სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2007 წლის ქრონიკა

მაისი

    გიორგი ცაავა: „ბატონო მიხეილ (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი), სინამდვილეში შევარდნაძის რეჟიმი შეიცვალა თქვენით − უარესი ფორმით... ბატონო მიხეილ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პროფესია არ ფასობს. აბა დამისახელეთ, რომელიც გნებავთ დარგი პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს... ქვეყანა უკომპასო გემს ემსგავსება“ („ლიტ.საქ.“ 18 მაისი, 2007).GK

    თამაზ წივწივაძე: „ჩვენი ქვეყნის პირველ პირს გაუღია პირი და გულისრევამდე ტრაბახობს − „პირველად  ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიო!...“ მართლაც, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სპეცრაზმელები შეუსიეს... პროფესორები ფანჯრებდაგმანულ ერთ დიდ აუდიტორიაში გამოკეტეს და სასმელი წყლის გარეშე დატოვეს!... გლდანის ეკლესიის ალაყაფის კარს „ურალის“ ტიპის სატვირთო მანქანა დაატაკეს და ისე შელეწეს!... წარმოება-დაწესებულებებიდან ხალხი ქუჩაში გამოყარეს! საკუთარი სახლებიდან გამოსახლებულთა სიაში, სხვა ძვირფას სახელებთან ერთად, ჭაბუა ამირეჯიბისა და მურმან ლებანიძის ოჯახებიც მოახვედრეს... ტყე და მიწა, თავის მდინარეებიანად გაგვიყიდეს... სრულიად უდანაშაულო კაცი სანდრო გირგვლიანი სამართალდამცავებმა სასაფლაოზე აიყვანეს და როგორც ადრე ქისტებმა ზვიადაური, ისე დაკლეს!... მთვრალმა პატრულმა ქუჩაში შეცდომით დაკავებული ამირან რობაქიძე ისე დახვრიტა, თითქოს საომარი ოპერაციის შემდეგ მტრის ხელში ჩავარდნილი ტყვე ყოფილიყო!... ხელისუფლება − უპუროდ, უფულოდ და უსაქმოდ დარჩენილ საკუთარ მოსახლეობას მერაბიშვილის კამერებში მიერეკება და იქ, ბაჩო ახალაიას ხელითა და „ციხის ბუნტის“ მომიზეზებით, უმოწყალოდ ხოცავს!... ქალები ქმარშვილის გამოსაკვებად თურქეთში, თურქის კაცებთან გარბიან“ („ლიტ.საქ.“ 18 მაისი, 2007).GK

    საბა ხერხეულიძე: „არამგონია, ხელისუფლების და განათლების სათავეში შემთხვევით მოხვედრილმა პირებმა გაითავისონ, რომ განათლებასა და მეცნიერებაში ჩადებული ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა, რომელსაც ვერავითარი სხვა მოგება ვერ შეედრება. გვექნება განათლება − გვექნება მომავალი...
    გლობალიზაციის იდეით შეპყრობილი ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსპონ პატარა ერები და ქვეყნები, მოხდეს მათი კულტურის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - განათლების და მეცნიერების დეგრადაცია...
    თვით ჩინგიზ ყაენიც კი, რომელიც უმეცრად და კაცობრიობის მტრად ითვლება, ყველანაირად უწყობდა ხელს გაუნათლებელ ერში ცოდნის შეტანას!!! მან სამხედრო-სამედიცინო სკოლებიც კი შექმნა. მისი დამპყრობლური პოლიტიკაც კი სოციალურად ორიენტირებული იყო...
    ლომაიას უწყებამ ყველა არსებული მორალური თუ იურიდიული კანონების დარღვევით, ერთი ხელის მოსმით, გააუქმა სახელმწიფოსა და სტუდენტების მშობლებს შორის დადებული ხელშეკრულებები, კანონგარეშედ გამოაცხადა საუნივერსიტეტო კოლეჯი, მოითხოვა სასწავლო პროგრამების შეცვლა-დაკნინება, დაუკანონა სტუდენტებს ე.წ. „ერთიანი ეროვნული გამოცდების“ ჩაბარება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ იმ დროისთვის „ერთიანი ეროვნული გამოცდების“  სტატუსი არ იყო იურიდიულად გამართული და კანონიზებული. 600-მდე ახალგაზრდამ და მათმა ოჯახებმა მიიღეს ვანდალიზმის, კანონის და ადამიანის უფლებების გათელვის უპრეცედენტო მაგალითი. სამინისტროს მოქმედებამ გამოიწვია ბუნებრივი პროტესტი სტუდენტების მხრიდან, კიდევ ვიმეორებ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ლუსტრირებული ახალი ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე. სტუდენტებმა დაიწყეს მიტინგები, შიმშილობა, გამოსვლები. ხელისუფლებამ არამც თუ არ მიაქცია ყურადღება ახალგაზრდობის სამართლიან პროტესტს, არამედ რეპრესიების უპრეცედენტო ზომები გამოიყენა მათ წინააღმდეგ − მშვიდობიანი მიტინგის სპეცრაზმით დარბევამდე. ცინიკური იყო ხელისუფლების დამოკიდებულება მოშიმშილე ახლგაზრდების მიმართაც...
    კ. ლომაიას ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შევიდა ფინანსური პოლიცია...
    საშუალო სკოლები გადაკეთდა საჯარო სკოლებად. ფასიანი გახდა  სწავლება ცხრა კლასის ზევით. ამრიგად, მოისპო უფასო სავალდებულო საშუალო განათლება...
    მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა  კ. ლომაიას მიერ ინსპირირებული პროფესორ-მასწავლებელთა კადრების გვემა-გენოციდი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების „ოპტიმიზაციის“ ნიღბით განხორციელდა...
    განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა „რეფორმა“ ყოველივე იმას, რაც ქართველოლოგიასთან არის დაკავშირებული ან ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟულ მიმართულებად ითვლებოდა, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, რეფორმა მიზანმიმართულად სპობს მსოფლიოში ერთადერთ ქართველოლოგიურ ცენტრს“ („ლიტ.საქ.“ 18 მაისი, 2007).GK