1997 წლის ქრონიკა
ოქტომბერი
ედუარდ შევარდნაძე: „ძლიერნი ამა ქვეყნისანი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ, სანამ არიან უმდიდრესნი და ღატაკნი, მშვიდი ძილი და ჭეშმარიტი ბედნიერება არც ერთ ქვეყანას არ უწერია“ („საქ.რესპ.“ 14 ოქტომბერი, 1997).GK
„საქართველოს რესპუბლიკის“ ლიტერატურის რედაქცია: „28 ნომერში მეცნიერი ესთეტიკოსის რომან შენგელიას ვრცელი წერილი დავბეჭდეთ... ნებისმიერი ავტორი − სწავლული იქნება იგი თუ ვინმე უბირი, თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ნააზრევზე(წავიდა კოლექტიური პასუხისმგებლობის დრო). ასე და ამრიგად, გაზეთში დაბეჭდილი რაიმე პოსტულატი სულაც არ მიანიშნებს იმას, რომ პოსტულატი იგი, გინდა თუ არა, უცილობლად თვით გაზეთის ხელდასხმულია“ („საქ. რესპ.“ 31 ოქტომბერი, 1997).GK
მოსკოვი. სახელმწიფო სათათბირომ უარყო დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა სუკ-ის აღდგენის შესახებ („საქ. რესპ.“ 31 ოქტომბერი, 1997).GK
კაირო. ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ორ ტერორისტს, რომლებმაც ამ ცოტა ხნის წინ ააფეთქეს ტურისტული ავტობუსი და იმსხვერპლეს 9 გერმანელი მოქალაქისა და ადგილობრივი მძღოლის სიცოცხლე. ერთ-ერთმა ტერორისტმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა: „მე მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მგზავრდა შორის არც ერთი ებრაელი არ იყოო“. („საქ. რესპ.“ 31 ოქტომბერი, 1997).GK
|