ჰამლეტ ჭიპაშვილი (პოლიტოლოგი): „თუ დასავლურ, მათ შორის ამერიკულ წყაროებს დავუჯერებთ პატარა საქართველოში საკმაო რაოდენობით არიან ვაჰაბიტებიც, სალაფიტებიც, ჯიჰადისტებიც, რომელთა გარკვეული ნაწილი სირიაშიც იბრძვის და „სახალიფოს“ „არმიის“ შემადგენლობაშიც... საქართველომ სირიაში ბაშარ ასადისხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ „ბოევიკთა“ მომზადების საიდუმლო სტატუსი შეიძინა, რომლის შესახებაც აღნიშნულია ამერიკელი მკვლევარის ჯატრასის მიერ 2013 წლის შემოდგომით გამოცემულ წიგნში...
სირიის ოპოზიციის ძალების ჯიჰადისტთა მომარაგების საქმეში სააკაშვილის ხელისუფლების წვლილი საგრძნობი იყო, აღნიშნულ „ღონისძიებას“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვინმე ლორთქიფანიძე კურირებდა...
საყურადღებოა ისიც, რომ „ისლამური სახალიფოს“ შექმნის საჯარო გამოცხადებას ზეიმით შეხვდნენ კახეთის ზოგიერთ და აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში... როგორიც საქართველოში აკრედიტებული საელჩოების დიპლომატები აღნიშნავენ, იყო ავტომანქანების კოლონების მსვლელობა, დროშების ფრიალი, საყვირების გამაყრუებელი ხმაური და ა.შ. ზეიმის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის, ვინაიდან ჟურნალისტიკა დუმს...
ჟურნალისტებს გაცილებით მეტად იზიდავს „თოქ-შოებში“ ისეთი თემის განხილვა, როგორიცაა მოსკოვში გამართულ კონცერტში საქართველოს ესტრადის მომღერლების მონაწილეობა... თემა ინგა გრიგოლიამ გააჟღერა... რუსეთის უშვერი სიტყვების მოხსენიებით. როდესაც შოუს მონაწილე „მწერალი“ დეისაძე მოსკოველ ხუბუტიას ეტყვის − პუტინის დედაც მოვ... − ყველაფერი ნათელია... „თოქ-შოუში“ მონაწილე სტუმრებს ამ გინების შემდეგ დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ დარბაზი....
ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის შექმნის თემა არახალია... მოსკოვი ითხოვდა ანტიტერორისტული ბაზის შექმნას. მაგრამ საქართველომ რუსეთი მოატყუა, დაპირდა და აღარ შეასრულა. რუსეთმა კი ამასობაში სამხედრო ბაზები დახურა. იმჟამად ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ტყუილს საქართველოს ცხვირში ამოადენდნენ. 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მძლავრი სამხედრო ბაზები შექმნა...
დღეს კი ცხრამთას იქით არსებული „სტრატეგიული პარტნიორი“ სახელმწიფო ცდილობს ე.წ. ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის შექმნას, ექსტრემისტულ ისლამთან საომრად... რას მოუტანს ეს საქართველოს? ცუდის მეტს არაფერს, ბაზა უმალ გახდება ჯიჰადისტების სამიზნე. „სახალიფოს“ ჯიჰადისტები ძალას არ დაიშურებენ მათ წინააღმდეგ მებრძოლი „ინკუბატორის“ გასანადგურებლად...
„სახალიფო“ წარმატებით ახორციელებს ქალაქ კობანის შტურმს. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მიხედვით, ქალაქი მათ ხელშია, რაც ნიშნავს თურქეთთან საკმაოდ გრძელი სასაზღვრო ზოლის 400 კილომეტრის კონტროლს“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2014).GK
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდება უკრაინაში... საქართველომ ეს ყველაფერი თავის თავზე გადაიტანა ექვსი წლის წინათ. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები დაისაჯნენ თავისუფალი არჩევნებისთვის, რომლის ერთ-ერთი ფორმაცაა ევროკავშირთან ასიგნაციის შესახებ შეთანხმება. ჩემი აზრით, საქართველომ საფასური გადაიხადა 2008 წლის აგვისტოში, ახლა კი იგივეს ვხედავთ ყირიმსა და უკრაინის სხვა ნაწილებში“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2014).GK
ხათუნა ლაგაზიძე (ნატოს საწვრთნელი ბაზა – „უსაფრთხოების ქოლგა“ საქართველოსთვის თუ „წითელი ნაჭერი“ რუსეთისთვის?) : „გაბედავს თუ არა რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, როცა საწვრთნელ ბაზაზე ნატოს სამხედროები იქნებიან განლაგებულნი, და ამ ოპერაციას ნატოს ქვეყნების სამხედროების სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არავის არა აქვს... დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი არ ელოდება უცხოეთის სამხედროების შემოყვანას საქართველოში, იგი მანამდე მოგვაქცევს „სათანადო ყურადღებას“!... დღევანდელი დასავლეთის რუსეთს არ ეშინია... რა უნდა ავირჩიოთ − რუსეთისგან წამოსული „შედარებითი სოციალური კეთილდღეობა“ თუ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“ („საქ. რესპ.“ 21 ოქტომბერი, 2014).GK
იაკობ ლეჟავა: „როგორ დავიჯერო, რომ არც ექსპერტებს და არც უფლებადამცველებს არ ესმით, თუ რას ნიშნავს „მონა“... ჩვენ რუსეთის მონები არ ვყოფილვართ, და ეს სულ ადვილად მტკიცდება − ისტორიას არ ახსოვს მონა ხალხი უფრო განათლებული და უფრო მდიდარი ყოფილიყოს, ვიდრე მონათმფლობელი... სწორედ თანასწორუფლებიანობის და არა მონობის(!) პირობებში მივაღწიეთ წარმატებებს ხელოვნებაში, განათლებაში და სხვა სფეროებში ჩვენი ნიჭით, შრომისმოყვარეობით და მდიდარი რუსეთის(!) დახმარებით... რუსეთი ცეკას მეორე მდივანს გვინიშნავდა მხოლოდ, ამერიკა კი − ლამის მთელ პარლამენტს და მთავრობას გვინიშნავს... მაინც რუსეთთან იყო მონობა და ამერიკასთან „პარტნიორობა“ კი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა“ („საქ. რესპ.“ 21 ოქტომბერი, 2014).GK
დავით მხეიძე: „რესპუბლიკელების „უვიცმა ნაკითხმა“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ჯერ კიდევ ჯეელობისას განაცხადა, ილია ჭავჭავაძეს, ასეთ მწერალს არ ვიცნობო! საკმარისია პირი გააღოს და დარწმუნდები, რომ „ისევ ის ბიჭია“, ანუ, ისევ ყოველივე ქართულის შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოსდის პირიდან... აგერ სულ ახლახან „ინტელექტუალმა“ სტალინი ვაჟა-ფშაველას ნაბიჭვარიაო თქვა“ („საქ. რესპ.“ 22 ოქტომბერი, 2014).GK
კომერსანტი: „მიუხედავად დასავლეთის უკმაყოფილებისა და ოპოზიციის პროტესტებისა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ყველაზე გავლენიანი პირების დევნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან. 22 ოქტომბერს თბილისის სასამართლომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხვათა შორის, სასჯელმისჯილი შეიძლება შეიწყალოს საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა“ („საქ. რესპ.“ 24 ოქტომბერი, 2014).GK
ჯუმბერ კირვალიძე (პოლიტოლოგი): „საქართველოში სირიელ ამბოხებულთა საწვრთნელი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, თბილისი მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტებში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სახის თანამშრომლობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და შეიძლება, ტერორისტული აქტების ტალღა გამოიწვიოს...
პირველივე დღეებიიდან „ამბიციები“ გამოამჟღავნა მარგველაშვილმა... პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცველის მანტია მოირგო... ავლაბრის სასახლეშიც უმალ გადაბარგდა, არადა „პრეზიდენტობამდე“ იქ გადასვლის სასტიკი წინააღმდეგი იყო... მრავალ საკითხთან მიმართებაში მარგველაშვილმა არაფრად ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის და იმ პოლიტიკური გუნდის აზრი, რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოიყვანა... დიახ, რომ არა მათი მხარდაჭერა, შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილზე მეტ პროცენტებს ალბათ, ნაცმოძრაობის კანდიდატი ბაქრაძე და ლეიბორისტი ნათელაშვილი მიიღებდნენ...
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში:
1990 წელი − ზვიად გამსახურდია − 87%;
1995 წელი − ედუარდ შევარდნაძე − 74%;
2004 წელი − მიხეილ სააკაშვილი − 96%;
2013 წელი − გიორგი მარგველაშვილი − 62%;
იქნებ მარგველაშვილს დაუსვას ვინმემ კითხვა,− რამდენ პროცენტს შეადგენს მისი პირადი რეიტინგი, წილი და დამსახურება ამ 62%-ში“ („საქ. რესპ.“ 24 ოქტომბერი, 2014).GK
ირაკლი ღარიბაშვილი: „საოკუპაციო ხაზის 39 სოფელში უკვე აღვადგინეთ სარწყავი წყლის მიწოდება, შეკეთებულია გზები, ამბულატორიები, გაზიფიცირებულია 58 სოფელი. 50 სოფლის 11 000-ზე მეტმა ოჯახმა ზამთარში გათბობისთვის 200 ლარიანი დხმარება მიიღო. სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან არიან...
20 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა სიკვდილიანობა და დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა... ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ... რეგიონებში აშენდა და მოეწყო 82 ამბულატორია და 30%-ით გაიზარდა ექიმებისა და ექთნების ხელფასი... რაც C ჰეპატიტით მკურნალობისთვის გამოყო ჩვენმა მთავრობამ, თავისუფლად ააშენებდა, მაგალითად ანბანის კოშკის მსგავს შენობას. ჩვენ არც აქ დაგვისვამს კითხვა 40-მილიონიანი თვალისმომჭრელი სრულიად უსარგებლო შენობა თუ მძიმე სენისგან განკურნებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პარლამენტის მსგავსი 340-მილიონიანი შენობა თუ გლეხების დახმარება...
ჩვენმა „სოლიდარობის ფონდმა“ უკვე დააფინანსა ონკოლოგიური დაავადების მქონე 25 ბავშვის მკურნალობა... გავაორმაგეთ დახმარება სოციალურად დაუცველთათვის, ასევე დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობები... საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 10 ათას 500 დევნილი. 1 ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და კერძო საკუთრებაში გადაეცა 4 ათასამდე ოჯახს...
საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია, გაიცემა ფინანსური დახმარება ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე − მთაში 200 ლარი, ბარში კი − 150 ლარი...
სპორტის სახელმწიფო მხადაჭერის პროგრამისთვის გამოიყო 47 მილიონი ლარი...
ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ შეშინებულ და დასტრესილ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ადამიანების თავისუფლებას და ღირსებას ვცემთ პატივს...
2 წელიწადში დავაგეთ ჩქაროსნული მაგისტრალის 40 კილომეტრი და 18 კილომეტრი კიდევ წლის ბოლომდე დაიგება... ავაშენეთ 16 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას და 87 ხიდს...
დავიწყეთ უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება და უკვე გავანათეთ 8 სოფელი. ამჟამად კიდევ 20 სოფლის განათების სამუშაოები მიმდინარეობს... ამუშავდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური. მხოლოდ ენერგეტიკაში 347 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა...
პოლიცია აღარ არის პოლიტიზირებული... დღეს პოლიცია იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და ეს ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ხდება... გაუქმდა სადამსჯელო ორგანიზაციები სოდი და კუდი, სადაც კრიმინალები მუშაობდნენ... შსს-ს მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ დახმარებას 200-დან 500 ლარამდე იღებენ... უკვე 5 თვის განმავლობაში თანამშრომლების მკურნალობაზე მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა...
საქართველო-რუსეთის სახემწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენდა 3 სასაზღვრო სექტორი; საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე − 2, საქართველო-სომხეთის მონაკვეთზე − 4, საქართველო-თურქეთის მონაკვეთზე − 1 სასაზღვრო სექტორი. წლის ბოლომდე აშენდება კიდევ 3....
საქართველოს პოზიცია ორგანიზრებულ დანაშაულთან ბრძოლაში 48 საფეხურით გაუმჯობესდა...
2009-2011 წლებში, მთელი სამი წლის განმავლობაში გადამუშავდა 88 ათას 700 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით, გლეხებისგან შესყიდულია 200 ათასი ტონა ყურძენი... ხალხმა თავისი შრომის შედეგად 270 მილიონი ლარი აიღო...
მეორე წელია რაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოების კომპლექტს... 1065 სკოლის 53 ათასამდე მოსწავლეს უფასოდ ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი. რეგიონებში დაინიშნა სპეციალური ავტობუსები... უკვე ავაშენეთ 9 ახალი სკოლა და ვაშენებთ კიდევ რვას. 1000 სკოლას კი ჩაუტარდა რეაბილიტაცია...
სახელმწიფო სრულიად აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას... ასევე დამატებით მთლიანად აფინანსებს 12 ათასამდე სტუდენტს...
2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირთან გაზრდილია 70 %-ით, ხოლო რუსეთთან − 534 %-ით...
2 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 000 ბიზნესსუბიექტი... ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარით და გახდა სოციალურად ორიენტირებული... („საქ. რესპ.“ 28 ოქტომბერი, 2014).GK
ლევან ალექსიძე (პროფესორი, აკადემიკოსი): „რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ დოკუმენტი არის რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული დამორჩილების დოკუმენტი... შეთანხმება ითვალისწინებს კრიზისულ სიტუაციაში აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ნაწილების მოსკოვის მიერ მართვას... ხელშეკრულება არანაირ შანსს არ უტოვებს აფხაზებს, რომ რუსეთის პარტნიორად იგრძნოს თავი. ხელშეკრულების დადების შემდეგ რუსეთი ინტეგრაციის გზით მოახდენს აფხაზეთის ანექსიას... პრაქტიკულად, რუსეთის სახელმწიფო აფხაზეთში იცავს აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს... საგანმანათლებლო პროგრამებიც კი შეთანხმებული უნდა იყოს რუსეთის განათლების სამინისტროსთან...
რუსეთი აფხაზებისთვის მეგობარი კი არა, მტერია, რომელიც მათ ეთნიკურ იდენტობას სრული გაქრობით ემუქრება...
1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვარი სერიოზულად ჩაიკეტა და მიმოსვლა გართულდა...
პუტინს შეუძლია დღეს თქვას − „რუსეთი მე ვარ“. მან ეს პრაქტიკულად თქვა კიდეც და მსოფლიო გააფრთხილა, რომ მისი ყველას უნდა ეშინოდეს...
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ქმედებებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი იყო აბსოლუტურად კანონიერი. სწორედ ამგვარმა პასუხმა გადაარჩინა დედაქალაქი და დანარჩენი საქართველო ოკუპაციისგან...
რუსეთი კარგა ხანია, ოცნებობს სახმელეთო საზღვარი ჰქონდეს სომხეთთან...
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში ქართული მხარე სულ სულგრძელობას იჩენდა − ეს ეხება როგორც გამსახურდიას , ისე შევარდნაძის და ასევე სააკაშვილის მმართველობას...
აფხაზური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურამ აჩბამ მითხრა − „ვიცით, რომ ჩვენ ისტორიულად განწირული ვართ ვიცხოვროთ საქართველოში, მაგრამ ვცდილობთ, საკუთარი თავი რაც შეიძლება მეტ ფასად მოგყიდოთ“-ო“(„საქ. რესპ.“ 28 ოქტომბერი, 2014).GK
მადლენა მაჭარაშვილი: „დაფუძნდა ახალი კომპანია შპს „ტელეკომპანია მაესტრო“, რომლის 100-%იანი წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა... გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ასათიანის ქმარი კოტე გოგელია „მაესტროს“ წილის მფლობელი აღარ იქნება... გარიგება უკვე შედგა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და გოგელიას წილი, სწორედ, მან იყიდა“ („საქ. რესპ.“ 30 ოქტომბერი, 2014).GK