სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
მარტი

    ნიაზ ბოლქვაძე: “ბათუმში სულთან აზიზის მეჩეთის ან მუზეუმის მშენებლობაში კი ვერავითარ სირთულეს ვერ ხედავენ თურქეთთან მეგობრობისა და აჭარის მკვიდრ ქართველ მუსლიმანთა თანადგომის გარდა, რაც სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, აღნიშნული პროექტი ღრმად გააზრებული ანტიქართული პოლიტიკაა” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “ქართველ მუსლიმანთა მიმართვამ პრეზიდენტისადმი (მიხეილ სააკაშვილი), რომელშიც გამოიხატება მთლიანად აჭარის მუსლიმანური მრევლის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ხელისუფლება ამხილა ანტიეროვნულ ქმედებებში და მთლიანად გააშიშვლა. ისტერიკაში ჩავარდნილთ სხვა არგუმენტი, რომ აღარ შერჩათ სულთან აზიზის მეჩეთის მშენებლობის გასამართლებლად, ახლა უკვე ქართველ ხალხს, ვინც ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ ანტიეროვნულ პროექტს, ანტითურქულ განწყობასა და ქსენოფობიაში გვდებენ ბრალს” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “დისკუსია ამ თემაზე – დამპყრობლის (სულთანი აზიზიე) სახელობის მეჩეთი ან მუზეუმი აშენდეს თუ არა, უნდა შეწყდეს” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “აჭარის შავიზღვისპირეთის საუკეთესო მიწების 75% თურქ ბიზნესმენთა საკუთრებაში გადავიდა” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “ქალაქ ბათუმის ირგვლივ, ყველა სტრატეგიული სიმაღლე, სადაც ადრე ყველა დამპყრობელს სამხედრო ბაზები ჰქონდა განლაგებული, დღეს უკვე თურქ მოქალაქეთა მფლობელობაშია” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “ყოველდღიურად იზრდება ქ. ბათუმში თურქი ეროვნების ადამიანთა რიცხვი ორმაგი მოქალაქეობის ხარჯზე. გაჩნდა უბნები, სადაც ჩვენ, ქართველები თავს უმცირესობაში ვგრძნობთ” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “თურქეთის სახელმწიფო, თურქეთის მოქალაქეებზე აჭარაში დასამკვიდრებლად, საკუთარი ბიზნესის წარმოებისათვის გასცემს სპეციალურ კრედიტებს, რომლის მიხედვითაც, წამგებიანი ბიზნესის შემთხვევაში, სახელმწიფო ანაზღაურებს დანაკარგს” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “ცნობილი ფაქტია, რომ სტამბოლში, ანკარაში და სხვა ქალაქებში მთლიანად აიკრძალა აზარტული თამაშების კლუბები, კაზინოები. კაზინო ნებადართულია მხოლოდ კუნძულ კვიპროსის თურქულ ნაწილში. ამ დროს, ქალაქი ბათუმი თურქ ბიზნესმენთა მიერ კაზინოების, სათამაშო ბიზნესის და გარყვნილების ცენტრად გადაიქცა. თურქული ღამის კლუბები, საროსკიპოები სიდუხჭირეში ჩავარდნილ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისათვის ერთგვარი სატყუარაა, რის შედეგადაც კატასტროფულად იზრდება პროსტიტუცია” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “თურქ ბიზნესმენთა საწარმოებში მომუშავე ჩვენს თანამემამულეთა ხელფასი დაძაბული შრომის მიუხედავად, არ აღემატება საარსებო მინიმუმს. თურქეთის მოქალაქე მუშის გვერდით, ქართველი მუშა დამამცირებელ ხელფასს იღებს” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში აჭარის ოფიციალურად გასაფორმებლად დარჩენილი არის რამდენიმე სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი მათ შორის არის სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობა. მისი მთავარი დანიშნულება მეჩეთის ან მუზეუმად ფუნქციონირების შემთხვევაში არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე ჩვენს თანამედროვე და მომავალ თაობებს დაანახვოს, რომ აჭარა-მესხეთი ოდითგანვე თურქ-ოსმალთა განუყუფელი შემადგენელი ნაწილი იყო” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    ნიაზ ბოლქვაძე: “ბათუმში დამპყრობელ სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის მომხრე, ის იქნება რიგითი მომხრე თუ ხელისუფალი, სასულიერო თუ საერო პირი, როგორც მოღალატე, შეჩვენებული და გარიყული უნდა იქნას ქართველი ხალხისგან” (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    “ჯავახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორია. ზუსტად ისევე, როგორც სომხური ფაქტორი იყო, არის და იქნება ნებისმიერი გარე ძალების მიერ ყოველთვის გამოსაყენებელი დესტაბილიზაციის გამომწვევი, ასევე ხდება დღეს, როდესაც ჯავახეთის სომხები საქართველოს მიმართ თავის მოღალატეობრივ ბუნებას ავლენენ, _ ნათქვამია აზერბაიჯანულ მედიაში (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK

    “აი ასე ღიად და ურცხვად ახდენს სომხეთი თავისი ტერიტორიული პრეტენზიების დემონსტრირებას საქართველოს მიმართ და ამისათვის მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იყენებს – ასეთია საუკუნეებ-გამოვლილი სომხური მხარის საქციელის მოდელი”, – წერს აზერბაიჯანული მედია (“საქ. რესპ.” 27 მარტი, 2012).TK