სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N3(9), 2013

რეზიუმე

  • გრიგოლ რუხაძე, ახალი ტოტალიტარული სექტა
  • გვანცა კოპლატაძე, სამცხე-ჯავახეთის საათაბაგო XIX საუკუნის პირველ ნახევარში
  • გრანი ქავთარია, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ყმადნაფიცობა
  • მამუკა ცუხიშვილი, პეტრე ბაგრატიონი
  • ბორის დარჩია, ვაჟა-ფშაველას წინააღმდეგ ბრძოლა და იოსებ სტალინი
  • ნოდარ ლომოური, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობა
  • თინა იველაშვილი, მესხეთიდან გასახლებული მუსლიმების ისტორია. ახალციხის მაზრა
  • ბონდო არველაძე, ვერცხლის ქუჩაზე ქართული ეკლესია დგას
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, განათლების ავბედითი რეფორმა საქართველოში
  • რუსუდან ლოხიშვილი, თეატრის როლი საზოგადოებაში და მისი ეკლესიური შეფასება
  •  

    გრიგოლ რუხაძე
    ახალი ტოტალიტარული სექტა

    ნარკვევში მიმოხილულია საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ-რელიგიური საკითხები. განსაკუთრებით კი, ყურადღება გამახვილებულია სექსუალურ უმცირესობათა ზღვარგადასულ აქტიურობასა და ქრისტიანული ტრადიციებისთვის სრულიად მიუღებელ ქმედებაზე, რომელმაც უკვე გლობალური მასშტაბები შეიძინა.

     

    გვანცა კოპლატაძე
    სამცხე-ჯავახეთის საათაბაგო
    XIX საუკუნის პირველ ნახევარში

    სამხრეთ საქართველოს, ისტორიული სამცხე-ჯავახეთის სამშობლოდან ჩამოშორებისა და მისი ახალციხის საფაშოდ გადაქცევის მიზეზი უწინარესად წინაპართა ცოდვებში, კერძოდ, პატივმოყვარეობასა და ღალატში უნდა ვეძიოთ. ცნობილ ტრაქტატში, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშევრდომობაში შედიოდა, მეფე ერეკლემ ერთ-ერთ პუნქტად რუსეთის იმპერიის მხრიდან დაკარგული ქართული მხარეების დაბრუნებისათვის ზრუნვაც შეიტანა. წერილში ისტორიული ფაქტების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია რუსეთის იმპერიის მცდელობათა რეალური სურათი სამცხე-ჯავახეთის შემოსაერთებლად, რომელიც ბოლოს და ბოლოს წარმატებით დაგვირგვინდა, თუმცა პატივმოყვარეობამ და ღალატმა ამჯერადაც იჩინა თავი, რამაც, ბუნებრივია, საერთო ეროვნულ საქმეს ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის შედეგებსაც საქართველო დღემდე იმკის.

     

    გრანი ქავთარია
    სტრატეგიული პარტნიორობა თუ ყმადნაფიცობა

    ქართულ მატიანეში ხაზგასმულია, სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის გარიჟრაჟზე, თანასწორობა რომ არ დარღვეულიყო, ერისთავები შეთანხმდნენ, დამორჩილებოდნენ მხოლოდ ძლიერ დამპყრობელს. ათასწლეულების მანძილზე საქართველო ძლიერთა ნების შემსრულებლად რჩებოდა (გამონაკლისს წარმოადგენდა XII საუკუნე, ეპოქა დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე). ჩვენი წინაპრები გამუდმებით დამპყრობელთა ომებში ღვრიდნენ სისხლს.
    წარსულის მძიმე მემკვიდრეობა მოდერნიზაციის გარეშე გრძელდება. ჩვენი მამული დღესაც ძლიერთა ინტერესების სამსახურში დგას და ქედმოდრეკილი ასრულებს სტრატეგიული პარტნიორების („ძლიერების“) ნებისმიერ „ბრძნულ“ მითითებას.
    სტატიაში გატარებულია ის აზრი, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ფართოდ რეკლამირებულ სტრატეგიულ პარტნიორობას თავისუფლად შეესიტყვება ძველქართული «ყმადნაფიცობა».

     

    მამუკა ცუხიშვილი
    პეტრე ბაგრატიონი

    პეტრე ბაგრატიონმა რუსეთის არმიაში მოღვაწეობა დაიწყო რიგითი ჯარისკაცის პოზიციიდან და გენერლისა და მთავარსარდლის სახელით დაასრულა. მან შეძლო თავისი სახელის უკვდავყოფა იმ საგმირო და საარაკო საქმეებით, რომლებიც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მან სახელი განუთქვა ჯერ ქართველობასა და საქართველოს, მერე კი მთელს მსოფლიოს აჩვენა რუსეთი, როგორც ძლევამოსილი და დაუმარცხებელი იმპერია.

     

    ბორის დარჩია
    ვაჟა-ფშაველას წინააღმდეგ ბრძოლა და იოსებ სტალინი

    ნაშრომში უარყოფილია შეხედულება, თითქოს ვაჟა-ფშაველამ „ივერიის“ რედაქციაში სემინარიელი ი. სტალინი გალახა და კიბეზე დააგორა, რის გამოც ი. სტალინს ვაჟა სძულდა და მას ებრძოდა, რომ, ვითომ, მისი მითითებით ჩატარდა 1951-1952 წლებში ვაჟას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

     

    ნოდარ ლომოური
    რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობა
    (ორი რუსეთი და ჩვენ)

    ქართველი ერის ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა მეტად რთული წინააღმ¬დეგობებით: უდიდეს წარმატებებს ენაცვლებოდა საშინელი დამარცხებები. სტატიის ავტორის აზრით,… XVIII ს-დან ამ ურთულესი პროცესების წარმმართველი გახდა ჩრდილოელი მეზობელი _ რუსეთი, მისგან ქართველმა ერმა ბევრი უსიამოვნება იწვნია, მაგრამ, ამასთან, დაუვიწყარი სიკეთეც მიიღო. ამიტომაც არსებობდა „ორი რუსეთი“. „პირველი“ _ ესაა პროგრესული, მრავალი თაობისთვის ძვირფასი რუსეთი და „მეორე“ _ აგრესიული, სრულიად მიუღებელი რუსეთი. უახლესი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ინტელექტუალურ ზედაფენას უმჭიდროესი ურთიერთობა აკავშირებდა „პირველ რუსეთთან“ და ამ ურთიერთობაში რამდენიმე თაობა აღმოჩნდა ჩართული. წინამდებარე წერილი მიზნად ისახავს, ამ კონტაქტების შესახებ კონკრეტული ფაქტების გამომზეურებას, კერძოდ იმ დარგში, რომელშიც თვით ავტორი მუშაობდა _ ბიზანტინოლოგიასა და კლასიკურ ფილოლოგიაში ეს არის კონტაქტები, რომელთაც ხელი შეუწყვეს ამ დარგების (ისევე როგორც ქართული მეცნიერების სხვა მიმართულებების) წინსვლასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. თუმცა, პარალელურად ყოველთვის ვლინდებოდა „მეორე რუსეთის“ აგრესიულობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა გასული საუკუნის 90-იან წლებში და გამოვლინდა აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში, თუმცა „პირველი რუსეთის“  მხარდაჭერა კვლავ იგრძნობოდა და მისი წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ობიექტურ შეფასებას აძლევდნენ (ანა ანტონოვსკაია, სვეტლანა ჩერვონნაია და სხვ.). ეს გარკვეულ დრომდე გვეხმარებოდა „მეორე რუსეთის“ შემოტევების მოგერიებაში.
    სამწუხაროდ, სააკაშვილ-ლომაიას ამაზრზენი რეფორმის და, განსაკუთრებით, საქართველოსთვის სამარცხვინო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქვეყანამ მთლიანად დაკარგა ყოველგვარი კავშირი „პირველ რუსეთთან“ და პირისპირ დაუცველად აღმოჩნდა „მეორე რუსეთის“ წინაშე, რაც ერისთვის უაღრესად საზიანო გამოდგა. ავტორის აზრით, აუცილებელია, ფხიზლად, გააზრებულად, რუსეთში მომქმედი ანტიქართული ძალების (სომხურის) თურქეთის აგრესიული ზრახვების სწორი შეფასებით, მოხდეს პირველ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა. საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება (ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით) ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.  

     

    თინა იველაშვილი
    მესხეთიდან გასახლებული მუსლიმების ისტორია
    2.  ახალციხის მაზრა

     1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის, ე. წ. „თურქი მესხების“ დაბრუნება-არდაბრუნების  პრობლემა და მათი ვინაობის გარკვევის საკითხი ქართველი ხალხის წინაშე დიდი ხანია დგას და მის შესახებ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ქვეყანაში პოლიტიკური ციებ-ცხელების გამძაფრების შესაბამისად, ეს პრობლემა პოლემიკის სახით დროდადრო აქტიურად წამოტივტივდება (თუ შეგნებულად წამოატივტივებენ) ხოლმე. დღეისთვის არსებული წერილობითი წყაროების, სპეციალური თუ ზოგადი ლიტერატურის,  დოკუმენტების, საარქივო მასალებისა და წლების განმავლობაში მოძიებულ-დაფიქსირებული ეთნოგრაფიული მასალების ურთიერთ შეჯერება-გაანალიზება საშუალებას იძლევა ერთხელ და საბოლოოდ განისაზღვროს, ვინ არიან ე. წ. „თურქი მესხები“ და ვინ და რა მიზნით იყენებს ამ ხელოვნურად შექმნილ  ტერმინს.
    გამაჰმადიანებული მოსახლეობა (თარაქამები, ქურთები, თურქები, მოგვიანებით ისლამმიღებული ქერთველები) გასახლებამდე  ძირითადად ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში ცხოვრობდა. XX საუკუნის 40-იან წლებამდე ახალციხისის მაზრის (დღევანდელი ახალციხის, ადიგენის და ნაწილობრივ ბორჯომის რაიონები) მოსახლეობის ეთნიკური შემ¬ადგენლობითა და რელიგიური კუთვნილებით მეტად ჭრელი იყო. აქ ცხო¬ვრობდნენ ძირძველი, მკვიდრი ქრისტიანი და ნაწილობრივ გამაჰმადიანებული ქართველები, მოგვიანებით შემოცხოვრებული ქურთები, სომხები და ყარაფაფა¬ხელები.
    „თურქ მესხებად“ მათ სახელდებას გარკვეული მიზანმიმართულება აქვს და ქართულ საზოგადოებაში ხელოვნურად არის გავრცელებული. ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. საინტერესოა, სხვადასხვა საერთაშორისო  და საქართველოში ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულმა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა ეს არ იციან, ან იციან, მაგრამ „მსოფლიოს ახალი წესრიგის“ მამამთავართა დაკვეთითა თუ მსუყე დაფინანსებით ერთ-ერთი უძველესი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერის ეროვნული მთლიანობის, ეროვნული თვითშეგნების განადგურების მიზნით შეგნებულად  იქცევიან ასე.
    „თურქი მესხები“  არა, მაგრამ „გათურქებული მესხები“ შეიძლება ვუწოდოთ არა სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულ ტომობრივად ჭრელ მაჰმადიან მოსახლეობას, არამედ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, საკუთარ ისტორიულ მიწა-წყალზე (ტაო-კლარჯეთი, კოლა-არტაანი, შავშეთი, ლაზისტანი და ა. შ.) მილიონობით მცხოვრებ ძირძველ, ადგილობრივ, მკვიდრ გამაჰმადიანებულ ქართველობას.

     

    ბონდო არველაძე
    ვერცხლის ქუჩაზე ქართული ეკლესია დგას

    ავტორი ისევ უბრუნდება ადრე მის მიერვე განხილულ საკითხს და სომეხი მკვლევარის, ს. კარაპეტიანის „ახალი ცნობების“ საწინააღმდეგოდ ასაბუთებს, რომ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარი თავიდანვე ქართული იყო.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    განათლების ავბედითი რეფორმა საქართველოში

    სტატიაში მიმოხილულია განათლების რეფორმა, რომელიც ჩაატარა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსულმა ხელისუფლებამ. ავტორი უარყოფითად აფასებს გატარებულ ღონისძიებებს და სახავს გზებს ამ უსამართლობათა აღმოსაფხვრელად. მოტანილია ცნობილი ეთიკოსის, ლილიანა ჩინჩალაძის მოსაზრებები განათლების სისტემის სრულყოფის გზებსა და ამოცანებზე.

     

    რუსუდან ლოხიშვილი
    თეატრის როლი საზოგადოებაში
    და მისი ეკლესიური შეფასება

    ნარკვევში ნაჩვენებია, რომ თეატრისა და ეკლესიის ურთიერთობა არაერთგვაროვანი იყო ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. თეატრის არსებობა ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. დიდი მოაზროვნეები მეტად სასარგებლოდ მიიჩნევდნენ მას ადამიანის ზნეობრივად აღზრდისათვის. შემდგომ, ქრისტიანობის საყოველთაოდ გავრცელების დროს, მხოლოდ თეატრები დარჩნენ წარმართობის მიმდევრები და იქ დემონური რიტუალები და ღრეობები იმართებოდა. სწორედ ამიტომ განეწყო ეკლესია მის მიმართ მტრულად. განსაკუთრებით გაუარესდა ეკლესიისა და თეატრის ურთიერთობა ერეტიკული მოძრაობების დროს. IV ს-ში იმდენად ძლიერი იყო ლტოლვა თეატრალური სანახაობების მიმართ, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ არა რეალური, არამედ ხელოვნური, წარმოსახვითი, თეატრალურ კულისებში მიმდინარე ცხოვრებით. ქალაქის მოედნებზე ისმოდა შეძახილები: „პური და სანახაობა!“ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ სასულიერო პირები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ადამიანთა გამიწიერების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეკლესიის წმინდა მამები სწორედ იმიტომ იღებდნენ მკაცრ კანონებს თეატრალური სანახაობების წინააღმდეგ, რომ არ დაეშვათ კაცობრიობის ზნეობრივი გახრწნა. მაგრამ დრო შეიცვალა, თაობები აღიზარდნენ ქრისტიანულ წიაღში, ქრისტიანული მსოფლმხედველობით. შეიცვალა თეატრალური წარმოდგენებიც. შუა საუკუნეებში რუსეთში იმდენად პოპულარული იყო თეატრი, რომ დარბაზები ხალხს ვეღარ იტევდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო საეკლესიო დადგმები. რაც შეეხება საქართველოს, აქ თეატრი მე-19 ს-დან შემოვიდა და მის აღორძინებას ხელი შეუწყო წმ. ილია მართალმა. მან ასე შეაფასა თეატრის როლი: „სცენა ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუას, იგი ამ თავისი თვისებით კაცის გუნებაზედ უფრო მედგრად მოქმედებს, ვიდრე სხვა რამე. ამ მხრით არის იგი სანატრელი, კაცის გრძნობისა და ჭკუის გამაფაქიზებელი“. თეატრისა და კინოხელოვნების სფეროში მოღვაწენიც ერთხმად თანხმდებიან იმ საკითხში, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის სულიერ აღზრდასა და ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს.² თეატრმაც, როგორც ხელოვნებამ, ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ზნეობრივად ამაღლებას და სულიერად განწმენდას.