სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N1(11), 2014

რეზიუმე

  • გიორგი გოგოლაშვილი, ფრთხილად, კლასიკაა! (ანუ შეტევა კლასიკურ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე)
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, ჟამი ნგრევისა და უგუნურებისა
  • თინა იველაშვილი, საუკუნის დანაშაული
  • მამუკა ცუხიშვილი, ქართველ მამულიშვილთა საქმეს გამგრძელებლები სჭირდება
  • გულბაათ რცხილაძე, რატომ ეწინააღმდეგება დასავლეთი უკრაინისგან ყირიმის გამოყოფას?
  • შოთა აფხაიძე,“უკრაინული მაიდნის” თავიდან აცილების გზა
  • ბონდო არველაძე, კათალიკოს დომენტი III ეპიტაფის გამო
  • გრიგოლ რუხაძე, კონტრაცეფციის, აბორტისა და სუროგაციის რელიგიური შეფასება
  •  

    გიორგი გოგოლაშვილი,
    ფრთხილად, კლასიკაა!
    (ანუ შეტევა კლასიკურ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე)

    ბოლო პერიოდში გახშირდა კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობის _ ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლების _ ახალ ქართულ ენაზე `თარგმნა~.  `მთარგმნელთა~ მიზანი არის, გაუიოლონ მკითხველს ტექსტის გაგება! ასე `ითარგმნა~ იაკობ ხუცესის `შუშანიკის წამება~, იოანე საბანის ძის `აბოს წამება~, გიორგი მერჩულეს `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება~ და სხვა აგიოგრაფიული თხზულებანი. გამოიცა შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსნის~ რამდენიმე პროზაული ვერსია ("თარგმანი").... `თარგმნეს~ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები; გამოცემები ძირითადად აბიტურიენტებისათვის არის გამიზნული... ძველი ქართული ენის ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ხელყოფაა ქართული კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობისა და იგი უნდა აღიკვეთოს.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    ჟამი ნგრევისა და უგუნურებისა

    სტატიაში მოთხრობილია, თუ როგორ გააუქმეს განათლების  ვაირეფორმატორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიათ-მცოდნეობის და ეთიკის კათედრა; როგორ გაანადგურეს დიდი წვალებითა და რუდუნებით შექმნილი თეოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის სპეციალობები ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რა სავალალო შედეგები მოჰყვა მათ ასეთ უგუნურ ქმედებებს.

     

    თინა იველაშვილი
    საუკუნის დანაშაული

    გლობალისტურმა ძალებმა და მათმა მესვეურებმა ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლების საქმეში მთავარი და უმნიშვნელოვანესი როლი ეკლესიას ეკისრება.  ამიტომ მორწმუნეთა თვალში მისი რეპუტაციის შელახვას ყველანაირად ცდილობენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს  მთავრობების მიერ, ეკლესიისა და ხალხის გვერდის ავლით, მიღებული კანონები და დადგენილებანი (სხვადასხვა კონფესიისა და სექტის მართლმადიდებლობასთან უფლებრივი გათანაბრება, მათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და სხვ.) _ ეს არის უმძიმესი  დანაშაულებრივი ლაშქრობა ქართული სულის, ქართული რელიგიური რწმენის – მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მათ ავიწყდებათ, ან არ უნდათ დაინახონ, ის რეალური გარემოება, რომ  დავით აღმაშენებლის  ოქროს ხანის გარანტი სწორედაც რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანა იყო. საქართველოში  ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი, ეკლესია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რადგან იგი არა მხოლოდ სარწმუნოებას, არამედ ქვეყნის იდეოლოგიასაც წარმოადგენდა.
    როგორც ვხედავთ, „მსოფლიოს ახალი მოწყობის“ და `ახალი ადამიანის გამოყვანის“ ორგანიზატორებმა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა კონფესიის გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და, შესაბამისად, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ძლიერი დამცველის, მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვეითება-დაკნინებას ოფიციოზის დონეზე მიაღწიეს. ეს კი უცხოეთიდან მართული საქართველოს ხელისუფლებების მიერ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩადენილ  საუკუნის უდიდეს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    ქართველ მამულიშვილთა საქმეს გამგრძელებლები სჭირდება

    სტატიაში დიდი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების _ წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე), აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის _ ლიტერატურულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებთა საფუძველზე განხილულია საკითხი რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულებისა და ნაჩვენებია, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად უჭერდნენ მხარს რუსეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და დაუფარავად გამოხატავდნენ მადლიერებას დიდი მეზობლის მიმართ.

     

    გულბაათ რცხილაძე
    რატომ ეწინააღმდეგება დასავლეთი უკრაინისგან ყირიმის გამოყოფას?

    დასავლეთი ეპაექრება რუსეთს და მის წინააღმდეგ სანქციებს ღებულობს ყირიმის გამო (რაც არ გააკეთა საქართველოს გამო). მაგრამ რატომ იქცევა დასავლეთი ასე, ნაცვლად იმისა, რომ გაწიროს ყირიმი, როგორც რუსეთისთვის მიცემული კომპენსაცია, უკრაინის დაგეგმილი "ვესტერნიზაციის" სანაცვლოდ? ნუთუ ყირიმს დასავლეთისთვის ამგვარი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს? _ კითხულობს სტატიის ავტორი, რაზეც იგი ამგვარ პასუხს პოულობს: ყირიმი დასავლეთისთვის იმდენად გეოგრაფიულად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც პრეცედენტი. რუსეთი, რომელიც დახმარებას უწევს ყირიმის მოსახლეობას, უფლებას იტოვებს, ჩაერიოს უკრაინის სხვა მხარეებში მიმდინარე პროცესებშიც, მაგალითად, დონბასში (ქვეყნის აღმოსავლეთი), დონბასის გარეშე კი უკრაინა ეკონომიკური კრახისთვის არის განწირული. ყირიმი, შესაძლოა, უკრაინის სხვა რეგიონებისათვის მაგალითი გახდეს. უეჭველია, რომ ნახევარკუნძული რუსეთის პრიორიტეტული რეგიონი იქნება, სადაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი თანხები გადმოიქაჩება, ამ დროს კი უკრაინაში მკაცრი ეკონომია და ეკონომიკის პერმანენტული დაქვეითება იქნება ფაქტი.
    გარდა ამისა, ავტორი ყირიმის პრეცედენტს ადარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითებს. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ყირიმის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება ყველა მის მცხოვრებს შეეძლო, მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ანალოგიურ რეფერენდუმებზე ქართული წარმოშობის მკვიდრი მოსახლეობისათვის (მრავალრიცხოვანი ლტოლვილებისათვის) აზრი არავის უკითხავს, "ხალხის ნების გამოხატვა" მათი მონაწილეობის გარეშე შედგა. ამიტომ, მიიჩნევს ავტორი, ყირიმის რეფერენდუმს ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხი აქვს, ვიდრე აფხაზურ-ოსურს.

     

    შოთა აფხაიძე
    “უკრაინული მაიდნის” თავიდან აცილების გზა

    უკრაინის ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ დასავლეთი, ამერიკის ლიდერობით, მოქმედებს მკაფიოდ ფორმულირებული და შეუცვლელი სტრატეგიით, საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის არეალის გასაფართოებლად. სტატიის ავტორი აანალიზებს საქართველოში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებას, "მაიდნის" შემდეგ. ეს თემა აქტუალურია, რადგან ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს საკუთარ აღფრთოვანებას უკრაინის კანონიერი ხელისუფლების დამხობით და ცდილობს, საქართველოში "მაიდნური" განწყობების იმპორტირებისთვის პირობების შექმნას.
    ერთ-ერთ უმთავრეს პირობათა შორის, რათა დემოკრატია გამყარდეს და საქართველო სტაბილურად განვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს, ავტორის აზრით, არის საქართველოს პოლიტიკური დაახლოება რუსეთთან.

     

    ბონდო არველაძე
    კათალიკოს დომენტი III ეპიტაფის გამო

    სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი დომენტი III (+1676), რომლის საფლავის ქვაზე ქართულენოვან ეპიტაფიაზე მარტო გარდაცვალების თარიღი არის სომხური ანბანით ამოკვეთილი. ავტორის აზრით, რასაკვირველია, ეს არის ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა და მისი მოშველიებით ქართველოლოგ პ. მურადიანის განზოგადოგებული დასკვნები, XVII ს-ის მცხეთაში სომხური მოსახლეობის არსებობაზე, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

     

    გრიგოლ რუხაძე
    კონტრაცეფციის, აბორტისა და სუროგაციის რელიგიური შეფასება

    ავტორის აზრით, როგორც ადამიანის ხელოვნურად ჩასახვის ყველა მეთოდი, ისე აბორტი და ჩასახვის საწინააღმდეგო ყველა საშუალება, ქრისტიანული სწავლებისა და კანონიკის მიხედვით მიუღებლად და ამორალურად არის მიჩნეული.