ჩვენს შესახებ
საქველმოქმედო ორგანიზაცია "სინერგია" დაფუძნებულია 2008 წლის 7 აპრილს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
გრიგოლ რუხაძე(ბერდიაკ. გიორგი) - თავმჯდომარე, ფილოსოფიის დოქტორი, პატროლოგი;
გვანცა კოპლატაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიზანტინისტი;
თეიმურაზ ბარაბაძე - დეკანოზი;
გიორგი მაჭარაშვილი - ადვოკატი, აუდიტორი.
ადმინისტრატორი - მაკრინე მაჭარაშვილი.
ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია:
_ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ღირებულებების განვითარება;
_ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა;
_ წმიდა ადგილების მოლოცვა;
_ შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვა ეროვნულ-სარწმუნოებრივ საკითხებზე;
_ ჰუმანიტარულ, საეკლესიო, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროში მომზადებული ნაშრომების გამოცემა;
_ ზემოაღნიშნულ მეცნიერულ დარგებში წარმატებით მოღვაწე პირთა წახალისება და/ან დაჯილდოება;
_ პერიოდული საზოგადოებრივ-მეცნიერული ჟურნალის დაარსება და გამოცემა;
_ საინფორმაციო-შემეცნებითი ინტერნეტ საიტის შექმნა.
"სინერგიის" მიზნების განსახორციელებლად ფინანსურ ბაზას ქმნიან საზოგადოების წევრთა საწევროებიდან და ქველმოქმედთა შემოწირულობათაგან მიღებული თანხები.
საბანკო კოდი: TBCBGE 22, ანგარიშის ნომერი: GE39TB0541236080100001.
ორგანიზაციას უფლება აქვს, ასევე, შეასრულოს სხვა ტიპის სამუშაოები, რაც შეზღუდული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.
მისამართი: თბილისი, ერეკლე II მოედ. #1
T. 298-26-34 E-mail: madli.ssg@rambler.ru
|