სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2012 წლის ქრონიკა
თებერვალი

    2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია «ქართული ოცნება» დააფუძნა (“საქ. რესპ.” 22 თებერვალი, 2012).TK

    კოალიცია «ქართული ოცნების» ერთ-ერთი დაპირება: “დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში” (“საქ. რესპ.” 22 თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ძალიან კარგად ვიცი ხალხის შერჩევა” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენი პატრიარქი ბრძენი ადამიანია” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “დღეს პოლიცია პოლიტიზებულია და ერთი კაცის სურვილებს ასრულებს. ხორციელდება ზეწოლა საქართველოს მოქალაქეებზე – რეგიონებსა თუ ქალაქებში” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “არ მსურს ამ საკითხთან (რუსეთთან ურთიერთობა) დაკავშირებით ილუზიების შექმნა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი სფეროები, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ნატოს წევრობა ჩვენთვის ნამდვილად საუკეთესო დაცვაა. ჩვენ ამას რუსეთის გაღიზიანების გარეშე შეგვიძლია მივაღწიოთ” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “რესპუბლიკელები” ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულ და შეგნებულად უპასუხისმგებლო ქმედებებში არ შემიმჩნევია” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით: ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საზოგადოების აზრია გასათვალისწინებელი” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “რაც შეეხება ნინოს (ბურჯანაძე), ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები! ბურჯანაძე ისევ ფიქრობს, რომ ქუჩიდან უნდა მოხდეს პრეზიდენტისა და ხელისუფლების შეცვლა” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “გამანთავისუფლეს, თავისუფალი ვარ, “სვაბოდაზე!...” THE FREEDOM! _ ეს ქართველი ამერიკელებისათვის” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “მთელი ცხოვრება ვიბრძვი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, მაშინაც კი, როცა “ყვარყვარე” დავდგი, შიში არ შემიმჩნევია ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის. 1973 წელი იდგა. ლპობის პერიოდი იყო” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “ჩემი ხელოვნებაც ისეთია, რომ თავისთავად მოითხოვს ვაჟკაცობასა და სითამამეს” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “რუსული თეატრი მაშინაც კი, როცა ძალიან რთული წლები იყო, ქადაგებდა სიმართლეს, ახლა ასეთი სპექტაკლები გაქრა” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “დაწყებული ბერძნული ტრაგედიიდან დღემდე, თეატრი ლაპარაკობს ტირანებზე, უსამართლო კანონებზე” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “პოლიტიკური ცხოვრება, გვინდა არ გვინდა, ადამიანის ფსიქოლოგიურ, მორალურ თუ ზნეობრივ მხარეზე მოქმედებს, და თუ ქვეყანა გაუძლებს განსაცდელს, მხოლოდ იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც მორალურ და ზნეობრივ სიჯანსაღეს კეთილდღეობაში არ ცვლიან”  (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    რობერტ სტურუა: “მნიშვნელოვანი კანონები დაირღვა სახელმწიფოს შენებისას, ეს არის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ირაკლი ალასანია: “პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი) იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ბურჯანაძე არ თამაშობდა, მას ჰქონდა გამოცდილება. თანამოაზრეთა კარგი გუნდით იყო წარმოდგენილი “სახალხო კრება”, მაგრამ მისი პოზიცია – ბრძოლის არენა გადაიტანოს ქუჩაში – მიუღებელია!” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “სააკაშვილის სიტყვებით ვაგინო პუტინი – არ მიმაჩნია ეთიკურად, რადგან პუტინი იქნება თუ სხვა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთანაც და ისეც – საუბარიც და ურთიერთობაც” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს ვამყარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არც რუსეთის ბაზრის ზერელედ ხსენებაა სასურველი, უდიდესი ბაზარია, და რაც მთავარია, რუსეთში მოღვაწეობით მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს, ეს არ უნდა დავივიწყოთ?” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ვარდების რევოლუციის პერიოდში სააკაშვილის გულწრფელად მჯეროდა, არ გიმალავთ, ალბათ, ეს ჩემი შეცდომაც იყო, შეიძ-ლება ვინმესთვის დანაშაულიც” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “კორუფციასთან ბრძოლა ჩემი ინიციატივით მოხდა, ჩემი ოცნება იყო კორუფციის დამარცხება და რაღაც ფორმით ეს შევძელით კიდეც. დღეს კი ვუყურებთ სააკაშვილს და ვხედავთ, როგორ გაამწაროს ხალხი, სულ ამის ფიქრშია!” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი ფულით იარაღი შეეძინათ! გასაგებია, რომ სახელწიფოს იარაღი სჭირდება, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ჩემი ფულით სამხედროებს ტანსაცმელი უყიდეს და, სხვათა შორის, პირადად ვაკონტროლებდი. იმის შემდეგ სამმაგ ფასში იყიდეს იგივე ფეხსაცმელები და თანაც იგივე კომპანიისგან!” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “400 სკოლა რომ გარემონტდა, ოთხმოცი მილიონი პირდაპირ ბიუჯეტში გადავრიცხე, რაც ქველმოქმედებაში არ აისახა, მათ უნდოდათ, თავად მიეწერათ სკოლების გარემონტება” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “გლეხებს, რომ  ვუყურებდი, მათი საცოდაობით ვიწვოდი და იმ ხარების საცოდაობით, გლეხები, რომ ამუშავებდნენ. მირჩევნია, მე დავიდო ზურგზე ის ტვირთი, ვიდრე იმ გასაცოდავებულ ხარებს ვუყურო-მეთქი, ვეუბნებოდი და სერიოზულ დაფინანსებასაც ვთავაზობდი” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი კაცი, რომელიც არ ცრუობდა, როგორც სააკაშვილი ცრუობს! ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ზვიადს გულწრფელად უყვარდა სამშობლო და მისი ღვაწლი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესია!” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში მომხდარიყო, სწორედ 1991-92 წლებში მოხდა! ამის შემდგომ ვეღარ გავიმართეთ წელში” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ვთვლი, რომ გაყალბების შემთხვევაში, არც ამერიკა და არც ევროპა ხელს არ მოაწერს არჩევნების გაყალბების მორიგ პრეცედენტს” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “იმ შემთხვევაში, თუ ოცი და ოცდაათი პროცენტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით! დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ! თუ საჭირო გახდა, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოვუწოდებ” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედია ის საზღვარიც, რომელიც დიდ სახელმწიფოსთან, რუსეთთან გვაქვს, ჩვენი გუნდის ვალდებულებაა, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დღევანდელი გადმოსახედიდან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ გეტყვით: შესაძლებლად მიმაჩნია ერთდროულად რუსეთთანაც სწორი ურთიერთობის დამყარება და ნატოსკენ სწრაფვაც” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “საინტერესონი უნდა გავხდეთ აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც და ამასაც ხმამაღლა ვაცხადებ! ჩემთვის გადამწყვეტია ის ოცდაათსაუკუნოვანი ქართული კულტურა, რომლითაც, ჩვენდა საბედნიეროდ, გაგვაჩნია და ვთვლით, რომ ეს ჩვენი კულტურა აუცილებლად მისაბაძი და გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ერისა და ეთნიკური უმცირესობისთვის” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK

    ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენს ხალხს ვაძლევ ერთადერთ პირობას – ვიქნები განუხრელად დამცველი იმ პოზიციებისა, რაც მაქვს” (“ქართ. ოცნ.” თებერვალი, 2012).TK