზერბაიჯანელები, იქით კიდევ სამხრეთით სომხები გვედავებიან ეკლესია-მონასტრებს, ამ დროს პატრიარქი საფრანგეთში თუ სადღაც უნდა წასულიყო კონცერტის სანახავად? თბილისი დაინგრა, ადამიანები დაიხოცნენ და პრეზიდენტი იტალიაში გაიქცა სავაჭროდ, პატრიარქი კონცერტს უყურებს. რაა გაუგებარი, რომ მტრის გარდა ასე არავინ მოიქცევა” (კვირის ქრონიკა, 11-17 ივნისი, 2012).TK