| ჩვენს შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია "სინერგია" დაფუძნებულია 2008 წლის 7 აპრილს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:გრიგოლ რუხაძე(ბერდიაკ. გიორგი) - თავმჯდომარე, ფილოსოფიის დოქტორი, პატროლოგი;
 გვანცა კოპლატაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიზანტინისტი;
 თეიმურაზ ბარაბაძე - დეკანოზი;
 გიორგი მაჭარაშვილი - ადვოკატი, აუდიტორი.
 ადმინისტრატორი - მაკრინე მაჭარაშვილი. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია: _ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ღირებულებების განვითარება;_ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა;
 _ წმიდა ადგილების მოლოცვა;
 _ შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვა ეროვნულ-სარწმუნოებრივ საკითხებზე;
 _ ჰუმანიტარულ, საეკლესიო, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროში მომზადებული ნაშრომების გამოცემა;
 _ ზემოაღნიშნულ მეცნიერულ დარგებში წარმატებით მოღვაწე პირთა წახალისება და/ან დაჯილდოება;
 _ პერიოდული საზოგადოებრივ-მეცნიერული ჟურნალის დაარსება და გამოცემა;
 _ საინფორმაციო-შემეცნებითი ინტერნეტ საიტის შექმნა.
 "სინერგიის" მიზნების განსახორციელებლად ფინანსურ ბაზას ქმნიან საზოგადოების წევრთა საწევროებიდან და ქველმოქმედთა შემოწირულობათაგან მიღებული თანხები.  საბანკო კოდი: TBCBGE 22, ანგარიშის ნომერი: GE39TB0541236080100001. ორგანიზაციას უფლება აქვს, ასევე, შეასრულოს სხვა ტიპის სამუშაოები, რაც შეზღუდული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. მისამართი: თბილისი, ერეკლე II მოედ. #1T. 298-26-34      E-mail:  madli.ssg@rambler.ru
             |