სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N2(16), 2015

რეზიუმე

  • ზურაბ ცუცქირიძე, დიდი სახალხო ომი
  • გვანცა კოპლატაძე, შინაური მტრები თუ ეროვნული მოღვაწეები
  • ანზორ თოთაზე, ძალადობა ქალზე?!
  • ბორის დარჩია, ლორეს სომხეთისათვის გადაცემის საკითხი
  • მამუკა ცუხიშვილი, კონსტანტინე ლესელიძე – XX საუკუნის დიდი მხედართმთავარი
  • ნათელა არველაძე, იუპიტერ, შენ ცხარობ, მაშასადამე, მართალი არა ხარ!
  • ბორის დარჩია, ბრძოლები იოსებ სტალინის ლექსების წინააღმდეგ
  • თინა იველაშვილი, ცოტა რამ 1915 1918 წლების „სომხების გენოციდის“ ისტორიიდან
  •  

    ზურაბ ცუცქირიძე
    დიდი სახალხო ომი

    კაცობრიობის ისტორიამ ბევრი ომი იცის: ხანმოკლე და ხანგრძლივი, რაინდული და დაუნდობელი, სამართლიანი და უსამართლო, სეპარატისტული და სამოქალაქო ომები თავიანთი გმირებითა და ანტიგმირებით, მაგრამ ისეთი მასშტაბის დამანგრეველი და სისასტიკით გამორჩეული, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო, ისტორიას არ ახსოვს. საომარ მოქმედებებში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩათრეული აღმოჩნდა ევროპის ყველა ქვეყანა, აზიისა და ამერიკის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჰიტლერმა ევროპა რომ ფეხქვეშ გაიგდო, ისე გადიდგულდა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გალაშქრება გასეირნებად ჩათვალა და მაშინდელი გერმანელებიც დაარწმუნა "ბლიც-კრიგის" უეჭველ წარმატებაში. ამგვარ რწმენას ერთგვარად მყარი ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა. მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს არ გაუწიეს ანგარიში გერმა¬ნელმა და, საერთოდ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა, როგორც ჩანს, მათ სათანადოდ არ შეაფასეს პიროვნების როლი ისტორიაში. კერძოდ, მათ ბანალურ ამბად მიიჩნიეს ის, რომ მაშინდელ ტექნიკურ-ეკონომიკურად ჩამორჩენილი საბჭოთა კავშირის სათავეში იდგა იოსებ სტალინი. იმ დიდ ომში "ძლევაი საკვირველი" სწორედ მის გენიაზე იყო დამოკიდებული. თავის დროზე ეს აღიარა ყველამ _ მტერმაც და მოყვარემაც. როდესაც მეორე მსოფლიო ომის გამოჩენილ მხედართმთავარს გიორგი ჟუკოვს ჰკითხეს, რამ განაპირობა დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაო, მან უპასუხა: 1941 წლის 7 ნოემბრის პარადზე სტალინის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამო. მართლაც, ეს არ იყო ჩვეულებრივი აღლუმი, ძალის დემონსტრირება ან დათვალიერება. ეს იყო იმედისა და რწმენის სასწაულებრივი გამოცხადება, რისი ორგანიზებაც ჩვეულებრივ ადამიანურ ძალ-ღონეს აღემატება.

     

    გვანცა კოპლატაძე
    შინაური მტრები თუ ეროვნული მოღვაწეები

    იმ როლისათვის, რომელიც წმინდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ) მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი ხალხის მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოსაფხიზლებლად და განსამტკიცბლად შეასრულა, ისტორიამ მას საქართველოს უგვირგვინო მეფე უწოდა. ილია ჭავჭავაძის მიერ მშობელი ქვეყნის მრავარიცხოვან მტერთან `სულიერი მახვილით~ _ სიტყვით გარდახდილი ბრძოლის ობიექტური შესწავლა ერთ მეტად სამწუხარო ფაქტს წარმოაჩენს: მას იდეოლოგიურად სხვებზე არანაკლებ ხშირად და არანაკლები გულმოდგინებით თვითონ შინაგამცემი ქართველები ებრძოდნენ; ამიტომ ლოგიკური იყო შედეგი, რომლითაც ეს ბრძოლა დასრულდა: ერის გადარჩენისთვის თავგანწირული მებრძოლი ქართველებისავე ხელით იქნა მოკლული. თუ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი გვსურს, ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას ისტორიულ მოვლენათა და პიროვნებების შეფასებისას ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე და ყველას, ვინც არ უნდა იყოს იგი, ის ადგილი უნდა მიუჩინოს, რომელიც მან თავისი საქმით დაიმსახურა.

     

    ანზორ თოთაზე
    ძალადობა ქალზე?!

    სტატიაში გატარებულია აზრი, რომ მამაკაცისა და ქალის თანასწორობა (გენდერული თანასწორობა) საზოგადოების განვითარების პროცესის აუცილებელი პირობაა, მოცემულია ქალის უფლებრივი მდგომარეობის რეტროსპექტივა, გაანალიზებულია ქალის ღირსებისა და პატივის დამცველი სამართლებრივი ნორმები ქართული სამართლის ძეგლებში. ავტორის აზრით, საქართველოში ქალთა ძალადობაზე შემაშფოთებელი მონაცემები ძირითადად არ არსებობს, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ცდილობენ შექმნან პრობლემა, რათა შემდეგ მიიღონ შესაბამისი გრანტები. ქვეყანაში ქალთა ძალადობაზე ჩატარებული გამოკვლევებისა და შესატყვისი ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე სტატიაში გაშუქებულია ქალთა ძალადობაზე რეალური თანამედროვე ვითარება.

     

    ბორის დარჩია
    ლორეს სომხეთისათვის გადაცემის საკითხი

    ნაშრომში მიღებულია დასკვნა: ლორეს სომხეთისათვის გადაცემის საკითხი მეცნიერული სიღრმით დამუშავებული არ არის და ის შემდგომ შესწავლას მოითხოვს.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    კონსტანტინე ლესელიძე – XX საუკუნის დიდი მხედართმთავარი

    სახელგანთქმული მხედართმთავარი, გენერალ-პოკლოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაიბადა ოზურგეთში. მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე მოახმარა საქართველოს კეთილდღეობასა და მტერთან ბრძოლას. გაბედული, ძლიერი, ტაქტიანი, ენერგიული, მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით გამორჩეული სამხედრო მოღვაწე ჰიტლერული აგრესიის წინააღმდეგ პირველივე დღეებში ჩაება და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა სამშობლოს ფაშიზმის აგრესიისგან. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას არაერთი ბრძოლა მოიგო და სახლგანთქმულ მხედართმთავართა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, რასაც ადასტურებს მიღებული სამხედრო წოდებები, უმაღლესი ჯილდოები და ხალხის უანგარო, გულწრფელი სიყვარული. ლესელიძეების ოჯახიდან ბრძოლის ველზე იბრძოდა ოთხი ძმა, შინ მხოლოდ უფროსი დაბრუნდა.

     

    ნათელა არველაძე
    იუპიტერ, შენ ცხარობ, მაშასადამე, მართალი არა ხარ!

    თეატრმცოდნეობა, როგორც სასცენო შემოქმედების შემსწავლელი პრიორიტეტული დარგი, ამჟამად კარგავს პროტაგონისტის როლს მიმდინარე სათეატრო პროცესის შესწავლა-შეფასების თვალსაზრისით. თეატრმცოდნეს ისევე სჭირდება ტრიბუნა მოსაზრებათა გადმოსაცემად, როგორც მსახიობებსა და რეჟისორებს _ სცენა. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელობამ ტრადიციად აქცია პრემიერის წინა დღეებში კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოწვევა სპექტაკლის სანახავად, შემდეგ კი ეწყობა შემოქმედებით გუნდთან შეხვედრა და წარმოდგენის განხილვა, რაც დიდად უწყობს ხელს თეატრსაც და კრიტიკოსებსაც პროფესიულ დაოსტატებაში. სტატიაში მოთხრობილია ჰენრიკ იბსენის დრამის, `მოჩვენებანის~, განხილვის ამბავი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დამდგმელმა ახალგაზრდა რეჟისორმა მწვავედ განიცადეს კრიტიკოსის შენიშვნები. ძალადობის წინააღმდეგ დადგმული სპექტაკლის ავტორი ცხარე მონოლოგით, თავად ძალადობდა დარბაზზე, რაც კრიტიკის მოსმენის კულტურაზე მეტყველებს.

     

    ბორის დარჩია
    ბრძოლები იოსებ სტალინის ლექსების წინააღმდეგ

    სტატიაში ჯერ გადმოცემულია ი. სტალინის ლექსების შექმნის, გამოქვეყნების ისტორია და მათზე გამოთქმული აღფრთოვანებული გამოხმაურებანი, შემდეგ ნაჩვენებია გ. ხორნაულის, რ. ჭეიშვილისა და რ. ჩხეიძის მიერ ამ ლექსების მიმართ გამოჩენილი ნიჰილისტური, უარყოფითი შეფასებანის უსაფუძვლობა.

     

    თინა იველაშვილი
    ცოტა რამ 1915 1918 წლების „სომხების გენოციდის“ ისტორიიდან

    1914 წლისათვის თურქეთში სომხური მოსახლეობა 1 300 000 კაცს შეადგენდა. არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით გამოთვლილია, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სომეხთა საერთო დანაკარგი 300 000 კაცს არ აღემატებოდა. დროთა განმავლობაში სომეხ ისტორიკოსთა და პოლიტიკოსთა გამიზნული ქმედებით, თუ ფაქტების შეგნებულად გაყალბების მცდელობით ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა და მან 1980 წელს უკვე 2 000 000 მიაღწია. როგორც არ უნდა დაადანაშაულონ თურქები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ე. წ. სომხების გენოციდის მოწყობასა და სისასტიკეში, მაინც სისხლიანი ქმედებები ყველგან თავად სომხების ინიციატივით დაიწყო. სომხების წინაშე მთავარ დამნაშავეს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტია „დაშნაკცუტუნი,“ რომლის მიზანი იყო ოსმალეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნა. მიზნის მისაღწევად არა მარტო სხვათა, არამედ საკუთარი ხალხის გაწირვასაც არ ერიდებოდნენ. „სომხების გენოციდის“ დაგეგმვაში ლომის წილი სომხების იმდროინდელ „მეგობარ მოკავშირეებს“ (ევროპის ქვეყნები და ამერიკა) მიუძღვის. დასავლეთ ევროპის პოლიტიკური ლიდერები ამ მოსახლეობაში აღვივებდნენ იმ აზრს, რომ თითქოსდა თურქეთში მცხოვრებ სომხებს მათი მხარდაჭერით ადვილად შეეძლოთ ამ ტერიტორიაზე „დამოუკიდებელი თავისუფალი დიდი სომხეთის“ შექმნა. მათი მითითებით აუცილებლად უნდა შექმნილიყო მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც დაარწმუნებდნენ ევროპას, რომ სომხები ამ ქვეყანაში არნახულ დევნასა და ჩაგვრას განიცდიდნენ. მათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი ევროპის მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ თავიანთი ძალებით არ შეეძლოთ. ამ ინცინდენტის გაღვივებით ისინი ფიქრობდნენ, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში აქტიური ჩარევის ხელსაყრელი პირობები შეექმნებოდათ.