სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2004 წლის ქრონიკა

დეკემბერი

    ნოდარ ლადარია: „პატრიარქსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, სასულიერო აკადემიის ოცდასამი სიმართლის მაძიებელი სტუდენტი იგულისხმება. მართალია, შეხვედრას მხოლოდ თორმეტი ესწრებოდა, მაგრამ ახლა სხვა რამ გვაინტერესებს: „პატრიარქმა განაცხადა, რომ სტუდენტებს წერილი „24 საათში“ არ უნდა გამოექვეყნებინათ, რადგან ბევრი ადამიანის მიერ, იგი ეკლესიისადმი არაკეთილგანწყობილი ძალების მედიასაშუალებად აღიქმება“. ვინ არიან ეს ადამიანები და რამდენჯერ ბევრნი არიან, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა არ აზუსტებს... ჯერ ერთი, „24 საათის“ მიმართ გაღიზიანება არ ახალია: რამდენიმე თვის წინ გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავამ) განაცხადა, რომ „24 საათი“ ჩვენი მტერია, ჩვენი მეგობარი კი „ჯორჯიან ტაიმსიაო“... მეორე მხრივ, ხელაღებით ვერ უარყოფთ იმას, რომ ბეჭდვითი სიტყვა სრულიად არ უპირისპირდებოდეს ეკლესიას და ცდილობდეს მისი ავტორიტეტის დაზიანებას... საეკლესიო და საერო მმართველობის სეპარაციის ნორმალური პროცესი მიმდინარეობს... საქართველოს საპატრიარქომ მყარად დაამკვიდრა ობსკურანტიზმისა და იზოლაციონიზმის ბასტიონის სახელი... დღეს, 6 დეკემბერს მამა ბასილი და მამა ზაზა კიევში გამგზავრებას გეგმავენ, რათა იქ დაუჭირონ მხარი ხალხთა ბორკილის მტვრევას“ („24 საათი“ 5 დეკემბერი, 2004). GK

    სოფო ბუკია: „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის თავს, საქართველო კორუმპირებული მოსამართლეებით, პოლიციელთა მიერ პატიმრების ცემა-წამების ფაქტებით, რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემითა და სიტყვის თავისუფლების უკუსვლით ხვდება. ასე ფიქრობენ „თავისუფლების ინსტიტუტში“... ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგებით მოვიდნენ, დღეს შოვინისტურ და შავრაზმულ განცხადებებს აკეთებენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტული არ არის“, − საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ვარდების რევოლუციონერთა“ მხარდამჭერი „თავისუფლების ინსტიტუტი“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ასეთ განცხადებას აკეთებს... „დღევანდელი ქართული სასამართლო ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას“, − პრესკონფერენციაზე იმ 22 მოსამართლის გვარიც დაასახელეს, „რომელთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არათუ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს არღვევს“... „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ, პოლიციის ძალადობის კუთხით, დაახლოებით 106-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული...“ („24 საათი“ 11 დეკემბერი, 2004). GK

    სოფიკო ჩხაიძე: „სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წინსვლა ნამდვილად არის და ეს ეხება სოციალური უფლებებისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას“ („24 საათი“ 11 დეკემბერი, 2004). GK

    ნინო ცინცაძე: „სასულიერო აკადემიის 23 სტუდენტის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ისინი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ, პატრიარქი სტუდენტებს შეხვდა... როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბექა მინდიაშვილი ამბობს, პირველი საკითხი, რომელიც მათ პატრიარქთან დასვეს, სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო საგნების სწავლების დაბალი დონე იყო... სტუდენტების განცხადებით, ხშირად, სასულიერო აკადემიის სტუდენტები ისე ამთავრებენ, რომ უბრალოდ, ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული, შემდეგ კი ისინი პირდაპირ სასულიერო პირები ხდებიან... სტუდენტებმა პატრიარქს ისიც შეახსენეს, რომ სამი წლის წინ მათი ინიციატივითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელსაც სასულიერო სემინარია-აკადემიასა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე უნდა ემუშავა. მაგრამ, ახალგაზრდების აზრით, ამ ჯგუფის მუშაობას ხელს საპატრიარქოს რეფერენტი ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი უშლიდა. იგი აფერხებდა ჯგუფის მუშაობის საპატრიარქოსთან კოორდინირებას და გარდა ამისა, ჯგუფის წევრთა საქმიანობის სურვილების რეორიენტაციასაც ახდენდა; თუ მაგალითად, სტუდენტებს საპატრიარქოსა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სურდათ მუშაობა, ქალბატონი შორენა მათ სთავაზობდა, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეესწავლათ და ა.შ. სტუდენტებმა პატრიარქს ისიც მოახსენეს, რომ ყველა მღვდელი და ეპისკოპოსიც კი, რომელთანაც მათ უსაუბრიათ, ამ ქალბატონის საქმიანობით შეწუხებულია“ („24 საათი“ 2 დეკემბერი, 2004). GK

    ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გალის რაიონის უსაფრთხოების ჩრდილოეთ ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ბატალიონის გეგმიური როტაცია დასრულდა. სოფელ ჭუბურხინჯთან დისლოციებული 558-ე მოტომსროლელი ბატალიონი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ხუთასამდე სამხრედრო მოსამსახურემ შეცვალა („24 საათი“ 2 დეკემბერი, 2004). GK