სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

იანვარი

    ნობელის პრემიის 27 ლაურეატმა მხარი დაუჭირა ბრიტანელი რაინდების წერილს პუტინისადმი „ანტიგეის“ კანონის წინააღმდეგ. მსახიობმა იენ მაკელენმა, რომელმაც წერილს ხელი მოაწერა, როგორც სასწაულმოქმედმა გენდალფმა და მისმა მეგობარმა ქიმიკოსმა ჰაროლდ კროტომ შეაგროვეს მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერების ხელმოწერები, რათა დაარწმუნონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, გააუქმოს კანონი არასრულწლოვანთა შორის გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. მათ მოუწოდეს პუტინს მაგალითი გორბაჩოვისგან აიღოს („საქ. რესპ.“ 15 იანვარი, 2014).TK

    სპარტაკ ქობულია: „ახალი წლის წინა დღეებში სასიამოვნო ცნობა მოვიდა მოსკოვიდან − არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების აკადემიკოსად და წევრ-კორესპონდენტებად არჩეულნი არიან არქიტექტორები გიული გეგელია(აკადემიკოსად), თენგიზ გოგოლაშვილი, გოჩა მიქიაშვილი და ვლადიმერ ცინცაძე(წევრ-კორესპონდენტებად). ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მრავალწლიანი დაძაბულობის და უძრაობის შემდეგ, ეს უაღრესად საყურადღებო ფაქტია. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა და აკადემიკოსთა საბჭოს წევრმა ბატონმა ვახტანგ დავითაიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გვითხრა: ბოლო ათწლეულში რუსეთსა და საქართველოს შორის უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად, პროფესიული კავშირები, მართალია, ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც გრძელდებოდა. შეხვედრები და პროფესიული ინფორმაციების გაცვლა ძირითადად ხდებოდა საერთაშორისო ღონისძიებებზე(ასე იყო თითქმის ყველა პროფესიაში), კონგრესებზე, კონფერენციებზე, ბიენალე-ტრიენალეებზე. აკადემიის აკადემიკოსთა საბჭოში ჩემი წევრობაც ფორმალური იყო, რადგანაც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებზე მიწვევისას ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი ისმოდა − ვერ ჩამოვდივართ! ჩემს არაერთგზის თხოვნაზე, გამოვეყვანე აკადემიკოსთა საბჭოდან, პასუხი ერთი იყო − დაველოდოთ უკეთეს დროს. ჩვენი გამოჩენილი კოლეგების, პრაქტიკოსების და პედაგოგების − გ. გეგელიას, თ. გოგოლაშვილის, გ. მიქიაშვილის და ვ. ცინცაძის არჩევა ჩემი და ბატონი გიგა ბათიაშვილის წარდგინების საფუძველზე მოხდა. სასიამოვნოა, რომ აკადემიის ახალი წევრები პირდაპირ წარდგენილ სტატუსზე, პირველი საფეხურის − „აკადემიის პროფესორის“ გაუვლელად აირჩიეს, რაც უპრეცედენტო ფაქტია აკადემიის ისტორიაში და ის ქართველი არქიტექტორებისადმი რუსი კოლეგების განსაკუთრებულ კეთილგანწყობაზე მიანიშნებს. მიმაჩნია, რომ პროფესიულმა ურთიერთობებმა და სახალხო დიპლომატიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენ ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარებაში“ („საქ. რესპ.“ 15 იანვარი, 2014).TK

    ილია II: „მინდა, ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, სულიერ და მატერიალურ მომავალზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ „წავალ უცხოეთში, იქ ვიმუშავებ, აქ სამუშაო ადგილები არ არის.“ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ შეჩვეული ვართ უსაქმურობას, ადამიანი ეჩვევა უსაქმურობას, სიღარიბესაც. აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავით და ვნახეთ: იქ ერთი ხე ხარობს, როგორც კარტოფილი მიწაში, ისე ისხამს ნაყოფს. იმას აგროვებენ და მთელი წელიწადი შემდეგ არაფერს აკეთებენ. აი, მათ მსგავსად ჩვენც არაფერს ვაკეთებთ. ბრძენმა ხალხმა იცოდა, დედაჩემი სულ გვაფრთხილებდა ბავშვებს, არ შეეჩვიოთ სიღარიბესო... მახსოვს, ჩვენ ოჯახს ჰქონდა ძალიან ბევრი კარტოფილი, ღორის სალა, მწნილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, არაფერი არ უჭირდა ოჯახს. თუ ადამიანი გონივრულად ხელმძღვანელობს ოჯახს, არაფერი არ უჭირს... თქვენ უნდა შვათ ახალი იდეები. მე გუშინ ქადაგებისას ვთქვი, ვილოცოთ, ვიფიროთ, ვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ, პირველი არის ლოცვა, მერე − ფიქრია, ფიქრისგან ახალი იდეები იბადება, შემდეგ არის შრომა“ („საქ. რესპ.“ 16 იანვარი, 2014).TK

    ნოდარ ხადური: „მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყიდიდან მესამე კვარტალის ჩათვლით დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა“ („საქ. რესპ.“ 16 იანვარი, 2014).TK

    ოკლაჰომა ჰავაისა და ნიუ-მექსიკოს შემდეგ ამიერიდან აღიარებს კანონიერად ერთსქესიანი პარტნიორების ოფიციალურ კავშირს. დადგენილება გეი-ქორწინების რეგისტრაციის აკრძალვის მოხსნის შესახებ მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ. იუტაში, რომელმაც ასევე ნება დართო ამგვარ ქორწინებებს, ჯერჯერობით კვლავ მოქმედებს დროებითი აკრძალვა შტატის ხელისუფალთა საჩივრების გამო („საქ. რესპ.“ 16 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „წლების განმავლობაში იყო კომუნიკაციების ნაკლებობა. უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით ფორმატზე, როგორ უნდა მოხდეს და გამარტივდეს კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნესს შორის. იგეგმება სამუშაო ჯგუფების შექმნა, მასში შევლენ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები წარვუდგინე ბიზნესის წარმომადგენლებს. წლეულს ჩვენ ვიწყებთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას და შეგვიძლია, ეს წელი გამოვაცხადოთ ადგილობრივი წარმოების წლად და ყველანი უნდა ვიყოთ ჩართულები ამ საქმეში... რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ჩემს ხედვებს, ჩვენ დავიწყეთ სამომხმარებლო კალათის დამუშავება. ქვეყანა, რომლის 80% დამოკიდებულია იმპორტზე, ეს არის კატასტროფა. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით. ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნური ბარიერების შექმნით. ჩვენ იმპორტს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ და არ უნდა შევუქმნათ ბარიერები, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და აღმასვლა. უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რაც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რათა კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ საქონელს და მეორე მხრივ, იმპორტირებული საქონელიც იქნება მაღალხარისხიანი“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, წამებებთან, არაადამიანურ მოპყრობასთან. სისტემური იყო ბიზნესის დატერორება − სხვადასხვა ადამიანებს უკანონოდ ართმევდნენ მედიასაშუალებებს − მათ საკუთრებას. ტელეკომპანია „იმედი“ იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ წაართვეს ის პატარკაციშვილების ოჯახს. სხვათა შორის, პატარკაციშვილების ოჯახი თანახმაა, რომ გასაჯაროვდეს ის სკანდალური მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო წინა ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილების ოჯახთან. ჩვენ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს, კერძოდ, იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან ოფიციალური მომართვა აქვს ოჯახიდან. ალბათ, რამდენიმე დღეში მოხდება ამ დოკუმენტის გასაჯაროება და როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება იხილავს, თუ როგორ მოხდა ამ ოჯახისთვის ბიზნესის წართმევა“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „მე მოვისმინე კრიტიკაც, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. სუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, იგივე საფრანგეთში აკრძალულია სუროგაცია. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, როგორც ყველა ადამიანს. სუროგაციაზე დავობენ და მსჯელობენ ევროპაში ჩემზე კომპეტენტური ადამიანები. მე არ ვარ კომპეტენტური ამ სფეროში და რაშიც არ ვარ კომპეტენტური, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ მანამ, სანამ არ გავერკვევი... ის ჯიპები, რომლითაც სასულიერო პირები დადიან, მათ სააკაშვილის მთავრობამ აჩუქა, მათ კი არ იყიდეს, აჩუქეს“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორი ქვეყნები − აშშ და ევროპის სახელმწიფოები გვაძლევდნენ იყო ის, რომ მოგვეხდინა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება... ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, კერძოდ, დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მრავალი ტექნიკური საკითხის გაუმჯობესება მოხდა, მაგალითად დაიწყო სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ამას გარდა, რუსეთის მხრიდან იგეგმება სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეს ყველაფერი პოზიტიურად მოქმედებს ურთიერთობის აღდგენის პროცესზე, ნდობის აღდგენას უწყობს ხელს... ჩვენი მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა რაიმე სახის პროვოკაციული ნაბიჯი. ჩვენ მხოლოდ კონსტრუქციული ნაბიჯებით ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, მაგრამ, ყველაზე მტკივნეულ საკითხში გვაქვს უთანხმოება და ესაა ჩვენი ტერიტორიები. ამ საკითხების გადაჭრის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია უფრო ღრმა ურთიერთობები რუსეთთან“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „კეზერაშვილი ჩემთვის აღმოჩენა იყო. ეს იყო ტოლფასი იმ წამებათა გამოვლენის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ რამდენიმე თვის წინათ. წლების განმავლობაში საზოგადოებაში მუსირებდა აზრი და ხალხი ყვიროდა, უბრალოდ ვერავინ ვერ მიაწვდინა ხმა მსოფლიო საზოგადოებას, რა ხდებოდა ციხეებში. ახლა სწორედ მოხდა იმის დადასტურება, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგიული ობიექტები და სერიოზული აქტივები. ვერავინ ამიხსნის, თუ საიდან აქვს 800-მილიონიანი ბრუნვა კეზერაშვილს მხოლოდ 2012 წელს, საიდან აქვს მის კომპანიას მილიარდნახევრიანი ბრუნვა, მას შემდეგ რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ეს არის შოკისმომგვრელი, სკანდალური ინფორმაცია და ამის შეფასება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მოახდინოს. ჩვენი ხელისუფლება და პროკურატურა დაინტერესდა ამ ინფორმაციით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ნათელი მოვფინოთ ამ ფაქტს“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    მანანა ნოზაძე: „საერთაშორისო აუდიტორული კომპანია deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს კიდევ ახალი ბრალი წაუყენოს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროკურატურა კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის. Deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, 2009 წლიდან კეზერაშვილი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის წილის მფლობელი იყო. ამ კომპანიის ანგარიშზე კი საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხები ტრიალებდა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე, რის გამოც საქართველოს მთავარ პროკურატურას ეჭვი ფულის გათეთრებაზე ან დანაშაულის შემცველ სხვა ელემენტებზე უჩნდება. სწორედ ამ სისხლის სამართლის დანაშაულით აიხსნება, რომ დავით კეზერაშვილმა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მცირე დროში მილიონერად გახდომა მოახერხა... deloitte-ის კვლევას რაც შეეხება, დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ Future products company-ს შვილობილი ერთ-ერთი კომპანიაა, „FPC“-ის 100-პროცენტიანი დამფუძნებელი და მეწილე არის კეზერაშვილი. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც 2009 წელს „FPC“-მა დაიწყო საქმიანობა, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა, ამავე წელს თანხების ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლატს მიაღწია. სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოდიოდა საქართველოში უკვე გათეთრებული ფული, რომელიც უცხოური კაპიტალის სახელით ფიქსირდებოდა, რაც სახელმწიფოს ეთვლებოდა ინვესტიციის გაზრდაში, ხოლო კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები მონაწილეობდნენ ტენდერებში, თავდაცვის მიმართულებით, მათ შორის, იარაღის შეძენაში. იარაღით უკანონო ვაჭრობიდან „შავ სალაროში“ მილიარდები რჩებოდა და ეს ფული ირიცხებოდა თავისუფალ სავაჭრო ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებში... კეზერაშვილის პიროვნებით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. სავარაუდოდ, მისი საქმიანობა ამერიკის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და მისი აყვანა უკავშირდება ამერიკის შპიონაჟის საქმეს, როცა ტოტალური მოსმენები განახორციელეს აშშ-ის სპეცსამსახურებმა ირანისა და სირიაში მოსალოდნელი ომის დაწყების წინ. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირები ჰქონდა „ალ-ქაიდასთან“, რომელსაც ის იარაღით ამარაგებდა, ასევე საუბარია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე; ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ კრიმინალური ბიზნესის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა და ხშირად ამბობდა კიდეც, რომ კეზერაშვილი იყო სახელისუფლო სალაროს შემავსებელი. გია ხუხაშვილს ეეჭვება, რომ ეს ყველაფერი პირადად კეზერაშვილის საკუთრება იყო. უბრალოდ, ეს იყო მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ჯგუფის სალარო და კეზერაშვილი არ მუშაობდა მხოლოდ საკუთარ თავზე, ის ამ ჯგუფზე მუშაობდა და ეს იყო ყოფილ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული კრიმინალური ბიზნესი. მისი აზრით, ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო მმართველი ელიტა და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სააკაშვილამდე მიდის. „სხვათა შორის, გადაზიდვების თემასთან დაკავშირებით მაკრიტიკებდნენ, რომლის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაშიც მივიღე მონაწილეობა. ეს ამ მილიარდიანი აქტივის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ასე, რომ ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა. სასურველია, თუ სამართალდამცავები ამ ყველაფრით დაინტერესდებიან. იარაღით ვაჭრობასთან მის კავშირებს რაც შეეხება, ეს თემა ნაკლებად ვიცი, რადგან იარაღით ვაჭრობა ჩემთვის დახურული, სპეციფიური თემა იყო, თუმცა იმავე ვიქტორ ბუტის გახმაურებულ საქმესთან კეზერაშვილის კავშირზე ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა. 2008 წლამდე მინისტრი იყო და 2009-დან, როდესაც ასეულობით მილიონი აღმოჩნდა მის ხელში, უკვე გასაგებია, რომ ეს არ იყო მისი პირადი ფული და პირადი ბიზნესი, ეს იყო ნაცმოძრაობის ბიზნესი. მთავარი პარტნიორი ამ ბიზნესში მიხეილ სააკაშვილია. ამაში დარწმუნებული ვარ,“ − აღნიშნა გია ხუხაშვილმა. ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კეზერაშვილის დროს იარაღით ვაჭრობის საქმე 2008 წლის ომის დაწყებამდეც აქტუალური იყო. კერძოდ, კეზერაშვილის მინისტრობისას თავდაცვის ბიუჯეტი გააორმაგეს, რათა მას იარაღისა და ტექნიკის უკანონო ვაჭრობა ეწარმოებინა. თავდაცვის ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა და თითქოს, იარაღს და ტექნიკას თავდაცვის სამინისტრო თავისთვის იძენდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი გადიოდა სირიასა და ირანში. ეს სქემა მათ ძალიან კარგად ჰქონდათ ჩამოყალიბებული. „ეს ბიზნესი გააქტიურდა 2007-08 წლებში. იარაღისა და ტექნიკის რაოდენობამ გადააჭარბა თავდაცვის სამინისტროს ბალანსს და საფრთხე შეიქმნა, რომ შესაძლებელი იყო გაეროს წარმომადგენელი შემოსულიყო და სინამდვილე აღმოეჩინა. ამიტომ გაითამაშეს ავანტიურა და 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განაახლა სააკაშვილმა, რათა ჩამოეწერათ ის ტექნიკა შეიარაღება, რომელიც მათ გადაზიდეს სხვა ქვეყნებში და ამით ყველაფრის განულება გააკეთეს. ტარდებოდა ოპერაციები, ერთი ოპერაციის საფუძველზე ჩაირიცხა 50 მილიონი, შემდეგ გარკვეული დროის, კვირის შემდგომ ჩატარდა კიდევ ახალი ტიპის ოპერაცია, გადაირიცხა 25 მილიონი ლარი. ეს ყველაფერი მიდიოდა ოფშორში. მაგალითად, „ბელ თრეინგში“ ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში“. უკრაინის „უკსპეცექსპორტს“, რომელიც იარაღს ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს „როსვაარუჟენიასთან“. იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდგომ საქართველო ამ იარაღს სირიასა და ირანზე ყიდდა,“ − აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა... თავის მხრივ, ამერიკულ ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაში ნათქვამია: „კეზერაშვილი აგვისტოს ომსა და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის იყენებდა, რომ დაუსჯელად ექურდა და დაეცვა საკუთარი თანაგუნდელები. საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონოდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე „შავი ბაზარი“ არსებობს“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK

    გაგრძელება