გურამ ფანჯიკიძე: “ქართული პოლიციის მიერ ჩატარებულმა აქციებმა მართლწესრიგისა და კანონიერების აღსადგენად, მთელი საქართველოს მხარდაჭერა გამოიწვია” (“ლიტ.საქ.” 1 აპრილი, 1994).GK
ჯანსუღ ჩარკვიანი: “ხშირად გაიგონებთ, ზვიადიზმი უნიჭოთა ხვედრიაო, ნაწილობრივ მართლაც ასეა. ის ხელმოცარულთა ხვედრია... თავად პრეზიდენტყოფილი ხელმოცარული გახლდათ... საქართველო დაღუპეს გურამ პეტრიაშვილისნაირმა ლიდერებმა... მუხრანი გამონაკლისია, იგი მერყევი და ამავე დროს ეშმაკი კაცია... დღეს მუხრან მაჭავარიანი იმ მაგიდის ქვეშაა შემძვრალი, საიდანაც ძნელია გამოძრომა, თანაც თუ არავინ გეუბნება გამოძვერიო... პარლამენტში ორასოცი კაციდან ოცი ვერ იტანს ედუარდ შევარდნაძეს... მე მჯერა, რომ ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სიყვარულმა მოაბრუნა სამშობლოში; ცოტა ხელი ჩვენც გავანძრიოთ, ნუ ვიქნებით სხვისი ხელის შემყურე” (“ლიტ.საქ.” 1 აპრილი, 1994).GK
გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი: “შავნაბადაზე გავხსენით ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები... ბრიგადა შექმნის პირველივე დღიდან განიცდიდა ზეწოლას, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ისე თვით პრეზიდენტის მხრიდან; სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი იმთავითვე შევიდნენ სნგ-ში და თავის განკარგულებაში მიიღეს მთელი საბრძოლო შენაერთები უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ჩვენ კი ჩვენი ყაჩაღური გამოხტომებით ყველაფერი დავღუპეთ. ანდა რუსი სამხედრო სპეციალისტები ავიღოთ – ყველასთვის ცნობილია, როგორ აფასებდნენ მათ საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ საქართველოში მომსახურე და მცხოვრები რუსი ოფიცრებისთვის ისევ აქ დარჩენა და სამსახური შეგვეთავაზებინა, მათი გამოცდილება და ცოდნა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ოჯახები დავურბიეთ და ბინებიდან გავასახლეთ; ჩემთვის ბედნიერი დღე ის იყო, როცა რესპუბლიკის მოედანზე ქართული ჯარის პარადი ჩატარდა, “მე დღეს ბედნიერი კაცი ვარ - თქვა მაშინ ედუარდ შვარდნაძემ, _ ვინაიდან იმ სახელმწიფოს ვმეთაურობ, რომელსაც არმია ჰყავს”. დარწმუნებული ვარ, მთავარსარდლის ამ განწყობილებას საქართველოს ყველა პატრიოტი მოქალაქე იზიარებდა” (“ლიტ.საქ.” 8 აპრილი, 1994).GK
გურამ შარაძე: “20 იანვარს გროზნოში ჩავედი იმის დასაზუსტებლად, მართალი იყო თუ არა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შესახებ. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ პირდაპირ განმიცხადა: კაცი, რომელმაც სამეგრელოში ზვიადს საკუთარი ხელით მიწა მიაყარა, ახლა აქ, გროზნოშია ჩემთან ჩამოსული და ამბავიც ჩამომიტანა; ხოლო ვისაც არ სჯერა ეს, იგი ნებსით თუ უნებლიეთ მტრის წისქვილზე ასხამს წყალსო! ეს კაცი (ამბის ჩამტანი) აღმოჩნდა ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი” (ლიტ.საქ. 8 აპრილი, 1994).GK
ცნობილმა მწერალმა და ისტორიკოსმა, პროფესორმა ლევან სანიკიძემ კიდევ ერთი კარგი წიგნით გაგვახარა − საინტერესოდ მოგვითხრო ებრაელი ხალხის ისტორია... წიგნი ღრმა პატივისცემის გამოხატულებაც არის საქართველოში მცხოვრები ებრაელებისადმი, რომლებიც უკვე ოცდაექვსი საუკუნეა ჩვენს ჭირსა და ლხინს იზიარებენ... და ერთხელაც არ წამოსცდენიათ – ეს მიწა-წყალი ჩვენიაო („საქ.რესპ.“ 6 აპრილი, 1994).GK
თენგიზ ჩხაიძე, რამინ რამიშვილი, ალექსანდრე ბენდიანიშვილი: „ეტყობა ეროვნული განძით ვაჭრობა მეტად სარფიანი საქმე გამხდარა... ქვეყანა სულით ხორცამდე იძარცვება და ამ ძარცვაში საჩოთირო როლს ჩვენი მეგობარი ქვეყნები ისრაელი და თურქეთი (აღარაფერს ვამბობთ „უფროს ძმაზე“ რუსეთზე) ასრულებენ“ („ლიტ.საქ.“ 8 აპრილი, 1994).GK
მამა ელიზბარი (ქაშუეთის მოძღვარი): „შეფასებაში ძალიან მკაცრი ვარ, ასეთია ჩემი პრინციპი... ერს გლობალური სკლეროზის ხანა უდგას, ღრმა სკლეროზისა; ხომ გინახავთ სკლეროზიანი ადამიანი, − ჩასვრილია, მაგრამ თვითონ ამას ვერა გრძნობს... თვითგვემა ცოდვათა შეცნობას მოჰყვება ხოლმე, ერი კი თავის ცოდვებს ვერ აცნობიერებს...
მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს, ცხოვრების წესად და არა იდეოლოგიად...
საერთოდ, სექტები მაშინ ჩნდება ხოლმე, როცა სოციალური და ეკონომიური კრიზისი დგება... სექტას ნერვულად დაზიანებული ადამიანები მიმართავენ, რომლებიც ადვილად ექცევიან შარლატანების ე.წ. მისტიკის გავლენის ქვეშ... დიდი ნაწილი სექტებისა და მათი ლიდერებისა (შეიძლება მათი კართოტეკების ამოწევა) ფსიქონევროლოგიურ დისპანერში იმყოფებიან აღრიცხვაზე...
დღეს ლოზუნგები შეიცვალა, თორემ შინაგანი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ იგივე დარჩა... ისე კი, ღმერთი კი არ უნდა იწამო, უნდა დაიჯერო, უნდა დაიჯერო ის, რაც ღმერთმა ამცნო ადამიანს და მერე ცხოვრების წესად გაიხადო... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს სინანულის ხანა, ხომ უნდა ამოვიწიოთ ლაფიდან და ვიშრომოთ“ („საქ.რესპ.“ 16 აპრილი, 1994).GK
ამირან ჩხარტიშვილი: „ამჟამად ეკლესიებში სავალალო მდგომარეობაა. ტაძრებში დღე და ღამე ხრჩულავს „თაფლის სანთლები“. უხეირო მასალით დამზადებული სანთლისგან იჭვარტლება დიდი ჯაფით მოხატული ეკლესიების კედლები. ასე გავაოხრეთ და გავატიალეთ სიონის და დიდუბის ეკლესიათა ახალი, დიდებული მხატვრობა. ასეთივე მდგომარეობაა ქაშუეთის ეკლესიაშიც. როგორც ცნობილია, ქაშუეთის ტაძარი მოხატა ლადო გუდიაშვილმა... ამას წინათ ქაშუეთის ტაძარში შესულს ელდა მეცა. ეკლესიაში მიმდინარეობს კედლების ჭვარტლისგან გაწმენდის სამუშაოები“ („ლიტ.საქ.“ 22 აპრილი, 1994).GK
რუსუდან ლორთქიფანიძე: „გუშინ ხუთშაბათი იყო. ვნების კვირის ერთ-ერთი უმძიმესი დღე. პარლამენტის სხდომის დასაწყისში სიტყვის სათქმელად გამოსულ ნოდარ ნათაძისთვის ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ მიკროფონის გამორთვამ სხდომა ჩაშალა. მან ნოდარ ნათაძეს მიუთითა, რომ მის სათქმელს დღის წესრიგთან კავშირი არ ჰქონდა. სიტყვაწართმეულ ნოდარ ნათაძეს ოპოზიცია გამოექომაგა. მოითხოვეს მიკროფონის ჩართვა. ვიცე-სპიკერი უარზე იდგა. საპასუხოდ გაისმა სიტყვები, რაც პარლამენტში კი არა, ქუჩაშიც ძნელი მოსასმენია... ნოდარ ნათაძე სახელმწიფოს მეთაურთან მიდის. ჩანს რაღაცას ეუბნება, მაგრამ არ ისმის. სამაგიეროდ კარგად ჩანს, როგორ ასხამს სახეში წონასწორობადაკარგული ვიცე-სპიკერი რჩეულიშვილი ჭიქით ბორჯომის წყალს ნათაძეს... დარბაზში ყველაფერი ირევა... სპიკერმა შესვენება გამოაცხადა... სიტუაცია კარგა ხანს ვერ განიმუხტა... სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც დარბაზი არ დაუტოვებია, გაოცებული შესცქეროდა იმ ღვარძლსა და ზიზღს, ასე უხვად რომ იფრქვეოდა დარბაზში... სხდომის განახლების შემდეგ, ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ბოდიში მოიხადა პარლამენტისა და სახელმწიფო მეთაურის წინაშე და თავისი თანამდებობიდან გადაყენება მოთხოვა. რჩეულიშვილის ვიცე-სპიკერობიდან წასვლის მომხრე იყო ოპოზიციაც, განსაკუთრებით რესპუბლიკელები ჯიუტობდნენ, მაშინაც კი, როცა პარლამენტი თითქმის თანახმა იყო შერიგების პოლიტიკისა, რომ ინციდენტი ამით ამოწურულიყო... მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოდიშის მოხდას ნოდარ ნათაძისგანაც მოითხოვდა, ამის სურვილი მას არ ჰქონია. პირიქით, სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლით უკმაყოფილებაც კი გამოთქვა. სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტარებს მიმართა: „არ ვაპირებ გამოვიდე უზენაესი მსაჯულის როლში, მაგრამ თუნდაც იმის გამო, რომ რა ძნელიც არ უნდა ყოფილიყო იმის მოთმენა, რასაც მე ამ დარბაზში მაკადრებდნენ, ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ამიტომ ვთვლი, რომ მაქვს მორალური უფლება ვთქვა, რასაც ვფიქრობ... რამდენჯერ მომიმართავს, ხვეწნა-მუდარითაც კი, რომ პარლამენტში არ შეიძლება უზრდელი, ქუჩური სიტყვების წარმოთქმა, რადგან ჩვენ მაინც ცნობილი ვართ როგორც მაღალი კულტურის მქონე ერი და ის რაც ხდება პარლამენტში, ეროვნული სინდისის, ტრადიციული ზნეობის შეურაცხყოფად მიმაჩნია... სამწუხაროდ, ეს თხოვნა მარტო სიტყვებად დარჩა. პირველ რიგში მივმართავ ვახტანგ რჩეულიშვილს. მას მიაყენეს შეურაცხყოფა, ძნელია მოსათმენად... მაგრამ მიმაჩნია, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, მას უნდა მოეთმინა, აეტანა...“ საბოლოოდ პარლამენტი გუშინ პარალიზებული აღმოჩნდა, მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა“ („საქ.რესპ.“ 29 აპრილი, 1994). GK GK