2004 წლის ქრონიკა
ოქტომბერი
ელგუჯა ლებანიძე: „ვნებათაღელვა მწერალთა სასახლის ირგვლივ არა და არ წყდება − დავის საგანი გახდა შენობა, რომელიც დიდმა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა ქართველ მწერლებს საჩუქრად გადასცა, თბილისის რევკომმა კი 1926 წელს მწერალთა კავშირს საკუთრებაში დაუმკვიდრა“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2004). GK
კობა დავითაშვილი: „ახლა ეროვნული ხელისუფლებაა და იმის მაგივრად, რომ სიდუხჭირეში ჩავარდნილ მწერლობას ხელი წაახმაროს, რაც კანონიერად ეკუთვნის, იმასაც ართმევს. მართალია, სასამართლომ მთავრობის დადგენილება შეაჩერა, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მწერლების სამართლიან პროტესტს საბოლოოდ დააკმაყოფილებენ. საქმე ის არის, უხეშად ირღვევა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საკუთრების უფლება ხელშეუხებელია“ („საქ.რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2004). GK
|