სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2014 წლის ქრონიკა

თებერვალი

    ბიძინა ივანიშვილი: „მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, მართლმადიდებლობას. უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან მიყვარს. მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის ხელშეუხებელი. ეს არ უნდა იყოს ასე. ამას არ საჭიროებს არც პატრიარქი და არც ეკლესია;... საზღვაო ფლოტთან დაკავშირებით იგივე დამოკიდებულება მაქვს. ფლოტი იქნება მაშინ, როდესაც ხელისუფლება გაიზიარებს და ექნება შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით თანხები გადადოს. ეს კითხვა ძალიან კარგია. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება მითხრან, დაპირებები რატომ არ სრულდებაო. ალბათ „ნაციონალებს“ გაუხარდებათ და შემეკითხებიან, რატომ არ აღადგინეო ფლოტიო... ეს არის ზუსტად „მოქალაქის“ დაფუძნების პრინციპი, საზოგადოებამ კარგად და, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიგოს დაქირავნების პროცესი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების კონტროლს როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების კონტროლი ნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში და იმაში, თუ როგორ ნაწილდება იქ თანხები. სწორად უნდა განისაზღვროს, ფლოტის აღდგენა უნდა დავაჩქაროთ, თუ ჯანდაცვას ან სხვა სფეროებს მოვახმაროთ თანხები. ამაში უნდა გავერკვეთ, რომ არ მივიღოთ უბედურება... „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ადრეულ წლებში, როგორც მე ვიცი, 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა იარაღის შესყიდვაზე. ახლა 200 მილიონისაც არ გვექნება. ისინი იტყვიან, რომ ომში ეს ყველაფერი განადგურდა. არც ის ვიცოდით, რომ შეიძინეს, არც პროცესებში მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამ პროცესებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სახელმწიფო სწორად წავიდეს. ასევეა ფლოტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით − ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია... დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და კეზერაშვილსაც ნუ მივანიჭებთ ჯერ დამნაშავის სტატუსს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ იარაღის შეძენის დროს ფული წავიდა სხვა მიმართულებით. იარაღით ვაჭრობისას, ნარკოტიკების მსგავსად, დაახლოებით 2/3 მიდის გვერდზე... რაც შეეხება ბიუჯეტს და გარღვევას, პროცენტების ვარდნას და რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰკივის თავისი დღე და მოსწრება, ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად ჯანსაღად. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბიუჯეტის შევსება ნაწილობრივ საპროცესო გარიგებებით. ვიცით, როგორ აწიოკებდნენ მთელ მოსახლეობას, როგორ ართმევდნენ ქონებას. ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ჩვენ მსგავსი არ გვიკადრებია. ღარიბაშვილს ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ არასწორად გამოიყენა ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები, ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება. იმ პროცესით, როგორითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ისე ეკონომიკა ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ... რამდენი პირიც არ უნდა დააკავოს და დასაჯოს პროკურატურამ და სასამართლომ, საზოგადოებაში უკმარისობის განცდა მაინც დარჩება და აგიხსნით რატომ. ახლა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვეღარ ახერხებს, ის მენტალურ ძალადობაზე გადავიდა − ძალადობა უტიფრობაში გადაიზარდა. ნახეთ, როგორი ტერმინებით გვესაუბრებიან, როგორ გვიკითხავენ მორალს და ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რასაც თვითონ აკეთებენ. საზოგადოებას ეგონა, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ, ნაცვლად ამისა, იქიდან მივიღეთ ირონიული ღიმილი, უკაცრავად და, ენას გვიყოფენ, ისევ შეურაცხყოფას გვაყენებენ. შესაბამისად, საზოგადოებაში ეს აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. მინდა, მივცე რჩევა მოქალაქეებს, მხოლოდ იუმორი გვიშველის... მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვიხმაროთ ჩვენი ბრძნული იუმორი. ესენი მიდიან იმ გზით, როგორითაც დადის მათი საკუთრება ნათელაშვილი და მას იყენებენ როცა დასჭირდებათ, როგორც ინსტრუმენტს. ახლაც ააქტიურებენ − ნათელაშვილი დარბის და სადაც გაფუჭებულს ნახავს, იმ წუთში ივანიშვილს ახსენებს. ერთხელ იტყვი, ივანიშვილი ცუდიაო, მეორედ იტყვი და ჰგონიათ, ეს იმუშავებს. ჩვენ მივიღებთ რამდენიმე ნათელაშვილს და უკვე გვყავს კიდეც, ოღონდ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ − ნათელაშვილს უკვე სერიოზულად აღარ იღებენ და იუმორით უდგებიან... ევროპელობა არ არის ვინმეს აღმოჩენა დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოდგენა აქვს, რომ ევროპაც მათ აღმოაჩინეს და ამერიკაც, არა, ჩვენ ევროპაში შევსლას კი არ ვაპირებთ, ჩვენ ვერთიანდებით იმ ფასეულობებთან, რასაც ჯერ კიდევ ვაჟას ნაწერებში ნახავთ უამრავს. ეს ჩვენს გენებშია, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილებაა და ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს. ჩვენ უკვე აქტიურად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ძალიან ჩქარი ნაბიჯებით უნდა დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში... ვერავითარი ძალისხმევა და ძალადობა ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. მე კარგად შემიძლია ანალიზი და კარგად ვაცნობიერებ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს პასუხისმგებლობიანი და დამოუკიდებელი ხელისუფლება“ („საქ. რესპ.“ 5 თებერვალი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა იმ ადამიანს ვუპასუხო, ვისაც აქვს რაიმე განცდა, ან შეკითხვა, ან რაიმე ეჭვი, რომ ჩვენ ვცდილობთ, „გავაკონტროლოთ“, როგორც მათ წარმოუდგენიათ, საზოგადოებრივი ტელევიზია. მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვუთხრა, ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაიწყო ეს პროცესი. მინდა ამ ადამიანებს ლოგიკური კითხვა დავუსვა, ვუპასუხო ასევე ლოგიკურად და განვუმარტო: ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს გუნდს, რომლის ლიდერი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ ჰქონოდა ის არაჯანსაღი სურვილი, რომ გაეკონტროლებინა საზოგადოებრივი არხი, მაშინ ნუთუ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ტელევიზია რომ გვდომოდა, ბატონი ბიძინა ელემენტარულად არ დახურავდა მეცხრე არხს? თუ ჩვენ, და ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდის ლიდერს, ამა თუ იმ ტელევიზიის „გაკონტროლების“, ან ქონის ან რაღაც გამოყენების სურვილი ჰქონოდა, მაშინ რატომ დახურავდა არჩევნებამდე საკუთარ ტელევიზიას? ხომ არსებობს ეს ლოგიკური კითხვა? არსებობს...იცით, ალბათ, რომ მაშინ, როცა დასრულდა კონკურსი და შერჩევის ვადა ამოიწურა, გარკვეულმა ადამიანებმა გამოთქვეს წუხილი და პრეტენზიები, რომ მათ არ იცოდნენ, ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაღაც გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამის შემდეგ პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, ისინი პროცედურულად გაჰყვნენ, ამაზე, მე მგონი, უსუფაშვილმაც გააკეთა ძალიან კარგი და ნათელი განმარტება, რომ კითხვები აღარ უნდა დარჩეს საზოგადოებას, მაგრამ თუ მაინც არსებობს, უნდა განვუმარტოთ − ჩემიდან დაწყებული ნებისმიერი ჩვენი გუნდის წარმომადგენლით პროცედურულად გავყევით და პირველ ჯერზე რამდენიმე ადამიანი შევარჩიეთ. სხვა ადამიანების შერჩევის პროცესმა გადაიწია, რაც არის აბსოლუტურად კანონიერი, ხაზს ვუსვამ, კანონიერი უფლება საქართველოს პარლამენტის. კანონის თანახმად, გამოცხადდება მეორე კონკურსი, ხელმეორედ კონკურსის წესით ახალი წევრები შეირჩევიან, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, და დასრულდება ბორდის კომპლექსაციის პროცესი... ჩემთვის, მთავრობის მეთაურისთვის და გუნდის ლიდერისთვის, მთავარი ამოცანა იყო და არის გუნდურობის სიმტკიცე, ერთიანობა და კოლეგიალობა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, ქალბატონ მარინე მიზანდარს დიდ პატივს ვცემ, ის არის თავისი საქმის პროფესიონალი და თავისი დარგის ძალიან კარგი სპეციალისტი. მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ქალბატონი მარინა აკრიტიკებს საკუთარ მინისტრს. ეს უკვე არ ჯდება ჩვენ მიერ წარმოებულ პოლიტიკაში. ეს არღვევს ყველანაირ გუნდურობას და ყველანაირ დაწერილ თუ დაუწერელ კანონს სცდება. არ შეიძლება, იყო მინისტრის მოადგილე და საჯაროდ აკრიტიკებდე მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შეუთავსებლობა და შეუთანხმებლობა არსებობს ამ ორ ადამიანს შორის. მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს, თუ ხარ მოადგილე და არ მოგწონს მინისტრი, ანუ შენი ხელმძღვანელი, შენ უბრალოდ უნდა წახვიდე. არ არის აუცილებელი, რომ მინისტრმა გაგიშვას. მინისტრს უნდა ჰქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს ოდიშარია იქნება თუ სხვა, სრული თავისუფლება, რომ ეფექტურად აწარმოოს და მართოს თავისი უწყება. თუ ვერტიკალი ირღვევა ნებისმიერ სამინისტროში, სტრუქტურაში და იქ საფრთხე ექმნება მენეჯმენტს, ამ შემთხვევაში იქ გაკეთებული საქმე ეფექტური ვერ იქნება“ („საქ. რესპ.“ 15 თებერვალი, 2014).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „მე ჯერ კიდევ ვაკვირდები მინისტრებს და მათ მუშაობას. ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი არ მსურს, უბრალოდ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. და მე ვქმნი ყველა პირობას, რომ ყველა მინისტრი მოტივირებული იყოს. და რაც მთავარია, მათ კარგად აქვთ გააზრებული, თუ რაოდენ დიდ საქმეს ემსახურებიან ისინი და რამხელა პასუხისმგებლობა დაგვეკისრა საკუთარი ამომრჩევლის, მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჯერჯერობით ყველა მინისტრი აბსოლუტურად გააზრებულად გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და არიან ადეკვატურები და მოტივირებულები. მე ხელს შევუწყობ, რომ ისინი მუდამ დაკავებული და მოტივირებულები იყვნენ. დანარჩენს ვაკვირდები და ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული საპრეტენზიო არ მაქვს... ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გუნდში ახალ პროკურორთან დაკავშირებით. ჩვენ შევარჩიეთ გიორგი(ბადაშვილი) პროფესიონალიზმის ნიშნით, გამოცდილებით, წარსულით, პატიოსნებითა და პატრიოტიზმით. მე მგონი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი შეარჩიო. დანარჩენი ამოცანები ძალიან მარტივია და მან და მისმა გუნდმა ძალიან კარგად გაიაზრა ეს ყველაფერი, მე მინდა შევაქო ისინი. ამ დროისთვის ისინი ძალიან აქტიურები და მოტივირებულები არიან, რომ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და საზოგადოებაში აღარ დარჩეს რამე შეკითხვა. რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების, რომლებიც ითხოვენ სამართლის აღდგენას. ეს ტერმინი დამკვიდრდა საზოგადოებაში და მინდა, ეს თემა განვავრცო. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი. და სამართლიანობის აღდგენა − ეს არის სამართლიანობის დამკვიდრების შემადგენელი ნაწილი. გვეკითხებიან, ვინ მიეცით პასუხისგებაში? ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, რომლებიც რეალურად იყვნენ პოლიტიკის შემმუშავებელნი და დამკვეთის გამცემები, დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე იქნება მიყვანილი... წინა ხელისუფლება აბსოლუტურად არანორმალურ პოლიტიკას აწარმოებდა, რადგან რეალურად ისინი ეკონომიკის საფუძვლებს კი არ ქმნიდნენ, არამედ ეს იყო ფასადური პოლიტიკის გაგრძელება ყველა სფეროში. აიღეთ, დამისახელეთ სფერო, სადაც ფასადური არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა, მით უმეტეს − ეკონომიკაში. მე ვახსენე, მაგალითად ადგილობრივი წარმოება, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში გაანადგურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. გაანადგურა, პირდაპირ შემიძლია ეს სიტყვა ვიხმარო. რომელ ეკონომიკაზეა საუბარი? რომელიც − 80 პროცენტი დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე? გაიხედეთ, რეგიონებში რა ხდება. სოფლის მეურნეობაში რა ხდებოდა? ეკონომიკის ნებისმიერი დარგი აიღეთ, სადაც პრობლემა არ იყო. ისინი ამ ხელოვნური სტიმულატორებით მანიპულირებდნენ, ციფრებით, ეკონომიკური დროებითი მაჩვენებლებით, რაღაც გაუაზრებელი პროექტების მშენებლობებით... გეტყვით მაგალითს, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მისი სასახლე დაჯდა 600 მილიონი ლარი. 360 მილიონი დაჯდა ქუთაისის პარლამენტი. 160 მილიონი − იუსტიციის სახლი, რომელიც ჯერ კიდევ რემონტის პროცესშია. მთავრობის სახლი, ძალიან უხეშად, − მილიარდ 200 მილიონი. როცა მილიარდ 200 მილიონს ქართულ ეკონომიკაში ჩაუშვებ, ბუნებრივია, ეკონომიკა გაიზრდება. მაგრამ ჩამოთვლილი პროექტებიდან რომელმა მოახდინა რეალური სარგებელი რიგით მოქალაქეზე? ეს ფული შეიძლებოდა მიმართული ყოფილიყო თუნდაც ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. რატომაც არა, ხომ? გლეხი დღეს არ უნდა იყოს მშიერი. ეს არის ჩვენი სირცხვილი, ეს არის, მე ვიტყოდი, ძალიან დიდი დანაშაული, არ მოვერიდები ამ სიტყვას, კატასტროფაა, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ეკონომიკაში, ეს იყო აბსოლუტური ქაოსი და მიზანმიმართული დამანგრეველი პოლიტიკა“ („საქ. რესპ.“ 15 თებერვალი, 2014).TK

    რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს? როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს: − ეს ცვლილება არანაირად არ შეეხება აღმასრულებლის უფლებამოსილებებს. პრეზიდენტს, როგორც დღეს არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე არ ექნება, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, რომ მოითხოვოს მთავრობისგან რაღაც საკითხების განხილვა და თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხების განხილვაში. მეორე არის უშიშროების საბჭოს, რომლის წევრებიც არიან პრემიერი და მინისტრები („საქ. რესპ.“ 26 თებერვალი, 2014).TK

    „ეს პროექტი მოიტანა რეალურ აყვავებას სვანეთის რეგიონისთვის“, − დარწმუნებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, − მე მესმის იმ ადამიანების მღელვარების მიზეზი და შეშფოთება. მათ, ვინც ეწინააღმდეგება ხუდონჰესის მშენებლობას, ჯერ კიდევ აქვთ კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით. მათ უნდა განვუმარტოთ, რა სარგებლობას მოუტანს, რა რისკები არსებობს, რამდენად პერსპექტიული და სასარგებლოა მათი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის. ასევე მათი პრობლემების გადაჭრის რეალური გზები უნდა გამოინახოს... ეს პროექტი მოიტანს რეალურ აყვავებას სვანეთის რეგიონისთვის − ძალიან დიდ შემოსავალზეა საუბარი... ჩვენ ერთად უნდა დავარწმუნოთ ეს ხალხი... („საქ. რესპ.“ 26 თებერვალი, 2014).TK

    გოჭკადილის კანიონი − ტურისტების სავიზიტო ბარათი. ამის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა რატი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ მარტვილში, გოჭკადილის კანიონის მონახულებისას განაცხადეს. მათი თქმით, დაგეგმილია ერთობლივი პროექტის ფარგლებში კანიონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას, ავტოპარკინგის მოწყობას, მდინარეზე სასეირნო ნავებისთვის პირსის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას, უსაფრთხოების ნომრებზე ზრუნვას, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს. ასევე, მარტვილის ცენტრში გაიხსნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს ტურისტული ობიექტების და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ტურიზმის ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო რეგიონში სხვა ერთობლივ პროექტებსაც განახორციელებს. რეგიონი ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრად იქცევა („საქ. რესპ.“ 26 თებერვალი, 2014).TK

    ზურაბ რატიანი(ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): „ილიას თუ დავესესხებით, ერის გათახსირება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას, წარსულს ივიწყებს. მისი ყოველი სიტყვა წმინდაა, ღვთისაა. ილია გვეუბნება − თუ ისტორია, მამა-პაპა დაივიწყე, გადაშენდებიო და ფაქტობრივად, ასეცაა, დღეს ერი თითქმის გადაშენებულია, აბა რა ქვია იმას, რაც ჩვენს თავს ტრიალებს? დღეს ქართველი ერის ნაწილი სტალინის ძეგლებს ანგრევს და ამ დროს სახარებასავით კითხულობს ჰიტლერის წიგნს... ეროვნულია ის, ვინც სამშობლოს ყველაფერს სწირავს, რაც თვითონ გააჩნია და არა ის, ვინც სამშობლოს თვითონ შეიწირავს. დღეს ამ უკანასკნელს ეძახიან ეროვნულობას. დასაწყისში ილიას სიტყვები გავიხსენე, ერი გათახსირდება, თუ ისტორიას დაივიწყებს-მეთქი. თუ ნებას მომცემთ, მოგიყვებით, ერს როგორ დაავიწყა მტერმა საქართველოს ისტორია: როდესაც რუსეთში ოქტომბრის გადატრიალება მოხდა, მერე ერთმანეთს დაერივნენ, იყო ლენინიზმი, ტროცკიზმი, კოლექტივიზაცია და მხოლოდ 1934 წელს მოიცალა სტალინმა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა იდეოლოგიურ ფრონტზე და დაადგინა − ყველა მოკავშირე რესპუბლიკას, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე, თავისი ქვეყნის ისტორია დაეწერა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მანამდე რუსებმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ისტორია მიუტანეს, სადაც უკრაინაზეც კი არაფერი ეწერა. ამ კონკურსში თავიანთი შრომა, პირველებმა, ქართველმა მეცნიერებმა ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და ნიკოლოზ ბერძენიშვილმა დაამთავრეს. 1940 წელს წიგნის მაკეტი წარადგინეს. ამასობაში ომი დაიწყო და წიგნი 1943 წელს გამოვიდა, მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, ჰიტლერი თბილისში შემოვიდოდა თუ არა. ამ დიდმა წიგნმა ერთიანად აღაფრთოვანა მეცნიერი და რიგითი მკითხველი, ქართველი და უცხოელი, შინ და გარეთ. წიგნი ითარგმნა რუსულად, ინგლისურად და თურქულად. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეს წიგნი იკრძალება. ჩნდება კითხვა − რატომ? არქივიდან მოვიძიეთ დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია − „Надо изьят эту вредную книгу“. ამ წიგნში საქართველოს ისტორია შუმერებიდან მოყოლებულია ნაამბობი, ქრისტემდე 5 ათასი წლით ადრე. ამ დოკუმენტში აკრძალვის მიზეზად, იცით, რა სახელდება? − საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას არასწორად აშუქებენო, 1958 წლიდან ისტორია სხვა წიგნით ისწავლებოდა. აქ უკვე შუმერები აღარ არის შესული, 3-4 ათასი წლის ისტორიაა მოპარული, თუმცა ამაზე ზემოხსენებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. გამოდის, რომ რუსებმა ან ცალკე უთხრეს ქართველებს წიგნიდან კონკრეტული ნაწილი ამოეღოთ, ან ეს თავად ქართველებმა გააკეთეს. ამ პერიოდში ნიკო ბერძენიშვილს ვიცე-პრეზიდენტობიდან და ისტორიის ინსტიტუტიდანაც ხსნიან და მის ნაცვლად მელიქიშვილს ნიშნავენ, რომელსაც ურარტუს ისტორიის კვლევისათვის ლენინის პრემია მისცეს, მაგრამ დაუმტკიცდა, რომ ეს მოპარული ჰქონდა. ამ ფაქტის გამამჟღავნებელი(გურამ ყორანაშვილი) მელიქიშვილის მოსწავლეებმა კინაღამ ჩაქოლეს. ახლა ბევრს საუბრობენ ევროპისკენ სვლაზე და არც კი იციან, რომ საყოველთაოდ აღიარებულია, სიტყვა პური, ღვინო და სხვა მრავალი უცხო ენებში ქართულიდანაა შემოსული. მელიქიშვილი კიდევ პირიქით წერს − უცხოეთიდან შემოვიდა აქო. ბევრი უმსგავსობა ჩაიდინეს. ბოლოს საბჭოთა კავშირი დაინგრა. მას მერე, მოპარული საქართველოს ისტორიის დაბრუნებისთვის ვიბრძვი, მაგრამ ყურს არავინ იპარტყუნებს. რატომ არ უნდათ ამ გენიალური წიგნის აღდგენა? − იმიტომ, რომ თვითონაც სისულელეები აქვთ დაწერილი, თხასავით არიან გაყიდულები. როცა გენიალური საქართველოს ისტორიის აღდგენაზე უარს ამბობ, ეს ხომ ერის, სამშობლოს ღალატს ნიშნავს? ქართველ ერს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად რომ აწვდი და ატყუებ, ამაზე მეტი მოღალატეობა რა შეიძლება იყოს?“ („საქ. რესპ.“ 26 თებერვალი, 2014).TK

    პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი(მწერალი, მეცნიერებათა დოქტორი): „ახლახან წავიკითხე, მუდმივმოქმედი კომისია შექმნილა, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, რომელმაც თურმე საქართველოს ისტორია ხელახლად უნდა დაწეროს. გაოცებული ვარ, ვინ უნდა დაწეროს საქართველოს ისტორია თავიდან, ანანია ჯაფარიძემ? რა იმალება ამის უკან? პარტიის ცეკას არქივიდან ამოვიღეთ დოკუმენტი, რომელზეც ბატონი ზურაბი საუბრობდა. ეს დოკუმენტი გრიფით „სრულიად საიდუმლოა“, სადაც წერია, რატომ, როგორ აიკრძალა წმინდა მთის, წმინდა მამების ჯავახიშვილი-ჯანაშია-ბერძენიშვილის საქართველოს ისტორია საშუალო სკოლის უფროს კლასელთათვის, რომელიც ქართველებისთვის დღემდე აკრძალულია. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შემდგომ, მსგავსი წიგნი ქართველთათვის არ დაწერილა. საოცარ ამბავს ვაწყდებით − თურმე ანანია ჯაფარიძემ ხელახლა შევქმნათ, რომელშიც პოეტები შევლენ და მათ იმსჯელონ, ვარგა თუ არა „ვეფხისტყაოსანი“. ანანია ჯაფარიძეს ფოთი და ბათუმი ვერ გაუგია სად არის და რა უნდა დაწეროს?! აქ ჩვენ ტოტალურ გაუნათლებლობას ვაწყდებით. თორემ არ მეგულება ქართველი კაცი, რომელსაც ასწავლი, აუხსნი თუ საიდან მოდის მისი ჯიში, რომ საქართველო უდიდესი შუმერული ცივილიზაციის გაგრძელებაა და ამას რომ გაიგებს, გაითავისებს, გამორიცხულია უარი თქვას ამის გაგებაზე. უცოდინარობის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ის, რაც მსოფლიო მეცნიერებას ჯავახიშვილი-ჯანაშია-ბერძენიშვილმა გამოუმზიგულა, ჩვენ რომ ეს ჯეშმარიტება არ ვიცით, ამიტომაც ვართ ასე დაბნეულნი და უკვე აღარც ეწყობა ქვეყნის ისტორია სწორი მიმართულებით. საქართველოში გაიზარდა ხალხი, რომლებიც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები გახდნენ და ამ წიგნის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. აი, რა ბოროტება იყო ჩადებული ამ წიგნის აკრძალვაში. მესმის, რომ მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით კარგი საქმე კეთდება, მაგრამ საქართველოს ისტორიას რაც შეეხება, ეს დაწერილია, უკვე ბატონო და თავიდან როგორ უნდა დავწეროთ? რა სენსაციური აღმოჩენა უნდა დაუმატონ, ჯავახიშვილ-ჯანაშია-ბერძენიშვილის ნაკვლევს და მტკიცებულებას! ვის ატყუებთ, რას ჰგავს ეს? იცით, კიდევ რაშია საქმე, რატომ არ აწყობთ ამ წიგნის გამოცემა? − თუ ამ წიგნს სკოლებში დააბრუნებენ (როგორც ისწავლებოდა 1943-1956 წლამდე), ამის მერე დღევანდელი ისტორიკოსების დაწერილს ფასი აღარ ექნება. ხვდებით, სადაა ძაღლის თავი დამარხული? წარმოგიდგენიათ, „ვეფხისტყაოსანი“ რომ დამალონ და ეო, მეო, ბიჭო ერეკლეოთი რომ ასწავლონ. მერე რომ აღმოჩნდეს, უი, „ვეფხისტყაოსანი“ გვქონიაო, ეო-მეოს, დამწერის წიგნს ვიღა წაიკითხავს? ანდა მის ავტორს ვიღა მისცემს ფულს?“ („საქ. რესპ.“ 26 თებერვალი, 2014).TK

    ვიტალი ნაუმკინი(რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს სამეცნიერო საბჭოს წევრი): „ჩემი აზრით, ეს დღის წესრიგი შეიძლება ეფუძნებოდეს იმ რეალურ ძვრებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში უკვე მოხდა. მხედველობაში მაქვს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, ვიზების გაცემის გამარტივება და, რაც მთავარია, ურთიერთობებს შორის კლიმატის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რისი წარმოდგენა ერთი წლის წინაც კი, შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, რომ დაიწყო გარკვეული პროცესი. უდავოა, მას არ შეუძლია გადაწყვიტოს მთავარი და ყველაზე საკვანძო საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს და რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს უკავშირდება. ვფიქრობ, არ არის საჭირო მხოლოდ ამ საკითხებით შემოფარგვლა და თვალების იმაზე დახუჭვა, რომ ამ საკითხზე მხარეებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას და არ შეუძლია აღიაროს მათი დამოუკიდებლობა, მაგრამ ისიც ასევე გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთი მათ აღიარებას არ გეგმავდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გარკვეულ ვითარებაში აღიარა ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა; ახლა უკან ვერ დაიხევს. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობების განხილვა შეიძლება... თუ ხვალ საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს კვლავ ერთად ყოფნა მოუნდებათ, არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმით, ამ პროცესში რუსეთი არ ჩაერევა. თუ მათ შემოუერთდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის პრობლემას გადაწყვეტენ, რუსეთი მხოლოდ მიესალმება... მნიშვნელობა არა აქვს, კავკასიის ფედერაცია იქნება ეს თუ − ქართული სახელმწიფო ახალი ფორმით ფედერაციის თუ კონფედერაციის საფუძველზე. ეს რუსეთმა კი არა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მიმზიდველობა დაკარგა. რატომ არ შეიძლება განვიხილოთ სიტუაცია, როცა, შესაძლოა, ვითარება ძირეულად შეიცვალოს. ამ საკითხზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა შესაძლებელია. დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნები იმავე აფხაზეთთან ამყარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობენ მასთან. ვითარება იცვლება, თავად საქართველო იხრება იმისკენ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავიდან ააგოს ურთიერთობები და ამ გზით მიაღწიოს ამ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებას... გადადებულმა საკითხებმა არ უნდა შეუშალოს ხელი რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ინტერესები, გვაქვს გარკვეული კონფესიური და ცივილიზაციური სიახლოვე. ჩვენ გვაქვს ერთი საფრთხეები, იგივე ექსტრემიზმის საფრთხე, რომელიც სამხრეთიდან მოდის. სამხრეთის მიმართულებაზე არსებობს ექსტრემიზმის ტალღის საფრთხე, რომლის დროსაც, შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდეს მართლმადიდებელი მოსახლეობა. ამგვარი საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ. ამიტომ, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთობლივად გავუწიოთ წინააღმდეგობა ამგვარ საფრთხეებს? მიმაჩნია, რომ რუსეთს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, რომ უკრაინისთვის რაიმეში შეეშალა ხელი. დღეს ამ თემაზე საუბარი მქონდა ამერიკელ კოლეგებთან. თუ შევადარებთ ერთმანეთს, როგორ იქცეოდა რუსეთი და დასავლეთი უკრაინაში, ორ ძალიან განსხვავებულ სურათს მივიღებთ. რუსეთი არ ჩარეულა კიევის პროცესებში. უკრაინაში არ ყოფილან ჩვენი აგიტატორები, მშვიდად იქცეოდა ჩვენი პრესა, ოპოზიციის მიმართ მტრული განცხადებები არავის გაუკეთებია. მეტიც, ტიმოშენკო იმიტომ დაზარალდა, რომ თავის დროზე რუსეთთან გაზის მიღებაზე შეთანხმება გააფორმა. პარადოქსულია, მაგრამ ეს ხომ ფაქტია. ამიტომ ვერ დაგეთანხმებით, რომ რუსეთმა უკრაინის მოვლენებში მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ელჩი უკრაინაში ზურაბოვი საერთოდ არსად ჩანდა, მისი ხმაც კი არავის გაუგონია... ამის გარდა, ერთადერთი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ის, რომ დროებით დახურა უკრაინასთან საზღვარი. დიახ, რუსეთმა თქვა − თუ უკრაინა გააფორმებს ევროკავშირთან შეთანხმებას, რუსეთი დაიცავს თავის ბაზარს და შეცვლის საბაჟო წესებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. სხვაგვარად რუსეთში უკრაინის გავლით ევროპიდან შემოვიდოდა საქონელი და რუსეთის ბიუჯეტი გადასახადების სახით საკმაოდ დიდ შემოსავლებს დაკარგავდა... ვფიქრობ, რომ უკრაინული მოვლენები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გასატარებელ პოლიტიკაზე არანაირად არ აისახება. მხედველობაში მაქვს ის, რისი გაკეთებაც საქართველოს სურს. საქართველო ხომ არა დგას იმგვარი არჩევანის წინაშე, როგორი არჩევანიც უკრაინას ჰქონდა − საბაჟო კავშირი ან ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავება. რამდენადაც მესმის, ევროპულ ვექტორთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. აკეთეთ და შეგერგოთ. ვინ შეგიშლით ხელს? ერთადერთი, რაც არ მოსწონს რუსეთს, ეს საქართველოს ნატოში გაწევრების იდეაა. ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, ვინაიდან რუსეთს არ სურს, რომ მის საზღვრებთან ახლოს გაჩნდეს ნატოს ბაზები. ცხადია, რომ ამგვარი პერსპექტივა რუსეთს არ შეიძლება მოსწონდეს... მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ 2008 წლის აგვისტომდე სამხრეთ ოსეთი მოსკოვისაგან ამ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას ითხოვდა, მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს რუსეთი კატეგორიულად გამორიცხავდა სწორედ იმიტომ, მოსკოვი ცნობდა რუსეთსა და საქართველოს შორის აღიარებულ საზღვრებს. დღეს ჩვენ ყირიმი იმის გამო გვაწუხებს, რომ იქ ირღვევა რუსი მოსახლეობის უფლებები. ამ საკითხის მოსაგვარებლად განიხილება პოლიტიკური პარამეტრები ჩვენი თანამემამულეებისა და ერთმორწმუნე რუსი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენად და ეს ნორმალურია. თუ ეს ხალხი მოისურვებს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას, მათ სახელმწიფო მატერიაურად დაეხმარება“ („საქ. რესპ.“ 28 თებერვალი, 2014).TK

    დავით მხეიძე: „სწორედ პეკინის ოლიმპიადის დროს წამოიწყო ამერიკელების მიერ შეგულიანებულმა სააკაშვილმა ცხინვალის სისხლიანი ავანტიურა, რამაც პრაქტიკულად საქართველოს დაშლა გამოიწვია, ხოლო სოჭის ოლიმპიადის პიკში, პიკს მიაღწია კიევის მაიდანზე მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ, რამაც 45-მილიონიანი უკრაინა დაშლა-დაქუცმაცების რეალური საფრთხის წინაშე დააყენა! და თუ ჩვენს შემთხვევაში აშშ-თან ერთად რუსეთის ბრალზეც შეიძლება საუბარი, კიევი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის სინდისზეა! დიახ, აქ ე.წ. დასავლეთზე ზოგადად საუბარიც კი უადგილო მგონია, რადგან აშშ-ია ერთადერთი გამგებელი დასავლეთ და უკვე აღმოსავლეთ ევროპისაც, რომელიც ძია სემის დაუკითხავად სიზმარსაც ვერ ნახულობს და კიევის მაიდანზე ბაროზოების თუ ეშთონების აქტივობა, სინამდვილეში აშშ-ის დირექტივების უნიჭოდ კომუფლირებული განხორციელება იყო და ამიტომ ქვემოთ, სადაც დამჭირდება, მე აშშ-ს ვიხმარ და ვისაც გინდათ, ევროპა იგულისხმეთ... ჰოდა, აქ რუსეთი, სამწუხაროდ, არაფერ შუაშია. სამწუხაროდ, რადგან საკვირველ-აუხსნელი პასიურობის გამო ვერ შეძლეს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა, რის გამოც უკრაინა შეიძლება მართლაც დაიშალოს, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, კარგს არაფერს უქადის!... იანუკოვიჩი ოლიგარქობის გამო შეირჩა პრეზიდენტად, რადგან დასავლეთის ბანკებში განთავსებული მილიარდები იყო გარანტი მისი გარანტირებულად მართვისა და ასეც მოხდა. ჩანასახშივე შეიძლებოდა მაიდანის ექსტრემისტების ალაგმვა, მაგრამ ამერიკელების ზეწოლის გამო „ბერკუტმა“ მაშინაც კი ვერ მიიღო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება, როდესაც „მშვიდობიანი მომიტინგეები“ ცოცხლად წვავდნენ და კალაშნიკოვებით ხოცავდნენ სპეცრაზმელებს... წლებია ვჩივით ქართველები − ვინ და რატომ არჩევს ამ ჩვენებური მეხუთე კოლონის ხელმძღვანელებად ფსიქიკური გადახრების მქონე პირებს, მამათმავლებს, სექტანტებს, უცხოტომელებს, აგენტებს?! თუმცა, პასუხი ყველამ ვიცით: ასეთია ამერიკასთან „მეგობრობის“ სპეციფიკა. თუ ვინმეს ჯერაც ეჭვი ეპარება, გადახედოს უკრაინული მაიდნის ლიდერებს. მათი უმრავლესობა არიან გრეკოკათოლიკეები; პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტურჩინოვი ბაპტისტია. არსენი იაცენიუკი და ვლადიმერ კლიჩკო ებრაელები არიან. კლიჩკო ისრაელში შეტანილია გამოჩენილ ებრაელ სპორტსმენთა კრებულში, იაცენიუკის დედა არის თალმუდის(ებრაული მოძღვრება) განმმარტებელთა ერთ-ერთი ცნობილი გვარიდან, მისი მეუღლეც ებრაელია, ხასიდების სექტიდან. იულია ტიმოშენკო რომ სომეხია(გრიგიანი), ესეც, დიდი ხანია, ვიცით და არავისთვის საიდუმლო არ არის. შინაგან საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრიც სომეხია − არსენ ავაკოვი. სომხობას თავი დავანებოთ და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი არსენ ავაკოვი და პოლიტიკოსი ალექსანდრე კირში გეები არიან... ფაქტობრივად, უკრაინაში მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა ებრაულ-სომხური და ბაპტისტურ-კათოლიკური დაჯგუფების მიერ, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერთი სომეხი ტუსაღი გაათავისუფლა, მეორე სომეხი პედერასტი კი უმთავრეს ძალოვან მინისტრად დანიშნა. და 82 ადამიანს, რომლებიც ამისთვის დაიღუპნენ, გმირობა მიანიჭა − არის თუ არა ეს ფარისევლობა და ცინიზმი, თავად განსაჯეთ... მეიდნის კიდევ ერთმა ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა, უკვე მოასწრო და მოითხოვა არა მხოლოდ რუსული ენის რეგიონული სტატუსის გაუქმება, რაც უკვე გააუქმა კიდეც „ახალმა“ რადამ, არამედ რუსულ ენაზე საუბრის აკრძალვაც კი. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც 20 მილიონი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და კიდევ რამდენიმე მილიონი არაუკრაინული წარმოშობის ხალხისთვის რუსული დანარჩენ უკრაინასთან საკომუნიკაციო ენაა!... ერთი რამ აშკარაა, რუსეთი უპასუხოდ ვერ და არ დატოვებს კიევის მოვლენებს და რას მოიმოქმედებს, ამაზე მხოლოდ მარჩიელობა თუ შეიძლება. რეალურად ორი გზა აქვს პუტინს: პირველი, გააგრძელოს ჩაურევლობის პოლიტიკა იქამდე, სანამ ევროპასთან ჩახუტებული უკრაინელები თავად არ წაიტეხავენ კისერს, როგორც წაიტეხეს ევროკავშირის მეორე-მესამეხარისხოვანმა ქვეყნებმა(მაგალითად, საბერძნეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს) და გაღატაკებულ-გაპედერასტებულები თავად არ მოსთხოვენ პასუხს რევოლუციის ლიდერებს... დღევანდელი რუსეთი 30-იანი წლების გერმანიას მაგონებს, რომელიც ახლაღა ცდილობს დაკარგული გავლენების დაბრუნებას, ოღონდ გაგანია „მეოთხე მსოფლიო ომის“ მიმდინარეობისას. დიახ, ბოლო 10-12 წელიწადია, ფარული ომი მიმდინარეობს ნეოლიბერალურ და ტრადიციულ ღირებულებებს შორის და კიევის მოვლენები მხოლოდ არქიმანდრიტ რაფაელის სიტყვების დასტურია − „არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი“ − მაიდანზე კლანჭები გამოაჩინეს და ვნახეთ, რომ მაგათთვის ადამიანის სიცოცხლე შაურის ფასია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი რელიგიათა, კულტურათა ომიც არის. უფრო სწორედ უღმერთო სატანისტები და დეკულტურიზებული უმცირესობები ებრძვიან ყველა ტრადიციულ კონფესიებს(ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებლობას), როგორც მთავარ წინაღობას გლობალიზაციის ბინძური შემადგენლების მიმართ. ვინმეს მოსწონს თუ არა, სწორედ ოკუპანტი პუტინის რუსეთია ამ ომში გარყვნილი გლობალისტების საპირწონე და რომ არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ჯვრის ძალმოსილებას უფლის შემდეგ რუსეთის ბირთვული პოტენციალიც უზრუნველყოფს, მართლმადიდებლობა, როგორც ასეთი, დღეს ან საერთოდ აღარ იქნებოდა, ან თუ იქნებოდა, მხოლოდ რიგითი სექტა. ამერიკა დღეს, ფაქტობრივად ყველაფერ ტრადიციულად ღირებულის მტერია, ხოლო მისი სატელიტი დასავლეთია ერთსქესიანი ქორწინებების მთავარი ლობისტი და მათ გლობალურ დონეზე მხოლოდ რუსეთი უპირისპირდება და ამ ჭიდილში ჩემი ფალავანი ვლადიმერ პუტინია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებს როცა იქნება დავიბრუნებთ, მაგრამ ოკუპირებულ-ამპუტირებულ სულს, ვერასოდეს“ („საქ. რესპ.“ 28 თებერვალი, 2014).TK

    დავით ნარმანია(რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): „მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აქცენტი ქალაქ ლაზიკის მშენებლობაზე იყო გაკეთებული, ნავსადგური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი ერთგვარად მას უნდა დართვოდა, არადა, როცა პროექტი გადავიბარეთ და მისი რევიზია ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ ლაზიკის პროექტი, რბილად რომ ვთქვათ, მოუწესრიგებელი აღმოჩნდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს, უბრალოდ, იდეა გახლდათ, რომელსაც სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია არ ახლდა და ცალკეული ნახაზებისა და ნახატების დონეზე შესრულებული სამუშაო იყო. ამ პროექტს დღესდღეობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს და მის ფარგლებში წინასწარი გამოკვლევა უკვე დასრულებულია, დაინტერესება ინვესტორების მხრიდანაცაა გამოხატული. ახლა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა მომზადდეს, რის შემდეგ ჯერი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებზე მიდგება. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ სწორი მენეჯმენტის პირობებში, მისი 2-3 წელიწადში დასრულება სავსებით შესაძლებელია. ამდენად, ახლო მომავალში საქართველოს ახალი ნავსადგური ექნება, რომელსაც დიდი წყალრწყვის სატვირთო გემების მიღება შეეძლება. ამავდროულად გაგრძელდება სხვა ნავსადგურების მოდერნიზება, პარალელურად უნდა გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობა, რათა მეტი ტვირთების მოზიდვა შევძლოთ, რისი პოტენციალი ქვეყანას ნამდვილად აქვს“ („საქ. რესპ.“ 28 თებერვალი, 2014).TK