სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

აგვისტო

    საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება: „დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილ იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონ 837 ათას 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს“ („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 2014).GK

    გოგა ხაინდრავა: „ძალიან მალე დავდებ საბუთებს, სადაც შვედეთის საგარეო სამქეთა მინიტრი კარლ ბილდტი პირდაპირ იქნება მხილებული. ის არის ძირითადი კორუფციონერი, რომელიც კუდით სააკაშვილის ხელისუფლებასთანაა გადაბმული... ეს პიროვნება არის მთავარი გამანაწილებელი საქართველოში ნაძარცვი ფულის, რომლითაც სააკაშვილი ყიდულობს საერთაშორისო სტრუქტურებში ე.წ. ლობისტებს... ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბილდტი 11-ჯერ იყო ჩამოსული“ („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 2014).GK

    გურამ გირგვლიანი (მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა): „რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ სანდროს მკვლელობა დაკვეთა იყო... დამკვეთი იყო თაკო სალაყაია! შემდეგ დათა ახალაია და ა.შ. მათ შეკრეს გარკვეული ჯგუფი და დაავალეს ჩემი შვილის და ლევან ბუხაიძის აყვანა ოქროყანაში... დავალება მისცეს მელნიკოვს, მელნიკოვმა მიუთითა ალანიას და მის ჯგუფს, რომ არ ორი პიროვნებისთვის „მიეხედათ“. დაკვეთა მოხდა სუფრიდან და სუფრის ყველა წევრი საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა“ („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 2014).GK

    ამირან გიგუაშვილი: „ბატონო ექს-პრეზიდენტო... ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც პრინციპში რეალური ძალაუფლება უკვე აღარ გაგაჩნდათ და არც განსაკუთრებული მნიშვნელობის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტებს ახორციელებდით, 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდით მივლინებაში საზღვარგარეთ... განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება თქვენი ვიზიტები საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურში, აშშ-ში და იტალიაში... ყველაზე საინტერესო ამ მივლინებებში კი სასტუმროს ცხოვრების ხარჯებია“ („საქ.რესპ.“ 14 აგვისტო, 2014).GK