სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    ედუარდ შევარდნაძე: „გამოიკვეთა ტენდენცია აჭარის, ბათუმის ისტორიული მისიის ფორმირებებისა და შესრულებისა. ისტორიული მისია საქართველოს ამ ძირძველი კუთხისა კი ის არის, რომ იგი თანდათანობით იძენს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულტურული, მეცნიერული და სამეურნეო კვანძის ფუნქციას. ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ ტენდენციას და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, ბატონ ასლან აბაშიძეს, რომლებიც ამ დიდი საქმის ნიციატორები და ორგანიზატორები არიან“ („ლიტ.საქ.“  4-11 ნოემბერი, 1994).GK

    ბუტროს ბუტროს გალი (გაეროს გენერალური მდივანი) ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა თბილისს. საპატიო სტუმარი პირისპირ შეხვდა და ესაუბრა სახელმწიფო მეთაურს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტისა და მთავრობის ხელმძღვანელებს. ვიზიტის დროს ბუტროს გალი ეწვია აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების კვლევის საერთაშორისო ცენტრს, დაათვალიერა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და გამართა პრესკონფერენციები (ლიტ.საქ. 4-11 ნოემბერი, 1994).GK

    ზურაბ სარჯველაძე: „ბატონო თამაზ (იგულისხმება თამაზ წივწივაძე), როცა მე ხმას ვაძლევდი  ნ. ნათაძეს, კარგად არ ვიცნობდი მას, როგორც პიროვნებასა და პოლიტიკოსს. ახლა, როცა ჩემთვის ბევრი რამ ცხადი გახდა, რასაკვირველია, მას პატივს ვეღარ მივაგებ და მომავალ არჩევნებში მხარს ვეღარ დავუჭერ. უცოდველი არავინ არის, ჩემი ორგზის შეცდომა მაპატიეთ“ („ლიტ.საქ.“  4-11 ნოემბერი, 1994).GK

    თენგიზ ჩხაიძე: „ნორმირებული პურის ფასის გაძვირება და კომუნალური მომსახურების გადასახადის გადიდება რომ ბიუჯეტის შესავსებად მოხდა, ეს მინისტრთა კაბინეტის ამა წლის 5 სექტემბრის დადგენილებიდანაც ჩანს... მაფიასთან ხელჩართულ ბრძოლას ხელისუფლებამ ისევ ხალხის გაწირვა არჩია“ („ლიტ.საქ.“  4-11 ნოემბერი, 1994).GK

    8 ნოემბერი - საქართველოს სულიერი მამის, წმინდანად და მართლად შერაცხული დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა (ლიტ.საქ. 11-18 ნოემბერი, 1994).GK

    ოთარ ფაცაცია ( საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი): „1993 წლის 14 ივნისს - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის № 122  განკარგულების შესასრულებლად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

    1. „საქწიგნის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით, თბილისის მერიამ, რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა და სხვა უწყებებმა  ბალანსიდან ბალანსზე საკუთრებაში გადასცენ წიგნის მაღაზიებისა და სხვა შენობების ის ფართობები, რომლებშიც განთავსებულია „საქწიგნის“ ობიექტები და რომლებიც „საქწიგნს“ ჰქონდა სარგებლობაში.
    2. გადაცემული მაღაზიების ფართი ძირითადად გამოყენებულ იქნეს წიგნთა და საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობისათვის“ (ლიტ.საქ. 11-18 ნოემბერი, 1994).GK