სამეცნიერო-საზოგადოებრივი
ჟურნალი
„სამი საუნჯე“N4(6), 2012
რეზიუმე
ვახტანგ ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი
გვანცა კოპლატაძე, სულიერი მახვილი
გიორგი გოგოლაშვილი, ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა
ბორის დარჩია, ფორმალისტური ლიტერატურული მიმდინარეობები და კლასიკური ქართული ლიტერატურა
ინეზა იამანიძე, განათლება და XXI საუკუნე
ანზორ თოთაძე, შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში
თეიმურაზ მირიანაშვილი, სიმართლე საქართველო – რუსეთის ურთიერთობაზე უკანასკნელი ხუთი საუკუნის განმავლობაში
ნოდარ ლომოური, მოკრძალებული მოგონებები
გულბაათ რცხილაძე, სერბეთისა
და საქართველოს ტრაგედია
ბოდნო არველაძე, სომეხი მეზღაპრე
მეცნიერები სააშკარაოზე
ბონდო არველაძე, კუმურდო
თინა იველაშვილი,თეთრი გენოციდის განხორციელების მცდელობა საქართველოში
მამუკა ცუხიშვილი,“მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე”
გრანი ქავთარია, თეოდორ მომზენი
გრიგოლ რუხაძე, სანამ ერესი აღმოცენდება
ვახტანგ ბერიძე
ნიკო ფიროსმანაშვილი
წიგნი მიძღვნილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის
(1862–1918) შემოქმედებისადმი. ფიროსმანაშვილს
არ მიუღია სპეციალური სამხატვრო განათლება,
მაგრამ თავისი დიდი ნიჭის წყალობით მან ხელოვნების
მაღალი ნიმუშები, საკუთარი მხატვრული სამყარო შექმნა.
მისი თემატიკა მრავალფეროვანი იყო: ქართული სოფლის ცხოვრება,
პორტრეტი, ნატურმორტი, ანიმალისტური ჟანრი, განსაკუთრებული
ადგილი ეჭირა მის შეოქმედებაში ძველი თბილისის მკვიდრთა ასახვას, ქეიფის
სცენებს, მან დაგვიტოვა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა მთელი
გალერეა.
გვანცა კოპლატაძე
სულიერი მახვილი
არამატერიალური სიტყვა, ანუ მახვილი სულისა (პავლე
მოციქული) მატერიალურ იარაღზე ბევრად უფრო
ბასრი და მჭრელია და რამდენადაც ადამიანის
არა მოკვდავ სხეულს, არამედ უკვდავ სულს აზიანებს,
ბევრად უფრო დიდი ვნების მოტანაც შეუძლია. კაცობრიობის
ისტორიაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ადამიანის ზნეობრივი დაქვეითება პირდაპირ
კავშირშია დაწერილი თუ წარმოთქმული სიტყვის სწრაფად გავრცელების ტექნიკურ
საშუალებათა დახვეწა-განვითარებასთან. რამდენადაც ამ საოცრად მზარდი პროცესის
შეჩერებაც შეუძლებელი ჩანს და მასზე გლობალური კონტროლის დაწესებაც, ამიტომ
მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების უკეთესი ნაწილის ძალისხმევაც
უწინარესად ადამიანის სწორად აღზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მათ აუცილებლად
უნდა მოიგონ ის მძიმე ბრძოლა, რომელიც დღეს განათლების სფეროში მიმდინარეობს,
რადგან მის მოგებას ადამის მთელი მოდგმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
გიორგი გოგოლაშვილი
ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა
იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების გზა – ეს იყო თავდადებული
შრომისა და შეუპოვარი ბრძოლის გზა, ეს იყო ერისა და
ქვეყნისათვის თავშეწირული მოღვაწის გზა, ნამდვილი წმინდანის
გზა.
იაკობ გოგებაშვილის შეგნებული ცხოვრება შეიძლება ორ ეტაპად
წარმოვიდგინოთ: საანბანე სახელმძღვანელოს – “დედაენის”
– შექმნამდე და “დედა-ენის” შექმნის შემდეგ.
და მთელი ეს გზა, ერთი მხრივ, წინააღმდეგობათა, დაპირისპირებათა,
იმედგაცრუებათა და, მეორე მხრივ, გამარჯვებათა, წარმატებათა
გრძელი გზაა. იმდენად დიდი იყო წინააღმდეგობანი, დაპირისპირებანი,
იმედგაცრუებანი, რომ იაკობის ადგილზე სხვას შეიძლება ან
დასახული მიზნისათვის ეღალატა, ანდა პოზიცია შეეცვალა; მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი
იყო გამარჯვებები, წარმატებები, იმდენად დიადი – მიზანი, იაკობი ვერ გატეხა
წინააღმდეგობებმა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა დასახული მიზნისა და
არჩეული გზისა.
ბორის დარჩია
ფორმალისტური ლიტერატურული მიმდინარეობები
და კლასიკური ქართულილი ტერატურა
სტატიაში განხილულია ამ ლიტერატურულ-თეორიული მიმდინარეობის
მიხედვით შექმნილი ორი ნაშრომი, რომლებიც ეხება გალაკტიონ ტაბიძის ლექსს
“მამული” და ილია ჭავჭავაძის მოთხრობებს. ნაჩვენებია, რომ კვლევის ეს მეთოდები
და შედეგები მიუღებელია.
ინეზა იამანიძე
განათლებადა XXI საუკუნე
სტატიის მიხედვით, საქართველოში განათლების ხარისხის
დაცემის მიზეზი არის არა განათლების სისტემა, პედაგოგიური
კოლექტივები და ხელმძღვანელი რგოლები, არამედ საქართველოს კანონი “ზოგადი
განათლების შესახებ”, რომლითაც სრულიად უგულველყოფილია არატიპური სკოლები.
დამატებითი განათლების ქსელების შექმნა და დამატებითი განათლების მიცემა
იკრძალება, და თანაც არა ერთი მუხლით. გამომდინარე აქედან, ავტორის აზრით,
კანონში შესატანია ცვლილებები. არის საკითხები, რომლებიც დახვეწასა და სრულყოფას
მოითხოვს, რათა უმოკლეს ვადაში კანონით შეიქმნას ის მექანიზმები, რომელიც
უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ხარისხიან განათლებას ყველა მოსწავლისათვის, მათი
ადაპტაცის მიზნით სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ანზორ თოთაძე
შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული
კვლევის ცენტრმა შეისწავლა სტუდენტების აზრი
საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება დადებითად შეაფასა
გამოკითხული სტუდენტების (302 სტუდენტი) 78,8 პროცენტმა, ხოლო უარყოფითად
– 5,3 პროცენტმა. რესპოდენტთა 15,9 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
სტუდენტების დიდ უმრავლესობას იმედი აქვს, რომ “ქართული ოცნება” შეძლებს
დაპირებების შესრულებას და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამავე დროს,
სტუდენტთა ასევე დიდი უმრავლესობის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის
პერიოდში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი; მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა
ერთპიროვნულად, უშუალოდ პრეზიდენტის მიერ; ხელისუფლება გამიზნულად იჭერდა
უდანაშაულო ადამიანებს, პატიმრების არნახული წამება ორგანიზებული იყო უშუალოდ
ხელისუფლების მიერ, საქართველოს პრეზიდენტს ნანახი ჰქონდა პატიმართა წამების
ამსახველი ვიდეო მასალა; საგრძნობლად იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა და
სხვ.
ყოველივე აღნიშნულის გამო სტუდენტთა უმრავლესობის აზრით (65,0 პროცენტი) “ნაციონალურმა
მოძრაობამ” უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი.
თეიმურაზ მირიანაშვილი
სიმართლე საქართველო - რუსეთის
ურთიერთობაზე
უკანასკნელი ხუთი საუკუნის განმავლობაში
სტატიაში უარყოფილია ვესტერნოფილების შეხედულებები,გამოხატული
ცნობილ გამოთქმაში: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე,
ვარ ევროპელი”. ავტორი ასაბუთებს, რომ ქართველები
არც გენეტიკურად, არც ეთნოკულტურის სულისკვეთებით არ
ენათესავებიან არცერთ ევროპელ ერს, რასაც დასავლელი მეცნიერებიც აღიარებენ.
ავტორის აზრით, ისტორიულად ასევე არ დასტურდება ვესტერნისტთა
მტკიცება, რომ საქართველო მუდამ ევროპისკენ და არა რუსეთისკენ
მიისწრაფოდა. სტატიაში მოტანილი ფაქტები გვიდასტურებს, რომ XV საუკუნის (ბიზანტიის
ერთმორწმუნე იმპერიის დამხობის) შემდეგ თითქმის ყველა ქართველი მეფე, საზოგადო
თუ პოლიტიკური მორვაწე ცდილობდა ჩვენი ქვეყნის დაახლოებას რუსეთთან.
1801 წლის შემდეგ კი ყველაზე დიადი ქართველი
პოლიტიკური მოაზროვნენი – ნ. ბარათაშვილი, დ. ყიფიანი,
ი. გოგებაშვილი, ი. ჭავჭავაძე – უაღრესად დადებითად აფასებდნენ ერეკლე მეორის
ისტორიულ გადაწყვეტილებას.
ნოდარ ლომოური
მოკრძალებულიმოგონებები
დღეს, როდესაც საქართველოს ხალხისადმი ოპოზიციაში მყოფი
პრეზიდენტი ჰყავს და ვითარება ჯერ კიდევ რთულია, ხელისუფლებაში ღირსეული
პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შედეგად, გაჩნდა იმედი ამ ვითარების
გამოსწორებისა. შემდგომი მოსალოდნელი სიძნელეების დაძლევისათვის უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭება იმ საბედნიერო გარემოებას, რომ ერს სულიერ მოძღვრად
ჰყავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ავტორი აღწერს მის უწმიდესობასთან გაცნობის ამბავს და იმ მოულოდნელ შთაბეჭდილებას, რომელიც მასზე მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ერუდიციითა და ეთიკურობით მოახდინა. სტატია ინტერესს იმ მხრივაც იწვევს, რომ ავტორი უშუალო მონაწილეა იმ სამეცნიერო-საეკლესიო დისპუტებისა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თაოსნობით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უძღოდა წინ.
გულბაათ რცხილაძე
სერბეთისა და საქართველოს ტრაგედია
სტატიაში მიმოხილულია კოსოვოში აშშ-სა და მისი მოკავშირეების
მხრიდან ალბანური სეპარატიზმის უპირობო მხარდაჭერის მიზეზები – ერთი მხრივ,
აშშ-ს სამხედრო სტრატეგია (სამხედრო ბაზების ათვისება, მათ შორის კოსოვოშიც
– ბაზა ბონდსტილი), ასევე ალბანური ლობის საქმიანობა შეერთებულ შტატებში.
დახასიათებულია ყოფილ იუგოსლავიასთან, კერძოდ, პრეზიდენტ მილოშევიჩთან და
ზოგადად სერბ ხალხთან მიმართებაში, ჰააგის ტრიბუნალის მიკერძოვებული მიდგომა.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ნატოს მხრიდან იუგოსლავიის
განადგურებამ და შემდგომში დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებამ,
საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის კონტექსტში სავალალო როლი შეასრულა.
”დასავლეთის მხრიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის არცნობის შემთხვევაში, არც რუსეთი
აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს” – ნათქვამია სტატიაში. გარდა ამისა,
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატოს სამშვიდობო (იგივე ოკუპაციური) ჯარების მოქმედებები,
რომლებმაც კოსოვოს ტერიტორიაზე დაუშვეს არაერთი მართლმადიდებლური
ტაძრის დანგრევა და შებილწვა, გარკვეულწილად გვიხსნის დასავლეთის მხრიდან
ნებისმიერი ანტიმართლმადიდებლური ძალების მხარდაჭერას სერბეთში, რუსეთსა თუ
საქართველოში. “დასავლეთს დიდად არ აღელვებს ცალკე აღებული საქართველო, ცალკე
აღებული სერბეთი ან თუნდაც ცალკე აღებული რუსეთი. მათ აღელვებთ მართლმადიდებლობა,
როგორც სარწმუნოება და როგორც ევრაზიური იდენტურობის საფუძველი” – ასკვნის
სტატიის ავტორი.
ბოდნო არველაძე
სომეხი მეზღაპრე მეცნიერები სააშკარაოზე
სტატიაში მიმოხილულია ახლახან ბაქოში გამოცემული ენციკლოპედიური
ხასიათის საცნობარო კრებული “ფალსიფიკაციის დამანგრეველნი” (ტ.
I, რუს. ენაზე), შემდგენელი და შესავლის
ავტორია ფუად ახუნდოვი. მასში თავმოყრილია საკმაოდ ვრცელი ამონარიდები ამერიკელ,
ევროპელ, რუს და ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომებიდან,
რომლებშიც მხილებულია სომეხ მეცნიერთა მიერ ჩადენილი ფალსიფიკაცია და მეცნიერული
თაღლითობანი. ეს კი მოიცავს ვრცელ პერიოდს, დაწყებული უძველესი ხანიდან –
დღემდე.
ბონდო არველაძე
კუმურდო
სოფელი კუმურდო მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან 14 კმ დაშორებით. აქ არის საეპიკოპოსო კათედრალი – კუმურდოს ტაძარი. იგი აიგო იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) ინციატივით 964 წ. მასზე არსებული ქართული წარწერების მიხედვით ხუროთმოძღვარი იყო საკოცარი. კუმურდოს ტაძარი მისი არქიტექტურული მხატვრული სტილით და ხუროთმოძღვრული აღნაგობით არის ქართული კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი. კუმურდოს საეპისკოპოსო ეპარქია ერთ-ერთი უძველესია ქართულ ეპარქიათა შორის. ეს ტაძარი, რომელსაც ორ ათეულზე მეტი ქართული სააღმშენებლო წარწერა ამკობს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სომეხმა მეცნიერმა სამველ კარაპეტიანმა სომხურ ტაძრად გამოაცხადა; მისი აშენების ინიციატორი ქართველი ეპისკოპოსი იოანე – სომეხ ჰოვჰანეს ეპისკოპოსად აქცია; ქართული არქიტექტურის ეს მშვენება სურბ-ჰამბარძუმის სახელობის სომხურ ტაძრად მონათლა.
თინა იველაშვილი
თეთრი გენოციდის განხორციელების
მცდელობა საქართველოში
გენოციდი ორი ფორმით ხორციელდება: სისხლისღვრით და
უსოსხლოდ. ეს უკანასკნელი თეთრი გენოციდის სახელითაა
ცნობილი. თეთრი გენოციდის რამდენიმე სახე არსებობს: ენობრივი, რელიგიური,
იდეოლოგიური, ზნეობრივ-მორალური, ეკონომიკური და ა. შ. ანტიეროვნულ-ანტისახელმწიფოებრივი
ხელისუფლების მხრიდან იგი შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ სხვა ეთნოსებისა
და განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთა ჯგუფების, არამედ საკუთარი
ხალხის მიმართაც. ამ ფაქტის კლასიკური მცდელობა საქართველოში ვარდების
რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ნაციონალებს ჰქონდათ. ცხრა წლის განმავლობაში
მათ შესძლეს ეკონომიკის, მეცნიერების, ეროვნულ-სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების
სრულ დევალვაციამდე მიყვანა. კატასტროფული
სოციალური და პოლიტიკური გარემო, დაკარგული და დასაკარგად გამზადებული ტერიტორიები,
მოუგვარებელი შიდა და გარე კონფლიქტები, მეზობელ ქვეყნებთან დაუდგენელი საზღვრები,
საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა, უცხოეთში გადახვეწილი რეპროდუქციული
მოსახლეობის ერთი მესამედი, მავანთა და მავანთა მიერ დანგრეული და მითვისებულ-გადაკეთებული
ისტორიული ძეგლები თუ ქართული ქრისტიანული
მართლმადიდებლური სალოცავები, სექტანტთა და უცხო რელიგიურ კონფესიათა მომრავლება,
მოშლილი განათლების სისტემა, განადგურებული სოფლის მეურნეობა, ტოტალური უმუშევრობა,
ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ერი, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენი,
გარედან მართულმა ხელუსუფლებამ მიზანმიმართულად გატარებული უსისხლო, ანუ
თეთრი გენოციდის მეშვეობით თითქმის დეგრადაცია-გადაშენების ზღვრამდე მიიყვანა.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ შესძლებს მის თავზე დამოკლეს მახვილივით
დაკიდებული თეთრი გენოციდის თავიდან აცილებასა და დღევანდელ მსიფლიოში თვითდამკვიდრებას,
თუ ის იქნება ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე, ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე
და ქრისტიანულ კულტურაზე ორიენტირებული.
მამუკა ცუხიშვილი
“მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე”
1940 წელს ბორჯომ-ახალციხის სარკინიგზო გზის მშენებლობის
დროს, ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, კლდის ძირში აღმოჩნდა აკლდამა, სადაც
დასვენებული იყო 35-45 წლის კაცის უხრწნელი ცხედარი.
1940-დან 1989 წლამდე ცხედარი დასვენებული იყო ახალციხის მუზეუმში (დღეს ეს მუზეუმი განთავსებულია ახალციხის ციხეში, რაბათში).
1971 წელს აკად. კონსტანტინე ერისთავმა ცხედარს (მუმიას) ჩაუტარა პათანატომიური მორფოლოგიური კვლევა, რომელიც იმავე წელს ცნობა-ანგარიშის სახით დაიბეჭდა მეცნ. აკადემიის ჟურნალ “მოამბეში”.
აღნიშნული მუმია (ცხედარი)
1989 წელს გადაასვენეს ზარზმის მონასტრის ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს.
სამედიცინო-სამეცნიერო კვლევის შედეგებიდან და ავტორის
დაკვირვებიდან გამომდინარე,
მუმია, რომელიც ეკლესიიდან განდგომილმა სასულიერო პირებმა
წმიდანად გამოაცხადეს და ხალხი დღემდე
ეთაყვანება მას, არ შეიძლება წმინდანი იყოს ორი მიზეზის გამო: 1) არ
ვიცით ვინ არის, არ არის ცნობილი მისი განვლილი ცხოვრების ისტორია და
2) არ აკმაყოფილებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს წმიდანთა
კანონიზაციის შესახებ.
ამდენად, მუმიამ უნდა განისვენოს არა ტაძარში, საკურთხევლის გვერდით, არამედ მიწაში, რადგან გარდაცვლილი “მიწაა და მიწადცა უნდა მიიქცეს”.
გრანი ქავთარია
თეოდორ მომზენი
რომის ისტორიის უნივერსალური მკვლევარი, ისტორიკოსი,
იურისტი, ფილოლოგი თეოდორ მომზენი აღიარებულია
მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად. სტატიაში გადმოცემულია გენიალური მეცნიერის
ცხოვრებისა და შემოქმედების მოკლე მიმოხილვა. თ. მომზენმა რომაული სიძველეების
შესწავლა ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
ხაზგასმულადაა წარმოდგენილი მისი მთავარი საისტორიო
ნაშრომის,"რომის ისტორიის" მხატვრული მხარე, რისთვისაც შვედეთის
მეცნიერებათა აკადემიამ 1902 წელს მომზენს
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა.
გრიგოლ რუხაძე
სანამ ერესი აღმოცენდება
ტატიაში გამოაშკარავებულია წმიდა მამათა თხზულებებიდან მოყვანილი ციტატების დამახინჯების შემთხვევები, რომლებიც პროფ. ე. ჭელიძის ნაწერებში გვხვდება. ამასთანავე, ავტორი გამოხატავს შეშფოთებას, რომელსაც ეკლესიის ზოგიერთი იერარქის მხრიდან სტატიაში მხილებული ავტორის კიდევ უფრო მეტი წახალისება იწვევს.
|