თინა ხიდაშელი: „როგორ გახდა საჯარო მოხელე, დავით კეზერაშვილი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღესვე მილიონერი?! მთელი მინისტრობის განმავლობაში კეზერაშვილი არ ყოფილა არც ერთი დღე ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ გაუგია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე ბიზნესი ჰქონდა, რაც მას ქონების დაგროვების საშუალებას მისცემდა. აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ეს ადამიანი გახდა შპს „ლუკოილის“ 50%-იანი წილის მფლობელი, სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები. მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო გათეთრება იმ ბიზნესის, რომელიც მანამდეც ჰქონდა, უბრალოდ, რადგან მინისტრი იყო, ამაზე არ საუბრობდა. როგორც კი გაჩნდა „გალფი“, მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ზეწოლა მოახდინა ბატონმა კეზერაშვილმა არსებული ნავთობკომპანიების სხვადასხვა პატარა ქსელებზე იმისათვის, რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით. დღეს ეს ფაქტი, რასაც წლების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ კეზერაშვილი იყო არაერთი ბიზნესის მეპატრონე, დადასტურდა! ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, როგორ, რა საშუალებით გაუჩნდა მას ასეთი შემოსავლები და როგორ მოახერხა მან, მინისტრობიდან გადადგომისთანავე გამხდარიყო მილიონერი. ეს ადასტურებს იმ ეჭვს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დაკავებული იყო ფულის გათეთრებით, საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებით! ძალიან ბევრი სკანდალი იყო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებითაც, ეს დოკუმენტები უკვე არსებობს და საზოგადოებისთვის ძალიან მალე ცნობილი გახდება. რამდენიმე ჟურნალისტისგან მაქვს სრულფასოვანი პირობა, რომ მათ აქვთ დოკუმენტები და გამოაქვეყნებენ უახლოეს მომავალში“ („საქ. რესპ.“ 17 იანვარი, 2014).TK
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამხედრო კომიტეტზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის დასწრება ხაზს უსვამს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ნატოს, − ამის შესახებ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგის ფხალაძემ განაცხადა. ფხალაძის თქმით, სამხედრო კომიტეტის ფორმატში ნებისმიერი შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. „ეს არის 2014 წელს ამ ფორმატის პირველი შეხვედრა. ნატოს სამხედრო კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრუქტურაა. ჩვენი იქ დასწრება ორ მნიშვნელოვან ფაქტორს უსვამს ხაზს − ერთი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საქართველო ნამდვილად კიდევ უფრო მიუახლოვდა ნატოს და ა.შ., ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ჩვენ ნატოს ძალიან სერიოზული სტრუქტურების მუშაობაში ვართ ჩართული, მეორე − ხაზს უსვამს, თუ როგორ სერიოზულ პარტნიორად განგვიხილავს ჩვენ ნატო. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ჟესტი, რომ გამოხატონ პატივისცემა რომელიმე ქვეყნის მიმართ. საქართველოს განიხილავენ როგორც ძალიან სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც გარკვეულწილად თანაზიარია უსაფრთხოების იმ სისტემისმ რომელსაც ჩვენ ვეძახით ატლანტიკურ სივრცეს“ − განაცხადა ფხალაძემ („საქ. რესპ.“ 22 იანვარი, 2014).TK
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების განსაზღვრას და მის სახელმწიფოს განსაკუთრებულ მმართველობაში არსებობას კონსტიტუცია ითვალისწინებს. − აუცილებლად უნდა აღირიცხოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ისინი სახელმწიფოს განსაკუთრებულ მმართველობაში უნდა იყოს. ეს საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი დამტკიცებული არ გვაქვს. დაახლოებით 15 წელია, ამაზე ვჩხუბობთ, მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ეს ნუსხა უნდა გაკეთდეს, − განაცხადა ტყემალაძემ („საქ. რესპ.“ 22 იანვარი, 2014).TK
ვიაჩესლავ ბორისოვი(გენერალი, 2008 წლის აგვისტოს ომზე): „როდესაც ქართულმა მხარემ მხოლოდ ხუთი ტყვე გადასცა რუსეთს, ამას მოჰყვა ჩვენი მოთხოვნა, ყველა დაკავებულის, გარდაცვლილის და დაჭრილის გადმოცემის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმის ორგანიზება მთხოვა და ამაში ქართველი მაღალჩინოსნებიც ჩარია. ამ მიზნით გორში ჩემთან შესახვედრად ალექსანდრე ლომაია და გივი თარგამაძე ჩამოვიდნენ. ლომაიას რაც შეეხება, იგი არც სიტყვის კაცია, არც საქმის, უბრალოდ, მშიშარა ადამიანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ის არ გვეხმარებოდა არც გარდაცვლილების და არც დაჭრილების გადაცემაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ტყვიაგაუმტარი ჟილეტით დარბოდა. ეშინოდა, რომ არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის და არავის გაეტაცებინა. ვის რაში სჭირდებოდა ლომაია?! ჩახტა პირველსავე მანქანაში და იქაურობა დატოვა. არაფრის ორგანიზებაში მას წვლილი არ შეუტანია“ („საქ. რესპ.“ 22 იანვარი, 2014).TK
დავით მხეიძე: „შარშან ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბრის დასაწყისში, ჟურნალისტები შეხვდნენ(უმეტესად ისინი, აი, მედია-ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ ლიბერასტულ თავებს) შს მინისტრს ჭიკაიძეს. შს შეხვედრაზე ერთმა „ექსპერტმა“ მინისტრს ჰკითხა − მომავალ, 2014 წლის 17 მაისსაც(მსოფლიო პედერასტების სოლიდარობის დღეს, „ლგბტ“ საზოგადოებას რომ უწოდებენ საკუთარ აქოთებულ თავებს − დ.მ.) იგივე იქნება, რაც აქამდე იყოო? ანუ შსს კვლავ „ვერ“ უზრუნველყოფს ქართველი პედერასტების უსაფრთხო გაჯეჯილებას რუსთაველზეო? რაზეც ახალგაზრდა მინისტრმა − რა ვქნა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, 17 წლის ასაკიდან ვეზიარები, მოძღვარი, თანაც ბერი მოძღვარი მყავს, გეიპარადები ჩემთვის მიუღებელიაო. და აქ იფეთქა თურმე დავით აქუბარდიას კნეინამ, ნინო ჯანგირაშვილმა − როგორ ბედავ ამის თქმას, აქ არავის აინტერესებს შენი მართლმადიდებლობაო და ა.შ... ერთადერთი, ვინც მხარი დაუჭირა შს მინისტრს, თურმე ირმა ინაშვილი ყოფილა, რომელიც, როგორც მიამბეს, თეთრი ყვავივით ჩანდაო გრანტებნაჭამი ყორნების ფონზე − რა თავს იმართლებ ამ ლიბერასტებთან, დიახაც მე პირველ რიგში შენი მართლმადიდებლობა, ანუ მრწამსი, ზნეობრივი პოზიცია მაინტერესებსო!... ჰოდა, რა არის ან ვინ, ყოველივე ეროვნულ-ტრადიციულის უპირველესი მოდარაჯე და ქომაგი, თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II? ამიტომაც დაარტყეს ორივეს ერთად ნაშობავებს − აქაოდა, ეკლესია და პატრიარქი პროგრესის და მეცნიერების წინააღმდეგნი არიანო! არადა, იმ ეპისტოლეში ძირითადი აქცენტები ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების რეალური საფრთხის და მთელს დასავლეთში ამ საფრთხის მაპროვოცირებლის, ევროკავშირის მიმართ იყო გაკეთებული, რაც თითიდან გამოწოვილი სუროგატი ბავშვების თემით ოსტატურად გადაფარეს არასამთავრობოების ბუდარა-ბუდარიხებმა − სიტყვაც არავის დასცდენია იმაზე, რომ ფილიპ დიმიტროვი(როგორც ამას წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირის ეს მაღალჩინოსანი ჰომოსექსუალი ყოფილა?!) ეპისტოლეში არცთუ დადებით კონტექსტშია ხსენებული, არც იმაზე, რომ მისი უწმინდესობის ეს ერთ-ერთი უძლიერესი ეპისტოლე, სულ მცირე, ევროპისკენ სწრაფვის(???) პროცესში, მეტი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს ქართველებს... ასე იყო თუ ისე, ამ ხლისტებმა შობის მეორე დღეს, ნინია კაკაბაძის მეთაურობით, გაბედეს და საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართეს პატრიარქის შეურაცხმყოფელი პლაკატებითურთ, რაზედაც ღირსეული პასუხიც მიიღეს;... საერთოდ, როგორ უნდა ბედავდნენ ნაცები ხმის ამოღებას? მით უმეტეს პოლიტიკურ დევნაზე? გაიხსენეთ, რა დღეში იყვნენ ეს ნაძირლები ციხის კადრების გამოქვეყნების პირველ დღეებში? ფეშენებელური ოფისები თუ საარჩევნო შტაბები გამოკეტილ-ამოგმანული ჰქონდათ, რომ იტყვიან, ცხვირის გარეთ გამოყოფას ვერ ბედავდნენ და, იმის მაგივრად, ერთი „საკონტროლო გასროლით“ მოემთავრებინათ ყველაფერი, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნოკაუტში მყოფი ნაცბანდა მოასულიერეს, კოჰაბიტაციის ნიშადური აყნოსინეს და ახლა გვაქვს ის, რაც გვაქვს: ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები?! სამართლიანობის აღდგენას ვინღა დაეძებს, ქართველ ერს კოლექტიურ-მასობრივი ნევროზი შეგვყარა, ყოველდღე გიორგი ონიანის მსგავსი ადვოკატების, თუ სხვა ყოფილი ზონდერების შეურაცხმყოფელმა მონოლოგებმა ნაცებ-ქოცების ერთობლივად კონტროლირებადი ტელევიზიებიდან, ან იგივე ნაცოდიოზი ლიდერების დებატებმა, ოცნების ასევე თანდათან სულ უფრო ოდიოზობისკენ მიდრეკილ ლიდერებთან... იგივე ოპერიდან არის ის, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გაგვიბედეს ქართველ საზოგადოებას. დიახ, უწინარესად ჩვენ გაგვიბედეს, რადგან სოზარ სუბარი თავისუფლების ინსტიტუტში გამოზრდილი ისეთივე ხლისტია, როგორც მთელი რესპუბლიკური პარტია, რომელიც აგრე ვერაგულად დაგვასვა თავზე ქართველ ერს ბიძინა ივანიშვილმა... და ვინ გაბედა ეს? როგორც „იმედის“ სიუჟეტიდან შევიტყვეთ, 15 არასამთავრობომ. პიროვნულად კი ვინმე „მასკიანმა“ ნიკოლოზ ჩათლახაშვილმა, ვიღაც ვასილ ურუშაძემ, ვანო მერაბიშვილის ტურფამ, თაკო სალაყაიამ და ბლანჟეცანცარა გიგა ნასარიძემ... ამ კადრების შემხედვარეს, უნებურად გამახსედა 2010,11 და 12 წლები, როდესაც მაშინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის(დღეს პოლიტიკური პარტია, „სპა“, ანუ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი იმავე სამინისტროსთან და სადაც პატიმართა წამება-მოკვდინების ფაქტებს ვაპროტესტებდით − სად ბრძანდებოდა მაშინ ეს 15 არასამთავრობო, რომლებიც დღეს ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას უცოდველ კრავებად რაცხენ, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როდესაც პატიმრებს ცემაში კლავდნენ და ცოცხებით აუპატიურებდნენ? ან ეს „შმარა“ თაკო სალაყაია, რა ნამუსით ლაპარაკობს დანაშაულის დაფარვა-პასუხისგებაზე? მაგისი ხლისტი ქმრის განთავისუფლება კი არა, ეგ „აშარმოშკაც“ ვანოს გვერდითა საკანში უნდა იჯდეს, როგორც სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის მთავარი დამკვეთი, მაგრამ ყოფნის თავხედობა და აქეთ გამოდის ბრალმდებელის როლში“ („საქ. რესპ.“ 22 იანვარი, 2014).TK
გია გაბრიჭიძე: „პრინციპში ყველამ ვიცით, ვინც არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. ვიცით მათი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა. მათი დამოკიდებულება ეკლესიასთან, მართლმადიდებლობასთან. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების სტატუსთან. ვიცით მათი გამონათქვამები ილია ჭავჭავაძის შესახებ. ვიცით, თუ „ვისი გორისანი“ არიან და „ვისი ძუძუ უწოვიათ“... რესპუბლიკელების „წყალობით“ სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მივიღეთ ყბადაღებული კოჰაბიტაცია. არადა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი უნდა ყოფილიყო. დიახ, თინა ხიდაშელი, რომელზეც მართლაც დიდ იმედებს ამყარებდნენ ქართული ოცნების ფანები. „აი, ნახეთ შეიქმნება კომისია და ხიდაშელი გვაჩვენებს მათ ბუმბულს გაშლილ გაფანტულს ველადაო“ იძახდნენ და ელოდნენ. ჩვენც ველოდით, მაგრამ იმ კომისიის ნაცვლად, რომელსაც ბოლომდე უნდა მოეცილებინა ნაციონალური ჭირი, ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენის გეგმა მივიღეთ. „მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“(დ. უსუფაშვილი. 2013 წ. 17 აპრილი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინა). და ეს განცხადება გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტის წინ რებრენდინგის მიზნით ჩატარებულ აქციამდე ორი დღით ადრე! საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის ეიფორიიდან და სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სულაც არ აპირებდა იმ შედეგის „დადებას“, რომელიც თურმე „ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა“ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი, რა საუბრები იყო რესპუბლიკური პარტიის კულუარებში, მაგრამ ლევან ბერძენიშვილის ნათქვამმა „ბურჯანაძეს ბაქრაძე მირჩევნია. ასეა იმიტომ, რომ ბაქრაძე რუსების პოლიტიკას არ ატარებს. ამაშია საქმე, თორემ პიროვნულად ბურჯანაძეც არ არის ცუდი. ბაქრაძეც თავაზიანი ახალგაზრდა კაცია, უბრალოდ ძალიან დიდხანს იყო სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის აღვირახსნილ ლიდერებთან. ისე კი, ორივე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არც ერთი არ ვარგოდა. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ პიროვნულად ერთიცა და მეორეც ოჯახში გაზრდილი ხალხია და უკეთესი ენა აქვთ, ვიდრე შალვა ნათელაშვილს“ − ყველაფერს ნათელი მოჰფინა... გავიხსენებ ლევან ბერძენიშვილის ე.წ. „დისიდენტურ“ წარსულს, გავიხსენებ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს. ვიტყვი ამ ყველაფერს, რადგანაც ყველას უნდა გვახსოვდეს რესპუბლიკური პარტიის არსი, ის ანტიქართული სული, რომლითაც ისინი არიან გაჟღენთილნი. თუ 2013 წელს რესპუბლიკური პარტია მხოლოდ „წერტილოვანი, ლაზერული დარტყმის“ სტილში მოქმედებდა და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენაზე ზრუნავდა, 2014 წელს, სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ ფორსირებული ლაშქრობა წამოიწყო. ჯერ იყო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, რესპუბლიკური პარტიის შვილობილი არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა პატრიარქის წინააღმდეგ გაილაშქრა. ვნებები ჯერ ბოლომდე ჩამცხრალი არ იყო, რომ სულ რამდენიმე დღეში „ჰომეროსისა და სოფოკლეს მცოდნემ“, „დიდმა ინტელექტუალმა“, გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან მოთანამშრომლემ და დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა საკმაოდ „საინტერესო“ შეკითხვა დასვა: „ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი.“ დასვა შეკითხვა და პასუხიც თავადვე გასცა: „თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია“. უღირს კი ქვეყანას, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშეა − ევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება, ანუ მომავალი თუ წარსული. ეს ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს საკითხი შეიძლება, სხვაგვარადაც გადაწყდეს − იგი გმირად არ გამოვაცხადოთ, მაგრამ არც დავიჭიროთ“. „ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კრიტიკის მიუხედავად, ისტორიული აღმოჩნდება“. „მე იურისტების საყვარელი ლათინური გამოთქმის მომხრე ვარ, „იყოს სამართალი და დაინგრეს სამყაროო“. დღეს მე მესმის, დღეს რომ ვთქვა, არ დავიჭიროთთქო, გამაკრიტიკებენ და იტყვიან, აი, მტერი და შეკრულია იმათთანო. ხვალ თუ მოვხვდით ნატოში, ევროკავშირში და კაი ცხოვრება თუ იქნა, შეიძლება, შევახსენოთ ვინმეს, რომ ეს გვინდოდა და მივაღწიეთ. თუ ვერც სააკაშვილი დავიჭირეთ, ვერც ნატოში მოვხვდით და ვერც ვერაფერი, ყველა ერთად გავილანძღებით, ეს გასაგებია. თუ საქართველოს ინტერესები დაინგრევა, მე მაგ პატარა სამართლის, რომ სააკაშვილი ციხეში გავუშვათ, მომხრე არ ვარ. ვფიქრობ, როცა სააკაშვილი არ ავირჩიეთ, უკვე ძალიან სერიოზულად დავსაჯეთ, როცა გავლანძღეთ და რაც ვუძახეთ, ის ვიძახეთ, უკვე დავსაჯეთ. ეს არის რთული პროცესები. ჩვენთვის მარტივი აღმოჩნდა ორი პატიოსანი არჩევნების ჩატარება და ახლა დემოკრატიის მე-2 კლასში ვართ, სააკაშვილის არდაჭერა გადაგვახტუნებს მეოთხეში, ხოლო დაჭერით ისევ ნულოვან ჯგუფში აღმოვჩნდებით“. დიახ ბატონებო, ეს ადამიანი ფიქრობს(და ამტკიცებს), რომ საქართველოს რეიტინგი მკვლელ, მძარცველ, ტირან სააკაშვილზე ნაკლებია. ის სააკაშვილის კანონის დაცვითა და სრული სიმკაცრით დასჯას შურისძიებასთან აიგივებს და ამბობს, რომ დამნაშავის დასჯა ეს წარსულია, ხოლო მისი ციხის კედლებს გარეთ პარპაში, ევროკავშირში შესვლის უმთავრესი პირობა. გვეუბნება, რომ თუ ევროკავშირში და ნატოში შევედით და კაი ცხოვრება იქნა, შეიძლება შეგვახსენოს, რომ დამნაშავის გაშვების გზით მივაღწიეთ ამასო(ისემც მაგას რა ვუთხარი, ნატოსა და ევროკავშირში ყოფნა კაი ცხოვრებას არ ნიშნავდეს. ამას უკვე წევრი ქვეყნების მაგალითებით ვამბობ), მაგრამ თუ არ იქნა კაი ცხოვრება, გავილანძღებიო“ („საქ. რესპ.“ 23 იანვარი, 2014).TK
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა... შეხვედრის დაწყებამდე კი, ორი ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეებმა ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს. „დღეს გაიმართა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ“, − განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK
ოთხი რელიგიური კონფესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა როგორც კონკრეტული კონფესიების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქთან, − ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არგუმენტები და გადაწყვეტილებების მოტივები, რაც ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების თემაზე მან მთავრობის მხრიდან მოისმინა, სრულიად დამაკმაყოფილებელია. დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობის პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და თუკი გაირკვევა, რომ საბჭოთა პერიოდში ანალოგიური ზარალი მიიღეს სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა, დაფინანსებას, ზიანის ანაზღაურებას, ისინიც მიიღებენ. „ის, თუ საიდან დადგინდა მათთვის 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამჯერად აღნიშნული თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაზეც მთავრობამ შესაბამისი განმარტება გააკეთა. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხია. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში კომუნისტური რეპრესიების დროს დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე და ბევრი ინსტიტუტი. ვიცით, რომ საბჭოთა რეჟიმი ყველაზე უფრო მძაფრად რელიგიურ ორგანიზაციებს ებრძოდა, მათი ათეისტური ფილოსოფიიდან გამომდინარე. მათთვის ერთნაირად მიუღებელი იყო ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა. ამიტომ დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როცა მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან იღებს სახსრებს, ამ ზარალის გამო, საჭიროა კომპენსაცია სხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმაც მიიღონ, რომელთაც ასევე განიცადეს დევნა საბჭოთა რეჟიმის დროს. საქართველოში არის რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც ანალოგიურად რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ“, − განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, კითხვაზე, ოთხი რელიგიური კონფესიისთვის 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა, გამოიწვევს თუ არა ბიუჯეტში ცვლილებებს, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ შესაძლოა, მათთვის თანხის გამოყოფა მოხდეს ბიუჯეტიდან. თუმცა, მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე, თანხა გამოიყოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო დებატების მზადყოფნას გამოთქვამს. პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა ვრცლად ისაუბრა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესებზე, ამ მიმართულებით კანონებში გაწერილ პროცედურებზე, საკითხის გარშემო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროსეცი კანონის სრული დაცვით წარიმართა. „კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პროცესის ნახევრად წარმატებულობაზე და შესაბამისად, ნახევრად წარუმატელობაზე? პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. თავის დროზე, კანონპროექტის შემქმნელებმა ძალიან ბევრი იფიქრეს, იკამათეს, მოიფიქრეს: მოდი, პასუხისმგებლობა მათ ჩამოეკიდოთ. საჯარო დებატებში ვიწვევ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონები დაირღვა. ვინმემ მითხრას, რა ბერკეტებით უნდა მოეხერხებინა პარლამენტის დავმჯდომარეს, რომ ექვსი საპარლამენტო ფრაქცია კონკრეტულ გვარზე შეთანხმებულიყო. გარდა ამისა, როცა კანონი ამბობს, რომ თუკი აღნიშნული პროცესის შემდეგ კვლავ ვაკანტური დარჩა თანამდებობა და ვერ შეივსო, მაშინ ახალი კონკურსი ცხადდებაო, მაშინ ვინმემ ამიხსნას, ეს რაღას ნიშნავს?!... ზოგადად, ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებით უკმაყოფილო არიან და გვედავებიან. კანონთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ − პროცესი კანონის სრული დაცვით ჩატარდა“, − განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა („საქ. რესპ.“ 29 იანვარი, 2014).TK