სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ივნისი

    „ბათუმში მცხოვრები დევნილები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. დევნილები ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა გლოვის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობენ. დევნილები აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მათი პრობლემის მოგვარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაავალა“ („საქ. რესპ.“ 8 ივნისი, 2013).TK

    ვლადიმერ პუტინი: „მე შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის ძალიან კეთილი ადამიანი, რა თქმა უნდა, ნამდვილი ქართველია. წამებიც კი არ ყოფილა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე არ ესაუბრა, თუმცა იგი ამ ყველაფერს ბრძნულად და მშვიდად აკეთებს“ („საქ. რესპ.“ 13 ივნისი, 2013).TK

    ვლადიმერ პუტინი: „მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა და ვფიქრობ, არ უარყოფს ამას. მე მას ვუთხარი – მიხეილ ნიკალაევიჩ, დავუშვათ ყველაფერი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ეს სისხლისღვრამდე... თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ომით დასრულდა. მომხდარზე საპასუხოდ კი რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ საკითხზე უკან დახევა ვერ წარმომიდგენია. საქართველოსთვის ეს ცნობილია, როგორც წითელი ხაზი, რომლის იქით გადასვლა მათაც არ შეუძლიათ, რამდენადაც საქართველო, როგორც თავად მიიჩნევს, ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის“ („საქ. რესპ.“ 13 ივნისი, 2013).TK

    „ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ერთი ახლად აშენებული და ასევე, რეაბილიტირებული ხიდები გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 3, 081, 463.25 ლარია. ხიდის რეაბილიტაცია 2012 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. ობიექტზე მშენებლობას ქართული კომპანია შპს „მამისონი“ ახორციელებდა, პროექტის ფარგლებში ადგილზე ჯამში 72 ადამიანი იყო დასაქმებული. ლასურიას ხიდის რეაბილიტაციის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი მუნიციპალურ ცენტრს დაუკავშირდა. მდინარე ცხენისწყლის ადიდების დროს აღნიშნული სოფლები გარესამყაროსგან მოწყვეტილი ხდებოდა, ხოლო სოფლების მცხოვრებლებს შემოვლითი გზით უხდებოდათ სარგებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის 42 მეტრით დაგრძელება, ხიდის საერთო სიგრძე ჯამში 147 მეტრია. ასევე, სახრაველას ხევზე მოხდა 18 მეტრიანი ახალი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო ბეტონის დამბა“ („საქ. რესპ.“ 26 ივნისი, 2013).TK

    მაკა გვარამია(საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ წევრი): „კადრებში ჩანს, რომ ეს ადამიანი გადაწვენილი და დაბმული ჰყავთ მაგიდაზე, აუპატიურებენ ბოთლით, ელექტროშოკით და ამის შემდეგ მასთან მიდის ერთი პიროვნება, რომელიც მას უკვე უშუალოდ აუპატიურებს, ანუ მასთან სქესობრივ აქტს ამყარებს. როგორც ირკვევა, ეს იყო ადამიანი, რომელიც სპეციალურად ამისთვის ჰყავდათ, რომ ადამიანები გაეუპატიურებინა და სწორედ ეს ადამიანი აუპატიურებს ყველა მსხვერპლს. მოკლედ ამ მაგიდაზე დაბმულ ადამიანს უკეთებენ ყველაფერს, რითაც კი შეიძლება მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენო. უბრალოდ ისიც კი არ მესმის, საიდან უჩნდებოდათ ასეთი ფანტაზიები, რომ ამგვარი ქმედებები მოეფიქრებინათ“ („საქ. რესპ.“ 28 ივნისი, 2013).TK