სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    თეა მოსია: „პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას მოუწოდა, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრებულიყვნენ და გონიერი გადაწყვეტილება მიეღოთ. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები 65 მომხრის მხარდაჭერით შევიდა. თუმცა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონს ვეტო დაადო და უკან დააბრუნა... შალვა შავგულიძე (პარლამენტარი): „არ ვიცით, სად უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები, შსს-ში, დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოში, კომუნიკაციების კომპანიებში, თუ ე.წ. ორმაგი გასაღების სისტემა უნდა შემოვიღოთ“... ირაკლი ღარიბაშვილი: „ის ვარიანტი, რომელიც დამუშავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან ერთად, აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომაა. მოსმენებს შსს განახორციელებს, რომელსაც მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გააკონტროლებს“... ეს აზრი მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყნის პრეზიდენტისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის... მარგველაშვილმა სამართალდამცავ სისტემას ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელების უფლება არ მისცა... პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არასწორია... ალასანიას თანაგუნდელებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს... პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კი აღფრთოვანებით შეხვდა მესამე სექტორი: განსაკუთრებით „ეს შენ გეხება“ და ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო)... ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ნაციონალები დღემდე უსმენენ ხელისუფლებას“ („საქ. რესპ.“ 1 ნოემბერი, 2014).GK

    აიპიენი: „ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახალგაზრდულმა ცენტრმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პარტიას რუსეთთან კავშირში დასდეს ბრალი... მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობა რუსეთის ინტერესებს ახორციელებს საქართველოში... მათივე თქმით, უნდა ჩატარდეს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების გადაცემისთვის დაისაჯონ“ („საქ. რესპ.“ 1 ნოემბერი, 2014).GK

    ილია მეორე: „რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი? − იმას, რასაც ნიშნავდა ყოველთვის რუსეთი − ეს არის ქვეყანა, რომელიც ეძებს საკუთარ ჭეშმარიტ გზას... სწორედ იქ მივიღე მე სასულიერო განათლება, დავამთავრე მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა, საბოლოოდ იქ მოხდა ჩემი სულიერი მდგომარეობის ფორმირება. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთს, მე ვლოცულობ რუსეთისთვის. იცით, რწმენა − ეს არის ყოველივეს საფუძველი. საქართველოსა და რუსეთს ერთი რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩამოვშორდით ერთმანეთს. მე ეს ძალიან მაწუხებს. ჩვენი ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს − ეს გარდაუვალია... პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხები ერთმანეთს დააშორონ, მაგრამ ღვთის წყალობით, მათ ეს არ გამოსდით. მჯერა, რომ რუსი და ქართველი ხალხები იპოვიან საკუთარ თავში ძალას და სიბრძნეს, რათა შეჩერდნენ და შეხედონ ერთმანეთს. ის, რაც გვაერთიანებს, ძებნას არ საჭიროებს, ის აშკარაა. არ შეიძლება, კვლავაც ერთმანეთისგან გაქცევა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ პატიება, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი... მართლმადიდებლებმა არ უნდა დაბომბონ სხვა მართლმადიდებლები, აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოილაპარაკონ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. გადაეცით რუსეთში ჩემი ტკბილი სურვილები, რათა იყოს სიკეთე და კეთილდღეობა“ („საქ. რესპ.“ 4 ნოემბერი, 2014).GK

    დავით მხეიძე: „უკრაინის ისტორიის საქართველოში განმეორების ალბათობა არცთუ მცირეა, რადგან კიევის მაიდნის მსგავსად, თბილისის მაიდნის მოწყობის მსურველებსაც დასავლეთის (უწინარესად აშშ) ფინანსურ-პოლიტიკური მხარდაჭერა ამთავითვე გარანტირებული აქვთ!.. გავიხსენოთ ჩვენი „მეგობარი დასავლეთის“, ევროსაბჭოსა და აშშ-ს ტყუპის ცალივით მსგავსი განცხადებები, უკვე მტკიცებითი ფორმით არის საუბარი ნაციონალ-კრიმინალების ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე და პირდაპირ, უკვე გვარ-სახელებით ითხოვენ ქართველთა მწამებლების, სისხლის მსმელების პატიმრობიდან გათავისუფლებას... პრემიერს მთელი დასავლეთი ებრძვის და ყველა მამულიშვილის ვალია, მხარი დაუჭიროს ირაკლი ღარიბაშვილს... ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, იქამდეც კი, რომ სერიოზულად ვიფიქროთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე... რომელშიც უკვე ჩვენი კარის მეზობელი სომხეთიც გაწევრიანდა და მათ ამ კავშირის დომინანტ რუსეთთან პირდაპირი საზღვარი, ანუ სახმელეთო კომუნიკაცია არა აქვს, რაც არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს... სანამ მავანი „პატრიოტები“ ამ განცხადებისთვის მოღალატედ შემრაცხავთ, მანამდე სხვა გზა ხსნისა მაჩვენეთ და ისიც შემახსენეთ, თუ აშშ-ნატოს შემყურენმა, როგორ დავიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი“ („საქ. რესპ.“ 4 ნოემბერი, 2014).GK

    საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა... მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში“ („საქ. რესპ.“ 5 ნოემბერი, 2014).GK

    მანანა ნოზაძე: „მე-10 საუკუნეში აშენებული ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ჰაჰოდ იხსენიება.... თურქეთში ხანძთის მონასტერს პორტას სახელით მოიხსენიებენ... არტანუჯის ციხე − გევჰერნიკის ციხესიმაგრედ მოიხსენიება... 1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, სსრკ-მა არტანუჯი თურქეთს გადასცა... მე-10 საუკუნის ოშკის იოანე ნათლისმცემლის ტაძართან თურქულ საინფორმაციო ბილბორდზე ტაძრის არქიტექტორად, ანუ მშენებლობის დამფინანსებლად პატრიკიოსი გაგიკია აღნიშნული...რეალურად კი, თურქების მიერ პატრიკიოს გაგიკად მონათლული პიროვნება ქართველი ერისმთავარი ჯოჯიკი გახლდათ...“ მე-10 საუკუნის ოთხთა, ანუ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაც იმ ტაძართა შორისაა, რომელთა ქართული ტოპონიმი ბილბორდზე სწორად არ არის აღნიშნული... მითითებულია, რომ ის არის „თექალეს“ (ქართულად მარტოციხის) მონასტერი... პროფესორი თინა იველაშვილი აცხადებს: „მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ისლამიზაცია და ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება... არტაანის ციხეში ყველას არ უშვებენ. იქ სამხედრო გარნიზონი დგას და თურქულ დროშას აფრიალებენ... ტაო-კლარჯეთის მთელი სოფლები რომ დაიაროთ, მათ თურქული სახელები აქვთ, ქართული ტოპონიმიკა წაშალეს და გადაარქვეს... თურქეთში კუთხეც არ გვაქვს სანთელი რომ დავანთოთ. მაშინვე თურქული ჟანდარმერია დაგვადგება“... ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება და საქართველოს ელჩი თურქეთში ამ საქმეში ჩაერევა“ („საქ. რესპ.“ 5 ნოემბერი, 2014).GK

    ალეკო ასლანიშვილი: „ალასანიას კრიზისი“ − მოდით, ასე ვუწოდოთ სამშაბათის მოვლენებს − შეტევას „ყველაზე რეიტინგულ მინისტრზე“, რამაც სავარაუდოდ უნდა შეცვალოს ძალთა თანაფარდობა სახელისუფლებო კოალიციაში, რაკი თავისუფალმა დემოკრატებმა მათი ლიდერის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლებიდან გასვლა გადაწყვიტეს... ალასანიას ცოლისდამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თავის ოთხ მოადგილიანად და სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სოლიდარობის ნიშნად გადადგომა გამოაცხადეს... მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი ბრალდებებით გამოვიდა“ („საქ. რესპ.“ 6 ნოემბერი, 2014).GK

    კახა კალაძე: „თუ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, ეს არ იქნება ძალიან დიდი ტრაგედია... ვფიქრობ, არავის აქვს ვალდებულება, რომ კოალიციაში აუცილებლად დარჩეს“ („საქ. რესპ.“ 6 ნოემბერი, 2014).GK

    დიმიტრი ლორთქიფანიძე (გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი): „ალასანიას არც ერთი სამართლებრივი ხასიათის შეფასება არ გაუკეთებია. მისი პირველივე განცხადება პოლიტიკური იყო და გვირგვინიც პოლიტიკური იყო... საქმე ეხება კორუფციულ გარიგებათა მთელ სერიას... ღარიბაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა კიდეც, რომ ტენდერებში და შესყიდვებში დიდი ალბათობით ალასანიას მეგობრები იმარჯვებდნენ. სწორედ ამიტომ აღნიშნა ალასანიამ მოგვიანებით, რომ პრემიერი იყო პროკურორი... ირაკლი ალასანიამ ამით პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა“ („საქ. რესპ.“ 6 ნოემბერი, 2014).GK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „ძალიან ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ სოლიდარობა თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა და არა ქვეყნის, ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის, თუმცა, რა ვქნათ, მათი არჩევანი და მათი უფლებაა“ („ახ. თაობა“, 6 ნოემბერი, 2014).GK

    ნინო ბურჯანაძე: „არ გამიკვირდება „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიცია შექმნან, რადგან ბატონმა ალასანიამ ამასთან დაკავშირებით, პირდაპირი მინიშნება გააკეთა“ („ახ. თაობა“, 6 ნოემბერი, 2014).GK

    კომერსანტი: „სახელმწიფოს მეთაურმა ბრალი დასდო მილიარდერს ქვეყნის კულისებს მიღმა მართვაში. „თავისუფალი დემოკრატების“ კვალდაკვალ მმართველი კოალიციიდან გასვლას გეგმავს რესპუბლიკური პარტიაც... „ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს კულუარულად“, − განაცხადა 5 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილმა... ამის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც ასევე შედიოდა კოალიციაში, განაცხადა, რომ რესპუბლიკელები ამიერიდან ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ მხოლოდ თემატურად − კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“ („ახ. თაობა“, 6 ნოემბერი, 2014).GK

    ირაკლი ღრიბაშვილი: „ასი ალასანიას მსგავსი ავანტურისტისაც კი არ გვეშინია... ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში − ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში... გუშინ რაც გააკეთეს, ეს უბრალოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ... ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას... ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი... მაია ფანჯიკიძეს კი ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა... საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა , რჩებიან ადგილებზე“ („საქ. რესპ.“ 7 ნოემბერი, 2014).GK

    თამარ სანიკიძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრი): „მე რაც დავინახე, ეს იყო ზედმეტი ამბიციურობა, რომელიც გამოვლინდა... ყველაზე არასწორ ნაბიჯად „ზოგიერთი მინისტრის“ მიერ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან თავის გაიგივება მიმაჩნია“ („საქ. რესპ.“ 7 ნოემბერი, 2014).GK