სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

დეკემბერი

    გულბაათ რცხილაძე (ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): „ერთი მხრივ, ამერიკისადმი სიძულვილი და ზიზღი დიდია ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით მასებში. თუმცა, მეორე მხრივ, აშშ-ის ხელისუფლება ინტენსიურად თანამშრომლობს ყველაზე  უფრო კონსერვატულ მუსლიმანურ რეჟიმებთან. მაგალითად, საუდის არაბეთთან, სადაც ჯერ კიდევ ბატონობს შარიათის კანონები და ადამიანებს თვალებს თხრიან და ხელებს აჭრიან სხვადასხვა დანაშაულთა გამო. ვაჰაბიტების(რომელიც არის სალაფიტური, ულტრაკონსერვატიული მიმდინარეობა ისლამში) მთავარი სპონსორია საუდის არაბეთის რეჟიმი, მეფე და მისი სამეფო კარი. ამ თანამშრომლობის გზით აშშ-სა და არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოებს(საუდის არაბეთი, ყატარი, ბახრეინი, კუვეიტი) გადააქვთ ნეგატიური მუხტი სხვა რეგიონებში. აი, რაც ხდება ეგვიპტეში, რაც ხდება სირიაში − ეს არის სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი. დააკვირდით, საიდან იკვებებიან ჩვენი ჩრდილოეთით მდებარე კავკასიაში მყოფი ისლამისტები. სწორედ არაბეთის ნახევარკუნძულიდან, რომლის მთავარი დამცველი და უსაფრთხოების გარანტი არის ამერიკის შეერტებული შტატები. ამ ქვეყნებს დაპირისპირება აქვთ ირანთან. ჩვენ აქვე უნდა განვასხვავოთ ისიც, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში გავრცელებულია სალიფიზმი, რომელიც სუნიტური კონფესიის მიმდინარეობაა. ასევე არიან სუნიტები თურქეთში, ხოლო ირანი შიიტური სახელმწიფოა. თურქეთში დღეს ძალიან წინ არის წასული ისლამიზაციის პროცესი, რომელსაც ხელს უწყობს ერდოღანის ხელისუფლება. ერდოღანი თავის მასწავლებლად მიიჩნევს ამერიკაში მცხოვრებ ფეთხულა გიულენს. მას დიდი გავლენა აქვს თურქულ საზოგადოებაზე. ეს არის ერთგვარი მიმდინარეობა, რომელიც მოითხოვს მეტ ისლამიზაციას და თურქეთს განიხილავს მსოფლიო იმამატის ლიდერად. ეს არის დაახლოებით ისეთივე მიზანი, როგორც ხალიფატს აქვს(არაბი ექსტრემისტების მიზანია, იყოს ერთი დიდი მუსლიმანური სახელმწიფო, რომელიც დაიმორჩილებს მთელ მსოფლიოს და მერე ისლამს გაავრცელებს)... აშშ-მა ვერ შეძლო სირიაში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა. დაიღვარა უამრავი სისხლი, გაჩანაგდა ქვეყანა. არადა ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფო იყო მთელ მუსლიმურ სამყაროში. აქედან გამომდინარე, ირანზე წნეხი ვერ გაგრძელდებოდა, დასავლეთი იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. თუმცა, არ მგონია, რომ რამე გავლენას მოახდენს მუსლიმურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე. აშშ ვითომ უპირისპირდება მუსლიმურ სამყაროს, მაგრამ ამავე დროს ის ცდილობს, ისლამური ფაქტორი გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად თავისი გეოპოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ... ამერიკა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ოკეანის გაღმა მდებარეობს, მიიჩნევს, რომ ისლამიზმი მისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომაც ამ ვითარებას ეგუება“ („საქ. რესპ.“ 19 დეკემბერი, 2013).TK

    გულბაათ რცხილაძე(ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): „ისლამისტებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ვიღაცის დავალებების შესრულება, მათ აქვთ თავიანთი მიზნები, ფლობენ დიდძალ ფულად სახსრებს და აქტიურობენ ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც ესაზღვრება მუსლიმურ სამყაროს, მათ შორის საქართველოში. უპირველესად სურთ, ფეხი მოიკიდონ საქართველოში. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მუსლიმები: ბორჩალოელი ტურკები (ანუ ისინი არც თურქები არიან, არც აზერბაიჯანელები, ქვეეთნოსია). ისინი არიან შიიტები, ისევე როგორც ირანელები. ამ ხალხში დიდი ფული დაიხარჯა წარმატებით და ცდილობენ, გადმოიყვანონ რადიკალურ სუნიტურ მიმდინარეობაზე. სალაფიტების სექტა სერიოზულად მუშაობს და აქ ჩადებულია თურქეთის ინტერესებიც. რაც შეეხება მთიან აჭარას, იქ ისედაც სუნიტები არიან, იქიდან მიჰყავთ ახალგაზრდები თავიანთ ქვეყნებში, უღვივებენ რელიგიურ ინტერესებს. სთავაზობენ ახალგაზრდებს ფულს, მანქანას, სამუშაოს. თბილისშიც მეჩეთებში მრავლად ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც გარეგნული იერითაც გამოირჩევიან, რომ არიან სალაფიტები. მოშვებული აქვთ წვერი, ულვაში მოპარსული. მაგალითად, ამას წინათ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვიშვიშით გაავრცელა კადრები იმის შესახებ, რომ აჭარიდან სალაფიტი სპორტსმენები ნაკრებში არ წაიყვანეს რელიგიური მოსაზრებების გამო. ალაპარაკეს ეს ახალგაზრდებიც, თუ როგორ უყვართ მათ საქართველო, პატრიოტები არიან, მერე რა, რომ განსხვავებული რწმენა აქვთ. ვინც იცის სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა, მიხვდება, რომ ისინი დამუშავებულები არიან: ასე უნდა ილაპარაკონ, ასე თქვან. ამას ჰქვია „თაყია“ ანუ თვალთმაქცობა რწმენის სასარგებლოდ. რადგან მათთვის გამორიცხულია პატრიოტული გრძნობები, სახელმწიფო. რადიკალური ისლამის კანონით არ არსებობს სამშობლო. მხოლოდ ხარ მუსლიმი ან არა ხარ. თუ შენ პატრიოტული იდეები გამოძრავებს, ე.ი. შენ არა ხარ სალაფიტი. ვინც ეს სიღრმეები არ იცის, სწორედ ამით სარგებლობენ ისინი. ე.წ. ლიბერალური პრესაც ამათ მფარველობს და ერთიანი ფრონტით უტევენ მართლმადიდებლობას. ეს არის ბინძური ალიანსი, რომელიც თანაბარი უფლებიანობის პრინციპის დროშის ქვეშ ებრძვის ორთოდოქსულ რწმენას. მათ არ უნდათ, ხალხი მობილიზებული იყოს ერთმორწმუნე რელიგიის გარშემო, უნდათ, რომ არ გვქონდეს სუვერენიტეტი და ერთიანობა. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი პლაცდარმია ყველა მიმართულებით. ისლამისტებს აინტერესებთ ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, ირანი, რომლის შუაგულშიც საქართველოა“ („საქ. რესპ.“ 19 დეკემბერი, 2013).TK

    გულბაათ რცხილაძე(ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): „გაიხსნა თურქული უნივერსიტეტი, ლიცეუმები, სამლოცველოები. ამაზე ნამდვილად უნდა ვილაპარაკოთ. უნდა ვიცოდეთ, რას ასწავლიან იქ, რა იდეოლოგიაზე მიდის საუბარი. ახალგაზრდები გაჰყავთ იქიდან სასწავლებლად, მაგრამ სად მიჰყავთ, რის შესასწავლად, ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის... ძველი ხელისუფლება ამას განგებ აკეთებდა და ის თავად იყო ქართული საზოგადოებისთვის საფრთხე. აღარ არის მავნე ხელისუფლება, მაგრამ ახალს შეგნებული არა აქვს საერთოდ, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. ორიენტირებულები არიან ევროკავშირზე, არის ცარიელა სიტყვების რახარუხი: ასოცირება, პარაფირება... თურმე ეს არის ჩვენი მიზანი. არა, ბატონებო, ეს არ არის მთავარი, ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ არ გავაცნობიერეთ რეალური საფრთხე... ჩვენ ქვეყანას ხელს აძლევს ზომიერი შიიზმი, რადგან მათთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით. ისინი საფრთხეს არ უქმნიან ჩვენს სარწმუნოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აჭარას, იქაური მუსლიმები სუნიტები არიან. თუკი სალაფიზმმა შეძლო შიიტების გადმობირება, ეს ჩვენთვის ნამდვილად არ იქნება სასურველი ფაქტი. თურქეთი აჭარაში ამაზე სერიოზულად მუშაობს. თურქეთი არის უშუალოდ ჩვენი მოსაზღვრე დიდი სახელმწიფო, რომელიც არ მალავს თავის ინტერესებს(აი, გავრცელდა დავით ოღლუს სიტყვა, თუ როგორ სჭირდება თურქეთს განავრცოს თავისი გავლენა გარშემო პერიმეტრზე, სადაც ძველი ოსმალეთის იმპერია იყო, ყოველგვარი ომის გარეშე). აქედან გამომდინარე, დიდი სიფრთხილეა საჭირო. თურქეთთან უნდა შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მან მართოს საქართველოში პროცესები თავის სასარგებლოდ... უნდა გაერთიანდეს ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი და ხალხი და დავინახოთ პრობლემა. გადაწყვეტის გზები ერთობლივი მუშაობით გამოვნახოთ. საქმე ისაა, რომ ჯერ პრობლემასაც კი არ აღიარებენ“ („საქ. რესპ.“ 19 დეკემბერი, 2013).TK

    სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბარამიძის დაპირისპირებას პარლამენტში ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე მოსკოვიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერაც კი დანაშაულია. − სოსო ჯაჭვლიანის ადგილას გია ბარამიძეს უფრო კარგად გავლახავდი. ამას მარტო ბარამიძე კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი იმსახურებს, რომლებმაც ქვეყანა გაყვლიფეს, გააუბედურეს და ახლა მაღალი ტრიბუნებიდან სხვებს მორალს უკითხავენ. ამ ხალხს ოდნავ მაინც შერჩენილი რომ ჰქონდეს სინდის-ნამუსი, თავად ჩასხდებოდნენ ციხეებში! ქუჩაში ცხვირის გაყოფას ვერ უნდა ბედავდნენ! სულ უთავმოყვარეო უნდა ვიყოთ, ის რომ შევარჩინოთ, რაც ქართველ ერს დამართეს! ნახევარი საქართველოს კაცები ხომ გააუპატიურეს, ნახევარი გაუპატიურების მოლოდინში იყო, ცოლები გაუბახეს, ფიზიკურად გაანადგურეს, ქონება წაართვეს, ციხეებში აწამეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, კაცო?! ახლა ეს ნაძირლები და არაკაცები ისევ ბრტყელ-ბრტელი სიტყვებით ლაპარაკობენ და კიდევ უნდა ავიტანოთ?! − აცხადებს თარგამაძე („საქ. რესპ.“ 19 დეკემბერი, 2013).TK

    გიორგი ხაზარაძე(ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი): „მსოფლიოს ისტორიაში კაცობრიობის კეთილდღეობისთვის არც ერთ გამოჩენილ პიროვნებას არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც სტალინმა გააკეთა. ცნობილია, რომ რუსეთი 1917 წლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, მან კი ძირფესვიანად გარდაქმნა იგი და სრულიად ახალ გზაზე დააყენა, რომლითაც ორმოცი წელი წარმატებით იარა და დღემდე ამ გზით დადის. ცნობილია, რომ იოსებ სტალინი 30 წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა მის მიერ შექმნილ მსოფლიოში პირველ სოციალისტურ სახელმწიფოს, ამ ხნის განმავლობაში მისი ტიტანური შრომითა და პრინციპულობით ბოლო მოეღო მშრომელთა უფლებების უგულებელყოფას და მის თანმდევ უმუშევრობასა და სიღარიბეს, მოხდა კულტურული რევოლუცია, რომელმაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე გადაიყვანა. განხორციელდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, რამაც ბოლო ადგილზე მყოფ საბჭოთა კავშირს, ომამდელი ხუთწლედების განმავლობაში მრეწველობის განვითარების მიხედვით ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილი დაუმკვიდრა. სოფლის მეურნეობაში გატარდა მნიშვნელოვანი სოციალისტური გარდაქმნები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მისი, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი დარგის განვითარებას. უდიდეს წარმატებებს  მივაღწიეთ მეცნიერებასა და ტექნიკაში; სტალინის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გენიალურმა გამჭრიახობამ და სტრატეგიულმა ნიჭმა დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე და იაპონიაზე გამარჯვება განაპირობა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, როცა სტალინის მოწინააღმდეგეებიც კი მისი დახასიათებისას მხოლოდ აღმატებით ხარისხს მოიშველიებენ. ამაზე ნათლად მეტყველებს მსოფლიოში ცნობილი სამხედრო სპეციალისტების და სახელმწიფო მეთაურების გამონათქვამები მისი, როგორც თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწის და მხედართმთავრის შესახებ. საკმარისია მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უ. ჩერჩილის გამოსვლა ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში 1959 წლის 21 დეკემბერს: „სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყოლია. მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი, რაც არ უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია არ ივიწყებს“; ერთობ საგულისხმოა გამოჩენილი მხატვრის პაბლო პიკასოს აზრი: „იყო სტალინი − ნიშნავს სიცრუის სიძულვილს... და ადამიანების დაფასებას... მასში იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალობა და ციცერონის ორატორული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის იმათზე გაცილებით მაღლა იდგა. მასში ყველა ეს თვისება ერთად იყო განსახიერებული. და თუ მსოფლიოს ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი, უეჭველად სტალინი იქნება“... თვითონ სტალინს აქვს ნათქვამი: „ჩემი სიკვდილის შემდეგ ბევრ ნაგავს მომაყრიან, მაგრამ ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფანტავს“... ყოვლად გაუგებარია, როცა სტალინის წინააღმდეგ აქტიურად იღწვიან საქართველოს ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის სამდღიან ომში „გამარჯვებული მთავარსარდლის“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ფარულად, ღამით ააღებინეს სტალინის ძეგლი ქ. გორში, რამაც ფართო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. გულწრფელად უნდა ითქვას: ძნელია, ისტორიაში მოიძებნოს პიროვნება, რომელიც თავისი მოღვაწეობით ასეთ ცხოველ ინტერესს იწვევდეს. რაც მეტი „ცუდი“ წიგნი იწერება სტალინზე, რაც უფრო მეტად ლანძღავენ მას, მით უფრო ნათლად ჩანს მისი დამსახურება კაცობრიობის წინაშე... განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელების ყოვლად გაუგებარი მოქმედება ქ. გორში, ღამით, ფარულად ი.სტალინის ძეგლის ჩამოდგება! გაუგებარია, რატომ არ უნდა იდგეს მისი ძეგლი მშობლიურ ქალაქში? ეს არაფერ შუაშია საქართველოში დამკვიდრებასთან ან სხვა, დღემდე უამრავი პრობლემური საკითხების მოგვარებასთან. საგულისხმოა, რომ მანამდე ასევე ყოფილი მთავრობის წევრების მითითებით დავით აღმაშენებლის(თბილისში), ილია ჭავჭავაძის და მემედ აბაშიძის(ბათუმში) ძეგლები გადაიტანეს შეუფერებელ ადგილებზე. ხოლო დიდი სამამულო ომის 65 წლისთავის დღეებში ყოფილი პრეზიდენტის უშუალო მითითებით ააფეთქეს „დიდების მემორიალი“ ქ. ქუთაისში, რაზედაც ომის ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა თავის დროზე პროტესტი გამოთქვა, მაგრამ არამც თუ რეაგირება, მასზე პასუხიც არავის გაუცია. აღსანიშნავია, რომ სტალინის ფენომენთან დაპირისპირება და ამ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების უსაფუძვლოდ გადატანა-გადმოტანა, სულაც დანგრევა, ახლაც და მომავალშიც ზიანის გარდა არაფერს მოუტანს საზოგადოებას. ეს ადრე, თავისი მოკლე ჭკუით, ნიკიტა ხრუშჩოვმაც მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, ცნობილია თუ რა სამარცხვინოდ დაამთავრა მან თავისი მოღვაწეობა და როგორი რეპუტაციით გადააყენეს ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან; ზემოთ მოყვანილი მასალები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ მსოფლიოში აღიარებული ამ შეუდარებელი პიროვნების სამშობლოში არსებული ძეგლის ერთპიროვნულად, ფართო საზოგადოებასთან შეუთანხმებლად, ფარულად და ბარბაროსულად აღება სხვა არაფერია, თუ არა დღევანდელ პირობებში განუკითხაობის მხარდაჭერა, ვინაიდან ამ ძეგლებმა უნდა მოაგონონ დღევანდელ და მომავალ თაობებს, რომ ამ ადამიანის ღვაწლს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა კაცობრიობის ყველაზე საშიში მტრის, ფაშიზმის − „შავი ჭირის“ განადგურების საქმეში, სხვა დამსახურებასთან ერთად, მთელი მსოფლიო აღიარებს. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ძეგლი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც იდგა, ე.ი. ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რათა უფრო მოხერხებულად აგონებდეს ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, მისი ღვაწლის სიდიადეს. სტალინური იდეები, სტალინის სახელი მუდამ იცოცხლებს, როგორც ამ საზოგადოების არსებობის, ურთიერთობის და განვითარების სამართლიანი ფორმა... საქმე, რომელსაც სტალინმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა, უკვდავია, ხოლო ისტორია მის სახელს არასდროს დაივიწყებს“ („საქ. რესპ.“ 21 დეკემბერი, 2013).TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა და ჩემი ჩამოსვლა იყო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“ („საქ. რესპ.“ 21 დეკემბერი, 2013).TK

    გიორგი აბაშიშვილი(ეკონომიკის ექსპერტი): „ საქართველოსთვის უმუშევრობა უკვე წლებია ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვქონდა. ცხადია, უახლოეს პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში საგანგაშო ტენდენცია არ იკვეთება. მაგალითად, 2013 წლის ორ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა როდენობა 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება“ („საქ. რესპ.“ 21 დეკემბერი, 2013).TK

    ჰამლეტ ჭიპაშვილი(პოლიტოლოგი): „კიდევ ერთი დაბადების დღე უძეგლოდ. 21 დეკემბერს, სტალინის − მსოფლიო ისტორიის უთვალსაჩინოესი ადამიანის, პიროვნების, პოლიტიკოსის, რომელმაც კაცობრიობა იხსნა ფაშიზმის ჭირისგან − დაბადების დღე იყო... სტალინის პიროვნებისა და ეპოქის ობიექტური შეფასების ჟამი ჯერ არ დამდგარა. მოვლენ ახალი თაობები, ალბათ, უფრო განსწავლულნი, ობიექტურნი და შეაფასებენ რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციას, ცარიზმის დამხობას, ახალი ცხოვრების დაწყებას − სრულიად განსხვავებულის, უცხოს, ფაშიზმთან სამკვიდრო-სასიცოცხლო ომს და ამ ომში გამარჯვებას, საბჭოეთის ომის შემდგომი წლების აღმავლობას, საბჭოური სისტემის დაცემას და ამ ყველაფერში სტალინის როლსა და მნიშვნელობას... წიგნის „სტალინის“ ავტორი, რუსი მწერალი ედვარდ რაძინსკი, რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გამოსვლის დროს, გულახდილად აღიარებდა, რომ წიგნზე მუშაობისას უამრავი საარქივო მასალის გაცნობამ ისე ჩაფლო იმჟამინდელ ეპოქაში და მისი მთავარი შემქმნელის ცხოვრებაში, ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გამოსულიყო იქიდან. „სტალინის ცხოვრებით ვცხოვრობ, ამ უდიდესი პიროვნების, რომელმაც თავისი ხელი დაატყო მსოფლიოს“, − თქვა მან... ჩვენ? ჩვენ რაღა დაგვემართა, რამ გვაიძულა ვიყოთ მტრები ისტორიისა. რამ აღგვანთო უსულო, უხორცო ძეგლებთან საომრად? რა ვაჟკაცობაა, შეებრძოლო ქვაში ან ბრინჯაოში გამოქანდაკებულ ძეგლს?... სააკაშვილისა და ბანდიტი ნაცმოძრაობის მხრიდან ისტორიის უგულებელყოფა რომ მიზანმიმართული ნაბიჯი იყო დასავლეთთან, უპირველესად, ამერიკასთან შეთანხმებული, მოგვიანებით გახდა ცნობილი. საქართველოს „კეთილმსურველ“ ამერიკას ერთი მიზანი ამოძრავებდა − უისტორიო ქვეყნის შექმნა, ანუ წარსულის ძალით დავიწყება. და ბრძანა სააკაშვილმა − საქართველოს ისტორია „ვარდების რევოლუციიდან“ იწყებაო. ჩვენც მორჩილად ვუქნიეთ თავი, ვიდრე თავზე არ დაგვაჯდა და გაგვაჭენა. ერი, რომელიც პატივს არ სცემს თავის ისტორიას − ნაკლებად დასაფასებელია. უისტორიო ამერიკამ გაიგო ეს და ამიტომაც 200-წლიანი ისტორიის უმცირეს მონაკვეთსაც უდიდესი პატივითა და რუდუნებით ეპყრობა. ჩვენ?... სტალინის ძეგლის ნაცვლად ცოცხალი ოლანდის, მერკელის, კემერონის, ბაროზუს, განსაკუთრებით ეშტონის(მაია ფანჯიკიძის „მეგობრის“) ძეგლები რომ ჩავაყოლოთ რუსთაველის გამზირს, ევროკავშირს არავინ გვაღირსებს. ტყუილად გავირჯებით, იქ არავინ შეუშვებს პრობლემებიან საქართველოს. და კიდევ ერთი რამ − იმ ევროპა-ამერიკაში რომ არის სტალინის ძეგლები! საბჭოთა ჯარისკაცების უზარმაზარი ძეგლებით არის მოფენილი გერმანია, ავსტრია, სლოვაკია, სხვა ქვეყნები − ეს რა, სტალინის შემოქმედების ნაყოფი არ არის? არ იქნებოდა სტალინი, არ იქნებოდა ფაშიზმისგან გამანთავისუფლებელი წითელი არმიელის ძეგლი. იქნებოდა ფაშიზმი, მრავალი ათეული წლით და, შესაძლოა, საუკუნით. მასთან ერთად, იქნებოდა იაპონური მილიტარიზმი, მუსოლონის, ფრანკოს, სალაზარის, ბევრი ევროპული ქვეყნის ყავისფრად შეფერილი იდეოლოგია და იქედან გამომდინარე ცხოვრება − არიელთა ბატონობით დამონებულ, მეორეხარისხოვან ერებზე. ძნელად დასაჯერებელია, რომ ქართველობა, და არა მარტო ქართველობა, პირველ კატეგორიაში მოხვედრილიყო. ფაშიზმის იდეოლოგიის მამები სხვაგვარ გეგმას გვიმზადებდნენ. ისტორიას წაკითხვა უნდა. წაკითხულს გააზრება, გაანალიზება და არა სააკაშვილ-ბოკერიას დონეზე დაყვანა... ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას − სტალინისა და ძერჟინსკის ძეგლების დადგმის თაობაზე, სხარტად უპასუხა − თუ ლონდონში არის ოლივერ კრომველის ძეგლი, რატომ არ შეიძლება იყოს სტალინის ძეგლი? ეს ისტორიააო. პუტინი მართალია. სტალინი ისტორიაა − ისტორიას კი ვერ წაშლი. ის მუდამ იქნება ხალხში, მის მეხსიერებაში. და რომ ეს ასეა, განვლილი წლები მეტყველებენ. სტალინმა არა მარტო ფაშიზმი დაამარცხა, არამედ ჩამორჩენილი საბჭოთა კავშირი მოწინავედ აქცია. რომ არა სტალინი, დასავლეთს, უდავოდ სული წაძლევდა საბჭოეთის დასაჩოქებლად. იაპონიაში გამოცდილი ატომური ბომბი, საბჭოეთის დასაშინებლად უფრო იყო გამიზნული, ვიდრე ისედაც დამარცხებული იაპონიისთვის. სწორედ სტალინურმა ბირთვულმა პროგრამამ შექმნა მსოფლიოში ძალთა პარიტეტი, ხელი ააღებინა აშშ-ს საბჭოეთზე თავდასხმისგან. სწორედ სტალინურმა გეგმამ შეაძლებინა საბჭოეთს ბალისტიკური რაკეტების დამზადება, საბოლოო ჯამში მსოფლიოში პირველი კოსმონავტის კოსმოსში გაფრენა. სტალინურმა გეგმამ გადაარჩინა მსოფლიო მესამე ომისგან. სტალინურმა გეგმამ შეუწყო ხელი მსოფლიოს პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის − გაეროს შექმნას. სტალინურმა გეგმამ შექმნა გაეროს უშიშროების საბჭო, ხუთი მუდმივი წევრითა და ვეტოს უფლებით. არ იქნებოდა ვეტოს უფლება და იქნებოდა მუდმივი კინკლავი, ლოკალური ომებითა და უბედურობებით. სტალინურმა გეგმამ ააყვავა საქართველო − აგრარული ქვეყანა აგრარულ-ინდუსტრიულად აქცია. ვინ იფიქრებდა, დიდი ომის წინ საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის შექმნას? არც არავინ. ვინ იფიქრებდა ომის შემდგომ წლებში, დანგრეულ საბჭოეთში მეტალურგიული ქარხნის და, მასთან ერთად, ახალი ქალაქის − რუსთავის აშენებას? მეტალურგიასთან ერთად ქიმიური მრეწველობის დანერგვას? სტალინურმა გეგმამ ხელი შეუწყო ქართული მწერლობის, მეცნიერების, კულტურის, კინემატოგრაფის, ხელოვნების განვითარებას. საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ყოფილ საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში“ („საქ. რესპ.“ 26 დეკემბერი, 2013).TK

    სულხან მოლაშვილი(კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი): „ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია და ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ და ამ საქმის გამოძიებას მოვითხოვ... მაგათი მოგონილია ღამე საკნიდან ხალხის გაყვანა. ათიდან რვა შემთხვევაში, უკან აღარ შეჰყავდათ, კლავდნენ ეს არამზადები და ახლა აღარ ახსოვთ, ხომ?! უკუნეთ სიბნელეში ვიყავი. ახლა კიდევ ვანო მერაბიშვილმა გააპროტესტა, ტელევიზორი არ მაქვსო“ („საქ. რესპ.“ 28 დეკემბერი, 2013).TK

    პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია, რომელიც ჯაშუშობისათვის იხდიდა სასჯელს, იხსენებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნამდვილი ჯოჯოხეთი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა გამოიარა და ცოცხალ სასაკლაოს გადაურჩა. მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების სასტიკი მეთოდები გამოიყენეს. კერძოდ, დახვრეტისა და პოლიეთილენის პარკით მოხრჩობის იმიტაცია, კარცერში მოთავსება თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. 2010 წელს ე.წ. „ქილერას“ მითითებით იგი სასტიკად სცემეს და თავის უმძიმესი ტრამვით ოთხი დღით კარცერში არაადამიანურ პირობებში გამოკეტეს. იგი აცხადებს, რომ მე-8 დაწესებულების რეჟიმის უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის ბრძანებით აწამეს და მესაკნეებს განცხადება დააწერინეს, ვითომც ვახტანგ მაისაიამ თვითდაზიანება მიიყენა. „მე შემიძლია დავასახელო ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. პირველ რიგში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, გიორგი მაზმიშვილი, მისი მოადგილე ოთარ ორჯონიკიძე. უშუალოდ ოპერატიულად ჩემზე იყო მომაგრებული ზვიად ჯაოშვილი, ლადო დათაშვილი, ლადო სუმბაძე, ალექსანდრე მეძმარიაშვილი, გია ბაბუციძე და კონტრდაზვერვის კიდევ რამდენიმე ათეული თანამშრომელი. სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება მისი სტრატეგიული კურსია და აკავებს ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით ადამიანს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ბევრ კითხვას. ვანო მერაბიშვილი კი არის ერთი უბრალო მკვლელი და ჯალათი, ნაძირალა ჩეკისტი, რომელიც სუკის დამსმენების ოჯახიდან იღებს სათავეს“, − აცხადებს ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ კონტრდაზვერვა მისგან ჩვენების მიცემას ოპოზიციის ლიდერების, ექსპერტების, დიპლომატების და საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგაც კი ითხოვდა („საქ. რესპ.“ 28 დეკემბერი, 2013).TK

    დავით მირცხულავა (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი): „ღამე დაკითხვა, ღამე გასამართლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათ დროს. ადამიანები, ჩემი ჩათვლით, სიკვდილამდე მიჰყავდათ. საკაცით მიმიტანეს და დეკემბრის თვეში სამი საათი ასფალტზე ვიყავი დაგდებული. ეს რა იყო? ღამის 2 საათზე შემოდიოდა სპეცრაზმი, არ ერიდებოდნენ ასაკს, ჯანმრთელობას და ხელკეტებით კლავდნენ ხალხს ცემაში“ („საქ. რესპ.“ 28 დეკემბერი, 2013).TK

    („საქ. რესპ.“ 8 ივნისი, 2013).TK