2007 წლის ქრონიკა
იანვარი
დავით მხეიძე: „15 იანვრიდან თბილისელები მივიღებთ ხელისუფლების საახალწლო „საჩუქარს“ – ამიერიდან წყლის ტარიფი 100 პროცენტით, ანუ ორჯერ გაიზარდა. აგრეთვე, გაცხადდა, რომ გადაწყვეტილია „თბილწყალის“ კერძო ინვესტორისთვის გადაცემა, ანუ მდაბიურად თუ ვიტყვით – გაყიდვა...
გახსოვთ, ალბათ, ამ ცოტა ხნის წინ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურის „გადემოკრატიულების“ მცდელობა გარედან, რასაც აქტიურად უჭერდა მხარს „თავისუფლების ინსტიტუტი“. იმდენად აქტიურად, რომ „კეკელკა“ თუთბერიძემ ისიც კი გაბედა ეთქვა – „თუ საჭირო გახდა, საპატრიარქოს კედლებზე მივაწერ „კმარაო“ (“ლიტ.საქ.“ 26 იანვარი, 2007).GK
|