სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
აგვისტო

    ბიძინა ივანიშვილი: „მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო – ეს იყო მექრთამეობისა და დახლს ქვემოთ გადანახული სინდისის ქვეყანა, ქვეყანა სადაც კარგად ცხოვრება მხოლოდ კომპრომისებს და გაიძვერობას მოჰქონდა. საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც სწორედ ეს აბრკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი, რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ. ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად, წინაპარს“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ეს ხელისუფლება მდებს ბრალს იმაში, რომ მე რუსეთის შემოყვანა მინდა. აი, ამას მაბრალებს მე ხელისუფლება და ამას გაჰკივიან მის მიერ დაგეშილი ადამიანები. მაგრამ სწორედ ამ ხელისუფლების მეთაურმა, სააკაშვილმა, თავისი უგუნური პოლიტიკით, უკვე შემოიყვანა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, და ეს რომ ასეა, ამის დასტურია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მდგარი რუსეთის ჯარი და ასობით დაკარგული ქართული სოფელი“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ შევცვლით შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლოს დაქირავებულის უფლებების შელახვა. ჩვენ აღვადგენთ სამართლებრივ და უფლებრივ წონასწორობას დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ვეღარავინ გაბედავს ჩვენი მოქალაქის ან სტუმრის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას! ეს დამთავრდება! ამის სიტყვას მე გაძლევთ“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „აქვე ვახსენებ კიდევ ერთ გაუგებრობას, რომელშიც თქვენ ხელისუფლებამ გაგხვიათ. ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ქართული ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნაწილია. ვიცით ისიც, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამიტომ მხოლოდ უნდა გვეამაყებოდეს ის, რომ ქრისტიანული ეკლესიების გვერდით საქართველოში დღეს მუსლიმანური მეჩეთები მოქმედებს“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებმა და მუსლიმანებმა ერთმანეთის გვერდით თანასწორად და ღირსეულად უნდა იცხოვრონ. მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის აშენება გაშფოთებთ, არამედ თქვენ გაშფოთებთ ჩვენი ხელისუფლების ძალიან საეჭვო ნაბიჯები. თორემ უცხო ქვეყნის მიწაზე მდებარე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრებს თუ რა ბედი ეწევა, ჩვენ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მართლაც გვადარდებს“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ოფიციალური მონაცემებით 2003 წლიდან დღემდე საქართველოში რვა-ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, ეს ცოტა არ არის ჩვენისთანა ქვეყნისთვის. ამ ინვესტიციას, წესით და კანონით, სულ მცირე 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა 170 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის. დაუჯერებელია, მაგრამ პირიქით მოხდა! ხალხო, თურმე დღეს საქართველოში, საჯარო ოფიციალური მონაცემებით, 150 ათასი ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, 150 ათასი ადამიანით ნაკლებს აქვს სამუშაო და სამსახური, ვიდრე 2003 წლის მიწურულს“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ, „ქართული ოცნება“, აუცილებლად აღვადგენთ ნაოსნობის ტრადიციას, ფლოტის გადარჩენითა და განვითარებით გაჩნდება ასეულობით სამუშაო ადგილი და ბევრი ჩვენი მოქალაქე დაიბრუნებს თავის პროფესიას“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „აჭარაში შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ციტრუსია. თქვენ თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ ამ შრომის შესატყვისი შემოსავალი არ გაქვთ. ჩვენ დავკარგეთ გასაღების ბაზარი და არაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ახალი ბაზარი გამოგვენახა. აჭარაში ციტრუსის მოსავალი გაუსაღებელი რჩება, ან ისეთ ფასად იყიდება, ტრანსპორტირების ხარჯსაც რომ ვერ ანაზღაურებს. ჩვენ გამოვნახავთ ახალ ბაზრებს და რუსულ ბაზარსაც დავიბრუნებთ“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „გახსოვთ ალბათ, ამას წინათ, ბათუმელებს სააკაშვილი ევროპაში ყველაზე მაღალ – 40 სართულიან უნივერსიტეტს დაჰპირდა – 35-ე სართულზე ეშმაკის ბორბლით, კაფე-ბარებით და ბიბლიოთეკით. ტელეკამერების წინ სპეციალურად შექმნილი დეკორაციიდან ახალგაზრდებს მოუწოდა, ყავის ჭიქით და წიგნით ეშმაკის ბორბალზე მოკალათებულებმა იმეცადინეთო. აი, ასე დასცინის სააკაშვილი ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლების მიღება ფინანსურად მიუწვდომელია, მრავალ სტუდენტს კი სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, რადგან გადასახადებს ვერ იხდის. სააკაშვილს ისე უჭირავს თავი, თითქოს ბათუმში არ იყო, ხელისუფლება რომ დაერია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, როცა აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 2007 წლის 8 ნოემბრიდან უკვე 5 წელი გადის, მაგრამ ამ ახალგაზრდებისთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია, ვითომც არაფერი მომხდარა, და ახლა ეშმაკის ბორბლით უნდათ თავბრუ დაახვიონ“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ნამდვილად ვიზრუნებთ ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო აიღებს თავის თავზე ვალდებულებას და ყოველი მოქალაქის ჯანმრთელობას დაიცავს. ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ნამდვილად შევძლებთ იმას, რომ საბანკო პროცენტი მკვეთრად შემცირდება, შესაბამისად, ადამიანებს კიდევ ექნებათ შანსი, რათა ხელი მიჰყონ პერსპექტიულ ბიზნესს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ბანკთანაც გაასწორონ ანგარიში, ბიზნესიც განავითარონ და დამოუკიდებელი, ღირსეული ცხოვრების საშუალებაც მოიპოვონ“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „შემოდგომიდან ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე, საქმეს გააკეთებს და არაფერს დააყვედრებს თავის მოქალაქეებს, რადგან ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა – ხალხი ხელისუფლებას“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „8 აგვისტოს მეოთხე წლისთავი სრულდება იმ ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ომის დაწყების დღიდან რუსეთს და საქართველოს  შორის, რომელსაც რუსების მიერ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა. საუბედუროდ, გასულმა წლებმა მშვიდობის მიღწევა უფრო რეალურ პერსპექტივად ვერ აქცია. რეგიონში, რომელიც ცდილობს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას მე-19 საუკუნის ინსტიტუტებით, რომლის ფესვებიც მე-16 საუკუნის კონფლიქტებშია, დაძაბულობა იზრდება“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „რუსეთი განაგრძობს ისტორიული წინააღმდეგობების გამწვავებას, ცდილობს რა წონასწორობა დააკარგვინოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია. სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამწვავებს სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოების პრობლემებზე წარსულის ტერმინებით ლაპარაკობს – მაგალითად, მან განაცხადა, რომ დაანგრევს „ახალ ბერლინის კედელს“ საქართველოს და რუსეთს შორის“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოში არ არის ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ სიმძიმედ გვაწევს სწორედ ის ერთპარტიული ავტორიტარული მოდელი, რომელმაც ასეთი დამღუპველი როლი ითამაშა სხვა პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის. წარსულში სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციურ მოძრაობებს სასტიკად ახშობდნენ. ამიტომ, მე, როგორც კერძო მოქალაქე, დავეხმარე ექვს პარტიას ძალების გაერთიანებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ რეალურად ვაფასებთ საქართველოს შესაძლებლობებს; არ დავიწყებთ იარაღის ჟღარუნს და ვაღიარებთ, რომ საქართველო პატარა რეგიონალური სახელმწიფოა, რომელიც ძალიან სახიფათო გარემოში ცხოვრობს. ჩვენ ვერ შევძლებთ სტაბილური მომავლის აშენებას რუსეთთან, ან ნებისმიერ სხვასთან სამხედრო სიმძლავრეში შეჯიბრით. თუკი ჩვენ კავკასიურ კუბად გარდავიქმნებით, შეგვიძლია სამუდამოდ დავემშვიდობოთ დასავლეთთან გაერთიანების იმედებს“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი დიალოგი რუსეთთან იქნება მტკიცე და პრინციპული. რუსეთი და საქართველო დღესაც კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე. ეს კონფლიქტი წარმოიშვა ქსენოფობიური და კონფრონტაციული მიდგომით, რაც ორივე ქვეყნის მთავრობისთვისაა დამახასიათებელი. თუკი ჩვენ შევძლებთ იმის აღიარებას, რომ შეცდომები ორივე მხარემ დავუშვით, ეს უკვე გარკვეული პროგრესი იქნება“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „რაც შეეხება მათ, ვისაც ჩვენი გეგმები რუსული შეთქმულების ნაწილად მიაჩნია, რომელიც საქართველოს სიმტკიცის შესუსტებისკენაა მიმართული, მე მინდა მათი ყურადღება მივაპყრო კონფლიქტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვა წერტილებშია გაჩაღებული. თავისუფლებასა და დემოკრატიაზე იმედის გარეშე ჩვენი საზოგადოება საბოლოოდ აფეთქდება შიდა წინააღმდეგობებისგან. ეს ქვაბი უკვე დუღს. კავკასიას შეიძლება ემუქრებოდეს რელიგიათშორისი კონფლიქტი, როგორიც სირიაშია. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს გვერდით რუსეთი და ირანი არიან, ეს არ არის ის რისკი, რომელზე წასვლისთვისაც ჩვენ მზად ვართ“ („საქ. რესპ.“ 7 აგვისტო, 2012)2012).TK

    „ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ნაკურთხი და დალოცვილი ჯვრის გუმბათზე აღმართვაში, რესტავრატორებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება. ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ გამოცხადდა“ („საქ. რესპ.“ 18 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „90-იანი წლები უმძიმესი აღმოჩნდა მთელი ქვეყნისთვის. რუსთავს ეს განსაკუთრებით შეეხო. ქალაქი, რომელშიც 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო მუშაობდა, მათ შორის, გიგანტური მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმიური ბოჭკოს და ცემენტის ქარხნები და მრავალი სხვა, დღეს თითქმის გაცამტვერებულია. კვალიფიციური მეტალურგები, ინჟინრები და ქიმიკოსები უფუნქციოდ დარჩნენ, ხოლო ათობით ათასი მუშა მოსამსახურე ბედის ანაბარაა მიტოვებული. ამდენი წელი გავიდა და 5 ათასი მეტალურგი ახლაც ელოდება სახელფასო დავალიანების მიღებას. ამ თანხის გადახდას მათ სააკაშვილიც დაჰპირდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ესეც დაპირებად დარჩა. მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს! კარგად ვიცი, რომ დღეს ეს გამრჯე ხალხი სიღარიბის ისეთ ზღვარზეა, რომ ლამის შიმშილობს“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ ახლა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კომედია და ფარსია, საშინაო პოლიტიკა კი – ტრაგიკული. ორივე უნდა გამოსწორდეს და ერთმანეთის შესაბამისი გახდეს. საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს რეალისტური, პრინციპული და ამავე დროს, მოქნილი, რათა საშინაო პოლიტიკა ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას თავისუფლად ემსახურებოდეს, და პირიქით, საგარეო პოლიტიკას საიმედოდ გაუმაგრებს ზურგს ადამიანის თავისუფლების პრინციპულად დამცველი და ხელშემწყობი, სამართლიანი და დემოკრატიული საშინაო პოლიტიკა“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენთან ბიზნესი განიხილება, როგორც დაფინანსების წყარო ხელისუფლების მიზნების მისაღწევად, ბიზნესმენი კი „გასაწეწ ობიექტად“ არის მიჩნეული. ამ ხელისუფლებისათვის ბიზნესმენი კლასობრივი მტერია, რომელიც ან უნდა დაჰყვეს მათ ნებას, ან უნდა განადგურდეს. ვინც ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არ არის და ხელისუფლების მითითებებს არ ასრულებს, ის აუცილებლად გაკოტრდება, თუ საერთოდ დაჭერას გადაურჩა“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ქართველმა ბიზნესმენებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი! საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა მთელ ქვეყანაში და აღარასოდეს განმეორდება! ქურდული წესრიგი ხელისუფლებამ კი არ მოსპო, არამედ ჩაანაცვლა და ერთი მოძალადე მეორეთი შეიცვალა“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს, ცხადია, ეს ზღვარი არ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას, ამ დახმარებას მიიღებს ყველა, ვისაც იგი ნამდვილად სჭირდება. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარების მიღება აღარასდროს მოხდება ადამიანის ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენ დავიცავთ დასაქმებულთა ინტერესებსაც. ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგებთ შრომის კოდექსს და მას ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვებთ“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ეს ეგრეთ წოდებული სამშენებლო ბუმი იმ კრედიტებით წამოიწყო, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოგვიყვეს ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ამ თანხების, ამ ვალების გადახდა სამომავლოდ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს მოუწევს, ხოლო ზოგი იმდენწლიანი ვალია, რომ ჩვენს შვილთაშვილებსაც მოუწევთ მისი გადახდა. აი, ამას გვაყვედრის სააკაშვილი, ამით მოაქვს თავი, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოშია მშენებლობის ბუმი. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცილებით მეტი შენდება, მაგრამ ამით არავინ ტრაბახობს. ახლა ამ მშენებლობებს სააკაშვილმა სრულიად სხვა დატვირთვა მიანიჭა. მშენებლობები არჩევნების წინ ხალხის მოსატყუებლად, მათი დასაქმების ილუზიის შესაქმნელად სჭირდება. გაჭირვეულ ხალხს მოკლევადიან სამუშაოს აძლევს, თან აშინებს და აშანტაჟებს, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ისინი კვლავ უსამსახუროდ დარჩებიან“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 9 წელი ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაში იყო, თითქოს მათ ხელში არ იყო ამდენ ხანს ყველაფერი. ახლა გაახსენდათ ადამიანი, ახლა გაახსენდათ სოფელი და დასაქმება, თითქოს იმაზე ფიქრით ათენებენ და აღამებენ, როგორ მოუტანონ მეტი სარგებელი ხალხს. ჩვენი პროგრამა რომ მიითვისეს, ჩვენი ციფრები რომ აიღეს და ოთხზე გაამრავლეს და 4 წელიწადში 40 მილიარდიან ბიუჯეტს რომ დაჰპირდნენ ხალხს, საიდან მოიტანენ ამ თანხებს, გვითხრან! რის ხარჯზე ფიქრობენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, საიდან მოაქვთ ეს ფული?! კეთილი ინებონ და გვაჩვენონ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც უკვე გაწერილი უნდა ჰქონდეთ ყველაფერი! ეს ციფრები მხოლოდ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად არის ნათქვამი“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს! მასწავლებლებო, გათავისუფლდით! დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის!“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    „კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა. ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეთრიწყაროში მამუკა აბულაძე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჩაანაცვლა, ხოლო თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძის მაგივრად ზაალ გოგსაძე იყრის კენჭს. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ცაგერისა და ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარუდგინა. მისი თქმით, ცაგერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ინჟინერ-მექანიკოსი მამუკა ჩაჩხიანი იქნება, ახალქალაქში კი კენჭს ფიზიკოსი და „ჯავახკის“ თავმჯდომარე ნორიკ კარაპეტიანი იყრის“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „რაიმე სპეციფიკური, სერიოზული და კონფლიქტური სიტუაცია შიგნით არ სუფევს. თითოეული პარტიის წარმომადგენელს სურდა ერთ პარტიად ჩამოვყალიბებულიყავით, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ დღესაც, რადგან ყველა პარტიამ თავისი სახე უნდა შეინარჩუნოს, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც, რამდენჯერმე მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ დღესაც – ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატები, კიდევ იყო მეოთხე, სადღაც დაიკარგა – ქართული პარტია, ესენი არიან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები. თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. თუ მათ სურთ ჩემთან შეხვედრა, მე თანხმობას განვაცხადებ ერთი პირობით – მათ უნდა აღიარონ, რომ ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში მეც და ჩემი კოალიციის წარმომადგენლებიც მათთან დებატებში დასხდებიან. ცრუ ოპოზიციასთან ჩვენ დებატებში არ დავსხდებით და მოსახლეობას არ შევიყვანთ შეცდომაში, რომ ჩვენ ოპოზიციონერებს ვესაუბრებით. თუ ისინი აღიარებენ იმას, რაც პრაქტიკულად მთელმა საქართველომ იცის, და იტყვიან, რომ წარმოადგენენ ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დებატების გამართვა“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ზვიად ძიძიგური: „ბლოკის საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით სრულიად უკანონოდ იქმნება პრობლემები. ამ პრობლემას ქმნიან პირადად ხარატიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ მართავენ ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი და კანონის გვერდით ავლით ცდილობენ, რომ 7 ნომერი არ იყოს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი“ („საქ. რესპ.“ 21 აგვისტო, 2012)2012).TK

    ეკატერინე ხვედელიძე: „ჩვენ, რომ ჟაკლინ კენედისნაირ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, გარწმუნებთ, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების არანაირი სურვილი არ გამიჩნდებოდა. ეს სურვილი არც ბიძინას ჰქონდა და მით უმეტეს – მე. მაგრამ ეს არ მოდის ჩვენი სურვილიდან, არამედ – ვალდებულების გრძნობიდან. რა თქმა უნდა, ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მთლიანად ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, დისკუსიაც გვქონდა. კამათიც იყო, რადგან საფრთხე არსებობდა და ამას კარგად ვგრძნობდი, ბიძინა – განსაკუთრებით, იმიტომ, რომ კარგად იცნობს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და იცის, რაზე არიან წამსვლელები. ამიტომ ეს ძალიან დიდი ნაფიქრი იყო და ბევრი ემოცია დაიხარჯა ნაბიჯის გადადგმამდე. ახლაც 27-მა მაისმა ეს სიტუაცია უფრო ნათლად გამოაჩინა. თუ 27 მაისამდე იმის საფრთხე არ არსებობდა, რომ შეიძლება რამე მომხდარიყო, 27 მაისის მუხტმა ყველას დაანახვა, თუ რა განწყობაა ხალხში, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაში და, შესაბამისად, საფრთხეც გაიზარდა... აქედან გამომდინარე, 10 ივლისს უკვე ქუთაისში აღარ ვიქნები. ძალიან ემოციური თემაა და ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი. მაგრამ თუ ღმერთმა არ ქნა და ბიძინამ ვერ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ მე ვიტვირთებ და გავაგრძელებ. ამიტომ უკვე ჩვენი ერთად ყოფნა აღარ არის სასურველი“ („საქ. რესპ.“ 25 აგვისტო, 2012)2012).TK

    ეკატერინე ხვედელიძე: „...უტას პოლიტიკური ამბიციები აქვს და არ ისვენებდა, არ ჩერდებოდა და ძალიან კარგადაც იქცეოდა. უტა დღესაც აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და დიდი სურვილი აქვს, რომ მომავალში პოლიტიკაში ნახოს თავისი ადგილი“ („საქ. რესპ.“ 25 აგვისტო, 2012)2012).TK

    ეკატერინე ხვედელიძე: „ბიძინამ ეს ნაბიჯი შეგნებულად, გააზრებულად გადადგა და გადაწყვიტა იმის გაკეთება, რისი ვალდებულიც არის – თავის ქვეყანას, ჩვენი შვილების მომავალს უნდა დაეხმაროს! შესაბამისად, აქ უკვე აღარ არის იმაზე ფიქრის დრო, რამდენად შეიზღუდა ჩვენი თავისუფლება, ან რამდენად დავკარგეთ კომფორტი და ა.შ. მეტსაც გეტყვით, ყოველთვის განებივრებული ვიყავი, რადგან ბიძინას და ჩემი უფროსი ვაჟების – უტას და ბერას სახით იმდენად ძლიერი მამაკაცები მიდგანან გვერდით, რომ შემეძლო, როგორც მინდოდა, ისე მეცხოვრა“ („საქ. რესპ.“ 25 აგვისტო, 2012)2012).TK

    ეკატერინე ხვედელიძე: „ბიძინას პირველივე განცხადებაში აღნიშნული იყო – მას სურს, საზოგადოება იმდენად გაძლიერდეს, რომ ყველა ვალდებულად მიიჩნევდეს თავს, მოსთხოვოს ხელისუფლებას, მის წინაშე პასუხი აგოს... დარწმუნებული ვარ, კარგად ვიცნობ ბიძინას და რომ ის ამას აუცილებლად განახორციელებს. ამითაც არის განპირობებული, რომ ბიძინას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია როგორც ხშირად უყვართ პოლიტიკოსებს, ერთხელ აირჩევიან და შემდეგ ჰგონიათ, რომ მუდმივად უნდა იყვნენ. ამიტომაც აცხადებს ბიძინა, რომ მაქსიმუმ 2-3 წლის შემდეგ მსურს წასვლა, რათა ჩავდგე საზოგადოების სამსახურში, გავაძლიერო საზოგადოებრივი სექტორიო“ („საქ. რესპ.“ 25 აგვისტო, 2012)2012).TK

    ეკატერინე ხვედელიძე: „ბიძინამ ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ის მაქსიმალურად შეეცდება, მონაწილეობა არ მიიღოს მე-9 არხის მმართველობაში. მეც ვუერთდები ბიძინას განცხადებას და გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის, ჩავერიოთ ამ ტელევიზიის მართვაში, ხელი შევუშალოთ, ან პირიქით – შევუწყოთ. ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და თავისი მიზნების განსახორციელებლად თვითონ მოქმედებენ. მეტსაც გეტყვით, იმის მიუხედავად, რომ საცდელი მაუწყებლობაა და ძალიან შეზღუდულია, ხელი შეგვიშალეს, ბევრი აპარატურა დაიწვა და ა.შ. გუნდი, მართლაც გულწრფელად ვიტყვი, რომ ბევრს მუშაობს, ბევრს ცდილობენ. თუმცა, არის გადაცემა, რომელიც პირადად მე არ მომწონს, მაგრამ არც მითქვამს, ახლა პირველად ვაცხადებ და იმედია, არ მიწყენენ მე-9 არხის თანამშრომლები, მაგრამ არ მომწონს და არ ვერევი, არც ვაცხადებ, არც ვცდილობ, რომ ან ვუკარნახო, ან რამე მოვითხოვო... არავითარ შემთხვევაში“ („საქ. რესპ.“ 25 აგვისტო, 2012)2012).TK