სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

აგვისტო

    კობა იმედაშვილი: „საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემის „საუბრები ბიბლიაზე“ შეწყვეტამ მეტად მნიშვნელოვანი საქმე დააზარალა, საზოგადოების სულიერი გაჯანსაღებისა და რელიგიური თუ ლიტერატურული განათლების საშური საქმე... პირველი გადაცემა სავსებით შეგნებულად ხაზგასმით ასკეტურად გაკეთდა, რათა მსმენელის და მაყურებლის ყურადღება მხოლოდ სიტყვაზე, მხოლოდ აზრზე გადატანილიყო, ასეთი მიდგომა სავსებით ესადაგება მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციებსა და მოთხოვნებს“ („საქ. რესპ.“ 18 აგვისტო, 1994).GK

    გენერალი გიორგი მაზნიაშვილი (მაზნიევი): „1923 წელს ჟორდანიას მთავრობის გამოგზავნილი ფულით პარიზს ჩავედი... ჩასვლისთანავე მთავრობის წევრებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გავაცანი საქართველოში არსებული ვითარება, შეწვატყობინე მათ თუ რა იმედებს ამყარებენ საქართველოში ემიგრაციაზე აჯანყების შემთხვევაში დახმარების გაწევის თვალსაზრისით... დავინახე, რომ უცხოეთის მთავრობათა მხრიდან რაიმე მხარდაჭერის არავითარი რეალური იმედი არ არის... 1924 წლის მაისში შევიტყვე, რომ საქართველოში დაიჭირეს ჯუღელი და ჩხიკვიშვილი. ჯერ კიდევ მათ გამგზავრებამდე მე საფრანგეთის სამხედრო სამინისტროს მეორე განყოფილებაში ვიყავი და პოლკოვნიკ ფურნიეს ვესაუბრე... ფურნიემ რუკაზე მიმითითა და მითხრა: „აი კოლოსალური რუსეთი და აი თქვენი პატარა საქართველო − შეგიძლიათ თქვენი მცირე ძალებით მისი დამარცხება?.. ჩვენგან რაიმე დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ“... მე სავსებით ვეთანხმებოდი მას... აჯანყება მოხდა... იგი სრულიად მოულოდნელი იყო − რამიშვილის შტაბმა თავისი სამუშაო კონსპირაციულად შეასრულა და მხოლოდ აჯანყების შემდეგ შევიტყვე, რომ ის მარსელში ჩავიდა საქართველოდან გამოგზავნილი ნოდიას შესახვედრად და მას აჯანყების მოწყობაზე საზღვარგარეთის ცენტრის თანხმობა გადასცა... 1925 წ. 12 სექტემბერი, ქ. პარიზი“ („საქ.რესპ.“ 30 აგვისტო, 1994).GK