საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება. კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები შევლენ. კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ამასთან, იგი ითანამშრომლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება. − საქართველო დგას ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე, მათ შორის კი ერთ-ერთი დემოგრაფიული პრობლემაა. დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერთან შეხვედრა. დემოგრაფიული პრობლემა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში − შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს, − განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე განმარტებით, საქართველოში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. პიკი იყო 1970 წელს, როცა 120 ათასამდე ბავშვი დაიბადა, დღეს კი მაჩვენებელი ამის ნახევარიც არ არის. კატასტროფული ვითარებაა აბორტების თვალსაზრისით − 2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, − აღნიშნა ხუნდაძემ. პრემერ-მინისტრის ეს ინიციატივა პირველი ივნისიდან ამოქმედდება („საქ.რესპ.“ 12 მარტი, 2014).TK
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16 მარტს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს. განცხადებაში, რომელიც 17 მარტს გავრცელდა, მარგველაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმდენად, რამდენადაც უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამგვარი რეფერენდუმების გამართვის შესაძლებლობას, მას არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიული შედეგები. უფრო მეტიც, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, „შეუძლებელია წარმოვიდგინოთ საუბარი თავისუფალ არჩევანსა და ხალხის ნების გამოვლინებაზე იქ, სადაც ვითარებას უცხოური სახელმწიფოს, კერძოდ რუსეთის, შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ“. „საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ასეთი მოქმედებები. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი „რეფერენდუმებითა“ და „არჩევნებით“ ახორციელებს საოკუპაციო მართვას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებაში ყირიმის რეფერენდუმს აფასებენ, როგორც „რუსეთის მცდელობას მოახდინოს ყირიმის ანექსია“, რაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა სიტყვებით, „არის ვალდებულებათა უხეში დარღვევა“ როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ურთიერთობებში უკრაინასთან. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო გაერთიანებას გააერთიანოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია გამოიყვანოს თავისი ჯარები ყირიმიდან, მიაღწიოს ყირიმში, აგრეთვე უკრაინის სხვა რეგიონებშიც სიტუაციის დეესკალაციას, რათა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის და რუსეთმა დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო გაერთიანებასთან არსებული სიტუაციის მოწესრიგების საქმეში“, − აღნიშნულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში... ამავე დროს, საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ყირიმის რეფერენდუმს მხარი დაუჭირეს. აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრ ანქვაბის სიტყვებით, სოხუმი „პატივს სცემს ყირიმელთა ნებას, მხარს უჭერს და აღიარებს მათ საბედისწერო არჩევანს“. „ყირიმში გამართული პლებისციტი ასახავს ნახევარკუნძულის მრავალფეროვნული ხალხის ნებას. ეს საყოველთაო-სახალხო არჩევანი ემყარება არა მხოლოდ ისტორიულ წარსულს, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ რეალიებსაც. და ეს არის იმის კლასიკური მაგალითი, როდესაც ხალხის ნება ყველაფერზე მაღლაა“, − თქვა ანქვაბმა 16 მარტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გაკეთებულ კომენტარებში; ყირიმის რეფერენდუმს ანალოგიური შეფასება მისცეს ცხინვალშიც. „ყირიმის მცხოვრებთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ასახავს ყირიმელთა ისტორიულ გამოცდილებასა და მისწრაფებებს, არამედ ემყარება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსაც“, − განაცხადა 17 მარტს სამხრეთი ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
სტატიაში, რომელიც იანვრის ბოლოს ამერიკულ გამოცემა „დი უოლ სტრიტ ჯორნელში“ გამოქვეყნდა, სააკაშვილი მოუწოდებდა დასავლეთს მხარი დაეჭირათ უკრაინის ოპოზიციისთვის. სააკაშვილის სიტყვებით, უკრაინის დედაქალაქში ხდება „XXI საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუცია“, ბრძოლა ორ იდეოლოგიას შორის − დასავლურისა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ პრინციპებს და „პუტინისას“, რომელიც თრგუნავს სხვაგვარად აზროვნებას, ამართლებს დიქტატურას და ცდილობს აღადგინოს სსრ კავშირი. 14 მარტს ბრიტანულ „ დი გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი პარალელს ავლებს ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებსა და ყირიმს შორის. საქართველოს ექსპრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტიმული გახდა უკანონო მოქმედებების გაგრძელება, რომლებიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში. ეს არის შედეგი დასავლეთის რეაქციისა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდეგ, მისი სიტყვებით, არ მოახდინა „შესაბამისი“ რეაქცია. „უკრაინის მოვლენები არასოდეს მოხდებოდა, მაშინ დასავლეთს რომ მოეხდინა შესაბამისი რეაგირება საქართველოში მომხდარ მოვლენებზე. საქართველოში შემოჭრა იყო პირველი შემთხვევა „ცივი ომის“ შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა მცდელობა, გადასინჯოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. დასავლეთს არ სურდა, რომ ეს დაეჯერებინა, შემდეგ კი დასავლეთმა ამჯობინა ბრალი ორივე მხარისთვის დაეკისრებინა“, − ამბობს სააკაშვილი... შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ტაფტსის უნივერსიტეტში ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში − ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან სასწავლო ცენტრში − ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობებს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო მღელვარება, საქართველოს ექსპრეზიდენტი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში პროევროპულ ძალებს თავისი გამოსვლებითა და პუბლიკაციებით მოწინავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. იგი ორჯერ იყო უკრაინაში, სადაც, მისი მტკიცების თანახმად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას შესთავაზეს დაიკავოს „მაღალი პოსტი“, მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი განაცხადა („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
უკრაინის ხელისუფლებამ უარი უთხრა „რუსულ დიასპორას“ თვითგამორკვევის უფლებაზე − რეფერენდუმი ყირიმში იყო უკანონო, ვინაიდან რუსები არ არიან ყირიმის ძირეული ხალხი, განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ასევე დსთ-ს უწოდეს არაეფექტური ორგანიზაცია და გადაწყვიტეს გამოვიდნენ მისი შემადგენლობიდან. უმჯობესია, ვითანამშრომლოთ ნატოსთან, მიაჩნიათ კიევში („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
იაკობ ლეჟავა: „პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენს მასხრად აგდებას კარგა ხანია, შევეგუეთ, მაგრამ ქალბატონი ხიდაშელი ამით არ კმაყოფილდება, იგი ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში მოწოდებებითაც გამოდის, როდესაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის სამაგალითოდ დასჯისკენ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს საერთაშორისო ტრიბუნიდან. დავიჯეროთ, იმდენს ვერ ხვდება ინტელექტუალობაზე თავის დამდები რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომ სანქციების გზით რუსეთის დაჩოქება წარმოუდგენელია?! სანქციებით ირანთან ვერ გახდა ვერაფერს დასავლეთი და რუსეთთან მიმართებაში, რომლის გაზზეა მიბმული მთელი ევროპა (ზოგი 30-50%-ით და ზოგიც 100%-ით), ეს ხომ უტოპიაა! ვინც ფიქრობს, რომ ამით რუსეთი დასუსტდება − დაიშლება, ხოლო საქართველო გაბრწყინდება, მას სახეზე უნდა ეტყობოდეს სიბრიყვე, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ის ბრიყვი არ არის, ის აშკარა მტერია საქართველოსი, რუსეთის გამაღიზიანებელი ნაბიჯებით იგი თვითმკვლელობისკენ უბიძგებს ქვეყანას... ინგა გრიგოლიაზე და მის „რეაქციაზე“ მოგახსენებთ. გადაცემაში მოწვეული სტუმარი, მოსკოვის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს 2008 წლის ე.წ. აგვისტოს ომზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და, საერთოდ რუსეთის პოლიტიკაზე, მაგრამ, რომელიც მოწადინებულია აღდგეს რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ამ მიზნით მზადყოფნას გამოთქვამს თავისი წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის პრეზიდენტების(ან, საქართველოს მხრიდან პრემიერის) შეხვედრის ორგანიზებაში(რაც მას ხელეწიფება პუტინთან პირადი ნაცნობობის წყალობით), ვიღაც ჩხირკიამ და პოეტად წოდებულმა გოგიბედაშვილმა, გრიგოლიას ხელშეწყობით(!), საჯაროდ შეამკეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით... მაინც, სად გამოჩხრიკა გრიგოლიამ ჩხირკია?... გადაცემის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ ჩხირკია შემთხვევით მოხვედრილი არ იყო „რეაქციაში“, შემთხვევით არ მიუცია გრიგოლიას მისთვის შესაძლებლობა ხუთჯერ(!) დაეფიქსირებინა თავისი უზრდელობით გაჯერებული „ბრძნული“ აზრები, რომლებსაც აშკარად ჩანდა, გრიგოლიაც იზიარებდა და მხოლოდ ყასიდად მოუწოდებდა, ნორმის ფარგლებს ნუ გადახვალთო... გრიგოლიამ პუტინ-რუსეთის ამ მაგინებლებს, თითოეულს(!) ცალ-ცალკე, უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე მოსკოვიდან ჩამოსულ, გადაცემაში მონაწილე ერთადერთ(!) სტუმარს... სირცხვილი გრიგოლიას, რომელიც გავრცელებული ფრთიანი გამოთქმის მიუხედავად(დენზე, გაზზე და მასზე), სულაც არ გახლავთ უფასო, იგი ძალიან კარგად ანაზღაურებადი, ძალიან კარგად დაკვალიანებული, მაგრამ უნიჭოდ შენიღბული მხარდამჭერია სააკაშვილის და მისი მიმდევრების... მიუხედავად იმისა, რომ მაიდანზე მკვლელობებს იანუკოვიჩს და პუტინს უაპელაციოდ აბრალებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ამ დანაშაულის საერთაშორისო გამოძიებას(ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან) თავად „ბრალდებული“ რუსეთი მოითხოვს, და არა მაიდნის კოალიცია! „ამ საქმის ჩაფარცხვას ვერავინ მოახერხებს, სიმართლე თავის გზას იპოვის“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მეტყველებს! ყოვლად წარმოუდგენელია, თუნდაც მხოლოდ ეს ინფორმაცია გქონდეს ადამიანს(რომ არ გქონდეს შეუძლებელია, რადგანაც იგი მთელმა მსოფლიომ იხილა და მოისმინა) და ხელს დასავლეთის ნაცვლად, მაინც ჩრდილოეთისკენ იშვერდე... ჩვენზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორი დემოკრატია, კორუფციის როგორი აღმოფხვრა და რუსეთთან როგორი კეთილმეზობლური ურთიერთობა ელის იმ სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლებაც სააკაშვილს და მაკკეინს ამოიყენებს გვერდში“ („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
ნატო გადასინჯავს ურთიერთობებს რუსეთთან: რუსეთის ფედერაცია არ მიიღებს მონაწილეობას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების ოპერაციაში. „ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ შევაჩეროთ პრაქტიკული თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან. ეს ერთ-ერთი მაგალითია... ხოლო, როდესაც 1 და 2 აპრილს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს, ისინი გადასინჯავენ ყველა ჩვენს კავშირურთიერთობას რუსეთთან“, − განაცხადა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
ბექა დანელია: „ქართული ღვინის ექსპორტი 300%-ით გაიზარდა და ბოლო რამდენიმე თვეა მეღვინეებმაც გაილაღეს... 2014 წლის იანვარ-თებერვალის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ, 296%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში, 50-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ, საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 990 397 ბოთლი ღვინო. სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან − რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. ექსპორტის მთლიან მოცულობაში 68%-ით ლიდერობს რუსეთი, სადაც იანვარ-თებერვალში 6 865 545 ბოთლია გატანილი. „ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალი ბაზრების მოძიება, ასევე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად“, − აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა“ („საქ.რესპ.“ 19 მარტი, 2014).TK
ირინა სარიშვილი: „რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანისთვის ძალიან სასაცილოა, როცა ივანიშვილს და ოცნებას პრორუსული ორიენტაცია ბრალდებათ. ივანიშვილმა და ოცნებამ არა თუ გააგრძელეს სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა, პირიქით, უფრო შორს წავიდნენ. ახლა აფრიკაც დაიმატეს თავის ტკივილად. უფრო ზუსტად, ქვეყანას დაუმატეს თავის ტკივილად. არც ერთი განცხადება არც ივანიშვილის, არც ღარიბაშვილის და არც მარგველაშვილის არ საუბრობს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება განწყობილია რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად. თუნდაც ბეზრუკოვის გასტროლების ჩაშლის მაგალითი, აბსოლუტურად ადასტურებს ამას. აქედან გამომდინარე, ეს ცრუ ბრალდება ნაცებს სჭირდებათ უბრალოდ გასაფორმებლად, სინამდვილეში კი აქ წავა კიდევ უფრო მეტი აღრევის მცდელობა და ესეც საუკეთესო შემთხვევაში. მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი და ნახავთ, როგორ შეიქმნება რესპუბლიკურ-ნაციონალური უმრავლესობა... ერთი მხრივ, სააკაშვილს ბრალს დებენ იმაში, რომ აღიზიანებს რუსეთს, როცა მეიდანს მხარს უჭერსო და შემდეგ იგივეს აკეთებენ თვითონ და უსუფაშვილი საერთოდ ვიზიტს აპირებს კიევში ზუსტად ამ პოზიციით და კიდევ წუხილს გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ დააგვიანა პარლამენტმა მეიდანის მხარდამჭერი განცხადება და არ გაუშვა იქ სიმბოლურად ასკაციანი მებრძოლთა რაზმი. თუ ვინმეს პუტინი ან აქამდე, ან დღეს, ან მომავლისთვის ისეთი გულუბრყვილო ჰგონია, რომ სააკაშვილის ფიზიონომია უშლიდა მათ ნერვებს და იგივე რომ სხვამ გააკეთოს, ანუ ისევ იყოს იარაღი დასავლეთის ხელში მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ამას გაატარებს და დაარეგულირებს საქართველოსთან ურთიერთობას, ძალიან ცდება... საქართველოდან განსხვავებით და 2008 წელი მაქვს მხედველობაში, ყირიმთან დაკავშირებით რუსეთს ისტორიული საფუძველი ჰქონდა და თან გამომდინარე იქიდან, რომ ყირიმი თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ხელშეკრულების თანახმად, მაშინ უკვე თურქეთი აცხადებდა პრეტენზიას, ამიტომ ფაქტიურად, მან არარსებული პრეცედენტი შექმნა, მან შეიერთა ყირიმი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც თუ დაშლა დაემუქრება, რომელიმე ფარატინა ქაღალდს მიაქციოს ყურადღება. ფაქტიურად დასავლეთმა დაიწყო ძალიან საშიში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ“(„ახ. თაობა.“ 25 მარტი, 2014).TK
გაგრძელება