სამეცნიერო-საზოგადოებრივი
ჟურნალი „სამი საუნჯე“
კვარტალური გამოცემა
2011-2016 წწ.
სარედაქციო საბჭო:
გიორგი გოგოლაშვილი, ანზორ თოთაძე,
გვანცა კოპლატაძე (რედაქტორის მოადგილე),
გრიგოლ რუხაძე (რედაქტორი), გრანი ქავთარია
- N1(1), 2011 - რეზიუმეები, სტატიები
- N2(2), 2011 - რეზიუმეები, სტატიები
- N1(3), 2012 - რეზიუმეები,
სტატიები
- N2(4), 2012 - რეზიუმეები, სტატიები
- N3(5), 2012 - რეზიუმეები, სტატიები
- N4(6), 2012 - რეზიუმეები, სტატიები
- N1(7), 2013 - რეზიუმეები, სტატიები
- N2(8), 2013 - რეზიუმეები, სტატიები
- N3(9), 2013 - რეზიუმეები, სტატიები
- N4(10), 2013 - რეზიუმეები, სტატიები
- N1(11), 2014 - რეზიუმეები, სტატიები
- N2(12), 2014 - რეზიუმეები, სტატიები
- N3(13), 2014 - რეზიუმეები, სტატიები
- N4(14), 2014 - რეზიუმეები, სტატიები
- N1(15), 2015 - რეზიუმეები, სტატიები
- N2(16), 2015 - რეზიუმეები, სტატიები
- N(დამატება) - რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობები 2011-2015 წწ.
- N1(17), 2016 - რეზიუმეები, სტატიები
- N2(18), 2016 - რეზიუმეები, სტატიები
- N19, 2020-2023 - ელექტრული ვერსია
- N20, 2024 - ელექტრული ვერსია
ჟურნალი „სამი საუნჯე“ არის სამეცნიერო-პოპულარული კვარტალური გამოცემა, რომელიც თავისი შინაარსით ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთიანობის იდეის მატარებელია. ჩვენ, ერთი მხრივ, მასში ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხთა კვლევასა და ანალიზს, ხოლო, მეორე მხრივ, მეცნიერებისა და რელიგიის სფეროებში მიღწეული შედეგების ჰარმონიზაციას.
დიდი კაბადოკიელი მამების თანახმად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ცოდნისა და რწმენის არა დაპირისპირებას, არამედ მათ სიმფონიურ თანაარსებობას საზოგადოებრივ პრობლემათა გადაჭრის საქმეში.
თანამედროვე გლობალური პროცესები ჩვენისთანა მცირე ერებისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნიან. გარეშე ძალები ქართული ტრადიციების აღმოსაფხვრელად, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შესალახავად და ეროვნულ-ზნეობრივი ფასეულობების შესარყვნელად სახსრებს არ იშურებენ. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ მიზნად ვისახავთ განათლებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის კეთილსინდისიერ მუშაკთა შემოკრებასა და მათი ნაშრომების გამომზეურებას, რათა ეროვნული თვითმყოფადობის მორყეული საძირკველი - განათლება - ქვეყანას საბოლოოდ არ გამოეშალოს.
რა თქმა უნდა, გარეშე სახელმწიფოებრივი ნებისა და საყოველთაო პროგრამის შექმნისა, მხოლოდ თეორიული ქმედებით ფონს გასვლა გაჭირდება, მაგრამ სააზროვნო სივრცის გაფართოება უეჭველად გამოავლენს ახალ პრაქტიკულ საშუალებებს, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ბედი, თუნდაც უკუღმართი ისტორიული პირობების გათვალისწინებით.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, „სამი საუნჯის“ მიერ მკითხველამდე ნათელი სიტყვით მიტანილი მნიშვნელოვანი წერილები, მხარდამჭერთ მომავალშიც გამოგვიჩენს და როგორც ავტორთა ნაშრომების დაფასებას, ისე ჟურნალის პერიოდულად გამოცემას შეფერხების გარეშე შევძლებთ.
თვით სახელწოდებაც ჟურნალის ფინანსურად მხარდამჭერი ორგანიზაციისა ყველა მამულიშვილსა და ქართვლის ბედის გულშემატკივარს მოუწოდებს თანამშრომლობის, თანადგომისა და თანამოქმედებისაკენ; რადგან, საღმრთისმეტყველო ტრადიციით, ბერძნული სიტყვა „სინერგია“ საღმრთო ნებასთან კაცობრივი ნების შეთანხმებას, ანუ ღმრთისა და კაცის თანამოქმედებას ნიშნავს. სინერგია ღმერთთან - ეს არის საწინდარი ადამიანის განმღრთობის, ანუ მარადიული სასუფევლის დამკვიდრებისა, რაც, თავის მხრივ, იმ უმაღლესი მიზნის განხორციელებას გულისხმობს, რისთვისაც საერთოდ ადამიანი არის გაჩენილი.
ელ. ფოსტა: madli.ssg@rambler.ru
საბანკო კოდი: TBCBGE 22, ანგარიშის ნომერი: GE18 TB79 6263 6060 1000 01
| |