სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
 
  Untitled Document

ახალი ნომრის
სარეკლამო რგოლი

გადმოწერეთ

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N2(12), 2014

რეზიუმე

  • ზურაბ ცუცქირიძე, ზნეობის მეკობრეები
  • ნაილი სვანიძე, ენებისა და კულტურების დიდაქტიკა
  • ინეზა იამანიძე, გლობალიზაციამ ტრადიციულ სკოლას საფუძველი გამოაცალა
  • მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს გზა
  • თინა იველაშვილი, საუკუნის უმძიმესი დანაშაული
  • ანზორ თოთაძე, "მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა"
  • გვანცა კოპლატაძე, სამცხე-ჯავახეთის საათაბაგო XIX საუკუნის პირ-ველ ნახევარში
  • ელდარ ბუბულაშვილი, ღვაწლი მელიტონ კელენჯერიძისა
  • მამუკა ცუხიშვილი, მიხეილ ვორონცოვი – XIX საუკუნის საქართველოს აღმშენებელი
  • ბონდო არველაძე, სომხური ფალსიფიკაციის მხილება გრძელდება
  • გულბაათ რცხილაძე, ანტიქართული შეთქმულება
  • ირაკლი ყიფიანი, რას მოიგებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით?
  •  

    ზურაბ ცუცქირიძე
    ზნეობის  მეკობრეები

    მეკობრეობა წარსულშიც და ახლაც დიდი უბედურებაა და მნიშვნელოვნად აზარალებს საზოგადოებას, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულ ხიფათს შეიცავს მეკობრეობის ახალი ფორმა, რომელმაც XXI საუკუნეში იჩინა თავი ზნეობის მეკობრეობის სახით. "ახალ მეკობრეებს" არც ხომალდი სჭირდებათ და არც იარაღი. მათი იარაღი ფული და საინფორმაციო საშუალებებია: პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი. მათი საშუალებით ადვილად აჰყავთ "აბორდაჟზე" მთელი საზოგადოებები და სახელმწიფოები, რომლებსაც პროპაგანდისტული ოპიუმით აბრუებენ, ზნეობას ართმევენ და უზნეო არსებობისათვის სწირავენ მათ. ავტორის აზრით, ზნეობის მეკობრეობის საფრთხე სრულიად აშკარაა, ამ საფრთხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება კი _ არაადეკვატური.

     

    ნაილი სვანიძე
    ენებისა და კულტურების დიდაქტიკა

    წერილში გაანალიზებულია ის მეთოდები და საშუალებანი, რომელნიც სტუდენტებისათვის უცხო ენებისა და კულტურების შესასწავლადაა აუცილებე-ლი. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწავლებისას ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის მიწოდება ცნებითი და კონცეპტუალური აპარატისა, რასაც ინტერდის-ციპლინარული სწავლება უზრუნველყოფს; ეს კი, თავის მხრივ, საუნივერსიტეტო პროგრამაში ლინგვისტიკის, ლიტერატურული კრიტიკის, ტექსტოლოგიის, სოციოლოგიის, სოციოლინგვისტიკის, კულტუროლოგიისა და ლინგვოკულტუროლოგიის დისციპლინათა შეტანას გულისხმობს.

     

    ინეზა იამანიძე
    გლობალიზაციამ ტრადიციულ სკოლას საფუძველი გამოაცალა

    ავტორი სტატიაში აღწერს სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და აკონკრეტებს ფაქტს, ქვეყანაში აღზრდის კონცეფციის არარსებობის შესახებ. გამოხატავს სამართლიან შიშს იმის გამო, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის განსაზღვრული მომავალი თაობის აღზრდის ორიენტირი, არსებობს საშიშროება იმისა, რომ მაღალზნეობრივ ღირებულებათა სისტემაში  არ შევიდეს კანონი, რომელიც ცნობილია ლგბტ საზოგადოებისა და უმცირესობების უფლებების დაცვით. რადგან, ფაქტობრივად, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით უკვე მოხდა უზნეობისა და ცოდვის დაკანონება.  აქედან გამომდინარე, ავტორი სტატიაში სვამს კითხვას: როგორ მოიქცეს სკოლა? პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ არსებობს. დრო კი არ ითმენს.

     

    მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
    საქართველოს გზა

    აქტუალობა საკითხისა, რომელიც წერილშია დასმული, სათაურშივეა მი-ნიშნებული. ავტორი აანალიზებს რა მოკლედ საქართველოს ისტორიულ წარ-სულს, წარმოაჩენს გზას, რომელიც ქართველმა ერმა ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით აირჩია და ამ არჩევანის შედეგად არსებობა ეროვნული თვით-მყოფადობის დაუკარგავად შეინარჩუნა. დღეს ქვეყანა ისევ არჩევანის წინაშე დააყენეს: გააგრძელოს ქრისტეს მსახურების გზა, რომელიც 1500 წლის წინ აირჩია, თუ იგი ე. წ. ევროპულ ღირებულებებზე გაცვალოს, ანუ ვისთან უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა _ დასავლეთთან თუ რუსეთთან. დასკვნა ასეთია: არჩევანი იმის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, წინაპართაგან არჩეული გზის ერთგულებასა და, შესაბამისად, გადარჩენას სად უფრო შევძლებთ, დასავლეთთან თუ რუსეთთან ურთიერთობით.

     

    თინა იველაშვილი
    საუკუნის უმძიმესი დანაშაული

    საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელსაც ამა წლის 2 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა და იგი ხელმოწერისთანავე ძალაში შევიდა. კანონის პირველ მუხლში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ეროვნულობასა და ეთნიკური კუთვნილებასთანაა გათანაბრებული და ერთ ჭრილში განიხილება, რაც ყოვლად დაუშვებელია. კანონიდან ისე ჩანს, თითქოს „სექსუალური უმცირესობა“ საქართველოში ჰომოფობიის მსხვერპლია. სტატიის ავტორი კანონის შემდგენლებს შეახსენებს, რომ ქართული საზოგადოება ყოველი დაავადებულის (ფსიქიკური თუ ფიზიკური) მიმართ ყოველთვის შემწყნარებელი იყო და შეძლებისდაგვარად ცდილობდა, მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. ამდენად, ქართველი კაცის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ არ შეიძლება შეფასდეს როგორც რაღაც სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია, დევნა, სიძულვილი, სოციალური იზოლაცია და ძალადობა. დღეისათვის, სექსუალური უმცირესობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ იგი, როგორც სექტა, იდეოლოგიად იქცა, პროზელიტური ხასიათი მიიღო და საყოველთაო აღიარების, უნივერსალობის, საერთაშორისო აღიარებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის პრეტენზია აქვს.
    ეს კანონი არ მიესადაგება ქართველი ერის ტრადიციებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ყოველი ასეთი კანონი ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი, ტერიტორიული თუ რელიგიური გახლეჩა-დანაწევრების გამომწვევი შეიძლება გახდეს. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, დასავლეთის მიმართ ყურმოჭრილი მონის პოლიტიკას ატარებს და ერისა და ბერის დაუკითხავად, მასთან შეუთანხმებლად აკანონებს (კანონის სახეს აძლევს) იმას, რასაც გარე ძალები კარნახობენ.

     

    ანზორ თოთაძე
    "მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა"

    საქართველოს პარლამენტში მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით აბორტის გასაკეთებლად მოსაფიქრებელი ვადა სამი დღის ნაცვლად ხუთი დღით უნდა შეიცვალოს. დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფაქტის გამო ზედმეტი ხმაური ატეხეს, მათ მხარდამჭერები საქართველოშიც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, ეს გამოიწვევს ქალების უფლებების დარღვევას და კითხვის ქვეშ დააყენებს ქალების მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მი-ღების შესაძლებლობას. სტატიაში გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრება. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით ქალს აქვს აბოტრის გაკეთების უფ-ლება, მაგრამ ამ უფლების განხორციელების პროცესში წარმოიშობა სხვა (სხვისი) უფლებებიც, რომლებიც კონფლიქტში აღმოჩნდებიან ერთმანეთთან. ამიტომ, ავტორის აზრით, აბორტის გასაკეთებლად მოსაფიქრებელი პერიოდის 5 დღემდე გაზრდა მიზანშეწონილად არის მიჩნეული.

     

    გვანცა კოპლატაძე
    სამცხე-ჯავახეთის საათაბაგო
    XIX საუკუნის პირველ ნახევარში

    სამხრეთ საქართველოს, ისტორიული სამცხე-ჯავახეთის სამშობლოდან ჩამოშორებისა და მისი ახალციხის საფაშოდ გადაქცევის მიზეზი უწინარესად წინაპართა ცოდვებში, კერძოდ, პატივმოყვარეობასა და ღალატში უნდა ვეძიოთ. ცნობილ ტრაქტატში, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშევრდომობაში შედიოდა, მეფე ერეკლემ ერთ-ერთ პუნქტად რუსეთის იმპერიის მხრიდან დაკარგული ქართული მხარეების დაბრუნებისათვის ზრუნვაც შეიტანა. წერილში ისტორიული ფაქტების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია რუსეთის იმპერიის მცდელობათა რეალური სურათი სამცხე-ჯავახეთის შემოსაერთებლად, რომელიც ბოლოს და ბოლოს წარმატებით დაგვირგვინდა, თუმცა პატივმოყვარეობამ და ღალატმა ამჯერადაც იჩინა თავი, რამაც, ბუნებრივია, საერთო ეროვნულ საქმეს ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის შედეგებსაც საქართველო დღემდე იმკის.

     

    ელდარ ბუბულაშვილი
    ღვაწლი დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძისა

    ნაშრომში წარმოჩენილია დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის მრავალმხრივი მოღვაწეობა. იგი  სასულიერო საქმიანობას აქტიურად უთავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მრა­ვალფეროვანი იყო მელიტონ კელენჯერიძის სამეცნიერო მოყვაწეობაც, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა დარგს მოიცავდა. იგი იყო ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, ეკლესიის ისტორიკოსი და სხვ. ნაშრომში შეფასებულია მისი ღვაწლი ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფიის განვითარებაში. 

     

    მამუკა ცუხიშვილი
    მიხეილ ვორონცოვი – XIX საუკუნის საქართველოს აღმშენებელი

    ნარკვევში წარმოჩენილია XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, კავკასიის მეფისნაცვლის (1844-1854 წწ.), უგანათლებულესი თავადის მიხეილ ვორონცოვის დამსახურება საქართველოს წინაშე. ისტორიული საბუთებისა და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შეფასებების საფუძველზე ავტორი გარკვევით გვიქმნის შთაბეჭდილებას დიდ სახელმწიფო მოხელეზე, რომელმაც ქართული კულტურის, განათლებისა და მეურნეობის განვითარების საქმეში განუზომელი წვლილი შეიტანა.

     

    ბონდო არველაძე
    სომხური ფალსიფიკაციის მხილება გრძელდება

    ავტორი ამჯერად მიმოიხილავს მეორე ტომს კრებულისა `ფალსიფიკაციის დამანგრეველნი~ (ბაქო, 2014, რუს. ენაზე). მასში შეტანილია ნარკვევები მრავა-ლი ქვეყნის მეცნიერებისა და პოლიტოლოგებისა, რომლებიც ამხელენ სომეხ მეცნიერთა მიერ გაყალბებულ ისტორიისა და კულტურის უამრავ ფაქტს. სტა-ტიის ავტორის მიზანია, შეაგონოს ახალგაზრდა სომეხ მეცნიერ-მკვლევარებს, რომ არ მიბაძონ თანამემამულე ფალსიფიკატორ ისტორიკოსებს და კეთილსინ-დისიერად, ობიექტურად გამოიკვლიონ როგორც სომხეთის, ისე მათი მეზობელი ხალხების ისტორია და კულტურა.

     

    გულბაათ რცხილაძე
    ანტიქართული შეთქმულება

    ავტორი ააშკარავებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ნააზრევის ანტიდემოკრატიულ არსს, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა ნატოსა და ევროკავშირს აკრიტიკებენ, წარმოადგენენ "კონტრდაზვერვით საფრთხეს" და, შესაბამისად, პარლამენტს ისინი, ასე უბრალოდ, არ უნდა გაეთავისუფლებინა. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია ბევრი ფაქტი, როდესაც ქართველი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ხდება რუსეთთან საქართველოს შესაძლო დაახლოების წინააღმდეგ მიმართული ვერბალური პროვოკაციების მოწყობა და ტირაჟირება.

     

    ირაკლი ყიფიანი
    რას მოიგებს საქართველო ევროკავშირთან
    ასოცირების ხელშეკრულებით?

    ავტორი მიმოიხილავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოსაწერად გამზადებული ასოცირების შეთანხმების პროექტის ძირითად პუნქტებს. დასკვნა ერთია _ საქართველო არაფერს არ იგებს ამ შეთანხმებით, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ასპექტით. პირიქით, ევროკავშირი აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს ამაგრებს საკუთარ სტრატეგიულ ორბიტაზე და თან უზრუნველყოფს თავისი ექსპორტიორებისთვის პრივილეგირებულ პირობებს.